ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

ველოსიპედი

ივა ფეზუაშვილი
18.03.2013

   


 

 

სიცხე აღარ მაქვს, უფრო სწორად მაქვს მაგრამ დაბალი ანუ ბოდვას აღარ დავიწყებ ანუ ასატანი სიცხე მაქვს, და აუტანლად მამტვრევს ძვლებში, სიცხე ასატანია ძვლებში მტვრევა არც ისე.
 
ველოსიპედის ტარება არ ვიცი-მეთქი ვბოდავდი, ხო აი ეგრეა,
 
ველოსიპედის ტარება არ ვიცი. ვახ კარგია წერა, მსიამოვნებს რომ სრულიად სულელური ისტორია უნდა ვწერო. კარგია წერა, მეწერება და ვწერ, იმას ვწერ რაც გადავხარშე, მარტივს ვწერ. იყავი მარტივი და წერე ის, რაც მოინელე, რასაც შეეგუე...
 
მარტივად წერე, არაფრისგან არ შექმნა ტრაგედია, არაფრისგან შექმენი ტრაგედია, ტრაგედიისგან არაფერი  დატოვო. წერე, გიყვარდეს, დალიე ჩაი, ისევ გიყვარდეს და თუ გიყვარს იწექი მასთან და მის ოცნებებთან. აიღე სიგარეტი მოუკიდე, კონცენტრირება მოახდინე იმაზე რაზეც არ ფიქრობ, რაზეც ფიქრობ ის გარდაუვალია, ფიქრობ უკვე, ეცადე იფიქრო იმაზე რაზეც არ ფიქრობ, იფიქრე ისე თითქოს უკვე ფიქრობდე, ის უფრო მნიშვნელოვანია რასაც არ ფიქრობ, ჩაი მოსვი და ველოსიპედის ისტორიას დაუბრუნდი, ანდა სულაც ნუ მოყვები მაგ ისტორიას და ის მოყევი თოთხმეტ იანვარს აფთიაქთან, როგორ გაკოცა ღაწვზე ხალიანმა გოგომ... რაც დაწერე არ
 
გადაიკითხო, ვიცი რომ დახევ... დაიკიდე, გააგრძელე, შენ ზუსტად იცი რომ მოსაყოლი გაქვს ველოსიპედის ისტორია.
 
დაწერე!!!
 
მეზობლები ჩხუბობენ, თითქმის ყოველ ღამე. მეზობლები თითქმის ყოველ ღამე ხმამაღლა ჩხუბობენ. დედაჩემიც და მამაჩემიც ჩხუბობდნენ, ოღონდ ხმადაბლა.
 
დედაშენს ეგონა როდესაც დაგაწვენდა, შუბლზე გაკოცებდა და შუქს ჩააქრობდა, მაშინვე იძინებდი, მერე მამაშენი შემოდიოდა, ჩხუბსა და ჩხუბს შორის პაუზის დროს.
 
მამაშენი "კაშეი ბესმერტნი"-ზე გიყვებოდა ზღაპარს, სადაც პატარა კაცი კუკუცი (დედაშენი გეძახდა ესე) ბევრ ხიფათში ვარდებოდა, საბოლოოდ "კაშეი ბესმერტნი"- სთან უწევდა ბრძოლა. შენ თვალებს ხუჭავდი, "კაშეი ბესმერტნი"-ს სახე-ხატს ამუშავებდი ტვინში, მამაშენი მიდიოდა, ეგონა რომ გეძინა, შენ შენი ფიქრების გეშინოდა და თვალებს ახელდი. ოთახში არავინ აღარ იყო, კედელთან ატუზული ხმადაბალი ჩხუბის გარდა და ცდილობდი არც კაშეიზე გეფიქრა და არც ხმადაბალ ჩხუბზე, შენ ვიყავი პატარა კაცი, კუკუცი რომელიც ცდილობდა ჩაძინებოდა იმაზე ფიქრში რაც ფიქრადაც არ მოსდიოდა, ჩუმი ჩხუბი კი ხანდახან სიტყვების და ფრაზების სახით კარს აღებდა. გესმოდა... ფრაზები ყველაზე მეტად გვტკივა, მითუმეტეს გვტკივა ის ფრაზები, რომლებიც არ უნდა გაგვეგო და მაინც გავიგეთ.
 
მეზობლები ისევ ჩხუბობენ, დედა და შვილი, დედა შვილს აწყნარებს - მეზობლებს გააღვიძებო, შვილი ამბობს - ერთი მეზობლების დედაც მოვტყანო. ფრაზები ყველაზე მეტად გვტკივა, ყველაზე მეტად გვტკივა ფრაზები რომლებიც გავიგეთ და არ უნდა გაგვეგო, უნდა მეძინოს, მაგრამ მე ესე ადვილად ვერ ვიძნებ როგორც სხვები, ვცდილობ ვიფიქრო იმაზე რაზეც ვერასდროს ვერ ვფიქრობ, დროს ვკარგავ იმაზე ფიქრში რაზეც ვფიქრობ, სიცხემ ამიწია მგონი.
 
ყველა ტკივილი და ყველა ფრაზა ოდესმე ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენება, ამიტომ არასდროს არ უნდა გეტკინოს, ამიტომ არ უნდა გაუვარდე მეზობელს და ამიტომ
 
არ უნდა უთხრა რომ ყველაფერი გაიგე და ამიტომ არ უნდა დაარტყა, ამიტომ არ უნდა დახარჯო უაზროდ ენერგია და ნერვები ზემოდან. როდესაც აღარ გტკივა, ადამიანს შორდები, შენში "შენ"-ს კარგავ და ძალიან კარგია რომ იკარგები ცალკე
 
შენ და ცალკე შენში შენ, მაშინ უკვე აღარ ფიქრობ რომ ნიფხვის ამარა ზიხარ და ცდილობ დაწერო რატომ არ იცი ველოსიპედის ტარება. ბავშვობას იხსენებ და ისევ იმაზე ფიქრობ რაზეც ფიქრობდი, რომ ვერ ფიქრობ ვერასდროს იმას რაც არ გიფიქრია ჯერ და გინდა რომ იფიქრო, ჯობს რომ იფიქრო. რაზეც ფიქრობ ის უკვე ფაქტია და ის უკვე ფიქრია, ის უკვე ნაფიქრალია, ის უკვე მონელებულია და შეგუებული ხარ, შეგუებული ხარ რომ არ იცი ველოსიპედის ტარება და შეგუებული ხარ რომ ფრაზები არ უნდა გეტკინოს, არადა გტკივა, ფრაზები გტკივა, არადა არ უნდა გეტკინოს, როცა აღარ გტკივა ადამიანს კარგავ და რაღაც ხარ რაღაც არამატერიალური რომელსაც შეგიძლია, შენს ბავშობაში არ გასაგონი ფრაზების ამარა დარჩენილ ბავშვს ზღაპარი გაუგრძელო და დაამარცხებინო "კაშეი ბესმერტნი" რომელიც
 
ველოსიპედს დარაჯობს და არ გაძლევს უფლებას ისწავლო ტარება. წადი მიაფსი.
 
თოთხმეტი იანვარი იყო, ძველითახალიწლის ღამე და ჩემი დაბადების დღე, მთვრალი ვიყავი, ორი დღესასწაული დაემთხვა ერთმანეთს, ეგეთ დროს ვსვამ, ალკოჰოლს და კითხვებს. ალკოჰოლს ისედაც ვსვამ, არანაირი სასწაული არ მჭირდება რომ დავლიო, მაგრამ როდესაც დღეა სასწაული უფრო მეტს ვსვამ, თან მითუმეტეს თუ ორი სასწაული ემთხვევა ერთმანეთს და აქედან არც ერთი არ არის სასწაული, მე დავიბადე მერე რა? უნდა დავბადებულიყავი, მკვდარი ხომ მაინც გავჩნდებოდი, ხოდა მე ცოცხალი გავჩნდი, გამიმართლა, ან არ ვიცი... რას გაიგებ... მოკლედ მთვრალი ვიყავი და კითხვას ვსვამდი - რა საჭიროა ორი ახალი წელი და ამ ორს შორის კიდევ მილიონი
 
დღესასწაული. არც ერთი დღე არ მოიტანს სასწაულს თუ თავად არ ეცადე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სუფრაზე გოჭი დევს თუ წიწიბურა. ნაძვის ხე ყოველთვის მწვანეა, ეგეთია რა ქნას, მარად მწვანეა, ქუჩაში კი ნოემბრის მერე ყოველთვის ცივა, თოვლი ამ ქალაქში დიდად არ აქტიურობს. არ მიყვარს დღესასწაულები, ბავშვობიდან ორად მყოფს, ეხლა იმდენად აღარ, ეხლა ცალკე ვარ, კაცური კაცი ვარ, კუკუცი აღარ, ხოდა მინდა დედასთან ერთად შევხვდები ახალ წელს, მინდა მამასთან და თუ მინდა საერთოდ ბოზთან ერთად შევხვდები. ხო მერე რა ამ ახალ წელს ბოზთან ერთად შევხვდი, მერე ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ირმა მოვიდა, ოცდათრთმეტში მოვიდა და სამში წავიდა, უნდა წასულიყო, შვილი ჩამოუვიდა ამერიკიდან, შვილი წესით ოცდაათში უნდა ჩამოსულიყო მარა ყვერი გამოდგა და ნიუ-იორკში გადაწყვიტა ახალ წლის შეხვედრა, მე კიდევ თბილისში ვიყავი, არც დედაჩემთან წავედი არც მამაჩემთან და საერთოდაც ტელეფონიც გამორთული მქონდა, ნიფხვის და ფეისბუქის ამარა ვიჯექი ღამის სამ საათზე და თავი ბუკოვსკი მეგონა, ალბათ ვისკის გამო და ხო კიდევ იმის გამო რომ ჩემს დივანზე ვიღაც ბოზს გათიშულ მთვრალს ეძინა. სოციალურ ქსელში ონლაინ არავინ იყო, ხოდა ავდექი დ
 
დავწერე "ჩაგიჯვით საცივში!!! ვეძებ მეგობარს იშვიათი შეხვედრებისთვის..." ირმამ მომწერა, სადღაც ოფლაინს და თავის მარტოობას შორის იმალებოდა, შეიძლება მარტოობის დროს ხარ ოფლაინ, ან მარტოობა თავად გულისხმობს შენს ხაზზე არ
 
ყოფნას, მარტოობისას ხაზს იქით ხარ, ანუ იმ ხაზზე ხარ სადაც არავინ არ არის, ანდა ყველაა, მაგრამ ყველა მარტოა, ორ მარტოსულს კი არ შეუძლია ერთი მთელის შექმნა რომელიც ყოველთვის ხაზზე იქნება, ამიტომ ისინი ოფფლაინ არიან, აუთსაიდ და თამაშს გარეთ. ირმამ მომწერა, იცი რა ყლეობაა როდესაც პად სოროკ ქალი მარტო ხვდები ახალ წელს იმის გამო, რომ შენმა შვილმა ბროლის ლუსტრაში გაგცვალაო. მოვალო...
 
ათი წლის იყავი, მამაშენმა რომ სკოლიდან გამოგიყვანა და სადღაც დუქანში წაგიყვანა თავის ძმაკაცებთან საქეიფოდ. დუქანი უცნაური რამეა, მამა ლიმონათს გყიდულობს და ის ლიმონათი ყოველთვის ტარხუნისაა, არ ვიცი რატომ არის ეგრე
 
მაგრამ ეგრეა, როდესაც მამას დუქანში მიყავდი ყოველთვის ტარხუნის ლიმონათი მოქონდათ, შენ კი გეზიზღბა ტარხუნის ლიმონათი, იმიტომ რომ ყველა დუქანში, რესტორანში, ლუდის ბარში ეს მწვანე მავნებლობა მოაქვთ, მოღუშული სახით ზიხარ,
 
მამა გეკითხება, ხომ არ მოიწყინეო, შენ კიდე სადღაც ტრაკში პოულობ ძალას რომ გაუღიმო და ძალით მოსვა ეს ქიმია, სვამ და მამაც კმაყოფილდება, იმიტომ რომ მამას გონია თუ ლიმონათს სვამ და იღიმი, მეტი არაფერი არ გჭირდება და სულ არ ფიქრობს რომ, საერთოდ არ გაინტერესებს, დედ-მამისშვილების და საქართველოს სადღეგრძელო, შენ სვამ ამ ოხერ ტარხუნის ლიმონათს და ფსელის გემოს გრძნობ,
 
ტარხუნის ლიმონათის გამო მომავალში აბსენტს ვერ დაუმუღამებ მამაშენი კი ნელ - ნელა თვრება, შენ მთელი საღამო გადაბმულად თამაშობ მამაშენის ძმაკაცის მობილურში
 
უაზრო თამაშებს და უკვე ყველა ??? ????? და ყველა გინესის რეკორდი მოხსენი, აღარ იცი რა აკეთო, ამასობაში სმა მთავრდება, სახლში მიდიხართ, შენ და მამაშენს ერთ ოთახში გძინავთ, მამაშენმა გადაწყვიტა ეგრე. ძილის წინ დიდი სიამოვნებით უყურებდი რამე მულტფილმს, მამაშენი კი რიდიკის ქრონიკებს უყურებს, უცბად გეუბნება - დავუშვათ ორი ქალის დათრევის შანსი გაქვს, ერთს ძალიან მოსწონხარ, მეორე კი შენ მოგწონს, რომელს აირჩევ? - შენ იბნევი, არ იცი რა უპასუხო და ეგრეც პასუხო რომ არ იცი რა უპასუხო, ის კი გეუბნება რომ რასაც ვფიქრობ ის უნდა ვუპასუხო, არასდროს არ გიფიქრია მაგაზე, მაგრამ მაინც პასუხობ რომ იმას აირჩევდი ვინც მოგწონს, ეეჰ არ გცოდნია არაფერიო გეუბნება - ნუ გაატრაკა ათის ხარ ჯერ - ორივე უნდა წაიყვანოო გეუბნება, ქალს არ უნდა აწყენინოო გეუბნება... ირმა გაგიჟდა, როდესაც დივანზე ვისკით გათხლეშილი, მძინარე ბოზი დაინახა, შენ ხომ ნორმალური ხარო მკითხა, არ ვიცი-თქო ვუპასუხე...
 
პირველად სამზარეულოში ვიჟიმავეთ, ბოზს გაეღვიძა და თავზე დაგვადგა, ირმა რომ დაინახა ისტერიკა მოაწყო, კლიენტს ვის ახევ შე ახვაროო ირმას უხრა, ფული მოჯვიო მე მომადგა, ირმამ შენ მე ვინ გგონივარო, სახეზე გაწერია ვინც ხარო პარასტიტუტკამ უთხრა, ირმა გაცოფდა ჩემი ხელით დავახრჩობო მე მითხრა, შე სირისტიანო ხმა ამოიღეო ეს პრასტიტუტკამ თქვა, ჩემი მისამართით, ირმა ბოზზე გაიწია, ბოზი წაბარბაცდა და დაეცა, თავი კედელს მიარტყა, თქვენ დედა მოვტყან ეხლავე პატრულს ვურეკავო... საბოლოოდ ასი დოლარი დაჯდა მისი წყნარად გაცილება სახლიდან. წავიდა, მერე ისევ მოვიდა, სამზარეულოს მაგიდაზე ირმებ დახატული პრეზერვატივები
 
დაგვიგდო, აჰა თქვენ საახალწლო საჩუქარიო, ჯინგელ ბეელსო, დაასლოკინა და წავიდა...
 
ცამეტი წლის იყავი ცხრა აპრილი და აღდგომა დაემთხვა ერთდღეს. აღდგომას ძირითადად დედასთან ერთად იყავი, ორშაბათს მუხათგვერდში ბაბუის საფლავზე ადიოდით, იქ მოდიოდა მამაშენი და მას მიყავდი, იქვე მუხათგვერდში მასაც მამამისის საფლავზე. იმ წელს კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა - მამის მამა ცხრა აპრილის ამბების გამო დაიღუპა, შენ იმ წელს აღდგომას მამაშენთან იყავი, უფრო კონკრეტულად კი დეიდაშენის სახლში, მამაშენი და დეიდაშენის ქმარი ძმაკაცობდნენ, შესაბამისად ერთად სვამდნენ, შენ და შენი დეიდაშვილი ოთახში ისხედით და კომპიუტერულ თამაშს
 
თამაშობდით და ყველაზე უცნაური ისაა, რომ დედაშენი და დეიდაშენი ამ დროს სამზარეულოში ისხდნენ, შენ ოფიციალურად მამაშენთან იყავი, ხოდა მთვრალმა მამაშენმა და შენი დეიდაშვილის ასევე მთვრალმა მამამ გადაწყვიტეს რომ ქალებში წაეყვანეთ. ცხრა აპრილი იყო, აღდგომა. მამაშენმა და დედაშენმა სამზარეულოში ხმადაბლა იჩხუბეს, შენ ისევ გესმოდა ფრაზები, მაგრამ ამ ფრაზების მნიშვნელობა
 
არა, ფეხებზე გეკიდა, ქალი გინდოდა, არც აღდგომა გაინტერესებდა და არც ფრაზები რომლებიც გტკენენ.
 
ბორდელს "რაღაცა" ერქვა ხოლო ქალი რომელიც მამაშენმა ამოგირჩია, ერთ-ერთ ცნობილ ქართველ მომღერალს გავდა. არაფრით არ დათანხმდა შენთან სექსს, ჩემი შვილის ხელა არისო ეუბნებოდა მამაშენს, შენ გაგიტყდა, ზუსტად რა გაგიტყდა არ იცოდი, უარი თუ ამორალურობა, თუ უარის ამორალურობა? ბოლოს ვიღაც უკრაინელთან შეხვედი და ისეთი მინეტი გაგიკეთეს ტრაკით, ზეწარი შეიწოვე....
 
ირმა მინეტს მიკეთებდა, როდესაც შვილის ასაკი ვკითხე, კინაღამ დაიხრჩო, ოცდაორისო, აჰა ჩემზე სამი წლით უმცროსია ესე იგი. გააგრძელე-თქო ვუთხარი. გააგრძელა. უცნაურია - ირმა მაძლევს და ბოზმა არ მომცა, ორი ვარიანტია - ან ირმა ძალიან ბოზია, ან ზრდასთან ერთად ასაკში სხვაობა ისეთი შესამჩნევი აღარ არის, ან აღარ ტეხავს... თუმცა ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს.
 
ირმა რომ წავიდა ტელეფონი ჩავრთე, ტელეფონი რომ ჩავრთე მილიონი არასაჭირო მესიჯი და მილიონი საჭიროდ გამოტოვებული ზარი დამხვდა, ტელეფონი რომ ჩავრთე ამ გამოტოვებული ზარების ავტორებს ??????? მიუვიდათ, რომ ტელეფონი ჩავრთე, ამ მილიონი ადამიანიდან ნახევარი ისეთი იყო, მხოლოდ ახალწლებზე და დღესასწაულებზე რომ გიხსენებს, დანარჩენები ან ისევ სასწაული სმით აღნიშნავდნენ დღეს, ან ოჯახთან ერთად იყვნენ და საერთოდ ეკიდათ ტელეფონი ჩართული მქონდა, გამორთული თუ ნაგვის ურნიდან ამოღებული. კიდევ დედაჩემის და მამაჩემის მესიჯი იყო, ორივე მსაყვედურობდა, ორივე სამართლიანად. მერე ტელეფონი მაგიდაზე დავდე, სხეული საწოლზე, მერე ტელეფონმა დარეკა, ტელეფონმა იმიტომ დარეკა რომ გამოტოვებული ზარებიდან ერთ-ერთი ნცა იყო, ნცა კიდე ის გოგოა მესიჯებს რომ
 
ყურადღებას აქცევს, ნცა ის გოგოა მეც რომ მაქცევს ხანდახან ყურადღებას, მეგობარია ნცა. ნცას ნუცა ქვია მაგრამ ასო უ ვერ აიტანა სახელის მეორე ასოდ თავიდან უნცესი დაირქვა, მერე ნცაზე შეჩერდა, ჩემთვის სულერთია რა ერქმევა, არასდროს არ მიმიმართავს სახელით, ძირითადად დურას ან რაიმე მსგავს სიტყვას ვეძახი, იმიტომ რომ ძრითადად ისე იქცევა როგორც ნამდვილი დურა. ნცამ დამირეკა, "ძონძის კუკლა ვარო" - მახარა, არ გამხარებია, ნცას ძონძის კუკლას სპექტაკლი გულისხმობდა რომ ნცა სახლში იჯდა და სახეზე "ზელიონკა" ესვა, ეს სახეზე "ზელიონკა" ბავშვობაში დაამუღამა, როდესაც დეპრესია უტევდა და ძირითადად სულ დეპრესიაში იყო, სახეზე "ზელიონკას" ისვამდა რომ სახლიდან გასვლის ყველა შანსი მოესპო, სახლიდან გასვლა თავის მხრივ იმიტომ არ უნდოდა რომ გარეთ დეპრესია ეკარგებოდა, მოკლედ, ნცა როგორც ადრე, ისე ახლა თვითგვემას ეტრფოდა და ეტრფის.
 
ნცამ დამირეკა და "ძონძის კუკლა ვარო" - მახარა, არ გამხარებია, ნცას ძონძს კუკლას სპექტაკლში მე მაყურებელი ვიყავი, ნცა კი რაღაც ჯვალოებში ჩაცმული მუხლებზე თავს მადებდა და მოსთქვამდა, ამ ტრაგედიას ყოველთვის ყავდა საპირისპირო სექსის გმირი, თუ ანტიგმირი, პრინციპში ხანდახან გმირი და ხანდახან ანტიგმირი, ნცა თავის გვერდით ვერანაირ კაცს ვერ ეგუებოდა, ვერც კარგს და ვერც ცუდს, განსხვავება ამ კაცებში ის იყო, რომ ნცა ცუდებს უფრო ეტრფოდა, ესეც თავის
 
მხრივ თვითგვემა იყო ან დედაკაცური ხასიათი, რას გაიგებ... მე ვერაფერი ვერ გავიგე, ანუ მე ჩემის მხრივ ურეაქციო მაყურებელი ვიყავი, ვითომ თავიდან ბოლომდე ვერთვებოდი სპექტაკლში და ფარდის მერე კი ვერანაირი დასკვნა ვერ გამომქონდა, ტაშს ვუკრავდი, ბის, ბისს ვყვიროდი მარა აი აზრი, მორალი და სათქმელი ამ სპექტაკლის არ მესმოდა.
 
ნცამ დამირეკა "ძონძის კუკლა ვარო" - მახარა, არ გამხარებია. როგორღაც ავწიე სხეული და ნცას გავუარე, ავუარე უფრო სწორად, ცხრა სართულიან კორპუსში სადაც ლიფტი მუდამ არ მუშაობს, მაინცდამაინც მეცხრე სართულზე რატომ უნდა ცხოვრობდე და თან შენი ოთახი მანსარდაში რატომ უნდა იყოს? თვითგვემა!
 
ჩაის ვსვამდით, ნცას თავი ჩემს მუხლებზე ედო და არ ლაპარაკობდა. მიკვირდა, ტელევიზორში რაღაც საახალწლო ფილმი გადიოდა, მწვანე კაცი იყო მთავარ როლში, გრინჩი ერქვა, თუ არ ვცდები. მეზიზღება საახალწლო ფილმები, ამასაც ორი წუთი ვუყურე და მივხვდი, რომ სისულელე იყო, ეს გრინჩი და ნცა ზედმეტად გავდნენ ერთმანეთს. დიდ ხანს ვისხედით ჩუმად, ბოლოს ნცას ვიღაცამ დაურეკა, ნცამ უპასუხა, იჯუჯღუნა რაღაცეები, ბოლოს კაი ვნახოთ სახიდან თუ მოვიშორე "ზელიონკა" გამოვალო, ორმოცდახუთი წუთი წვალობდა, ბოლოს სახეს შედარებით ადამიანური ფერი რომ დაურუნა მითხრა - აი შენ იდეალური მამაკაცი ხარო. მე ზუსტად ვიცოდი და ეხლაც ვიცი რომ იდეალური მამაკაცი არ ვარ, ნცასაც ეგრე ვუთხარი, ზუსტად ვიცი იდეალური მამაკაცი არ ვართქო, აბა ვინ არის იდეალური მამაკაცი ჯაბაო? ჯაბა ვინ არის-თქო ვკითხე, ვკითხე და მივქარე, მთელი დღე რაც არ ქონდა ნალაპარაკევი ერთად ილაპარაკა, სულმოუთქმელად, თან ლაპარაკის პროცესში ტანსაცმელს იცვლიდა, მილიონჯერ გამოიცვალა ბოლოს როგორც იქნა ჩაიცვა, ჩაიცვა და გაბრაზებულმა მითხრა - ჯაბა მაგარი ყლეაო. არ შევეწინააღმდეგე. სად მივდივართ-თქო ვკითხე,
 
ჯაბასთანო მიპასუხა. ვერ გავიგე ეს ჯაბა ვინ არის საბოლოოდ, რომ გავიცანი ყლეს არ გავდა პირიქით, ძალიან დადებითი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა, ისეთი ტიპი აღმოჩნდა გრძელი თმა და წვერი რომ აქვთ სულ რომ იღიმიან და ფხიზლები რომ იშვიათად არიან. მოკლედ, ჯაბასთან მივედით, ვიჯექი ჯაბას მომღიმარ ძმაკაცებში და იმაზე მეფიქრებოდა რაზეც უნდა მეფიქრა, ჩემს წინ იჯდა, ღაწვზე ხალიანი, უცნობი
 
გოგო, რაღაცნაირი უცნაურად პოზიტიური ღიმილით, ისეთით არა ჯაბას ძმაკაცებს რომ ქონდათ სახეზე მიკრული. ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, აქსესუარია, ან
 
ატრიბუტი, რეკვიზიტიც კი. ღიმილი კარგია, ცხოვრების რაღაც ეტაპაზე მე საერთოდ ვერ ვიღიმოდი. რაღაც მჭირდა, არ მეღმებოდა.
 
არ გახსოვს რომელი წელი იყო, მაგრამ გახსოვს რომ კარგი ახალი წელი დგებოდა. რატომღაც ყველაფერი დალაგდა, დედაშენი და მამაშენი აღარ ჩხუბობდნენ, მამაშენმა ბოლო "ზაპოის" მერე რაღაც წამლების სმა დაიწყო შესაბამისად, ალკოჰოლს აღარ სვამდა, აღარ სვამდა და დედაშენთან ერთად მხიარული იყო, ორივე მუშაობდა. დილით დედაშენმა სათამაშოების მაღაზიაში წაგიყვანა, რაღაც უცნაური მანქანა ტრანსფორმერი იყიდე, მაგიდის ფეხბურთი და კიდევ ერთი კომპიუტერული თამაშის დისკი. სახლში გაბრწყინებული დაბრუნდი, სათამაშოები მაგიდაზე დისკი კი კომპიუტერში ჩადე, ბედნიერებისგან ანერვიულებული იყავი, ტვალეტში მოგინდა, კომპიუტერი ჩართე და სასწრაფოდ გავარდი, რომ დაბრუნდი დენი უკვე აღარ იყო, ხდებოდა ეგრე თბილისში
 
ტუალეტიდან დაბრუნებულს დენი რომ არ გხვდებოდა. სხვა დროს ძალიან მოიწყენდი, მაგრამ იმ დღეს არა, იმ დღეს ადექი და ტრანსფორმერით თამაში დაიწყე, მერე მაგიდის ფეხბურთს ეთამაშებოდი დედაშენს, მამაშენი რაღაც საახალწლო წარმოდგენაში იღებდა მონაწილეობას და იცოდი, რომ საღამომდე სახლში ვერ მოვიდოდა. მოსაღამოვდა, შენ დედაშენს სუფრის გაშლაში ეხმარებოდი, რაღაც რომანტიული სუფრა უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ტკბილეულით და სანთლის შუქზე, რაღაცნაირად კარგი განწყობა გქონდა, იღიმოდი და გიხაროდა, ფიქრები რომლებზეც მუდამ ფიქრობდი უკვე შორს იყო, ეხლა იმ ფიქრების ჯერია რომლებიც ტრანსფორმერს და მაგიდის ფეხბურთს მოყვება ხოლმე. მამაშენი მოვიდა, რაღაც სუნამო და ველოსიპედი გაჩუქა, ძალიან მაგარი ველოსიპედი. იტირე, შენ ადგილას ყველა იტირებდა, მაგრამ შენ ძალიან დიდ ხანს ტიროდი, უსაშველოდ დიდ ხანს, იმდენად დიდ ხანს რომ დედაშენმა ვალერიანის წვეთები დაგალევინა, მერე იცინოდი, იცინოდი ძალიან ბევრს. მამაშენი დაგპირდა, რომ მეორე დღესვე გასწავლიდა ველოსიპედის ტარებას. გიხაროდა, გულში რაღაც ძალიან
 
უცნაური ხდებოდა.
 
მამაშენი საახალწლო წარმოდგენაზე წავიდა, დედაშენმა სუფრის გაშლა დაამთავრა, დენი მოვიდა, დედაშენმა ჩაიცვა, მერე შენც ჩაგაცვა და გარეთ გახვედით, მამაშენისთვის რომ გეყურებინათ (უფრო ქუჩის პერფორმანსი იყო, იმ წელს მთელ რუსთაველზე ეგრე ხდებოდა, თეატრები ქუჩაშივე აწყობდნენ წარმოდგენებს) რაღაც კომედიური სკეჩები იყო, ძირითადად ახალი წლის თემატიკაზე, მამაშენი თითქმის ყველა სკეჩში მონაწილეობდა, თითქმის ყველა სკეჩში იყო ცეკვა, მამაშენს ცეკვის დროს რამოდენიმეჯერ ფეხი დაუცდა, შენ გაგეცინა ამ ყველაფერზე, დედაშენი ცოტა შეცბა, ალბათ იფიქრა რომ ნასვამიაო. მამაშენი ნასვამი არ იყო, წარმოდგენის დამთავრების მერე ნახეთ, რაღაც ვერ ვარ კარგადო გითხრათ, თავბრუ მეხვევაო, თქვენ ადით სახლში მე გამოვიცვლი, წყალს გადავივლებ და ამოვალო. თერთმეტი საათი იყო სახლში რომ დაბრუნდით, უცებ-უცებ გამოიცვალეთ, შენ დაჯექი და კიმპიუეტერის თამაში დაიწყე,
 
რაღაც საინტერესო დისკი იყიდე, თან ამ თამაშის წინა ნაწილი დახურული გქონდა, აქ, ამ ახალ ნაწილში უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა პერსონაჟს, გიხაროდა, დედაშენსაც უხაროდა, თითონაც სცადა ეთამაშა, მაგრამ არ გამოუვიდა. მამაშენს ელოდებოდით. მამაშენს ელოდებოდი ღამის სამ საათამდე, მერე ჩაგეძინა, ძალიან არ გინდოდა დაძინება, დედაშენი ისტერიკაში იყო, ნერვიულობდი, ცალკე დედაზე ცალკე მამაზე. მამაშენი ღამის ექვსს საათზე დაბრუნდა, დაბრუნდა ხმაურით და მთვრალი, შენ გაგეღვიძა ამ ხმაურზე, გარეთ გახვედი და ტანსაცმელ შემოხეული მამაშენი დაინახე.
 
დედაშენს ფერი არ ედო სახეზე, მამაშენი სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა და გამოაცხადა რომ ნიკარაგუელი სტუდენტია, არც მაშინ და არც ეხლა არ გაქვს ნიკარაგუული ლაპარაკი გაგონილი, მაგრამ მაშინ მამაშენი მართლა ნიკარაგუულ ენაზე მეტყველებდა, მერე იატაკის საწმენდ ჯოხს დაავლო ხელი და რაღაცას დაუწყო ძებნა - მილბის, მილბის ამის დედა მოვტკანო - ყვიროდა. შენ და დედაშენი გაოგნებულები იდექით და უყურებდით ბელაია გარიაჩკიან მამას, რომელიც მაქამდეც სვამდა, მაქამდეც ყოფილა მთვრალი მაგრამ ეს სიმთვრალის სრულიად ახალი ფორმა იყო. მამაშენი როგორღაც დაწყნარდა, სახეც დაულაგდა, ისევ მაგიდასთან დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ძალიან დინჯად დაიწყო მოყოლა, როგორ მოდიოდა ზანდუკელის აღმართზე და
 
როგორ დახვდნენ ნიკარაგუელი სუდენტები, როგორ ცემეს და დაუხიეს ტანსაცმელი, მერე მამაშენი ადგა და დასაძინებლად წავიდა. შენ და დედაშენი დარჩით სამზარეულოში და ერთმანეთს უყურებდით, დენი წავიდა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, მამაშენის თანამშრომელი იყო, მასაც დახეული ქონდა ტანსაცმელი და ნაცემი იყო. კაცმა მოგვიყვა, რომ ის და მამაჩემი ერთად ამოდიოდნენ ზანდუკელზე, უცებ მამაშენს გაუჭედია და მისი ცემა დაუწყია, თან რაღაც ენაზე (ნიკარაგუულზე) ეჩხუბებოდა, ბოლოს ცემა და ნაგვის ურნაში ჩააგდო, დედაჩემმა იმ კაცს მილიონი ბოდიში მოუხადა, არ ვიცი რა დაემართაო, მამაშენის თანამშრომელიც გაგიჟებული იყო, ჰაჰა სამი ჭიქა შამპანიური თუ დალიაო. რაღაც უცნაური გრძნობა გაგიჩნდა, შიშის, იმ ფიქრების შიშის არა რაც მამაშენის სიმთვრალეს და ხმადაბალ ჩხუბს მოსდევდა ხოლმე, ეს სულ სხვანაირი შიში იყო, უფრო დიდი, უფრო დიდი შიში, რომელსაც უფრო ძნელი ფიქრები მოყვება, მაშინ გაიფიქრე, რომ ვეღარასდროს იფიქრებდი ტრანსფორმერ მანქანაზე და მთელი ცხოვრება მოგიწევდა იმაზე ფიქრი, რაზეც ფიქრობ, რასაც ვერ გაურბიხარ, რაც გხუთავს და ღამე არ გაძინებს, ხმადაბლა მოსულ ფიქრებს ვერ გაექცეოდი. შენი შიშები გამართლდა, მამაშენს ზაპოი დაეწყო, მამაშენს ისეთი ზაპოი დაეწყო რომ შენს დაბადების დღეზე, თოთხმეტ იანვარს, დილით სამზარეულოში შესულს, სუნამოს მძაფრი სუნი გეცა, მერე სუნამოს გატეხილი ფლაკონი დაინახე,
 
მერე ჩაის ჭიქას დასუნე და ყველაფერს მიხვდი. მიხვდი რომ ველოსიპედი კიდევ დიდ ხანს იქნებოდა აყუდებული სახლის კართან, მიხვდი იმასაც, რომ მამაშენი გამოვიდოდა თუ არა ზაპოიდან მნიშვნელობა არ ქონდა, შენ არასდროს არ გაგიწევდა გული ველოსიპედისკენ, არასდროს გეცოდინებოდა იმ ფიქრების მართვა რომელიც არ გქონდა, გაგიჭირდებოდა გაღიმებაც კი, გაგიჭირდებოდა იქამდე სანამ არ გადახარშავდი, არ მოინელებდი, იქამდე სანამ ახალ ფიქრებს არ გაიჩენდი. ახალი ფიქრები კი ძალიან ძნელად ჩნდებიან, გაიზრდები და მიხვდები.
 
გავიზარდე და მივხვდი, რომ გოგო, რომელიც ჩენს წინ ზის და რომელსაც ისეთი ღიმილი აქვს როგორც მე იმ ახალი წლის დღეს, ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია და ღაწვზე ხალი აქვს, ღაწვზე ხალი აქვს და ძალიან მომწონს, ხალიც და გოგოც. ყველა ეწევა, ყველა რაღაცნაირად ცდილობს იკაიფოს, მე ვუყურებ, ვუყურებ და ვუყურებ, ვუყურებ და ვერ ბედავ, რომ დაველაპარაკო, ვფიქრობ, რომ თუ დაველაპარაკები, სულ
 
სხვანაირი ფიქრები გამიჩნდება, მე ხომ ვერასდროს ვერ ვფიქრობდი იმაზე, რაზეც არ უნდა მეფიქრა, სულ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი რაც არ უნდა დამავიწყდეს უფრო
 
მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მახსოვს, მახსოვს რომ არ უნდა დამავიწყდეს, არ უნდა დამავიწყდეს ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამ ყველაფრის გახსენება. მავიწყდება ის, რაც მახსოვს, ის რაც მნიშვნელოვანია. უცნაური ფიქრებია, უცნაურად ვფიქრობდი. ღაწვზე ხალიანმა გოგომ რაღაცნაირად მიმახვედრა, რომ რაც მახსოვს იმის
 
დავიწყებაა მნიშვნელოვანი, ხოლო ის რაც მავიწყდება, ესე იგი მახსოვს. ხოლო რაც მახსოვს და დავიწყებას ეძლევა ფიქრებს შლის რომელსაც ვერ ვფიქრობდი არასწორი პრიორიტეტებით დალაგებული არასწორი მსჯელობის გამო. დაივიწყე ის, რაც გახსოვს და დაივიწყე ისიც, რაც მნიშვნელოვანია ვიდრე ხსოვნა. აივანზე ვიდექით, მე სიგარეტს ვეწეოდი და ლუდს ვსვამდი. ლუდი ზედმეტად ცივი იყო, ყელს მტკენდა. მაინც დავლიე
 
ბოლომდე. აივანზე ბიჭები გამოვიდნენ, ღაწვზე ხალიანიც გამოყვა. მოწევა შემომთავაზეს, უარი ვუთხარი. ოთახში შებრუნდნენ. გარეთ ციოდა. გოგო დარჩა. არ ეწევიო მკითხა. კი უბრალოდ არ მინდა-თქო. მამაჩემი მიყვებოდა ზღაპარს არ მინდა
 
პაპაზეო
 
- ვისზე?
 
- "არ მინდა პაპა"-ზე, გუდიანი კაცია ბავშვები ჭამაზე უარს რომ ამბობენ, კედლები იხსნება და "არ მინდა პაპა" გამოდის, ბავშვს გუდაში ისვამს და მიყავს.
 
- სად? - როდესაც უაზრო კითხვას სვამ ადამიანები ყოველთვის დამცინავად იყურებენ, ღაწვზე ხალიანმა გოგომ კი გამიღიმა, გამიღიმა ისე, ისე გემრიელად, ისე უბრალოდ, გულით. მერე ცოტა ხანი მიყურა და დაასკვნა - ზედმეტად სერიოზული
 
ხარო, ეგ კიდევ სერიოზული პრობლემააო, მერე გაუხარდა სიტყვათა თამაში რომ გამოუვიდა.
 
- არა რა, მწერალი უნდა ვიყო!
 
- მე ვარ მწერალი, ჩარლზ ბუკოვსკი - გოგოგს გაეცინა - დავლიოთ - შევთავაზე.
 
- ოღონდ აქ არა, იდიოტები არიან, იდიოტურად იღიმიან
 
ოცდაოთხი საათი.
 
ქურთუკი ვერ ვიპოვე, გარეთ გავედით. ციოდა. ვისხედით სადღაც სკვერში, რაღაც საქანელებზე, ერთმანეთისთვის ვიღაც უცხოები და ვისკის ვსვამდით და შიგადაშიგ კითხვებს. ვიღაც კაცი მოვიდა, რაღაც განზრახვით, რუსული "ბუტირკიდან" ერთი
 
სიმღერა გვიმღერა, ჯიბიდან გასაშლელი ჭიქა ამოიღო, ვისკი დაისხა, დალია - წავალო, წადითქო - ვუთხარით. წავიდა. ჩვენ არაფერზე ისეთზე არ ვლაპარაკობდით, რაც ახალი
 
წლის დღეებს უხდება და არც ისეთ რამეზე არ გვილაპარაკია, რაც ახალი წლის დღეებს არ უხდება. ღაწვზე ხალიანი გოგო ძალიან ბავშური იყო, მე კი ისევ ის ტიპი ვიყავი ბავშვობა რომ უნდა დაკარგოს, ან უნდა დაივიწყოს ზუსტად ვერ გავიგე მახსოვს, თუ მავიწყდება თუ ვკარგავ... ღაწვზე ხალიან გოგოს შეუძია თავის თავზე გაფიქროს, მე კიდე მასზე ფიქრებში საკუთარი თავის წარმოდგენა შემიძლია. ეს ფიქრები კი ისეთი ფიქრებია, რომელზეც უნდა იფიქრო, იმიტომ რომ ეს გოგო ბავშვობას და სხვა მრუდე ფიქრებს ან გაფანტინებს, ან გახსენებს ან გავიწყებს რა მნიშნელობა აქვს მთავარია, რომ კარგად გრძნობ თავს და იღიმი. ღიმილი კიდევ კაია...
 
შენ ჩაეხუტე, როდესაც რაღაც უცნაური ხდებოდა შენს შიგნით და უბრალოდ მის გვერდით ყოფნის დროს იყავი წყნარი, წყნარი და ღიმილიანი. ხოდა ამ სიწყნარეში ჩახუტებამ ჯერ შიგნით რაღაც სითბო ჩაგიღვარა მერე შიგნით შეგაბარბაცა, ბოლოს კი თითქოს გარედანაც შებარბაცდი და გკითხა დათვერიო? შენ კიდევ დააცემინე იმან კი ისევ ისე, ისევ ისე ბავშურად ჰა, ჰა აი დაამტკიცეო. სახლამდე მიმაცილე და დავიშალოთო. სახლამდე მიაცილე და კიდევ ერთელ ჩაგეხუტა. ხელთათმანები და კაშნე გათხოვა. ქალაქში ციოდა. ქალაქს ზამთრის ხოლო კაშნეს კი ღაწვზე ხალიანი გოგოს
 
სუნი ქონდა. რამდენიმეჯერ გადაბმულად დააცემინე, ნეტავ არ გავცივდე არ მინდა გაციებაო იფიქრე და არ მინდა პაპა გაგახსენდა. გაიცინე. ისე გულიანად. ისე ბრალოდ.
 
თორმეტში დავურეკე. უცნაურად მელაპარაკა, ისე უცნაურად, რომ ყურმილის დაკიდებისთანავე დალევა დავიწყე, არადა სიცხე მქონდა. საღამოსკენ მივხვდი, რომ სიცხემ ძალიან ამიწია, არანაირი ალკოჰოლი და სპირტი არ შველოდა, ტანში მტვრევა
 
დამეწყო და სულ ოფლიანი ვიყავი. პლედი შემოვიხვიე, ტელეფონი გამოვრთე, დავწექი და ძილისთვის მოვემზადე. ვერ დავიძინე, ვკანკალებდი. ცამეტი გათენდა. ცამეტში ნცა მოვიდა, ძლივს გავუღე კარი, თავზე ვარდისფერი პარიკი ეკეთა, ხელში არყის ბოთლი ეჭირა, ტანზე ლატექსის პრიალა მოკლე პალტო, ფეხებზე კი "სეტკა კალგოტკა" ეცვა.
 
გულით მომინდა გამღიმებოდა, მაგრამ არ გამომივიდა.
 
- ჯაბა მაგარი ყლეა - არ შევეწინააღმდეგე - შენ კიდე იდეალური ხარ.
 
- სიცხე მაქვს
 
- მე მთვრალი ვარ... ხდება ხოლმე, დაიკიდე. - ხდება ხოლმე და დავიკიდე, შემოდითქო, შემოვიდა. დივანზე გაიშოტა და ფეხები კედელს მიაწყო, არაყი გამოვართვი მოვსვი, სავარძელში ჩავჯექი.
 
- "ზელიონკა" არ გაქვს?
 
- არა
 
- მწვანე ფლომასტერი?
 
- მწვანე მარტო აბსენტი მაქვს, მოგცემ თუ გინდა, მე მაინც ვერ დავუმუღამე.
 
- მაიტა - მივუტანე, მივეცი, დალია, მოეწონა.
 
- ჩემთან სექსი არ გინდა?
 
- მთვრალი ხარ
 
- შენ კიდე სიცხე გაქვს
 
- ხდება ხოლმე
 
- მარიამმა მოგიკითხა, ვურეკავდი გამორთული ქონდაო
 
- ხო გამორთული მქონდა
 
- ხო მეც ვუთხარი, თუ გამორთული აქვს, გამორთული ექნებათქო. რაღაც სხვანაირად გიკითხა, ხომ არ მაიმუნობთ რამეს?
 
- არა
 
- იმაიმუნეთ რა! ძალიან კარგი გოგოა, აი ჯაბა,
 
- ჯაბა ყლეა
 
- ხოო, შენ კიდე იდეალური ხარ. ჩემთან სექსი რატომ არ გინდა?
 
- სიცხე მაქვს
 
- მე კიდევ მთვრალი ვარ
 
- ხდება ხოლმე. დაიძინე - დაიძინა.
 
მარიამს დავურეკე. ჯაბასთან იყო. ნცა მოიკითხა როგორ არისო, აქ ისტერიკები მოაწყოო. ჩემთან არის ძინავსთქო. რატომღაც არ მოეწონა ეს ამბავი, ეგეთი კარგი გოგო მანდ თუ გიწევს რა ტელეფონზე ლაპარაკი აგიტყდაო. სიცხე მაქვს ცუდად
 
ვართქო. მთვრალი ხარო? ხო თქო, არაყი და აბსენტი დავლიე, ვერ დავუმუღამე ამ აბსენტსთქო. სიცხის დროს წამალს სვამენო... თოთხმეტი იანვარი თენდებოდა, მარიამს ჩემი მისამართი ვუთხარი, ეგეთი ქუჩა საერთოდ არ ქონდა გაგონილი, შენ წამლები გჭირდება და მანდ სადმე ახლოს აფთიაქი თუ არის იქ შეგხვდებიო. რომ შევხვდით, ვაკოცე. ჩემი დაბადების დღეა ათ წუთში თქო. გამიღიმა. საშინლად ვხურდი და ვკანკალებდი, წამლები ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით. კარის ხმაზე ნცას გაეღვიძა. ჰა მაიმუნობთ არა? იდეალური ბიჭია მიმიხედეო, მერე შემომხედა, რას გავხარო,
 
სიცხე მაქვსთქო. დავრჩები მოგივლიო. მარიამმა წადი მე დავრჩებიო. ნცა დაფიქრდა, კარგია ზელიონკა მაქვს საშოვნელი ისედაცო, თქვენ იცით გვრიტებო. ნცა წავიდა. მე ბოდვა დავიწყე. შენ ბავშვობას მპარავთქო, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი რა მახსოვს, მნიშნელოვანია რაზე ვფიქრობ და რა ფიქრები მავიწყდებათქო, შენი ბრალია ველოსიპედის ტარება რომ არ ვიცითქო...
 
მარიამს ძინავს, სიცხე აღარ მაქვს, უფრო სწორად მაქვს, მაგრამ ისეთი არა რომ ისევ ბოდვა დავიწყო. ასატანი სიცხე მაქვს, აუტანლად მამტვრევს ძვლებში. სიცხე ასატანია, ძვლებში მტვრევა არც ისე. ველოსიპედის ტარება არ ვიცითქო ვბოდავდი.
 
ხო ეგრე მოხდა, რომ იმ ახალი წლის ღამის მერე ველოსიპედს აღარ მივკარებივარ. ის ველოსიპედი მამაჩემმა ჩემს ძმას (შვილს მეორე ცოლისგან) წაუღო.
 
ამ ფურცლებს მაცივარზე მივკრავ. მე მამაჩემთან მივდივარ, ჩემს ძმას ველოსიპედის ტარება უნდა ვასწავლო, უფრო სწორად ჯერ მე უნდა მასწავლოს მამაჩემმა.

 

 

 

 

© პირველად გამოქვეყნდა გაზეთ "24 საათში"