რეგისტრაცია

username

პაროლი

NEWS

visual-art
ანკა კალანდაძე || 09.03.2010
შუნგა - იაპონური ეროტიკული გრავიურაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული შუასაუკუნეების იაპონიაში. შუნგა მხატვრების სექსუალური ფანტაზიების ხორცშესხმაა და ხშირად ის აბსურდულ ფორმებამდე მიდის.
პროზა
ალექსი ჩიღვინაძე || 07.03.2010
შენელებული კადრის ჩვენება რომ შეგვეძლოს, დავინახავდით ტყვიას, რომელიც ზუილით კვეთდა ჰაერს, შემდეგ ვოკალისტის შუბლს თითქოს მოსაფერებლად შეეხო, თანდათან გახვრიტა კანი, ერთი მილიმეტრი, ორი მილიმეტრი, სამი მილიმეტრი -- აი, ტყვია მთლიანად თავშია, სისხლი და ვოკალისტი უკან ეცემა დასარტამ ინსტრუმენტებს. მეორე ტყვია უკვე ბარმენის ტვინს სტუმრობს, მისი სისხლის წვეთები კი თითქოს ხარისხის აღმნიშვნელად ესხმება სასმელის ბოთლებს.
პროზა
ჩაკ პალანიკი || 05.03.2010
ჩაისუნთქეთ. მოიმარაგეთ რაც შეიძლება, მეტი ჰაერი. ეს ისტორია დაიკავებს ზუსტად იმდენსავე დროს, რამდენსაც თქვენ მოანდომებთ სუნთქვის შეკვრას. ასე რომ, ისმინეთ, რაც შეიძლება, გამალებით. ერთმა ჩემმა მეგობარმა, როცა ის 13-ისა იყო, გაიგო პეგინგის შესახებ. პეგინგი ესაა, როცა კაცს ტრაკში ხელოვნური ყლით ტყნავენ. გავრცელებული შეხედულებით, თუ პროსტატის მძლავრად სტიმულირებას შეძლებ, შეიძლება, მიაღწიო მრავალ ნათელ ორგაზმს ხელების გარეშე.  
პროზა
ლორი ანდერსონი || 03.03.2010
ერთხელ დამესიზმრა კუნძული, რომელიც მიცურავდა ზღვაში და მასზე ყველა ტელევიზორით იყო. ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა, რადგან ყვიროდნენ: ერთი შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩქარა შემომხდეთ! ყველაფერი კი იმის გამო რომ ისინი ზღვაში მცურავ კუნძულზე დასახლდნენ და ყველა მათგანს ჰქონდა ტელევიზორი. და ვერავინ ვერაფერს ვერ ამჩნევდა: ერთი შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩქარა შემომხედეთ! რატომ? სამოთხე იქ არის სადაც შენ ხარ მაგრამ ის ოდნავ ოდნავ უკეთესია.
პროზა
მიშა ბახსოლიანი || 03.03.2010
ბედნიერი კაცი ვიყავი. ალბათ პირველი მსოფლიოში. პირველი იმიტომ რომ ბავშვს ველოდებოდი. შვიდი თვის წინ სასწაული მოხდა. ერთ სომეხთან ვიყავი, გაზის ფულს არ იხდიდა და უნდა შემეშინებინა, მაგრამ შევედი თუ არა ძირს დამაგდო და მიხმარა. სურიკა ერქვა, მერე შხაპიც მივიღეთ ერთად. მითხრა ვიცოდი დღეს რომ მოხვიდოდი და ცოლი დედამისთან გავუშვი საღამომდეო
visual-art
demo.ge || 02.03.2010
როგორია სიყვარული ტერორისტების მიერ დაკავებულ სასტუმროში? რა ადგილი უჭირავს სიყვარულს ბოევიკების მთავარი გმირის მამაც გულში? როდის ახერხებს ის სიყვარულს? 
ფილოსოფია
ვეფხვია შამანაური || 01.03.2010
 “პირ”-ი სპარსული სიტყვაა, ნიშნავს “მოძღვარს”, “წინამძღვარს”, ჩვენებურად, ახალი სტილით იქნება “სულიერი მამა”, არაბულად — “შეიხი”. ქართული “პირი” სპარსულიდან უნდა მოდიოდეს; ქართული პირიზმი ანალოგიურია იმ პირიზმისა, რაც გვიანშუასაუკუნეების მუსლიმანურ ქვეყნებში, განსაკუთრებით სპარსეთ-ოსმალეთში, გაიფურჩქნა.
ფილოსოფია
ვეფხვია შამანაური || 25.02.2010
სინამდვილე თვითონ სინამდვილის შეგრძნებაა. თვით მაშინაც კი, როდესაც სინამდვილე სინამდვილე აღარაა. მაშინ, თუ ნამდვილი ხარ, ე. ი. შინ თუ ბრუნდები, უნდა იყო “არავინ”. ცბიერი ოდისევსი კაციჭამია ბარბაროსს (პოლიფემს) წარუდგება როგორც “არავინ”. მრავლისმეტყველი აქ დედნის სიტყვობრივი მეწყვილეობაა: ოდისსეუს და “არავინ” ანუ უდეის. იქმენ “არავინ” ანუ უნამდვილო უდეის, რათა ვერ შემოგწვდეს სინამდვილის აწმყოს წუმპე, რათა დარჩე ნამდვილი და შინ, თავისთავში, და სინამდვილეში დაბრუნდე! 
პროზა
ნორმან მეილერი || 24.02.2010
სამი წლის შემდეგ ის კვლავ ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. ამიტომაც ცოლად გაჰყვა. ისინი უკვე ოცდაათი წელია დაქორწინებულები არიან. ხალხი მათზე დიდი სითბოთი ლაპარაკობს. ქალაქში მათ ბედნიერ წყვილად თვლიან. მაგრამ აი, ბავშვები სულ უკვდებათ და უკვდებათ. 
visual-art
demo.ge || 22.02.2010
მის პორტრეტებს ხატავდნენ ფრენსის ბეკონი და სალვადორ დალი. ის აწარმოებდა დღიურს ენდი უორჰოლთან. მოგზაურობდა ტრუმენ კაპოტესა და Rolling Stones-თან. წერდა ალბომებს მიკ ჯაგერთან, ჟაკლინ ონასისთან... იყო ფოტოგრაფი, კოლექციონერი, მწერალი, მოზაური. მან მთელი თავისი ცხოვრება ერთგვარ არტ-პროექტად გადააქცია. ილუსტრირებული დღიურები კი, რომელსაც ბავშობაში აწარმოებდა, მის პროფესიონალურ მოწოდებად იქცა. 

Created By www.weber.ge . 2009. Tbilisi. Georgia