ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

12 დობრი ბოზი

დათო ჩიხლაძე
17.04.2013

   


 

ბოზი პირველი: მერაბ ჟორდანია სულ პროჭი კი არ იყო, ორი უთესლესი გოლი გაუტანა ადრე კუზბას კემეროვოს. მერე გაპროჭდა, რა ქვეყანა დაგვინგრიეს ამათი დედა რო მოვტყან.
 
ბოზი მეორე: ჯარში ნამყოფი თუ არ ხარ, უეჭველი უნდა წახვიდე. აგერ მე ჩემს ბიჭს მაინც გავატარე. გამოადგება, რა... თან ჩვენთან ისეთია ჯარში წასვლა, ნუ იტყვი.. სამი კაცი მიდის ერთი ავტომატით და მერე ის ერთი დაიბრიდება და დანარჩენები ავტომატს ახევენ. ამიტომ, ვიფიქრე თან მძლეოსნობაზეც ხომ არ ვატარო-თქო. კარგად ირბენს და ეგეც გამოადგება, რა იცი რა ხდება.
 
ბოზი მესამე: კონტინენტური და ანგლიკანური სკოლის მიხედვით, ძაან დანძრეული გაქვს, შვილო. ანუ როცა შენი ქვეცნობიერი ფიქრობს, რომ დაგენძრა ესეგი დანძრეული გაქვს. ჰოდა, თავს გაუფრთხილდი. ერთხელ მიშას დაენძრა ეგრე. სამი დღე იყო ჩუმად და მერე აჩქარდა. ადრე ეგ ნორმალურად ლაპარაკობდა და ახლა მაგიტომ ბაზრობს სულ სწრაფად. მერე ხმა რომ ამოიღო პროსტა ვერ გაჩერდა ისე გაუსწორდა მოძრაობა. სამი დღე ჰქონდა დანძრეული, ხალხი მოდიოდა ხოლმე აქ, დახედავდნენ და ამბობდნენ, აუ ბიჭო ამას როგორ დაენძრაო. მერე მიშამ გაიღვიძა და რაღაც ვეში დაწერა. მაგარი ვეშია, ბაბუ დადის და გადაკეტილი აქვს. დედას უტყნავს ყველაფერს და მერე ტაქსისტს იპოვის, რომელსაც ასევე გადაეკეტება. აი, იცი როგორი პონტია, მეთოდ მენის და ბასტა რაიმსის კლიპში რომაა, ტიპები რომ იჩითებიან და ტოტალური ქაოსი რომ იწყება. ეგეთი ქაოსია იმ ვეშშიც, პროსტა უფრო დობრი. მიშას უფრო დობრად დაენძრა ადრე, ვიდრე მეთოდ მენს და ბასტა რაიმსს, იმათ ძაან ქონდათ დანძრეული.
 
ბოზი მეოთხე: გინდა გივი კარბელაშვილის მოთხრობები წაგიკითხო? უკეთ დაგეძინება. მაგალითად აი ეს მოთხრობა, რომელიც საბჭოთა პატრიოტული მწერლობის ნიმუშად ითვლება. მარტივი მოთხრობაა, დედა მეორე მსოფლიო ომში მოკლულ შვილს წერს წერილს და ამ წერილში უყვება საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის ყველა მიღწევას, მაგალითად რამდენი საქონელი ჰყავთ კოლმეურნეობაში და რა მაგარი ტიპია თავმჯდომარე. ამბობენ, რომ ვიღაც ტიპები გივი კარბელაშვილის მოთხრობებს კითხულობენ და მერე თეთრ წვრილ ვინსტონს ეწევიან ხოლმე, იმიტომ რომ ვიღაც გოგოს მსხვილი ლურჯი ვინსტონი არ მოაქვს.
 
ბოზი მეხუთე: არ დაიძინო, ტო. ჩვენთან ერთი გოგო მუშაობს, რომელსაც არასდროს არ სძინავს. ოღონდ თან ქართველია და ჩვენ ჩინელად ვასაღებთ. თვალებზე ბულავკები დავუმაგრეთ და გავს, რა...
 
ბოზი მეექვსე: ზომბები, ზომბები, ზომბები , მუტანტები და ჰორორი -           ვიღაცისთვის ეს სიტყვები ჯორჯ რომეროსთან ასოცირდება, მაგრამ ვისაც ფილმებზე მეტად თამაშები უყვარს, მიხვდება რომ საუბარი  resident evil-ზეა. 3 ძირითადი პერსონაჟი განსხვავებული  სიუჟეტური ხაზებით და მრავლფეროვანი ლოკაციებით - ასეთია resident evil-ის მეექვსე ვერსია, რომელიც ოქტომბერში გამოვიდა. თქვენ აღმოჩნდებით ჩრდილოეთ-ამერიკაში, სამხრეთ-ევროპაში ან ჩინეთში. იშვიათად სონი1-ის დროინდელ კლასიკურ პაზლებსაც გადააწყდებით, გამოჩნდებიან კარგად ნაცნობი პერსონაჟები თამაშის წინა სერიიდან. ახალ Resident Evil-ში  მეტი ექშენია,  ეფექტური გრაფიკითა და გარემოთი, სადაც მნიშვნელობა  ვიზუალიზაციას უფრო ენიჭება, ვიდრე გეიმპლეის.
 
ბოზი მეშვიდე: ლალიპაპ, ლალიპაპ, ო-ლალი-ლალი-ლალი. ლალიპაპ, ლალიპაპ, ო-ლალი-ლალი-ლალი. ლალიპაპ? პაპ! გაგისწორდა? ახლა მათეს ვუმღერე და ძალიან დაევასა. გვერდით გიზის მათეც და ორივეს მაგრად გეძინებათ. პროსტა ამ მხარეს შენ თუ მიწვები და მათე სავარძელზე თუ გადაჯდება და ფეხებს სერვანდზე შემოალაგებს, ორივეს უფრო გაგისწორდებათ. თავისუფლად დაიძინებთ რა.
 
ბოზი მერვე: აუ, რა მაგარი ქნა ზეედეორფმა ბრაზლიის ჩემპიონატში რომ გადავიდა. სულ მევასებოდა ზეედორფი და ბრაზლიაშიც სულ სხვა ფეხბურთია. აი საღოლ რა... ლიტუჩი გალანდეც. მაგ თაობაში ყველაზე მაგარი ჩუვაკი ბერგკამპია, ძალიან მაგარი იყო. გახსოვს გოლი სანდერლენდთან, ნიტო ნიუკასლთან? მარჯვნივ რომ წავიდა და მარცხნიდან შემოუტარა ბურთი მცველს, რასაც ქვია მთელი დღე უტრიალებდა ისე ნელა და ტონკად გააკეთა. მცველი ისე ფარჩაკდებოდა, რომ გადაწყვიტა წინააღმდეგობა არ გაეწია. ჩვენს პროფესიაშიც ეგრეა, უნდა დაიკიდო, დაწვე და წინააღმდეგობა არ გაუწიო. აი მაგალითად ტაილანდში რაღაც აქვთ, ბოზებს აწევინებენ მარტო, სულ 15-16 წლის გოგოებს. აი მამა ჩააბარებს ამ გოგოს ბორდელში, აიღებს ორი ათასს და ეს გოგო რჩება.. ჰოდა ამ გოგოს რაღაცას შეუკეთებენ და აწევინებენ. ეს რაღაც ისეთი ძლიერია, რომ თუ ორი თვე ყოველდღე მოწევ, ორ თვეში უეჭველი დაიბრიდები. პროსტა ეს გოგოები ვერაფერს იგებენ და რასაც უნდათ იმას უკეთებენ, ორ თვეში კიდევ იბრიდებიან.
 
ბოზი მეცხრე: Shit Happens - თქვა პამპერსის სარეკლამო პოსტერზე გამოსახულმა ბავშვმა და ჩაიჯვა.
 
ბოზი მეათე: იყო ტიპი, რომელმაც იცოდა სიბრძნე და არავის ეუბნებოდა. ერთხელ ამ ტიპს ტელეფონზე მიშამ დაურეკა და ძალიან სწრაფად უთხრა, დროზე გამოდიო. ეს ტიპი ადგა და გავიდა. დაჯდა იქ და იჯდა თავისთვის. მერე მიშამ უთხრა, ჰაშიში გვაქვს მაგარი, ნეპალურიო. ბესომ ჩამოიტანაო. მერე დიტო მოვიდა და უთხრა ამ ტიპს, მოიცა მე ვიცი უფრო მაგარიო. დიტომ ჩანთიდან ამოიღო კოკა-კოლის ბოთლი რომელსაც ქვედა ტანში 3.14 მილიმეტრიანი ზდეცი ჰქონდა, ბოთლს თავი დაახურა, ანთებულ სიგარეტზე ჰაშიშის პატარა კუსოკი დაადო და ამ ზდეცში შეყო. ჰაშიში, პოეტურად რომ ვთქვათ, აშუშხუნდა სიგარეტის ნამწვზე, როგორც ატხადნიაკში საჭმელი კვეცხის გლაზური ტაფაზე. დიტომ, ჩაიწვებოდა უკვეო, გამოაძრო სიგარეტი, ბოთლს თავსახური მოხსნა და ამ ტიპს გაუწოდა. ტიპმა შეხედა ბოთლს, რომელიც ისე იყო გათეთრებული, როგორც ქერტლი ფანჩარზე და დაუფიქრებლად გადაკრა. მერე რაღაცის თქმა უნდოდა, დიტო შემოუბრუნდა და კითხა, რამეს მეუბნებოდიო და ამ ტიპმა არა, არაფერს, დაიკიდე, დამავიწდაო. მერე ტიპი მიხვდა, რომ სიბრძნე დაავიწყდა.
 
ბოზი მეთერთმეტე: ბიჭო, რა სტრანად გეძინება. ან მე როგორ გებაზრები. ტაქსის მძღოლის ლექსიკა მაქვს, შეგეცი ფანტაზიაში. მოკლედ, ეგეთი ამბავია, ერთხელ ტიპს დაეძინა და დაესიზმრა, რომ მისი ძმა კიდებდა ჭერს და უცებ ჭერის ზემოდან გადმოხტა ალა პუგაჩოვა, რომელსაც ჰქონდა ზვიგენის ყბები. თან თეთრი მტვერი ჩამოიყარა და ალა პუგაჩოვამ იმ ვეშის სიმღერა დაიწყო კურდღელი რომ მღერის, ნუ პაგაძის ერთ სერიაში და ამ დროს მგელი რომ კბილებს ილესავს. უცებ ალას გაახსენდა, რომ ამ სიზმარში მონსტრის როლი ჰქონდა და ტიპს შეუტია, პროსტა მაგარი ჩმორი მონსტრი იყო, რაც ამ ტიპის ძმამ ეგრევე დაწვა და ლუსტრა აუფრიალა წინ, თან ტიპს გადმოხედა და უთხრა, ზვიგენისყბებიან ალა პუგაჩოვებს ლუსტრების მაგრად ეშინიათო, აი როგორც ვამპირებს ეშინიათ ჯვრის, ნივრის და ეგეთი რამეებისო. ტიპი დამშვიდდა და ალაზე კაიფი დაიწყო, სავარძელში ჩასვეს და რუსულად აბაზრებდნენ. ეკითხებოდნენ რა გქვიაო და ის პასუხობდა ალა ბარისოვნა პუგაჩოვაო და მერე ჩალიჩობდნენ, რომ ალას ქართულად, რუსული აქცენტით, ეთქვა “ათასყლეზეგადანახტომი”. მერე თენდებოდა და ამ ტიპს მაგრად მობეზრდა ზვიგენისყბებიანი ალა პუგაჩოვა და უცებ დაიხედა და ხელში იარაღი ეჭირა. ჩეზე. აიღო და ესროლა, ამის დედაც მოვტყანო.
 
ბოზი მეთორმეტე: ამასწინათ ისლანდიაში ვიყავი, რეიკიავიკში. ერთ დილით გავიღვიძე და გავჩითე ტიპი, რომელიც დილით ორთქლზე მომზადებულ კატლეტს და პიურეს მიკეთებდა. მეუბნებოდა, ცხიმები არ ვარგა და ზეთში არაფერი შეწვაო. თვითონ ყველაფერს ორთქლზე აკეთებდა, დაჟე კალბასსაც ორთქლზე წვავდა. მომიტანა ეს საჭმელი, გვერდით მწვანე ვაშლი მიუჭრა და მითხრა, მაგარი პადლივკააო. გამისწორდა, ვიფიქრე რა მაგარი პონტია-თქო, დავჯექი და დავიწყე ჭამა. ეს ტიპი კიდევ მაჩერებს და მეუბნება, სანამ შეჭამ მიპასუხე მეთოდ მენი უფრო გევასება თუ სოსო თოლორაიაო. მაგარი სტრანი ადგილია ისლანდია. უეჭველი უნდა წახვიდე, გაგისწორდება.