• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წინასაარჩევნო შიშები

×
ავტორის გვერდი ერეკლე დეისაძე 00 , 0000 1713

ბატონო ბიძინა ასეთ რთულ ვითარებაში, წინასაარჩევნოდ

გვინდა რომ საგანელიძე დასავლეთს ვაჩვენოთ

არ ვიცი მინარეთთან დაკავშირებით თუ მოისმინეთ წულუკიანის განცხადება

ამ განცხადების მერე ჩვენი დასავლურობა კიდევ გაცხადდება?

მე მაინტერესებს ამ საკითხზე რას ფიქრობს ბატონი ხუხაშვილი

ეს ის შემთხვევაა როცა ადამიანს იცნობთ მოხარშული

პარალელურად უფლებადამცველის სტატუსს ატარებს გიორგი გაბედავა

ეს რომ ამინისტიის დამსახურებაა არ უნდა ჭირდებოდეს დიდი დავა

ეკა ბესელიაც ნეპოტიზმში ამხილეს დუმბაძესავით

რეაგირებას ისევ ელოდება ხალხი ყლესავით

პარალელურად ბევრ სატოპკეს აძლევთ ოპოზიციას

რომლებმაც დემოკრატიის ძალა ხუთიანზე იციან,

საეჭვოდ ძლიერდება ნინო ბურჯანაძის პარტიაც

ნინოს უკან რომ რუსეთი და გია ბურჯანაძე დგას ესეც ფაქტია

ციხეში გარდაცვლილ პატიმრებსაც ცემის სუნი აქვთ

სამართლიანობის აღდგენას მკვდრებიც ითხოვენ და ალბათ ერთი სული აქვთ

უპასუხისმგებლობაა ასეთი ვითარებაში წასვლა პოლიტიკიდან

(რამდენიმე დღის წინ ერთი დათვი გამოიქცა თქვენი ცირკიდან)

პასუხისმგებლობა თუ აიღეთ კეთილი ინებეთ 

ტრაკზე მოაჯინოთ ბარე ორი თორემ გინებით 

საქმე არ კეთდება, თქვენ ვარსკვლავივით ჯერ კიდევ კიაფობთ

და არ იფიქრო შვლის ნუკრის სათქმელს ქანთარია ნუკრი გიამბობთ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული