სირიის პანორამა





პოეზია

სირიის პანორამა




 

სირიაში პაიკები წყდებიან,
 
ახირებული ასადი ყველაფერს სპობს,
 
ნანგრევებში კლიმტი, მატისი და გოია გამოჩნდნენ,
 
საბოლოოდ თავისი ადგილი იპოვნეს.
 
შექმნილი კონტრასტი რეალობაა,
 
სხვა ყველაფერი მტკნარი სიცრუე.
 
ილუზიები იმსხვრევა და ზედაპირზე ბავშვების ლპობაშეპარული გვამები ჩნდება,
 
ჩვენ კი გაღუნღულებულ ბუნაგებში შევფუთულვართ და თავზე საბანს ვიფარებთ.
 
მოწყალე ხელმწიფე ისევ ორმაგი ჩარევის სტანდარტის უფლებას იყენებს,
 
რადგან რეგიონში მხოლოდ დანაკუწებული ბავშვების კიდურები და გაყინული ორგანოები ტივტივებს,
 
ნავთობი კი არსად ჩანს, არც კბილის ჯაგრისები.
 
გაჩაღებული იარაღით ვაჭრობა ვეტომჭამელი ქვეყნების წისქვილზე წყალს ასხამს,
 
რუსეთი და ჩინეთი დაუღალავად, ისტერიულად როკავენ,
 
ავტორიტარული სახელმწიფოები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ,
 
ბავშვები კი ლპებიან და ჰუმუსად იქცევიან.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.