• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ამბავი სამი დერვიშისა, მებადრაგისა, ციხის უფროსისა და გოგოსი, რომელიც ყველას აძლევდა

×
ავტორის გვერდი მიშა ბახსოლიანი 00 , 0000 1965

 

_ ჩემო ქალბატონო, მე ცალთვალა არ დავბადებულვარ. მე ისეთი საოცარი ამბავი გადამხდა, ნემსით რომ დაიწეროს თვალის უპეებზე, შეგონება იქნებოდა იმისთვის, ვინც შეიგონებს _ მეორე დერვიშის ნაამბობი. 1001 ღამე.
 
_ თქვენი გვარი?
 
_ მისმინეთ, პრობლემები არ მინდა, ჩემთვის წყნარად მივდიოდი. იმ ქალს სრულიად შემთხვევით დავეტაკე. 
 
_ გვარი, ბიჭო !
 
_ ნასვამიც კი არ ვარ. ცაში ვიყურებოდი. ისეთი ლამაზი ცაა თქვენს ქალაქში, თვალი ვერ მოვწყვიტე, რაღაც უცნაური ფერებია, თითქოს რაღაც ძალიან ცუდი უნდა მოხდეს, აი არმაგედონივით ცუდი, ან პირიქით ძალიან კარგი, ძალიან, ძალიან კარგი. შამწუხაროა, გამჭვირვალე ჭერი რომ არ გაქვთ აქ, შეხედავდით და დამეთანხმებოდით. აბა ასე რას მიხვდებით, აქედან ყველაფერი ლურჯად მოჩანს.
 
_ საკანში წაიყვანეთ, თორემ გავგიჟდები _ თქვა პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გივი ქირიამ და კარებთან შეგროვილ ხელქვეითები გაკვირვებულმა შეათვალიერა. ყველა იქ იდგა. თვით ფარეხის ჟორაც ამოსულიყო და “შკოდასთვის” მოხსნილ საჭეს ხელში უხერხულად ატრიალებდა.
 
_ თავიდან მომაშორეთ და თქვენც მომშორდით! _ აყვირდა გივი.
 
წაიყვანეს. მაღალი იყო. თავი სუფთად ჰქონდა გადაპარსული. ხშირი შავი წვერი მკერდამდე წვდებოდა. ტანზე თეთრი პერანგი და ლურჯი ქურთუკი ეცვა, გახუნებული, ჯიბეებთან და საყელოზე გაპრიალებული. ჭუჭყიანი შარვალი წაქცევის დროს გახეოდა. გაკაწრულ მუხლზე სისხლი შეხმობოდა. ფეხები იმსიმძიმე ბათინკებში ჩაეტენა, ძლივს მიათრევდა. კისერზე უცნაური ნაირევი ეტყობოდა და მარცხენა თვალზე შავი ნაჭერი გადაეკრა მეკობრესავით. წინასწარი დაკავების საკნამდე ცოტნემ მიაცილა. კარებთან ხელბორკილი მოხსნა და ზურგს უკან ისეთი სახით მიუხურა, თითქოს მშიერი ლომების გალიაში ტოვებდა.
 
საკანში ორნი დახვდნენ. ერთი გულდაღმა იწვა, ციხის სტანდარტული ლოგინის მეორე იარუსზე. შევიდა თუ არა, კინაღამ მის ქუსლებს დაეტაკა შუბლით. ქუსლები შიშველი იყო. ეტყობოდა მათი პატრონი ფეხსაცმელს დიდად არ სწყალობდა, ამიტომ ფეხისგულები გაშავებოდა და დახეთქვოდა.  მეორე ლოგინის ქვეშ იყო შემძვრალი, რაღაცას ეძებდა და ბუზღუნებდა. ცოტა ხანში გამოძვრა ხელში გაყვითლებული გაზეთის ნახევი ეჭირა და ყურადღებით ათვალიერებდა. 
 
_ გამარჯობათ, მე თაზო ვარ, _ ჩაილაპარაკა ახლად შესულმა და საკანი მორიდებულად შეათვალიერა. ირგვლივ არაფერი იდგა. ორი ლოგინის და  მძღნერქოთანას ბუნდოვანი სილუეტის გარდა. არც მაგიდა. არც სკამები დაჟე ტელევიზორიც არსად იყო და გაუტყდა.
 
_ როსტომი, _ გამოეხმაურა გაზეთიანი და ხელი გაუწოდა, _ შეგიძლია რიტა დამიძახო.
 
მესამე არ განძრეულა. 
 
_ ეგ ბაჩოა. არ შეაწუხო, თორემ აფეთქდება, სანამ თვითონ არ დაგელაპარაკება ხმა არ გასცე, _ ურჩია რიტამ და ისევ ლოგინის ქვეშ შეძვრა.
 
თაზო ნარზე მიეგდო. თავქვეშ ხელები ბალიშივით შემოიწყო და წაუძინა.
 
ფოთის მილიციის 24-ე განყოფილება, რომელიც ზღვის ნაპირიდან ასიოდე მეტრის მოშორებით ამაყად არის წამომართული პატარა, მწვანე მინდვრის შუაგულში, ცოტა არ იყოს და, უცნაური შენობაა. გადმოცემის თანახმად აქ ოდესღაც კიბელეს საკულტო სალოცავი იდგა, იდუმალებით მოცული ფრიგიელი ქალღმერთის, რომელიც საყვარელმა მამაკაცმა მოკვდავ ქალზე გაცვალა. განრისხებული ქალღმერთი ატისი ქორწილში მივიდა და ყველა გააგიჟა. ატისმა თავი მოიკლა. კიბელემ კი მის მოსაგონად დაახლოებით ისეთი დღესასწაული შექმნა, როგორიც ახალი წელია ან სიყვარულის დღე, როცა ყველას უხარია, ყველა ბედნიერია და ბლა, ბლა ბლა. 
 
საბჭოთა პერიოდში, თითქოს და შემთხვევით ზუსტად ამ ადგილზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიხსნა, თუმცა განსხვავებით სხვა ფსიქიატრიული დაწესებულებებისგან აქ სამკურნალოდ ის ხალხი ჩამოჰყავდათ ვისი გამოჯანმრთელებაც არანაირად არ შედიოდა საბჭოთა მთავრობის გეგმებშიც და შეიძლება პირიქითაც ითქვას, აქაური ექიმები თავისუფლად ახერხებდენ ჯანმრთელი ადამიანების ნერვების მოშლას, ჭკუიდან შეშლას, ნაწილ ნაწილ  დაშლას და დამარხვას საავადმყოფოს უკან განთავსებულ პატარა სასაფლაოზე. 90-იან წლებში დამოუკიდებელ საქართველოს აღარ დასჭირდა დაწესებულების დახმარება, დაფინანსება შეუწყვიტა, ექიმები იძულებული გახდნენ, იქაურობა მიეტოვებინათ და საცხოვრლებლად ჩინეთში გადასულიყვნენ. შენობა ჯერ დაცარიელდა, გაიძარცვა, გამოიშიგნა, შემდეგ ფენიქსივით აღორძინდა და ხალხით გაივსო. იქ ერთდრულად ცხოვრობდნენ ლტოლვილები, უსახლკარო მათხოვრები და ფოთელი ახალგაზრდების ნაწილი, რომელსაც  საუნაში ქალის წაყვანა საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, არ ჰქონდათ ცარიელი სახლები და თან არ ეშინოდათ ოდესღაც თეთრ ზეწრებზე ჟიმაობის. მის ეზოში მუდმივად დარბოდნენ პარ ახის ხმლებით ან პლასტმასის პისტოლეტებით შეიარაღებული ბავშვები და ომობანას თამაშობდნ. საღამოობით კი უფროსებიც იყრიდნენ თავს და საერთო კოცონის ნაკვერჩხლებში კარტოფილებს წვავდნენ, არაყს გვიანობამდე სვამდნენ და იქვე მინავლებული ცეცხლის ნაპირებთან იძინებდნენ.
 
21-ე საუკუნის დადგომასათან ერთად შენობის ხიზნების სამივე რასას საერთო მტერი გამოუჩნდა ბერძენი ბიზნესმენის სახით. რომელსაც მთავრობისგან ფართის შეძენა სურდა. ერთ ღამით შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მეორე დილით შენობის ადგილზე მხოლოდ შავი ნანგრევები ბოლავდა, სახანძრო კი საღამოს მოვიდა და იქაურობა კარგად მორეცხა. დაახლოებით ერთ წელიწადში ნანგრევების ადგილზე სასტუმრო აშენდა, რომელსაც ,,ოქროს საწმისი” ერქვა და ოქროსფერადაც ბზინავდა, სანამ ისიც ცეცხლის ალში არ გაეხვა. სატუმროს მეპატრონე და რამდენიმე სტუმარი ,,ოქროს საწმისთან” ერთად  დაიწვნენ. პოლიციამ კი დააკავა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველ ხანძრამდე საავდმოყოფოს შენობაში ცხოვრობდა და რომლის ლოგინად ჩავადნილმა დედამაც, სხვებისგან განსხვავებით, შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ბიჭს 15 წელი მიუსაჯეს. 
 
მომხდარის შემდეგ იქაურობა გაუკაცრიელდა. ნახანძრალზე მაწანწალა ძაღლებმა და ფათუ ღვინჯიას ღორებმა დაიდეს ბინა. მას შემდეგ, რაც დიტო ლაგვილავამ საკუთარი ცალი თვალით ნახა ბერძენი ბიზნესმენის მოჩვენება, რომელიც ცდილობდა ნანგრევებიდან ღორები გაეყარა,  ხალხი ნანგრევებთან  გავლას ერიდებოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც სპეციალურად მიდიოდნენ და სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ. ფოთში მათ სატანისტებს ეძახდნენ, აი ფათუ კი, ვისი ღორებიც, ისევე როგორც მაწანწალა ძაღლები, ამ უცნაურმა რიტუალებმა შეიწირა მსხვერპლად, მათ ქურდებს ეძახდა და ერთ ღამეს პოლიცია ზუსტად იმ დროს მიიყვანა, როდესაც შავოსანი გელა ფიფია ასე შავოსან გელა ლემონჯავას ღორის გულის ნაჭერს აწოდებდა და თან უმტკიცებდა ტყემლით უფრო გემრიელი რომ იყოს, ვლადი ადრეც გვეტყოდაო. ეს ვლადი კი ორიოდე მეტრის იქით კოცონზე ღორის მწვადებს აშიშხინებდა და ქალაქიდან მომავალი სტუმრებისთვის ერთი შამფური ღამურებიც მზად ჰქონდა. 
 
ტერიტორიის შებღალული რეპუტაციის გამოსასწორებლად ქალაქის მთავრობამ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა, მაგრამ ფოთის მიტროპოლიტმა უარი განაცხადა დაწყევლილ ადგილზე ღვთის სახლის განთავსებაზე და ურჩია ეკლესის ნაცვლად სხვა რამ აეშენებინათ და როგორც უკვე მოგახსენეთ, ფოთის პოლიციის 24 განყოფილება ამაყად არის წამომართული მწვანე მინდვრის შუაგულში ზღვის ნაპირიდან სულ რაღაც ას მეტრში, გარედან ლაჟვარდოვანი მინებითაა დაფარული, შესასვლელი კარები და ფანჯრები და თვით ნივთებიც კი თეთრად ქათქათებენ. თეთრებში არიან გამოწყობილი პოლიციის თანამშრომლებიც, გამვლელ-გამომვლელს, რომლებიც აქ უკვე მრავლად არიან ფართოდ გაღებული პირით, ჯანსაღი კბილებითა და უდიდესი თავაზიანობით უღიმიან. შესვენების დროს კი ცდილობენ ზღვაზე ჩარბენას და ცურვას, შენობასავით ლაჟვარდოვან ზღვაში, რათა დაიგდონ წონა და ჩადგნენ ფორმაში კარს მომდგარი ზაფხულისთვის, რომელიც ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს მოდის და მოჰყვება უამრავი დამსვენებელი, რომელთაც სულაც არ აღაგზნებთ ბოლო ღილზე შეხსნილ ფორმაში მოჭიატე ბანჯგვლიანი ჭიპები.
 
 
_ სად ვარ? _ წამოიყვირა თაზომ და ლოგინიდან წამოხტა.
 
_ ფოთში, სანაპიროზე, სარდაფში, ნარზე _ უპასუხა რიტამ, რომელიც საკნის შუაგულში, იატაკზე ფეხმორთხმით იჯდა ბუდას პატრა ქანდაკებასავით და მელოტ თავზე ანთებული სანთელი დაეკრა _ ამოირჩია რომელი ვარიანტიც გაწყობს და ეცადე ნაკლები იხმაურო. 
 
რიტას შავი ხალათი ეცვა, ფეხებზე ჩუსტებში ქონდა წამოცმული, სანთლის შუქზე გარკვევით ჩანდა, რომ ცალი თვალი შუშის ქონდა, მეორე მწვანე და ორივე ერთნაირად უბრწყინავდა. ნარის ქვემოდან გაზეთის ბევრი ნაგლეჯი გამოეტანა და კონსტრუქტორივით აეყო. წინ ედო და ცდილობდა კისრის მოუხრელად წაეკითხა. საღი თვალის კაკალი გაუჩერებლად მოძრაობდა, ერთი კუთხიდან მეორეში. შუშა მშიერი ჯორივით იდგა. 
 
_ ბაჩოს ისევ ძინავს? _ იკითხა თაზომ.
 
_ დაიკიდე, იფიქრე რომ აქ არ არის და მოგეშვება _ ურჩია რიტამ _ როცა შემომიყვანეს ვცადე გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ მესამე კითხვაზე მცემა. იმის მერე სძინავს. სანამ დაიძინებდა დაიბარა ბადრაგი თუ ჩემ წაყვანას დააპირებს, უთხარი ენერგიას ივსებსსთქო. 
 
_ მერე?
 
_ ჯერ არავის არაფერი უკითხავს. 
 
_ პირველი ორი რა ჰკითხე? _ დაინტერესდა თაზო
 
_ ჯერ სახელი, მითხრა ბაჩო მქვიაო, მერე რამდენი დღე იჯდა აქ, მითხრა დილით მომიყვანესო. 
 
_ და მესამე?
 
_ დავინტერესდი რატომ დაიჭირეს. ის კი ადგა და იმდენი მირტყა კუჭის თავში, სანამ მუცელი არ მომეშალა და იატაკზე მკვდრადშობილი ხაჭაპური არ დავაგდე. ეჰ, შემოსავლამდე ვჭამე, ისეთი ცხელი იყო ეხლაც დამწვარი მაქვს ხახა.
 
_ აქ არ გვაჭმევენ რამეს? 
 
_ გაროხის სუპს. თან რაღაც ძველი გაროხი აქვთ ვერაფერს უხერხებენ და სოდას აყრიან ხარშვის დროს, როგორმე რომ ჩაშალონ. სანამ შენ გეძინა შემოიტანეს, მაგრამ არ მომეწონა და აღარ გაგაღვიძეთ.
 
_ და წაიღეს?
 
_ აბა რა უნდა ექნათ ცივდებოდა. 
 
საკანში სიჩუმე ჩამოწვა. სხვა ადგილი ვერ ნახა, ამიტომ თაზოს ზედა ნარზე სართულზე ახოხდა და იქ გაიშხლართა.
 

              ,,Sittin' on my own
                Chewin' on a bone
                A thousand million
                Miles from home
                When Something hit me
                Somewhere right between the eyes”

ღიღინებდა თავისთვის ჩუმად. არავის ესმოდა, ეს სამნი გრძნობდნენ მხოლოდ. თაზო, ისევ ხელბალიშიანი, და რიტა ბუდა, და მძინარე ბაჩი, და გარეთ ცოტნე იდგა,Aთვითონაც ვერ მიხვდა რატომ, კარები გახსნა და საკანში შევიდა. ორი ნაბიჯი გადადგა და ბაჩოს ქუსლებს შეეჯახა.
 
ცოტნე ურეკში დაიბადა. 1982 წლის 19 აგვისტოს. იმ დღეს ზღვამ ქალაქს ტალღები თავზე სავარცხელივით ჩამოუსვა და სახლები მკვდარი ტილებივით ფეხებთან დაიყარა. ცოტა ხანს ამრეზილმა უყურა, ზედ დაარწყია და უკან გაბრუნდა. ცოტნეს დედა მალინა ბლანკია, ისევე, როგორც სხვა მრავალი ურეკელი, საღამოს შვიდ საათს, საკუთარი სახლის სახურავზე შეხვდა. ხელში ბავშვი ეჭირა და გულმოდგინედ ათვალიერებდა იქნებ სადმე ლაყუჩები ვუპოვნოო, რადგანაც ვერაფრით აეხსნა როგორ მოახერხა მისმა პატარამ, რომელსაც ჭიპლარიც ყელზე ჰალსტუხივით ჰქონდა შემოხვეული და ლურჯ საპონს გავდა, წყალქვეშ რამდენიმე წუთის გაძლება, შემდეგ ისევ სახურავთან მოცურება, მისი მკერდთან მიხოხება და იმდენი რძის სმა, რომ გატიკნილი მეორედ მოსულმა ტალღამ ვეღარ წაიღო. ლაყუჩები ვერ უპოვა, მაგრამ სამაგიეროდ იღლიაში პატრა ხალი აღმოაჩინა, რომელსაც ფუტკრის ფორმა ქონდა და თაფლის დიდი მოყვარულის საპატივცემულოდ ცოტნე დაარქვა. ხალხში ჭორები დადიოდა თითქოს გივი ქირია ცოტნეს მამად ეკუთვნოდა. პრინციპში შეიძლება ასეც ყოფილიყო, რადგანაც 24-ე განყოფილების უფროსი, შორეულ 1981 წელს ურეკში მსახურობდა და სხვდასვა ხერხებით იცავდა საბჭოთა დამსვენებლებს. მას უკავშირდება მესიმინდეების მკლელი, მანიაკ შურა მოლორადოვის დაკავებაც. და სხვათა შორის ერთ - ერთი მესიმინდე მალინა ბლანკიას მეუღლე იყო. მოკლედ ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას. გადაბმულებს და არეულებს ბრაზილიური სერიალებივის პერსონაჟებივით. ფაქტი ისაა, რომ როდესაც მალინა გარდაიცვალა, გივიმ ყველაფერი გააკეთა, ცოტნე თავისთან ახლოს რომ ჰყოლოდა და 17 წლის ძველი ბიჭი 24-ე განყოფილებაში დაასაქმა. ცოტნემ სწრაფად გამოიცვალა სხვადასხვა თანამდებობები და ბოლოს, როგორც ყველაფერში უუნარო, წინასწარი დაკავების საკნის ბადრაგობას დასჯერდა.  
 
_ მაგას შეეშვი და  ცოტნეს დაუძახე! _ უთხრა გივიმ ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც ის ის იყო ყავა შემოეტანა და გასაგრილებლად სულს უბერავდა. 
 
გოგონამ ზუსტად იცოდა, სად უნდა ეძებნა ცოტნე. სწრაფად აირბინა პირველი, მეორე, მესამე  და სარდაფში ამავალი კიბეები და შენობის სახურავზე ავიდა. ამ ადგილს 24-ე განყოფილებაში სარდაფს ეძახდნენ, რადგანაც ერთადერთი წინასწარი დაკავების საკანი ჩაშენებული იყო პოლიცის შენობის თავზე წითელი ქუდივით დაკოსებულ  სამკუთხედის ფორმის რაღაც ნაგებობაში, რომელსაც აქა-იქ ბუმბულებივით ანტენები ჰქონდა ჩარჭობილი. გოგომ იცოდა, რომ ცოტნეს უყვარდა აქ დგომა და ზღვის სანაპიროს ყურება. გოგომ ისიც იცოდა, რომ გიო აქ მაშინაც ამოდიოდა, როდესაც საკანში არავინ იჯდა და საყარაულო არავინ იყო. და ხანდახან ღამითაც რჩებოდა და გოგოს ისე გემრიელად ჟიმავდა საკანში თითქოს თვითონაც პატიმარი იყო და 15 წელი ქალი არ ენახა. სახურავზე არავინ იყო, მაგრამ საკნის დახურული კარიდან ყრუდ გამოდიოდა ტირილის ან სიცილის ხმები. გოგო კარებს მიუახლოვდა, ყური მიდო. კარები სწრაფად გაიღო. გოგომ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. იდო საყვარლად, წელს ზემოთ დაჭერილი, წელს ქვემოთ თავისუფალი თავზე ვიღაც მელოტი ადგა და გაკვირვებული უყურებდა.
 
ფეხის გულებზე ვიღაცის თავი შეეხო და გააღვიძა. საოცარი თავი იყო, ზღვის სიგრილე მოჰქონდა თმის თითეულ ღერს და მის სხეულში აქაფებული ტალღები შედიოდა, რომელიც სისხლთან ერთად თვალებისკენ მიდიოდა და გზადაგზა ყველაფერს წმენდდა,  თვალებში კი მორევად ტრიალდებოდა და იატაკზე წვეთებად ცვიოდა. შავი წვეთები იყო, საზიზღრად ბინძური, მაზუთიან წყალზე ბინძური, რუსთავის კანალიზაციაში მოჩხრიალე მძღნეროვან ნაკადულებზე ბინძური, მცირეწლოვან ბავშვის მკლელის სპერმიან ხელებზე გადავლებულ წყალზე ბინძური, ყველაზე ბინძურ წყალზე ბინძური და დაგროვდა იატაკზე პატრა გუბედ, შავ გუბედ რომლის წყან ზედაპირზე სხვადასხვა ფოტოები მოჩანდა და ამბები და ფილმი იყო გრძელი, რომელიც სადღაც იწყებოდა და ხუი სნიმ სად დასრულდებოდა. უყურებდა გუბეში ნახატ ფილმს და ხვდებოდა, რომ გაიწმინდა. არა მარტო შინაგანად, არამედ ისედაც. ყველაფერი გაეწმინდა. ოფლიანი და დაფორაჯებული სახის კანი, საყვინთი კომბინიზონივით ჭუჭყი, რომელიც მთელ კანს შემოჰკვროდა მტკიცე რეზინივით და ახლა გაწმენდილს აღარაფერი ეცვა. დედიშობილა იდო ნარზე და მხოლოდ ერთს ნატრულობდა, დაენახა ის სახე, რომელიც მის ფეხისგულებს ისე მიყრდნობოდა, თითქოს სხვა დასასვენებელი ადგილი ვერსად ენახა დედამიწაზე. 
 
_ ნი ხუია სებე? რა იყო ბიჭო ფეხებს არასოდეს იბან? - იკითხა გიომ _ ან რაა შიშველი რომ დაგდებულხარ, წაახურეთ რამე ამ ყლეს არ გაცივდეს!
 
_ მაპატიე უფროსო, მაგრამ რა დავაფარო თვითონაც შილიფად მაცვია _ გაეცინა რიტას, რომელის სანთელიც ბოლომდე ჩამწვარიყო და თავი ყვითელი ნაღვენთებით ქონდა დაფარული.
 
_ ეგ რაა, რაც წინ გიდევს? _ ჰკითხა გიომ.
 
_ გაზეთია, ნარის ქვეშ იყო შეტენილი და წეღან გამოვათრიე. სულ დაფხრეწილი იყო და ძლივს ავაწყე. წერენ 2012-ში დიდი დედისტყვნა იქნებაო.
 
_ ოხ შე ნაბოზარო. მაგაში მოსაწევი იყო გახვეული. რა უყავი? დროზე მიპოვნე თორემ გაგიგდე წიხლქვეშ. დავაი. შეძვერი და სათითაოდ გამოიღე. გაგიმართლა ჯერ ნედლი ფოთლებია, ჩრდილში მინდოდა გამეშრო. 
 
_ მშრალია უკვე _ გამოსცრა რიტამ კბილებში _ მშრალია მაგრამ შენი სისხლიც ამასავით გაშრება, ახლავე ბოდიშს თუ არ მოიხდი. 
 
ფეხზე წამომხტარ რიტას სახე “გალუაზის” კოლოფივით გასწითლებოდა  ხელში მოყოლილ გაზეთის ნაგლეჯს ნერვიულად ჭმუჭნიდა და ცოტნესკენ მიიწევდა. 
 
_ ძალიანაც კარგი თუ გაშრა _ გაუხარდა ცოტნეს _ ბოდიში არა ყლე, დროზე მომეცი !
 
_ დანას მოგცემ მუცელში, შე ბოზო! _ დაიყვირა რიტამ გაზეთიანი ხელი ყელში წაუჭირა თაზოს ლოგინზე მიაგდო და რადგანაც დანა აესად ჰქონდა, მუჭი ჩასცხო კბილებში. 
 
_ ბოდიში მოიხადე, ბოდიში მოიხადე, ბოდიში მოიხადე !! _ყვიროდა და მუშტს შეუჩერებლად ურტყამდა სახეში.
 
_ გეყოფა, ბიჭო! _ დაუძახა ბაჩომ, გუბეს მზერა მოსწყვიტა და ლოგინიდან ჩამოხტა _ შეეშვი, ეგ ახლა მე ვარ, ცოტაც და აფეთქდება.
 
_ თვითონ შემეშვი! _ მოუტრიალდა რიტა, _ მოკეტე, თორემ შენც ზედ მიგაყოლებ. 
 
_ სად ვარ?! _ წამოიყვირა თაზომ და ლოგინიდან წამოხტა, ფეხი ცოტნეს სისხლიან სახეს წამოკრა და ძირს გაიშხლართა.
_ ბოდიში, ბოდიში... _ დაიძახა ცოტნემ.
 
_ არ ვყოფილვარ მე, _ ჩაილაპარაკა ბაჩომ და ლოგინზე ჩამოჯდა. 
 
რიტას სახე ძველებურად გაუთეთრდა. თაზოს წამოდგომაში მიეშველა და ცოტნესთან მივიდა, გაზეთის ნაგლეჯი მიაწოდა და უთხრა:
 
_ სახე მოიწმინდე და კარცერში წამიყვანე.
 
_ კარცერი არა, ყლე. Gინდა, რო მეც დამიჭირონ ? ფოთლები ამოიღე, ცოტა მოვწიოთ. 
 
_ არა, მე ვარ? _ გაიფიქრა ბაჩომ თავისთვის და გუბეს გადახედა. 
 
_ რატიმ ჯიბიდან ერთი მუჭა ფოთლები ამოიღო, ხელებში გამოფშვნა და გაზეთის ყველაზე დიდ ნაგლეჯზე დაყარა, სიგარასავით გაახვია და ცოტნეს მიაწოდა. 
 
_ მშვიდობაში, მზით გაცვეთაში, დაე ბედნიერი იყო შენი კუჭი ყოველ დღე და ყოველ ღამე და ოდესმე თუ მოხდეს ისე, რომ არც დღე იყოს და არც ღამე, მაშინაც.
 
_ მაკურთხე, მამაო? _ გაიცინა ცოტნემ და მოუკიდა.
 
ცოტა ხანში ბოლმა ყველაფერი გაავსო. ჯერ კუჭები, შემდეგ ტვინები, მერე გარეთ გამოვიდა და ოთახში ნისლი ჩამოწვა. სამნი ძირს ისხდნენ, კასიაკს მშვიდობის ჩიბუხივით ატრიალებდნენ, ბაჩო კი ლოგინზე იდო. ზურგი კედლზე მიეყუდებინა და შიშველ ფეხებს ინდიელების თავზე ათამაშებდა.
 
_ მე ვარ, მე არის, მე არის, _ ბუტბუტებდა თავისთვის. 
 
_ კაიროს ტალახი? _ ჰკითხა თაზომ, ფეხისგულზე საჩვენებელი თითი ჩამოუშვა და სიცილი აუვარდა.
 
_ ტალახი? დარჩა სადმე? _ გაუხარდა ბაჩოს და ქუსლი თვალთან მიიტანა _ თებეს ტალახი, აქადის, ურუქის, ბაბილონის, მემფისის.  ნანგრევების ტალახი, ჩამწვარი კულტურების. ნაყოფიერი ნახევარმთვარე ფეხით მოვიარე სულ. აქ არის, არსად წასულა, რაღაცა მაინც დამრჩა _ ხარხარებდა გიჟივით და კიდევ უფრო ხმამაღლა.
 
_ გაჭედა მგონი _ თქვა რიტამ, ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა _ ცოტა გავნიავდეთ თორემ ჩავრჩებით.
_ იქმენინ ნათელი! _ თქვა და გახსნა.
 
ფეხებთან გოგო დაეცა. 
 
 
გოგო, რომელიც პატარა საპორტო ქალაქში ცხოვრობს 24 წელია და 24 საათი უსმენს, როგორ ღრჭიალებენ გიგანტური ამწეეები, რომლებიც გიგანტურ გემებს გიგანტური კონტეინერებით ტვირთავენ, რომლებიც მიაქვთ იმ ქვეყნებში სადაც, ყველაფერი ოდნავ უფრო კარგადაა.
 
გოგო, რომელიც ამ ღრჭიალს ისე მიეჩვია და ისე გაუჯდა მთელ ორგანიზმში, რომ ვერცერთ სხვა ქალაქში ვერ იძინებს, თუ დისკზე ჩაწერილი ხმაური ყველგან თან არ ატარა და ძილის წინ არ ჩაირთო. 
 
Gოგო, რომელიც ძალიან ლამაზია, ისევე როგორც ყველა სხვა გოგო, რომელსაც შავი თმები მზისგან აქვს გახუნებული და სახ ოქროსფრად აქვს დამწვარი, გამომშრალი და აქერცლილი და მწვანეთვალები ისე ანათებენ, თითქოს თვითმფრინავიდან უყურებდე საჰარის ოაზისებს, და  თან ყლეზე გეკიდოს, როგორ ცხელა იქ, რადგანაც შენ თვითმფრინავში ხარ, ის კი ქვემოთ არის.
 
Gოგო, რომელიც ყველას აძლევს, რადგან ძალიან მოწყენილია და სხვა ვერაფრით ისწავლა მოწყენილობის ჩაძაღლება. 
გოგო, რომელიც არ გეკუთვნის, რადგანაც უკნიდან გესმის ცოტნეს შეძახილი. 
 
_ ოპაა, შენ აქ საიდან? ბიჭებო, აივანზე გაისერნეთ, გაქცევას არ გირჩევთ, თქვენს ქვეშ სამი სართული და ასი უსაქმური იარაღიანია, რომელთაც მთქნარება მოსწყინდათ და სიამოვნებით ჩაგცხრილავენ. და ხო, ჩასასვლელი ლუკიც დაკეტეთ ყოველი შემთხვევითვის.
 
_ არის უფროსო! _ ჩაილაპარაკა რიტამ და თაზო და ბაჩო გარეთ გაყარა. ერთი იცინოდა, მეორეს ეძინა. კარები მოხურა და ზურგით მიეყუდა. სახურავზე მზე იყო ბევრი და ცხელოდა. 
 
_ ხანდახან საკანში უკეთესია, _ ამოიხვნეშა თავისთვის და თვალები დახუჭა.
 
გოგო არ ინძრეოდა. გულდაღმა ეგდო, თავი კი ისე ჰქონდა ამოტრიალებული, როგორც თოჯინას, რომელსაც ცნობისმოყვარე პატრონმა თავი მოაძრო და რატომღაც უკუღმა გაუკეთა. 
ცოტნე ხოხვით მიუახლოვდა. სახეზე ხელი გადაუსვა და ჰკითხა: 
 
_ გეტკინა?
 
_ ოდნავ, სულ სულ ცოტათ. გამასწორე თორემ მომწყინდა. არ მიყვარს როდესაც საკუთარ ძუძუებს ვერ ვხედავ.
 
_ იქნებ ასე იყო. სულ ერთი საათით. მეტი მაინც ვერ გავჩერდებით აქ. 
 
_ ხო, უფროსი გეძებდა.
 
ცოტნემ ფეხზე წამოაყენა და გახადა. გასახდელად მოსახერხებელი კაბების ტარება უყვარდა გოგოს. მაგრამ ახლა ცოტა გაჭირდა, ნიკაპს გამოედო და ძლივს მოაშორა. შემდეგ შემოაბრუნა და მუცელი გაულოკა. ასე უყვარდა. მერე ბუდასავით ჩაჯდა და გოგო კალთაში ჩაისვა. ლამაზი საყურებელი იყო შიშველ ძუძუებში ჩამოყრილი შავი თმა. თავი შიგ ჩარგო და ისე დაიწყო რწევა თითქოს აკვანში იჯდა და საკუთარ თავს აძინებდა. ამ დროს გარედან ბრახუნი გაისმა. რიტა იყო. სხვა ბრახუნის ამბავით აწუხებდა. ვიღაცები ლუკს ქვემოდან მოსდგომოდნენ და ზემოთ ამოსვლაც ცდილობდნენ.
 
_ დაიკიდე, ვერ ამოვლენ, _ გაამხნევა და ცოტათი აჩქარდა. უკვე სათამაშო ხის ცხენი იყო. გოგო კი პატარა მხედარი. სკოლიდან ეზოში გასართობად გამოპარული.
 
მერე საქანელა იყო. აი ის, თბილისის ზოპარკში რომ ნახა და რომელზეც ასულმა ისეთი სიამოვნება იგრძნო, რომ შიშისაგან კინაღამ შარვალში გაათავა. 
 
მერე მოდუნდა და გოგოს ელოდებოდა.
 
უცბად კარები გაიღო და სამივე ერთად შემოცვივდნენ შიგნით. 
 
_ კარები დაკეტეო, უყვიროდნენ. ცოტნე დაიბნა, გოგოსთან ერთად წამოდგა, გარეთ გავიდა და  დაინახა, როგორ წამოიკიდა უზარმაზარმა ტალღამ აქაფებული ზღვა ზურგზე და ქალაქისკენ წამოვიდა. როდესაც პოლიცის შენობას შეასკდა, წყალი თითქმის სახურავს მისწვდა. მთელი მინები ჩაამსხვრია და ხალხი ჭიანჭველებივით წაიღო. და წაიღო ხეებიც, და სხვა ხეებიც და პატარა სახაჭაპურეები, ბუნგალოები, ავტომანქანები, გაზონის საკრეჭი მანქანები, სკამებზე ჩამომსხდარი პენსიონერები და შეყვარებული წყვილები და ყველა, ყველა, ვინც კი შეხვდა ან დახვდა, გადათელა და დაფარა. და იდგა ზღვა ირგვლივ და იდგა გიოს საურავზე და გოგოც ჩამოხტა და  იდგა ისიც, თავს ისწორებდა და პატიმრებიც გამოსულიყვნენ საკნიდან. 
 
_ ადამ, ევა მოგესალმებით!
 
 _ მგონი გადარჩით უთხრა რიტამ და დანარჩენ ორს ხელები გადახვია. 
 
_ ახლა ჩვენ დაგტოვებთ, იმედია კიდევ შევხვდებით _ გაუღიმა თაზომ.
 
_ ის მე ვარ, ის მე ვარ _ ბუტბუტებდა ისევ ბაჩო.
 
თაზომ და რიტამ ხელები აქეთ იქიდან ჩაჰკიდეს, სახურავის ნაპირთან, სადაც ზღვა უკვე ახალ პლაჟს იკეთებდა, ძალით მიიყვანეს და სამივენი ერთად წყალში გადახტნენ. 
 
_ მეგონა ავფრინდებოდით, ჩაილაპარაკა თაზომ რა საჭიროა დამალობანას თამაში.
 
_ რაც გითხრეს გააკეთე! _ გაუბრაზდა რიტა.
 
_ ის მე ვარ. _ აგრძელებდა ბუზღუნს ბაჩო, _ ნაპირზე დაგრჩით. ნაპირზე ვარ.
 
_ დაიკიდე რა! _ გაეცინა თაზოს. წყალში ჩაყვინთა და დანარჩენებიც თან ჩაიყოლა.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული