ქართველი მამაკაცები





პროზა

ქართველი მამაკაცები




ქალაქის ქუჩებში მანქანა დადის, რომელსაც  თავზე საყვირი ადგას.

ხმა საყვირიდან:_აბა მამაკაცები! მამაკაცები! ქართველი მამაკაცები! ვის გინდათ, ვის?! ასი დოლარიდან იწყება და მიდის ზევით და ზევით. აბა, ვის გინდათ მოქეიფენი, ღვინის დამლევნი, ჭიქას რომ ბოლომდე ცლიან. აბა ქართველი მამაკაცები! შეიძინეთ სანამ დროა, შეიძინეთ, თორემ მერე გვიან იქნება. აბა კაცები ხართ თუ ქალები, შეიძინეთ, თორემ დაგვიანდა, შეიძლება სხვამ დაგასწროთ. არ გინდათ?! შეიძინეთ ქართველი მამაკაცები, ქალებს რომ ხუთი წელი სიყვარულს ეფიცებიან და სამ თვეში ცემით რომ გააგდებენ სახლიდან, აბა ვის გინდათ, ვის! არ დაგავიწყდეთ, გარდა ამისა, გვყავს მორწმუნე მამაკაცები! ჭეშმარიტი ქართველები, ქრისტეს გულისათვის ვისაც გინდა იმას რომ მოკლავენ, შეაფურთხებენ და თუ საჭირო გახდება სექსუალურ ძალადობასაც დაამყარებენ მასთან "ქრისტეს სახელით", თან თუ ეს უბედური მასონური იდეებისაა,_ხომ ნუ იკითხავთ, ჯერ მოკლავენ და მერე მოტყნავენ. (სულიერად, რათქმა უნდა). აბა, დაფიქრდით, ვის გინდათ ქართველი მამაკაცები! (მცირე პაუზა)  დედის ერთები, მორცხვები, ნასწავლები, ნაკითხები აი ბიბლიოთეკიდან სულ ახალი გამოყვანილები, არ გინდათ? რამ შეგაჩვენათ! ესენი სულ იაფად!..... მაშინ მექალთანეები, ვის გინდათ ვის? ოღონდ იცოდეთ, ესენი ძვირი დაგიჯდებათ, რადგან მათ შესაშური სექსუალური პოტენცია აქვთ. აბა! არც ესენი არ გინდათ? დაფიქრდით, დაფიქრდით სანამ დრო გაქვთ. ხო, მართლა - გვყავს პოლიტიკოსებიც, ნამდვილი პოლიტიკოსები! ნებისმიერი ასაკიდან ოცდახუთი წლიდან ოთხმოცდაათწლამდე. აბა, არ გინდათ პოლიტიკოსები, აიღეთ, აიღეთ! ესენი ნებისმიერ ფასში, რადგან მათ თქვენი ფული არ ჭირდებათ, ესენი ხომ თვითონ იხდიან! აიღეთ! ოოოოო აი ქართული ესტრადის ვარსკვლავები! ნამდვილი მომღერლები, ისეთები კი არა, მიკროფონი რომ ტყუილად უჭირავთ და პირს ტყუილად აღებენ, ნამდვილი! ნამდვილი მომღერლები, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლები, ღვინის თასით ხელში, ჩოხებში გამოწყობილები, ესენი მეტად ფასობენ! აბა ვინა ხართ მსურველნი! კარგით! რადგან ესენიც არ გინდათ, მაშინ თოთო მამაკაცები, აი ისინი სამშობიაროდან რომ ცოლებს გამოექცნენ და თავისი შვილები მიატოვეს. ამათ განვადებით გაგატანთ. წაიყვანეთ! ოღონდ წაიყვანეთ! უი, ჩემი სიკვდილი! სულ დამავიწყდნენ ქართველი სპორტსმენები! უმედლოები, მედლიანები, ყველას ერთი ფასი აქვს, ეს იმათ, ვისაც ძლიერი მამაკაცები მოგენატრათ ან კიდევ ნარკომანი ქმრები გყავთ და აღარ უდგებათ. ჰა! რას გაჩერებულხართ! მალე, თორემ გაიქცნენ ესენიც რუსეთში და მერე კარგად მეყოლეთ. აი!, მაშინ მამიკოს შვილები! მამიკოს შვილები!, არ გინდათ? ამათ ბევრი ფული აქვთ მაგრამ ყველაფერი ეზარებათ, წაიყვანეთ! წაიყვანეთ! ესენიც ისე წაიყვანეთ! აი, ქუჩის ბიჭები გვყავს, ძველი ბიჭები, ციხიდან სულ ახალი გამოსულები. არ მუშაობენ, მაგრამ სამაგიეროდ ქუჩაში ამათთან უსაფრთხოება გარანტირებული გაქვთ, ბუზს ვერავინ აგიფრენთ, რა თქმა უნდა, პოლიციის მოსვლამდე. აი მაგალითად, თუ ვინმე მოვა და ყვავილს გაჩუქებთ, იმ ყვავილს უკანალში გაუკეთებენ, ან სცემენ და ისევ ციხეში ჩაჯდებიან თქვენი გულისთვის. აი, ხომ ხედავთ ნამდვილი "რაინდები" გვყ?ავს, არ გინდათ ხალხო! წაიყვანეთ! პოლიციაზე გამახსენდა! პოლიციელებიც გვყვავს, აი ისეთები, თქვენ თუ არ მიხვალთ, თვითონ რომ მოვლენ და წაგიყვანენ. რა ვიცი, რა ვიცი, თუ გინდათ. . . (ჩუმად ამბობს) თუმცა აი!, კიდევ არიან ნამდვილი მოქეიფე და კაი სადღეგრძელოს მთქმელი მამაკაცები, ასე ორმოციდან სამოც წლამდე, აი ისეთები კვირიდან_კვირამდე რომ სუფრიდან არ დგებიან, სამშობლო რომ ძალიან "უყვართ" და ნაბახუსევს, ბორჯომი რომ ახსოვთ, სამშობლო კი - არა. აბა, ვისაც ღიპიანი მამაკაცების ნოსტალგია გაქვთ!, აქ არიან, აქ! წაიყვანეთ თუ ვინმეს გინდათ, წაიყვანეთ! (პაუზა) თუ ესენიც არავის გინდათ, აი კიდო, ძველი ჩინოვნიკებია, ძველი, აი ისინი, პატარა ფული რო აქვთ შემორჩენილი და ზედმეტ ბინებს უცხოელებზე რო აქირავებენ ვაკეში. ხო! ყოველი შემთხვევისთვის სამხედროებიც გვყვავს!, უჭირთ მაინც ამათაც! უიიიიი! ხო მართლა!, პრეზიდენტიც გვყვავს!, პრეზიდენტი!!!! (უცბად საყვირი ფუჭდება, ისმის ხმა) ფთუ,_ ხხხხხ,_ ფთუ _პრეზ..... ფთუ... კიდე გაფუჭდა ამის დედაც!  რაღა ეხლა გაფუჭდა, ახლა ამის დრო იყო?!

 

(ხმა წყდება)

 

ფარდა


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.