ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ფილოსოფია

ფუტურიზმის დაარსება და მანიფესტი

ფილიპო ტომაზო მარინეტი
13.09.2013

   


თარგმანი: ზაზა სუთიძე

 

Filippo Tommaso Marinetti "Fondation et Manifeste du Futurisme" Le Figaro 1909

 

იტალიიდან ჩვენ ვაცხადებთ მთელი სამყაროსათვის, აღშფოთებულ, დესტრუქციულ და საგანმანათლებლო მანიფესტს. ამ მანიფესტით ჩვენ ვქმნით დღეს "ფუტურიზმს", იმიტომ, რომ გვინდა, გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა ამ ბოროტი განგრენისაგან: პროფესორებისაგან,არქეოლოგებისაგან,დეკლამატორებისაგან და ანტიკვარიატისაგან.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იტალია ამ სიძველის მოყვარული ადამიანების ქვეყანა იყო. ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იტალია აურაცხელი მუზეუმებისაგან, როგორც გრანდიოზული სასაფლაოსაგან, რომელსაც დაფარული აქვს იტალია. მუზეუმი-სასაფლაო !... მათ შორის არის ბევრი ისეთი ბნელი და მუქი სხეული,რომლებიც არ იცნობენ ერთმანეთს.

მუზეუმი : საზოგადოებრივი ოთახები,სადაც მარტო მკვდარი სხეულები სამუდამოდ არიან განწირულები ერთმანეთის გვერდით იყვნენ - სიძულვილით ავსებულები,ან უცნობები. მუზეუმი : აბსურდული სასაკლაო მხატვრების და მოქანდაკეების,რომლებიც ფერებით უმოწყალოდ კლავენ  ერთმანეთს კედლებზე! წელიწადში ერთხელ მომლოცველები მუზეუმში,როგორც მნახველები სასაფლაოზე მკვდრების დღეზე-ამაზე შეიძლება დათანხმება.წელიწადში ერთხელ დავაწყოთ ყვავილები ჯოკონდას პორტრეტთან - ამაზე მე თანახმა ვარ... მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ იმის,რომ ჩვენი ყველაზე ბნელი და სამარცხვინო მხარეები, ჩვენი მყიფე და საეჭვო ვაჟკაცობა, ყოველ დღე გამოფენილი იყოს მუზეუმში და იქ ყოველ დღე დადიოდნენ მნახველები. რატომ უნდა მოვიწამლოთ თავი? რატომ უნდა დავლპეთ? და რა შეიძლება დავინახოთ ძველ ნახატზე, გარდა მხატვრის ნატანჯი მცდელობისა, რომელი ბარიერიც არ აძლევს საშუალებას მას, "ბოლომდე"გამოხატოს თავისი ფანტაზია? აღტაცება ძველი ნახატით - იგივეა, რაც გამოუშვა ემოციები კრემატორიუმის ურნიდან, იმის მაგივრად, რომ გამოუშვა ემოციები გაცოფებული სიძლიერით მოქმედებისათვის.

გარწმუნებთ, რომ ყოველდღიური მონახულება მუზეუმების, ბიბლიოთეკების, სკოლების და სასწავლო დაწესებულებების - სასაფლაოა ფუჭი ძალისხმევის, გოლგოთაა დაფლეთილი ოცნებების, რეგისტრაციაა არშემდგარი წამოწყებების!

ხალხისთვის ხელოვნება იგივეა, რაც  მშობლების მხრიდან მუდმივი დევნა და ჭკუის დარიგება ახალგაზრდებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე მშვენიერი ტალანტი და ყველაზე პატივმოყვარე სურვილები. როდესაც მომავალი დაკეტილია, კარგი წარსული შეიძლება გახდეს სიმშვიდის საფუძველი მომაკვდავისათვის,სუსტებისათვის,პატიმრებისათვის...

მაგრამ ჩვენ არ გვინდა რაიმე საერთო გვქონდეს წარსულთან, ჩვენ გვინდა გავანადგუროთ წარსული, ჩვენ ვართ ახალგაზრდა და ძლიერი ფუტურისტები! მოვიდნენ წამქეზებლები, გაჭვარტლული ხელებით! აი ისინი! აი ისინი! მიდით, დაწვით ბიბლიოთეკების თაროები და კედლები! მოაბრუნეთ წყლის უზარმაზარი არხები, რომ მათ წალეკონ მუზეუმები! როგორი სასიხარულოა, ხედავდე თუ როგორ დაცურავენ ჭუჭყიან წყალში ძველი ნახატები, ფერდაკარგულები და გახრწნილები! აიღეთ წერაქვები, ნაჯახები, ჩაქუჩები და გაანადგურეთ უმოწყალოდ  გაჭაღარავებული პატივსაცემი ქალაქები!

ყველაზე უფროსი ჩვენს შორის 30 წლისაა, ამიტომ ჩვენ გვაქვს კიდევ წინ 10 წელი, რომ დავამთავროთ ჩვენი საქმე. როდესაც ჩვენ ვიქნებით 40 წლის, სხვები უფრო ახალგაზრდები და ძლიერები, ალბათ ჩვენ გადაგვაგდებენ სანაგვეზე, როგორც უსარგებლო ხელნაწერებს - ჩვენ გვინდა, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს! ისინი ჩვენი მემკვიდრეები არიან,ჩვენს წინააღმდეგ გასალაშქრებლად ისინი მოვლენ შორიდან, სამყაროს ყოველი მხრიდან! უსამართლობა - ძლიერი და ჯანმრთელი - აენთება მათ თვალებში! ხელოვნება,თავისი ბუნებით არ შეიძლება იყოს სხვა რამ, გარდა "ძალადობისა", "სისასტიკისა" და "უსამართლობისა".

შემოგვხედეთ ჩვენ! ჩვენ ჯერ კიდევ სავსე ვართ ძალით! ჩვენმა გულებმა არ იციან დაღლილობა, იმიტომ, რომ ისინი ავსებულია ცეცხლით და სიძულვილით! თქვენ გიკვირთ? ეს გასაგებია, რადგან თქვენ არც კი შეგიძლიათ გაიხსენოთ, თუ როდის ცხოვრობდით! თამამად გავშლით მხრებს, ჩვენ ვდგავართ სამყაროს ყველაზე მაღალ მწვერვალებზე და ვიწვევთ საბრძოლველად ვარსკვლავებს!

თქვენ გაქვთ პროტესტი ჩვენ მიმართ? გასაგებია! ჩვენ გვესმის თქვენი პროტესტი! ჩვენ ყველაფერი კარგად გავიგეთ და კარგად გვესმის!... ჩვენი ძალიან საშიში და ცბიერი ცნობიერება გვკარნახობს, რომ ჩვენ ვართ საუკეთესო გამგრძელებლები ჩვენი წინაპრების საქმისა! ჩვენ არ გვინდა არაფრის გაგება! სირცხვილი და უბედურება მას, ვინც გვეტყვის ჩვენ ამ სიტყვებს!

ასწიეთ თავები! ამაყად გაშალეთ მხრები, ჩვენ ვდგავართ სამყაროს უმაღლეს მწვერვალებზე და კვლავ ვიწვევთ საბრძოლველად ვარსკვლავებს!