ჯანქის ჩანაწერი





პოეზია

ჯანქის ჩანაწერი




ჯანქის ჩანაწერი

 

ბულიონი დავხვრიპე და უნიტაზში

ჩარეცხილი ემბრიონის კიდურები გამახსენდა,

და თითქოს ცხელი წვენიც ახალადუღებული სისხლივით ჩამეღვარა კუჭში.

მე შენ მოგმართვ, ირეალურო ’’პაძელნიკო’’,

ყოველი ღამე ჩემი სახელის გამოყენებასა და მის ლაფში ამოსვრაში

რომ გაგყავს. –

იცოდე, დაგიჭერ და ბაბუაჩემის არ იყოს -

ყვერებს მოგაჭრი!..

მე შენ მოგმართვ, ფრუსტრირებულ თერმოვიზიონში ჩაბეჭდილო

წარმოსახვის ნაყოფო, მენტალურად დაჩლუნგებულო ნაგავო:

მოკვდი! დამტოვე მარტო, რათა უსასრულობა ვიგემო,

გავხდე ცეზარი!

მე შენც მოგმართავ, უსაზღვრო სივრცევ:

რატომ ხარ ამხელა და აუთვისებელი?

რა, კაი ტიპი ხარ?

შენც აგონია დაგანგრევს,

ნახე თუ არა!

მე შენ მოგმართავ, ახალგაზრდავ, დანესტილი ოთახის

მიყრუებულ კუთხეში რომ

მიყუჟულხარ და კორტასარის პლაკატის ქვეშ ანძრევ. –

არ გინდა, ნუ გაათავებ, ცხოვრება წინ გაქვს, ტუალეტამდე კი შორია, ჯერ დერეფნის გავლა მოგიწევს და მერეც

არ გაქვს გარანტია რომ შიგნით ვინმე არ დაგხვდება.

(არა, სინთეტიკას!)

ასე რომ, შეჩერდი, სანამ დროა და დაუბრუნდი დანტეს,

ბოდლერს, რამპოს.

მე ჩემ თავს მივმართვ: რატომ?

 

21 გრამი (ოღონდ, არა ის!)

 

ცნობილი ფაქტია: ადამიანი გარდაცვალებისას 21 გრამს ჰკარგავს. თუ გავითვალისწინებთ (Чисто гипатетически!), რომ სიკვდილისას სული სხეულს გამოეყოფა და

სამსჯავროზე მიდის, - გამოდის ეს 21 გრამი სწორედ სულის წონაა.

გილოცავთ, ანორექსომონსტრებო: თქვენ კიდევ შეგიძლიათ გახდეთ!

 

 

 

გობლინი

 

’’ყურანზე’’ დაყრილ კოკაინს დაბერილი ნესტოებით

იყნოსავ და ჰაქსლისეულ უტოპიაში ინთქმები...

პარალელურად ზებუნებრივი მინეტით ტკბები: მოჰამედი მუხლებზე

დამდგარა

და ასოს ენით ეთამაშება.

და დიახ, თქვენ შეცდით:

სიტყვები აქ არაფერ შუაშია - ის მე მინეტს მიკეთებს.

მიწისქვეშეთიდან ამომძვრალმა ურჩხულებმა და ავმა სულებმა

ქვეცნობიერში შემოაღწიეს და სულს თავზე ტომარა ჩამოაცვეს...

ზესკნელიდან წვიმად წამოსულმა ანგელოზებმა,

ნაღდი, არაგალაკტიონისებური

ქნარებით ჩაამსხვრიეს ცათამბჯენების ფანჯრები და მინის კედლები.

ეგ კი არა, ერთი ნამსხვრევი მეც მომხვდა თვალში და ჩინი

თვალთან ერთად დავკარგე.

ბუდედან კი სისხლი სწორხაზოვნად მოედინება და მიმის თეთრ გრიმს

თვიურისფრად ეფინება და მეც ვმღერი:

‘’Il etait un petit

Navireeeee…’’

და თან მეცინება - ავი სულების მსხვერპლს, ანგელოზებიც გამეღადავნენ და მიმატოვეს

ასე ეულად... ეულად...

ეულად!

’’ცეცხლი ხომ არ გაქვთ?’’ - მეკითხება გობლინი

და ’’მალბოროზე’’ მიმითითებს,

მე კი ცარიელ თვალის ბუდეში ვითხრი საჩვენებლ თითს

და ჩვენ ვიცინით, ვიცინით...

აწ და მარადის, უკუნითი, უკუნისამდე. 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.