• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

საბედისწერო ჭიკარტი, ფალსიფიცირებული ტუალეტის ქაღალდი და საყოველთაო სინაღდე სიყალბისა

×
ავტორის გვერდი ზურაბ ლეჟავა 00 , 0000 2605

 ყველაფერი მაინც ამ ჩინელების ბრალია. ისინი მეტწილად ყველაფერს ბევრს და იაფს, მაგრამ უზომოდ უხარისხოს ამზადებენ. ნუ, ბევრს რომ ამზადებენ ეს გასაგებია – ჯერ ერთი ბევრნი არიან, მერე კიდევ ეს საქვეყნოდ ცნობილი ჩინური შრომითი შემართება, რომლითაც სხვათა შორის... მაგრამ, აი, უხარისხოს რაღატო ამზადებენ? ან მათი ზოგიერთი ნაწარმი ასეთი იაფი რატოა ნეტავი?ამის ერთ–ერთი მიზეზი, ამბობენ, ისაა, რომ ჩინეთში უამრავი დაურეგისტრირებელი  საწარმოა,ეს საწარმოები არალეგალურად მუშაობენ და თავს არიდებენ, ზოგჯერ კი საერთოდ არ იხდიან გადასახადებს. ამ პატარ–პატარა საწარმოებს შეუპოვრად ებრძვის თურმე ჩინური სახელმწიფო: პასუხისმგებელ პირებს მკაცრად სჯის, ხოლო უკანონოდ მოპოვებულ ქონებას ართმევს. ამ ქონებას კი უსასყიდლოდ ან თითცმის უსასყიდლოდ  გადაცემს თავის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მცირე ბიზნესის სფეროში  მოღვაწეობენ; ამ მცირე ბიზნესის სფეროში მოღვაწეთაგან კი, ამბობენ, განსაკუთრებით იმათ ეხმარება, ვინც ასეთ საქმიანობას ახლად იწყებს. ჩინეთი ცდილობს ადამიანებისგან ცოტათი მაინც განიტვირთოს; ის უკვე თითქმის ვეღარ იტევს თავის მოსახლეობას, ამიტომ ცდილობს „აითვისოს“ ახალი და ახალი ქვეყნები და იქ დაასახლოს და დაასაქმოს თავისი მოქალაქეები. აი სწრედ ამიტომაა, გაუგონარი სიიაფით განცვიფრებული რომ რჩება ლილოში მისული ქართველი მყიდველი . ის უნდობლად შეჰყურებს მართალია შავ–თეთრ, მართალია ციცქნა , მაგრამ მაინც  ტელევიზორს, რომელიც ღირს სულ რაღაც 35 ლარი ანუ ორი–სამი კილო ხორცის ფასი. რა,განა ამას გაკეთება არ უნდა?  განა  ჩამოტანა არ უნდა ამას? განა,რა უნდა ღირდეს ეს იქ – ადგილზე ჩინეთში, თუკი აქ ღირს ასეთი იაფი? რა უნდა ღირდეს და ის იქ შეიძლება უფრო ძვირიცაა, ვიდრე საქართველოში ან მისნაირ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ეს ტელევიზორი კომფისცირებულია  ჩინერთში და თითქმის  უფასოდაა გადაცემული რომელიმე საზღვარგარეთ მოღვაწე მოქალაქეზე, სიტყვაზე ვთქვათ, ჩუნ–ლუი–დონგზე, რომელსაც საქართველოში შემოაქვს ტელევიზორები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და რომელიც, სახვათა შორის, რაკი ასეთ რამეებზე წავიდა საუბარი სულაც  არაა ჩუნ–ლუი–დონგი, არამედ სინამდვილეში გახლავთ არალეგალური ემიგრანტი, ესეც სიტყვაზე ვთქვათ,  ლაო–დენ–ჰოი, მოსარგებლე  აწ გარდაცვლილი, მაგრამ გარდაცვალებაოფიციალურადდაუდასტურებელი  ჩუნ–ლუი–დონგის სახელითა და პირადობის დამადასტურებელი თუ სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტებით, სწორედ იმ ჩუნ–ლუი–დონგისა, რომელიც თბილისში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე,ტრაგიკულად (ღვეზელით მოწამვლით) გარდაიცვალა ორი წლის უკან, 2

2

რომელიც „სადღაცაა“ დასაფლავებული და რომლის უტყუარი გარდაცვალების შესახებ არა უწყიან რა არც საქართველოს და არც ჩინეთის სახელმწიფოებმა. ამბობენ, რომ ჩინელები ძალიან ხშირ შემთხვევაში გვანან ერთმანეს და როგორც სჩანს ამ შემთხვევაშიც, ანუ ლაო– დენ–ჰოისა და  აწ გარდაცვლილი ჩუნ–ლუი–დონგის შემთხვევაშიც გამონაკლისს ადგილი არ ჰქონია.

   იგორ კერესელიძე ცდილობდა მორიდებოდა იაფიან ჩინურ საქონელს –– პროდუქტს, ბავშვის სათამაშოებს, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ხარახურას, რადგან დარწმუნებული იყო იმ აზრის სისწორეში, რომელიც ღაღადებს, რომ „სჯობს გადაიხადო ცოტატი ძვირი და იყიდო ხარისხიანი, ვიდრე იყიდო უხარისხო და იაფიანი. იგორმა იცოდა, რომ არსებობს უმაღლესი ხარისხის  ჩინური საქონელიც, რომელიც არ ჩამოუვარდება არცერთ ხსვა მაღალი ხარისხის საქონელს, მაგრამ მან იცოდა ისიც, რომ ასეთი საქონელი  არ შემოჰქონდათ საქართველოშო ან თუ შემოჰქონდათ ყოველშემთხვევაში არა ჩუნ–ლუი–დონგისა ან ლაო–დენ–ჰოისნაირებს.

     იგორის სახლის სიახლოვესაც იყო  ახლადგახსნილი იაფიანი ჩინური მაღაზია,რომელშიც კერესელიძის მიერ ნაყიდი სახრახნისის წვერი, პირდაპირ, ჩაიზილა ხრახნში დატანებულ სასახრახნისე ჭრილში, ხოლო როცა იგორმა ჩინური  სახრახნისი ძველი საბჭოთა სახრახნისით შეცვალა, ამჯერად უკვე პლასტელინივით აიზილა ხრახნის თავი თავისი სასახრახნისე ჭრილით, ისეთივე ჩინური წარმოებისა, როგორიც პირველი სახრახნისი იყო. იგორის ყოფას სიდუხჭირეს ვერ დაარქმევდით, მაგრამ დაბალი რანგის მოხელეს არც ძალიან  შეძლებული ეთქმოდა. ამიტომ, ნებავდა თუ  არ ნებავდა, მაინც უწევდა არასასურველი ჩინური მაღაზიისკენ გახედვა, ხანდახან შესვლა და ზოგჯერ რაღაცეების ყიდვაც. ნუ, ბავშვის სათამაშოებს, სახრახნისებს, ხრახნებს და მსგავს საგნებს ის იქ უკვე, რასაკვირველია, აღარ ყიდულობდა, თუმცა ისეთ მატივ და უვნებელ რამე–რუმეებს, როგორიც არის, თუნდაც, ტუალეტის ქაღალდი, ზოგჯერ ყიდულობდა. ჩინური ტუალეტის ქაღალდი, მართალია, ბევრად უფრო თხელი და უხარისხო იყო ქართულზე,და მითუმეტეს „ფირმულზე“, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრად უფრო იაფიც ღირდა. იმჯერად კი პროდუქტებით დატვირთული მართლა ერთობ დიდხანს იდგა იგორი და ფიქრობდა თუ რომელი ტუალეტის ქაღალდი ეყიდა სახლისთვის მაინც – იაფიანი ჩინური, საშუალო ფასიანი ქართული თუ ძვირად ღირებნული „ფირმული“. თავად იგორი არ იყო, პრინციპში, ამ მხრივ ამპარტავანი და პრეტენზიული; რათქმუნდა, ის სულაც არ იყო უკანა ტანის მუყაოთი ან ზუმფარას ქაღალდით გამოწმენდის მომხრე და პროპაგანდისტი–– არამცდაარამც, მაგრამ ისიც  რომ ვთქვათ, თითქოს ძალიან აზიზი ბატონი ბრძანდებოდა და განსაკუთრებულ, საგანგებო პატივს მიაგებდა თავის უკანალსო,  არ იქნება სწორი. „საგანგებო პატივის მიგებაში“ კი იგულისხმება ისეთი გადახრები, როგორებიც გააჩნიათ, მაგალითად დასავლეთში აწ უკვე ფართოდ გავრცელებული და ჩვენშიაც, სხვათაშორის, ცოტათი უკვე ფეხმოკიდებული ფსეფვდოაღმოსავლურ– ეგზისტენციალური და დიოცენტრისტულ–ეზოთერული კულტუროლოგიური სექტების მიმდევართა ნეოჰიმნოსოფისტურ მისტერიებს, რომელთა შესრულებისასაც ამ, ეგრეთწოდებულ კულტთა აღმსარებელნი მანტრებსაც კი უგალობენ თავიანთ  და ერთმანეთის ტრაკებს, ხოლო ეს ყველაფერი გვირგვინდება აურაცხელი

3

რაოდენობისა და ნაირსახეობის ცივი თუ ცხელი რიტუალური ოყნებით, რომელთა გაკეთებაც აკომპანირდება ეკზოტიკურ აღმოსავლურ ინსტრუმენტებზე შესრულებული სასიამოვნო და შემპარავი მუსიკის თანხლებით.

  ...მაგრამ, რა დროს შემპარავი მუსიკა და რიტუალური ოყნებია, როცა იგორია კერესელიძე დღის წესრიგში. დგას ახლა ის შუა ქუჩაში  პროდუქტებით სავსე პარკებით ხელში  და ფიქრობს, თუ  რომელი ტუალეტის ქაღალდი იყიდოს მაინც; ხვალისტვის ხომ ის თვით აკადემიკოსს ელის თავისთან სტუმრად...

   ეჰ, ეს აკადემიკოსები, აკადემიკოსები... ისინი კი მაინც  სულ სხვანაირნი არიან... რაღათქმაუნდა მათი ან მათი უმრავლესობის აზიზ ბატონთა სიაში შეყვანა – იმ „აზიზ– ბატონთაში“– მანტრებს რომ უმღერიან თავიანთ და ერთმანეთის ტრაკებს, არ იქნება არც მართებული, არც ეთიკური, და ბოლოსდაბოლოს, არც სიმართლესთან მიახლოვებული. არამედ იქნება უაზრო, უტაქტო, უსამართლო, ბინძური და , რაც მთავარია არამახვილგონივრული ქირქილი.თუმცა არამახვლგონივრული ქირქილიც იქით იყოს და თუ მაინცდამაინც  აკადემიკოსის დაპატიჟაბა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ, კურთხეულო, ნება იბოძე და სათანადო (სააკადემიკოსო) პატივიც ეცი, მას. ბოლოსდაბოლოს აკადემიკოსს ეპატიჟები სახლში, დოცენტს ხომ არა...

   პროდუქტების დიდი ნაწილი რომ გაქვს ნაყიდი და კაი–კაი რამეებში,რომ, საშუალო შეძლების კაცის კვალობაზე, სოლიდური თანხაც  გადაგიხდია –– განა ისეთი რა გაქანება გაქვს მამაცხონებულო, რომ იდგე, ფეხებთან პროდუქტებით სავსე პარკები გეწყოს  და, ბოდიშიდა იმაზე ფიქრობდე, რომელი ტუალეტის ქაღალდი ვიყიდო –– ჩინური, ქართული თუ „ფირმულიო“. არადა ეს ერთი შეხედვითაა მხოლოდ ასე, ––სხვა სხვის ომში ბრძენიაო – ნათქვამია. თორემ სწორედ ასეთ სიტუაციებში აქვს ეკონომიასა და რენტაბელობას აზრი, როცა ყოველი კაპიკია დასათვლელი და ყოველი საყიდელი რამ მოსაფიქრებელ–დასაფიქრებელი, გასახსენებელი, დასაეკონომირებელი...შეიძლება იყიდო, დავუშვათ, იგივე „ფირმული“ ტუალეტის ქაღალდი და მერე სამწვასდისთვის აღარ გეყოს ფული, ან კიდევ რაღაც ეგეთი მოხდეს – ეჰ, დამანებეთ კაცო თავი ერთი...

   არიან ეგრეთწოდებული ჰაკერები, რომლებიც აღწევენ სხვათა კომპიუტერებში და ხაპავენ იქიდან უცხოთათვის დაფარულ ინფორმაციას. ეს, რათქმაუნდა, არასწორია და ალბათ ქურდობაა და ქურდობაზე მეტიც, მაგრამ თუ ავიღებთ და ადამიანის ტვინს კომპიუტერს შევადარებთ, მაშინ  მწერლის ჰაკერთან შედარებაც მოგვიწევს. მწერალიც ხომ ცდილობს თავისი გმირის ტვინში შეაღწიოს...მერე რა რომ ასეთი გმირი და,მითუმეთეს,  ასეთი გმირის ტვინი, რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს, ხომ არსებობენ სასმაგიეროდ შესაბამისი ადამიანები, შესაბამისი ტვინებით. ეს , პრაკტიკულად იგივეა . რომ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ყველა არგასამხელი საიდუმლოება, ჰაიჰარად, გამოამზეურო და ცინიკურად მხოლოდდამხოლოდ სახელები შეუცვალო ამ ადამიანებს. თუკი ისინი თავიანთ თავებს და თავიანთ არგასამხელ საიდუმლოებებს იცნობენ – რა აზრი ექნება, შეთხზულ ნაწარმოებში მათ სპირიდონები ერქმევათ თუ დარმიდონები?

   საიდუმლო – საიდუმლოა, მაგრამ არსებობენ კიდევ არგასამხელი საიდუმლოებებიც.

4

    იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მოთხრობის  გმირი იგორი და სხვა დანარჩენი გმირებიც ძალიანაც არ დასძრახავენ ჰაკერობითვის ავტორს; არ უწყენს მას ალბათ მკითხველიც, რამეთუ ავტორი ამ შემთხვევაში მხოლოდ  სიმართლის თქმის პრინციპით ხელმძღვნელობს და მას სწორედ ის ფარული აზრები სურს გაანდოს ამის წამკითხავს, რომელი აზრებიც იგორს

მაშინ უტრიალებდა თავში. აზრები კი, ვაგლახ, ხშირად უცენზურონი არიან ხოლმე, თვით ყველაზე ზრდილობიანი ადმიანების თავებშიც კი და რა ქნას აბა ავტორმა, თუკი მის ლიტერატურულ გმირსაც სწორედ ასეთი სახის აზრები უტრიალებდა  მაშინ: „დავიჯერო, ახლა ვითომ მოჯვავს?– მსჯელობდა თავის აზრობნებაში იგორი,– ნუ, ტვალეტში ალბათ შევა, მაგრამ მოსაფსმელად თუ შევა თორემ...აბა ახლა, მოსაჯმელად ხომ   არ შევა ამისთანა განათლებული გვამი... რა, სახლში თავისი ტვალეტი არა აცვს თუ რა? თუმცა უცბათ რომ მოუნდეს – აი ხომ არის, ზოგჯერ რომ მოგაწვება მამაპაპურად... მაშინ? მაშინ ჩინური ქაღალდით ხომ არ გამოიწმინდავს? ეს მე ვიცი და ჩიმნაირმა უბირმა ხალხმა, რომ ჩინური ქაღალდით გამოწმენდისას თითების მორიდება და სხვანაირი სიფრთხილეა შაჭირო, აკადემიკოსმა კი რა იცის. ის ხომ მთელი ცხოვრება მხოლოდ იმპორტული ქაღალდით სარგებლობს ალბათ. გამოიწმინდავს ჩინურით და თითები დაესვრება.შევრცხვები... არადა ძვირია ეს ოხერი... ისედაც ამდენი ფული დაიხარჯა.”

   ბოლოს მაინც ჩინურის ყიდვა გადაწყვიტა: შევიდა  ჩინერ მაღაზიაში „უთქმელ“ ჩუანტან, მის მუდამ მოღიმარ მეუღლე ლუანთან და მათთთან გამყიდველად მომუშავე ენერგიულ და აქტიურ (გოგონა არ ეთქმის) საქალბატონეობაოდნავგახანგრძლივებულ გულნართან. იქ მან გულნარისგან  იყიდა ერთი პატარა რულონი  ჩინური ტუალეტის ქაღალდი, რომელიც შეფუთული იყო ტუალეტის ქაღალდისავე გაცილებით უფრო მკვრივ და ლამაზ, ლამინირებულ ქაღალდში. ამ ლამაზ და გაცილებით უფრო მკვრივ შესაფუთ ქაღალდზე ათასი რამ ეწერა რამდენიმე ენაზე, ხოლო ცენტრში გამოსახული იყო ცნობილი მსახიობი  –– ჰოლივუდის მაღალანაზღაურებადი მეგავარსკვლავი ედისონ ჰარტსი. მდელოზე მდგომ, წელსზევითშიშველ,კოვბოური ქუდით თავდაბურულ, კუნთმაგარ და ლამაზსხეულა ედისონ ჰარტსს მარცხენა ხელში ებყრა და ზეაღემართა  რულონი ტუალეტის ქაღალდისა საკუთარი გამოსახულებით, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითი აეშვირა ასევე მაღლა, რაც იმას ნიშნავდა რომ ეს ტუალეტის ქაღალდი იყო ჩინებული რამ; მსახიობის უკან იდგა (თუ ასეთი სახის ნაგებობებზეც შეიჯლება ითქვას) კოხტა ხის ტუალეტი. ედისონ ჰარტსი გულიანად  იღიმებოდა თავისი “ჰოლივუდური” ღიმილით –  შედიოდა ,ასე ვთქვათ, კონტაქტში მომხმარებელთან და ალბათ (ყოველ შემთხვევაში ავტორის აზრით), მოსაჯმელად ეპატიჟებოდა გამვლელ–გამომვლელს. თუმცა გამვლელ–გამომვლელი იქ არავინ ჩანდა გარდა ორი კარგა–ჩასუქებული, დიდჯიქანა ძროხისა, რომლებიც, ხის ტუალეტის სიახლოვეს  არხეინად ძოვდნენ მდელოზე ხასხასა ბალახს და რომლებსაც უთუოდ გააჩნდათ რაღაც სიმბოლური დატვირთვა, რამეთუ მათ უკან დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა ნეხვის ორ დიდ გროვას . ალბათ ძნელი მისახვედრი არაა თუ რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ყველაფერს ერთმანეთთან. რეკლამა იყო იმდენად ეფექტური, რომ  მის შემხედვარე პატიოსან კაცს, უკაცრავად პასუხია და, შეიძლება უნებურად მართლა მოსდომებოდა ––მომიტევეთ –– მოჯმა.

 

5

    გარდა ტუალეტის ქაღალდისა იგორმა ჩინელების მაღაზიაში შეიძინა ერთი  რულონი  კედელზე ასაკრავი, სარემონტო ქაღალდი და ერთი კოლოფი ჩინური  ჭიკარტი.ახლა, რაში იყო საქმე: ნუ, ტუალეტის ქაღალდს რაც შეეხება, უკვე იმდენი ითქვა მასზე, რომ ალბათ გასაგებია აქ ყველაფერი; ხოლო თუ რა კავშირშია ყოველივე დანარჩენი მოცემულ საკითხებთან, ამას უთუოდ განმარტება და ცოთატი შორიდან მოვლა სჭირდება:

 

 კერესელიძეები უბედნიერესი  ხალხი იყვნენ ქვეყნად,რამეთუ მათ ჰყავდათ   ერთი კარგი კაცი... ერთი უსაყვარლესი არსება... ერთი უჩვეულო ადამიანი.ეს არსება როგორც იგორისთვის, ისევე მისი მეუღლისთვის  იყო სიცოცხლე და ალბათ სიცოცხლეზე მეტიც; პატარა ბიჭი, მისი სულ უმცროსი შვილი – „ბოლო ვიპუსკი“, როგორც ის თავად იტყოდა ხოლმე –– სამი წლის პეტრე,პეტრიკელა, პეტრუშკა, პეტრუჩიო, მაგარტრაკა, ღაჟღაჟიკო, ლოყება, ბუტია, ჩხუბია, თავის მომაბეზრებელი,ონავარი, ჩასაკბეჩი, კუანა... ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომლისთვისაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დასთმობდა იგორი საკუთარ სიცოცხლეს. და თუ სხვა მხრივ ის  ვერ შეედრებოდა წარმატებებით ბევრს, სამაგიეროდ ამ მხივ , დიახაც, ბევრად წარმატებული იყო ბევრზე.  და მართლაც –– ბევრია, განა, ქვეყნად ისეთი ადამინი (თუნდაც წარმატებული და წარჩინებულიც) , ვისაც ეგულება  ისეთი  არსება, რომლის გულუსთვისაც ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე  იტყოდა უარს საკუთარ  სიცოცხლეზე? იგორს კი ჰყავდა ასეთი...

   მოკლედ მამიკოს უყვარდა პეტრიკელა–პეტრე, პეტრიკელა–პეტრეს კი უყვარდა კამფეტები, კარაქიანი „პეჩენია“, გამთბარი ნაყინი,  ყველანაირი ნამცხვარი,ჭანჭურის მურაბა, წიწიბურა,  „გერკულესი“ ...––ხოლო პოპულარულ ტელე–წამყვან სალომე არშბას,– არც მეტი არც ნაკლები – ცოლად უპირებდა მოეყვანას –– ის მას სალომე არშკას ეძახდა; „სამოლე არშკა უნდა მოვიყვუანო ჩოლად, მეორე ქრონიკაში რომ ცხოვრობსო“ –– ასე ამბობდა ის. კამფეტების, კარაქიანი „პეჩენიის“  და „სამოლე არშკას“ გარდა პატარა პეტრეს უყვარდა  კიდევ  ა–იანი თითების საპირფარეშოს კედლებზე ჩამოსმა. ის  ტუალეტში სავსებით დამოუკიდებლად შედიოდა ან უკეთ ითქვას შეიპარებოდა ხოლმე, ცუცქდებოდა და შვრებიდა ა–ას, შემდაგ კი ერთ ვაი–უშველებელს ტეხდა – ა–ა ვქენი და  გამომოწმინდეთ ვინმემო და თუ ამ დროს დედიკო ან მამიკო სიახლოვეს არ აღმოჩნდებოდნენ, ის გაბრაზებული თავად ხევდა ტუალეტის ქაღალდს და ცდილობდა ტაკოს გამოწმენდას. იმის გათვალისწინებით, რომ პეტრიკელა იყო მხოლოდ სამი წლის, ხოლო მის მიერ გამოყენებული ქაღლდი, რომელსაც კერესელიძეები, როგორც წესი ხმარობდნენ, იყო ჩინური, –  ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ხარისხიანი იქნებოდა ბავშვის მიერ გაკეთებული ეს ურთულესი საქმე. რაღათქმაუნდა, პატარას თითები ესვრებოდა, ამ მოსვრილ თითებს კი ის საპირფარეშოს კედლებზე იწმენდდა. მამიკო და დედიკო უჯავრდებოდნენ პატარას ამისთვის, რადგან, – ავტორს, სხვათაშორის, დაავიწყდა თავიდანვე ეთქვა,– კერესელიძეები კერძო სახლში ცხოვრობდნენ და ტუალეტიც ხისა ჰქონდათ. ეს ნაგებობა წარმოადგენდა თანამედროვე საპირფარეშოსა და ძველი მამა–პაპური ფეხსალაგის ტანდემს. კანალიზირებულს და  წყალგაყვანილობიანს თავზე ხის, ჭრიალაკარიანი, იკრიბოკრო, სოფლური ხალაბუდა ედგა, მასში მართალია, არ იყო დამონტაჟებული უბადლო და ქათქათა იმპორტული უნიტაზი, თუმცა, სამაგიერიდ,  სოფლის ფეხსალაგებისთვის დამახასიათებელი დიდი აყროლებული

6

ნახვრეტის ნაცვლად იდგა და თავს იწონებდა კერამიკული „ტალჩოკი,“ პლასტმასის ჯაჭვზე ჩამოკიდებულსახელურიანი პლასტმასისვე ავზით;  ნაგებობის კედლები იყო ხისა და იკრიბოკრო – იგორის  მიერ სახელდახელოდ აწყობილი, ამიტომ სახლის პატრონი მასში გაზეთებს აკრავდა კედლებზე. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ საპირფარეშოში მჯდომი ადამიანი არ შეეწუხებინა მრავლობითი ღრიჭოებიდან შემონაბერ ანც სიოს. სწორედ ამ გაზეთებს ემტერებოდა პატარა პეტრიკელა, მათზე იწმინდავდა ა–იან თითებს და  თან ყვიროდა და ჩხუბობდა, თუკი „მაშველები“ ანუ დედიკო და მამიკო მისვლას დააგვიანებდნენ. იგორი თავიდან ძალიან ფიცხობდა და ცოლსაც კი ეჩხუბებოდა, ბავშვს

სათანადო ყურადყღებას  არ ქცევო, ახლიდან აკრავდა გაზეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ მერე თანდათან შეეგუა ამ გარემოებას და ახლა უკვე თითიქმის აღარც ბრაზობდა; გაზეთებს კი რაც შეეხება, ის მათ აღარც აწებებდა წებოთი, არამედ ჭიკარტებით ამაგრებდა მხოლოდ. დაწებებული ქაღალდების კედლებიდან აგლეჯვა არ იყო ადვილი საქმე, მიჭიკარტებულ     ა–იან გაზეთებს კი იგორი და მისი მეუღლე უბრალოდ ხსნიდნენ და ყრიდნენ, ხოლო მათ ადგილზე იმავე ჭიკარტებით ამაგრებდნენ ახალ გაზეთებს.ამჯერად კი ვინაიდან შემთხვევა მართლაც საგანგებო შეიქნა ––კერესელიძეები სტუმრებს ელოდნენ, რომელთა შორის თვით  აკადემიკოსიც უნდა  ბრძანებულიყო –– იგორმა გადაწყვიტა საპირფარეშოს კედლებზე გაზეთების ნაცვლად სუფთა ქაღალდი გაეკრა. აი ამ მიზნით იყიდა მან ჩინურ მააზიაში სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი  ქათქათა  რულონი და ერთი კოლოფი  საჭირბოროტო ჩინური ჭიკარტი.

   ავტორს კი ამასობაში, მგონი, სიტყვა გაუგრძელდა. და მართლაც, რა საჭიროა ამ ყვლაფრი ასე დეტალურად აღწერა, ნეტავი? ჭიკარტი, ტუალეტი, ქაღალდი, ა–ა... რა ამბავია? ერთი სიტყით კი, მაინც, ასე ვთქვათ, ზემოთ თქმულისთვის რეზიუმეს სახით: ტუალეტი იყო, ბატონო, იყო  დამაკმაყოფილებელი – ყოველ შემთხვევაში,    ალბათ ნებისმიერი მორიდებული,  თავმდაბალი ადამიანი – თუნდაც აკადემიკოსი პრობლემების გარეშე,  უყოყმანოდ მოისაქმებდა მასში; რაც შეეხება ამპარტავნებსა და ზედმეტად ქედმაღლებს –ზოგიერთ მათგანს შეიძლება არც კი მოესაქმა ასეთ ტუალეტში, მაგრამ, მართალო და ობიექტურო, თავმდაბალო და მოკრძალებულო ჩემო მკოთხველო, აბა რა სახსენებელნი არიან აქ ამპარტავნები და ქედმაღლები? ამპარტავნებს და ქედმაღლებს ისემც უქნიათ, სულ ცაუჯვიათ შარვლებში.

    კერესელძეებმა წვეულების  წინა დღეს და ასევე წვეულების დღეს ორი თუ სამი მეზობელი და ერთი  ნათესავი მოიხმეს და – ყველაფერი როგორც წესი და რიგია მოამზადეს. ალბათ არც ღირს იმისი დაწვრილებითი აღწერა, თუ როგორი საჭმელები და სასმელები მოუმზადეს სტუმრებს; რა ჭურჭელი ჰქონდათ ან როგორ იყო განლაგებული მაგიდები; ან ის რა აუცილებელი მოსაყოლია, რომ იგორმა, საგანგებოდ ამ დღისთვის გოგიაც კი ჩაიყვანა ცხვრის ასარჩევად ოთარასთან. ოთარა, განვლილი ამბავია და, ცდილობდა ცოტა ბებერი ცხვარი შეეჩეჩებინანა მათთვის, მაგრამ – ნურას უკაცრავად – როცაა ოთარამ თავისი კავით  მისთვის  გასაყიდად სასურველი ცხვარი დაითრია კისრით, მერე მარჯვე მოძრაობით უკანა ფეხებში წასწვდა, ცხვრის ცურცლიან, სპეციფიურსუნიან დუმაზე მიუთითა მყიდველებს და შეუძახა: ––„აჰათ და ამაზე კარგი რა უნდა იყდოთო“,–– გოგიამ მხოლოდ პირი გააწკლაპუნა არცთუ „დიდის კმაყოფილებით“, ისეთი შთაბეჭდილიბა დაგრჩებოდათ თითქოს ეს ცხვარი მას უკვე

7

 

ეყიდინებინოს იგორისთვის, ოთარასთვის იქვე დაეკვლევინებინოს, ამ ცხვრის ხორცით მწვადი და ჩაქაფული თავად მოემზადებინოს, ეჭამოს, სხვებისთვისაც ეჭმიოს, სხვებს ძალიანაც მოსწონებოდეთ, მაგრამ თვითონ,მთლად მაინცდამაინც –– არა;  და რაც მთავარია, თითქოს, ცოტა შემწვარი ხორცი კბილებშიაც გასჩხეროდეს. ასე „კბილებშიხორცგაჩხერილი“, არხეინი და ტლანქი ემასლაათებოდა იგორის მეზობელი ქიზიყელი გოგია მთიულ ოთარას. ცხვარს მისი აზრით დუმა ცუდი არ ჰქონდა, მაგრამ „კბილზე“ ცოტა ვერ იყო კარგი; მთლად ახალგაზრდა არ იყო ცხვარი. ოთარამაც კარგად და ალბათ გოგიაზედაც კარგად  იცოდა თავისი ცხვრის ამბავი, მაგრამ როგორც მეცხვარეებმა იციან ხოლმე, თუ გაყიდვაა ან თუ დაკვლაა –– ცდილობენ, რომელი საქონელიც მობერებულია ან მოწყენილი ან დაბადებითვე

სუსტია –– სურთ ის გაასაღონ. თუმცა  ოთარა ხედავდა, რომ ამ „ამასთან“ ანუ გოგიასთან ის ვერაფერსაც ვერ გახდებოდა –– ბებერ და დაჩიავებულ ცხვარს ვერ შეაჩეჩებდა და თუ ბევრს ილაპარაკებდა, კერესელიძესაც დააეჭვებდა. მაშინ კი ეს მყდველები სხვისგან იყიდნენ ცხვარს. ერთადერთი რისი, ამ სიტუაციაში, მიღწევაც რეალურად შეეძლო ოთარას და რის გამოც ჭიანურდებოდა გარიგება იყო ის, რომ გოგიას თვალი დაედგა პატარა  და ყოჩაღ ყოჩზე, ოთარა კი მას სთავაზობდა არანაკლებ ყოჩაღ თოხლს, რომელიც, სხვათაშორის, მგონი, ოდნავ დიდი და მსუქანიც იყო ყოჩზე. გოგიას  ყოჩი იმიტომ უნდოდა, რომ ყოჩებს მაინც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვთ. თანაც ის გოგიას , როგორღაც თვალში მოუვიდა. ოთარას კი სხვა ანგარიშები ჰქონდა: ახლოვდებოდა რომელიღაც რელიგიური დღესასწაული და მაშინ მხოლოდ ყოჩებზე იქნებოდა მოთხოვნილება. მსხვრპლი თუ  შეთქმული გაქვს,  საკლავი ხომ მდედრობითი სქესისა არ უნდა იყოს. იგორს საკლავი შეთქმული არ ჰქონიდა და ამიტომაც მან ოთარას თხოვნა  გაითვალისწინა და „ექსპრტად მიწვეული“ გოგია თოხლის ყიდვაზე დაითანხმა. გახარებულმა ოთარამ მაშინვე იქვე დაუკლა დამყოლ მყიდველებს ცხვარი და რამდენიმე წუთში გატყავებული და გასუფთავებული გაატანა.

   ერთი სიტყვით უკვე თითქმის ყველა ძირითად სამზადისს მორჩნენ: უკვე ისხმებოდა ბოთლებში ღვინო, სამწვადედ და სახაშლამედ იჭრებოდა ხორცი, სუფრაზე რაღაცეები ლაგდებოდა და  იგორმაც, ცოტაოდენი დასვენების შემდეგ, სტუმრების მოსვლამდე დაახლოებით საათნახევრით ადრე გადაწყვიტა ტუალეტისტთვისაც მიეხედა. მან კედლებზე  წებოთი აკრული და ჭიკარტებით დამაგრებული, ალაგ–ალაგ  გაყვითლ–გახეულ–გაფსლიანებულ–გაა–ი–ანებული   გაზეთები ჩამოხსნ–ჩამოგლიჯ–ჩამოხია და მათ ნაცვლად ახალი ქათქათა რულონის ქაღალდი ააკრა ჭიკარტებით კედლებზე; შემდგომ ამისა საკუთარი ხელით სათუთად გარეცხა კერამიკული „ტალჩოკი“ და როცა ყველაფერს მორჩა ტუალეტის გვერდით დამონთაჟებულ ონკანთან ხელების გადაბანვის შემდეგ  სახლიდან გამოიტანა  კიდევ ერთი პატარა რულონი  –– ამჯერად უკვე ტუალეტის ქაღალდისა. ეს რულონი, როგორც უკვე ითქვა,  შეფუთული იყო ტუალეტისაზე გაცილებით უფრო მკვრივ, ლამინირებულ,ალბათ, კაპრონის შემცველ, ჭრელა–ჭრულა შესაფუთ  ქაღალდში , რომეზედაც უამრავი რამ ეწერა რამდენიმე ენაზე და რომლის ცენტრშიაც მწვანე მდელოზე, ხის ტუალეტთან ახლოს თავმომწონედ იდგა ტუალეტის ქაღალდის რულონიანი, წელსზევით შისველი და გულღიად, მართლაც რომ „ჰოლივუდურად“ მოღიმარი ედისონ

8

ჰარტსი . ეს შესაფუთი ქაღალდი იგორმა ტუალეტის ქაღალდს, უნდა ითქვას,ძლივს–ძლივობით შემოახია და თავისი ედისონ ჰარტსიანად ბალახებში მოისროლა, ხოლო თავად რულონი ტუალეტში გაკეთებულ სპეციალურ დასამაგრებელზე დაამაგრა. შემდეგ იქვე მოფუსფუსე ცოლს შეახსენა თვალი გეჭიროს, ბავშვი არ შევიდეს ტუალეტშიო და მოწიწებით მიიიხმო  ბატონი კაკო ეზოში დადგმულ მაგიდასთამ ნარდის სათამაშოდ.რა კარგია როცა ხარ მასპინძელი და ყველანაირ საქმეს მორჩენილი ბოლოსდაბოლოს დასვენებისთვისაც მოიცლი;  სტუმრების ძირითადი ნაკადის მობრძანებამდე ბატონ კაკოსთან ჩაუჯდები ნარდს - გვერედიდან სასიამოვნო სიო დაგიბერავს, ხოლო ბატონი კაკოს კეთილგანწყობითი „სიფათი“ თითქმის ედისონ ჰარტსივით შემოგცინებს სახეში.

    ...მაგრამ, ვაი საწუთროვ ცრუო სოფელო... იგორ კერესელიძის ნეტარებას დიდი დრო არ ეწერა, რადგან ხის ტუალეტიდან მომთხოვნად, მკაცრად, შეუპოვრად, ჯიუტად, მედგრად...  თავისი ბავშვური, მეტად წკრიალა ხმით დაიყვირა პატარა პეტრემ:

–დედიკო–უ, მამიკო–ო, კუკი ვქენი და გამომიწმინდე–ეთ!!! ეეეთ!!დე–ეეთ!!!

   იგორი მაშინვე  ზეწამოიჭრა, კამათლები  ბატონ კაკოს ლამის ზედ შეაყარა და ტუალეტისკენ გაექანა ღრიალით:

    –– თი–თი, თითი არ ჩამოუსვა კედელ–სსს!!! თითიიი...ააა!!!

   ის გაჰყვიროდა  შემზარავად. სანამ ტუალეტამდე მიირბენდა რამდენჯერმე  წაბორძიკდა და ერთხელ კინაღამ წაიქცა, ტუალეტში შეჭრისას ლამის სახელური მოაგლიჯა ფიცრებით შეჭედილ ჭრიალა კარს, მაგრამ... გვიანი იყო, ბატონო, „თითზე კბენბანი სინანულისანი“...რადგან თუ,დავუშვათ, იგორ კერესელიზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით (ნუ, დავუშვათ) დაიკბენდა თითებს, ამით ის ვეღარაფერს შეცვლიდა თავისდასასიკეთოდ, ხოლო თუ, სიტყვსზე, გამწარებული  (ნუ, დავუშვათ ისევ, რა...) დასჯის მიზნით ცოტათი უკბენდა თავის „ბოლო ვიპუსკს“ თითზე, სახელდობრ კი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითიზე ანუ ამ თითის ბალიშზე, მაშინ ის უეჭველად დარწმუნდებოდა იმაში, რომ მის შვილს – მის ნაბოლარას, მის ეგრეთწოდებულ  კუანასა და „ბოლო ვიპუსკს“, მის მიერვე ანუ იგორის მიერვე გავრცელებული და, სხვათაშორის, ფართოდ გავრცელებული (მოარული) აზრის მიუხედავად, ყველაფერი გემრიელი სულაც არ ჰქონდა. პეტრეს „საშაქარლამე საცხობში“ გამოცხობილ „ტორტს“,  მიუხედავად თავისი განუმეორებელი ვიზუალური მომხიბვლელობისა და მისი,ასე ვთქვათ, აღორძნების ხანის  ხელოვნების ნიმუშებისთვის დამახასიათებელი  დახვეწილობისა და გრაციოზულობისა, ჰქონდა ნაკლიც: კერძოდ კი –– ის  არ იყო გემრიელი –– განსაკუთრებით  კრემი. სწორედ ეს კრემი ესვა პატერა პეტრეს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითუკის ბალიშუკაზე და სწორედ ამ კრემით აკეთებდა ის ბოტიჩელისებრ მონასმებს ტუალეტში აკრულ ქათქათა ქაღალდზე, ისეთი სიქათქათისაზე, როგორი სიქათქათისაც მხოლოდ მთებში ახლახლადმოსული  თოვლი შეიძლება იყოს..

   იგორმა სიტყვებით: „ჩაგყლაპო მძღნერო?!“ ხელში აიტაცა ბავშვი, გამოუწმინდა მას ტაკო, ბურთივით მიუგდო  ცოლს და სიმწრის ღიმილით დააცქერდა ბალახებში მის მიერვე დაგდებულ, „სულელივით“ მოღიმარ ედისონ ჰარტსს, რომელიც თითქოს ტკბებოდა მის მიერვე რეკლამირებული ტუალეტის ქაღალდით. რათქმაუნდა, ის ნამდვილი ამერიკული ქაღალდი, რომელსაც ჰარტსი უკეთებდა რეკლამას, უეჭველად იქნებოდა კარგი – სასიამოვნოც, ფაფუკიც და გამძლეც; მაგრამ როგორც უკვე ითქვა, არ იყო ეს ორიგინალი ან თუნდაც კანონიერი პატენტი ამერიკული ქაღალდისა, არამედ იყო ჩინეთში უკანონოდ

9

წარმოებული და ხელისუფლების მიერ კონფისცირებული, ყოვლად უხარისხო ქაღალდი ზედ გამოსახული მოპარული რეკლამით.

   ამასობაში  ეზოს მოუახლოვდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, რომლებიც იგორის სტუმრებს ეკუთვნოდათ და რომელთა შორისაც იგორმა აკადემიკოსის გაკრიალებული, ახალი და მეტად პრესტიჟული ავტოც დალანდა. ავტორისთვის ძნელი სათქმელია რატომ ხდება ასე, მაგრამ თუ მკითხველიც დაჰკვირვებია, გამოუვალ მდგომარეობაში მოულოდნელად ჩავარდნილი ადამიანი ზოგჯერ ჯიბეებს ისინჯავს ხოლმე სიმწრით. ნეტავ რას ეძებს ის ამ დროს თავის ჯიბეებში, პისტოლეტს ხომ არა? რომ დაიხალოს ტყვია შუბლში;ან იქნებ ეძებს დანას, რომ ცხელ გულზე, ჩასცეს ვისმეს; ან იქნებ გაჭირვების

 

ტალკვესს ეძებს. არავინ უწყის თუ რა ჯანდაბას ეძებს ადამიანი, როცა სასოწარკვეთილი იქექება საკუთარ ჯიბეებში, მაგრამ დაკვირვებული მკითხველი ალბათ არ შეედავება ავტორს, იმაში, რომ  ასეთ რამეს, რთულ სიტუაციებში, მაინც აქვს ხოლმე ადგილი.. ყოველ შემთხვევასი, იგორი მაშინ სწორედ ასე მოიქცა:  მან სიმწრით ჩაიყო ჯიბეებში გახეხეშებული ხელები და მომუშტა. მარჯვენა მჯიღში მას არაფერი შერჩა გარდა შარვლის ჯიბის ლავსანისებური მატერიისა, სამაგიეროდ მარცხენა ხელის თითებმა იგრძნეს და ჩაბღუჯეს ამ შემთხვევაში, სწორედ რომ გაჭირვების ტალკვესზე, დიახაც, უფრო საჭირო ნივთი. ეს იყო პატარა მუყაოს კოლოფი ჩინური ჭიკარტებით  შიგ –– სწორედ იმ ჭიკარტებით, რომლებითაც მან ქაღალდი ააკრა ტუალეტის კედლებზე. იგორმა ხელების კანკალითა და გულის ფანცქალით დააძრო ჭიკარტებიანი კოლოფი.ის სწრაფად მოქმედებდა და გონებაც უმუშავებდა შეუდარებელი სისხარტით. მან მარდად აიღო ბალახებიდან ედისონ ჰარტსიანი შესაფუთი ქაღალდი, თითებით, როგორც შესძლო გაუსწორა  დაჭმუჭნულობანი, ზოგან ცოტათი ჩამოახია და შემდეგ  ჭიკარტებით ააკრა  ტუალეტის კარის იმ ადგილზე, სადაც ამ ცოტა ხნის წინ მისმა „ჩასაკბეჩმა ბოლო ვიპუსკმა“ ა–იანი თითით დახატა რაღაც.  იგორს არ გასჭირვებია თავიდან ეს საქმე: მან მიუხედავად იმისა, რომ ჭიკარტები იყო ზედმეტად რბილი ლითონისგან დამზადებული და, მაშდამე, ძალიან უხარისხო, მაინც მოახერხა რამდენიმე ჭიკარტის ჩამაგრება, აი მეოთხე უკანასკნელი კი გაჯიუტდა. ის  ხეში შერჭობისას იღუნებოდა და არაფრის დიდებით არ შედიოდა. იგორმა ის ,თუმც მოღუნული, მაგრამ მაინც შეარჭო და შვებით ამოისუნთქა.  ედისონ ჰარტსი,  შეიშმუშნა, გააკეთა ზიზღის გამომსახველი გრიმასა და ლამის გადმოაფურთხა ფოტოდან, მაგრამ იგორ კერესელიძეს ეს არ შეუმჩნევია, რადგან სად ეცალა მას ტუალეტის ქაღალდის შეფუთვაზე გამოსახული „ვიღაც“ კინოვარსვლავის გრიმასების საყურებლად, როცა თვით აკადემიკოსს ელოდა თავისთან სტუმრად და ეს აკადემიკოსი სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად უკვე შემოდიოდა ეზოში. მითუმეტეს, რომ ედისონ ჰარტსმაც, როგორც ჭეშმარიტმა ჯენტლმენმა, ალბათ მხოლოდ წამით ვერ შეიკავა თავი და გამოავლინა, რომ იტყვიან, თავშეუკავებლობა და  მოუთმენლობა თორემ ამ წამიერი თავშეუკავებლობის შემდეგ მყისვე მოეგო გონს და ისევ უბადლოდ გაიღიმა, გაიხსენა რა, ჯერ ერთი პირველ რიგში ის, რომ ჯენტლმენი იყო და მეორეც ის რომ, იგი არ იყო ნამდვილი ედისონ ჰარტსი, არამედ მხოლოდ მისი გამოსახულება, თანაც გამოსახული არა, დავუშვსთ, რომელომე საპატიო დაფაზე  – მაგალითად ოსკაროსანთა დაფაზე, არამედ მხოლოდამხოლოდ ტუალეტის ქაღალდის

10

 

შეფუთვაზე, თანაც ფალსიფიცირებულისაზე. თუმცა (ეს უკვე ავტორის აზრია) რა მნიშვნელობა აქვს სად ხარ გამოსახული –– თუკი გაღიმებულს მძღნერიან კედზე აგაკრავენ შპალიერივით, შენ კი მაინც გეყოფა მოთმინება და იქნები იმდენად ამტანი, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც განაგრძობ ღიმილს,თანაც არაუბრალოს,არამედ „ჰოლივუდურს“, დამაბრმავებელს , –– მაშინ შენ, ჩემო კარგო, ოსკარიც გეკუთვნის, პალმის რტოც, ოქროს დათვიც , საპატიო ლეგიონის ორდენიც და შუბლზე გაკოცებ თუ გინდა კიდე, რამეთუ   შენში იობის მოთმინების გარდა ხალასი ნიჭი და ნატიფი არტისტიზმია.

    შემოვიდნენ სტუმრები. დაათვალიერეს ეზო. მოიკითხეს, გადაკოცნეს, ჩაიხუტეს და ჩაეხუტნენ მასპინძლებსა და ერთურს, იმასლაათეს პატარა ხანი, დათქმულ დროს კი მასპინძელმა დიდის მოწიწებით სტუმრებს სუფრასთან უხმო.

  

თამადად, სიტუაციიდან გამომდინარე, მასპინძლის რეკომენდაციით, დაინიშნა  ინტილიგენტური იერის ბატონი კაკო, ხოლო მის მოადგილედ ნახევრადპროვინციელი ინტილიგენტის იერის,თუმცა სინამვილეში  ბატონ კაკოზე სულაც არანაკლები ინტილიგენტურობის ან იქნებ მეტისაც – ბატონი შალვა. ბატონები კაკო და  შალვა ზომიერად ( ინტილიგენტუტრად) უძღვებოდნენ სუფრას და თავს არ აწყენდნენ სტუმრებს, პირიქით – ცდილობდნენ ინტელექტუალური ბაასი გაებათ მათთან  – განსაკუთრებიტთ კი, რასაკვირველია, აკადემიკოსთან და რადგან აკადემიკოსი კურრორტოლოგი იყო ეს ბაასიც ძირითადად კურორტოლოგიას უტრიალებდა გარს.

   აკადემიკოსი კი, ო–ო–ო აკადემიკოსი იყო, მართლაცდა  – იმის ჭე–ე...–– ეს იყო ექიმი კურორტოლოგი. მას ჰქონედა ჭაღარანარევი, ტალღოვანი,უკან გადავარცხნილი  თმა და დიდი მოაზროვნის შესაფერისი შუბლმაღალი, ოდნავ მკაცრი, ღირსებით აღსავსე, მძლავრნიკაპიანი სახე; ეცვა ქათქათა პერანგი, რომლის სახელოებიდანაც მოუჩანდა ისეთი საკინძები, რომელთა გაელვებაც მეტყველებდა მათი მფლობელის უცილობელ  უპირატესობაზე სხვა დანარჩენ იქმყოფ ადამიანებთან შედარებით:  თითქოს, ერთგვარი, ლორდი,  არნახული არისტოკრატიული ელიტარული ლომი ჩამჯდარიყოს პლებეელთა  შორის.

   ავტორი,  მაინც სხვა წრისა და ზნე–ჩვევის, სხვა ყაიდის კაცია და  ამიტომაც – ჰო, ალბათ ამტომ – უძნელდება კადემიკოსის – დავუშვათ – ჰალსტუხზე ლაპარაკი, რადგან ვერ გამოდგება იმის შემფასებლად, რის ტარებასაც თავად არ არის ჩვეული, გარდა ამისა არ სურს ავტორს აკადემიკოსებზე და მითუმეტეს ამ აკადემიკოსზე ზედმეტი ლაპარაკი, რადგან ეშინია არ გამოავლინოს უნებურად ტენდენციურობა  ან  უპატივცემულობა, ან ღმერთმა დაიფაროს და უდიერება  პერსონაჟის მიმართ. თუმცა (ცოდვა გამხელილი სჯობს) ისიც უნდა ითქვას, რომ ის, ანუ ავტორი, მთლად არა, მაგრამ მაინც თითქმის გოგიას თვალებით ანუ როგორც მაშინ ეს უკანასკნელი აკადემიკოსს უყურებდა, ისე უყურებს მისთანებს. გოგიას თვალებმა კი გასცეს გოგია და გასცეს სწორედ მაშინ, როცა მან  აკადემიკოსს ზევიდან კაი ბაყბაყ დევივით დაჰხა. ეს მაშინ მოხდა , როცა გოგიამ თავისი ხელით შემწვარი პირველი

11

 

მწვადები შემატა სუფრას – ერთი მწვადი შორს მჯდომ თამადას გადააწოდა ხელის გადაწვდენითა და ძლივს მიწვდენით; რისთვისაც დიდი მადლობაც დაიმსახურა ინტილიგენტური იერის მქონე თამადის მიერ ნათქვამი არაქართული, ნახე3ვრად ჟარგონული სიტყვა „საღოლის“ სახით. ბატონმა კაკომ,  დიახაც, დაუშვა გამონაკლისი და, დიახაც, სწორედ ასე უპასუხა: „საღოლ!“. მეორე მწვადი მიაწოდა შედარერბით ახლო მჯდომ თამადის მოადგილე ბატონ შალვას, რომელმაც აღმოსავლური და საუკუნეების მანძილზე ჩვენშიაც დამკვიდრებული-- ,„გაშინაურებული“ ტრადიციის თანახმად, მწვადის მოწიწებით გამორთმევამდე ჯერ მაჯაზე დაჰკრა მსუბუქად  გოგიას  ცერად ხელი, რითაც მანაც დიდად ასიამოვნა ამ უკანასკნელს; აი, აკადემიკოს–კურორტოლოგისეული მწვადის გამორთმევის მანერა კი, ––უ–უ–უხ ,–– არ მოეწონა გოგიას: ის (აკადემიკოსი) როგორღაც შეიშმუშნა, ისე შეიშმუშნა, როგორც მწვადის მიწოდებისას არ იშმუშნებიან ხოლმე – „აქაოდა, არ გამსვაროთ თუ რაღაცა ეგეთიო“. და გოგიასაც წამიერად, მაგრამ მაინც მოუნდა ქონიანი, ღონიერი მჯიღი ჩაეთათახებინა აკადემიკოს–კურორტოლოგისთვის უკან გადავარცხნილ „ლომის ფაფარში“. რატომ? –– აი––გოგია თვლიდა,–– რომ მიწოდებულ მწვადს,  სხვანაირი გამორთმევა უნდა და იმიტომ... რათქმაუნდა, ავტორი არ იზიარებს და არ მიესალმება გოგიას  აგრესიულ აზრებს

აკადემიკოსისთვის „ფაფარში ჩათათახებასთან“ დაკავშირებით, თუმცა უფლებას იტოვებს მიაჩნდეს, რომ „თუკი, ადამიანმა შესძელი და იმდენს მიაღწიე, რომ აკადემიკოსი შეიქენი, უნდა შესძლო და მწვადი ისე უნდა გამოართვა მის შემწველს, რომ ამ უკანასკნელს უნებურად  სურვილი არ გაუჩნდეს  ხელუკუღმა ჩაგათათახოს ქონიანი ხელი კისერში.

   მწვადის გამორთმევასაც  ცოდნა, გამოცდილება და დახელოვნებულობა  უნდა  –  ეს, სხვათა შორის, დიდი ნიჭია...

   აკადემიკოსი ამ მხრივ მოიკოჭლებდა. პრინციპში, ის მოიკოჭლებდა როგორც მეცნიერიც:                       ამის დასტურად საჭირბოროტოა ერთი შემთხვევის გახსენება:ამბობდნენ რომ, თურმე ის ერთიპირობა, ედავებოდა ვიღაც ახალგაზრდა მეცნიერს, რომელსაც პლაგიატორობაში ანუ თავისი ნაშრომების მითვისებაში სდებდა ბრალს. ეს საკითხი სამეცნიერო საბჭოზეც კი ყოფილა თურმე გატანილი და აკადემიკოსს  თითქმის მოუგია დავა ახალგაზრდა მეცნიერისთვის, წარუდგენია რა სამეცნიერო საბჭოსთვის უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ახალგაზრდას უბრალოდ გადაეწერა მისი ნაშრომები. ახალგაზრდა მეცნიერმა თურმე თავჩაქინდრულმა აღიარა პლაგიატორობა, თუმცა აღიარების შემდეგ თავი ამაყად აღმათა, აკადემიკოსს თვალი თვალში გაუყარა და გააკეთა დაუჯერებელი განცხადება: –„მე ეს, რათმაუნდა, გადავიწერე, მაგრამ არა თქვენგან, ძალიან ღრმადპატივცემულო პროფესორო, არამედ თქვენზე გაცილებით ადრე მოღვაწე მეცნიერის ნაშრომებიდან“. ამის შემდეგ, მან ცხვირწინ აუფრიალა მეტრს გერმანულ ენაზე ორმოცდაათი წლის წინ დაბეჭდილი წიგნი, რომელიც მას ეთარგმნა და თითქმის სიტყვა–სიტყვით გადმოეწერა. ახლა მეტრი აღმოჩნდა მეტად უხერხულ მდგომარეობაში, რამეთუ  ყველამ გაიგო, რომ ეს უკანასკნელიც იყო პლაგიატორი და თანაც პლაგიატორი № 1,  ვინაიდან მასაც იმავე ავტორისთვის მოეპარა მეცნიერული ნაშრომი, ოღონდ უფრო ადრე. ეს ამბავი ყველამ გაიგო და მეტრმაც კაი სირცხვილი ჭამა, მაგრამ მერე თვითონ  „დიდმა მეცნიერებმა“ ჩაფარცხეს ეს ამბავი,რადგან სულაც არ აწყობდათ თავიანთი თანამოძმის გაბითურება. ისინი ხომ თითქმის ყველანი

12

ასეთები არიან, ეს  „დიდი მეცნიერები“ – ვითომ რაღაცეებს იგონებენ, სინამდვილეში კი აბა რა უნდა მოიგონონ, როცა ყველაფერი უკვე დიდი ხნის მოგონილია, ხოლო ყველაფერი ახალი მხოლოდ კარგად დავიწყებული ძველია.

   მოკლედ,  –– დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი –– და ახალგაზრდა მეცნიერს  ცილისწამებისა და მეცნიერისთვის შეუფერებელი, უგვანო საქციელისთვის სამეცნიერო ხარისხი გაუუქმეს და სამსახურიდან დაითხოვეს, ის უმცროსი მეცნიერთანამშრომლები კი, რომლებიც ვერ ივიწყებდნენ პლაგიატთან დაკავშირებულ უხერხულ შემთხვევას და ზედმეტად ბევრს ქირქილებდნენ მომხდარზე, დააქვეითეს:  –– ჩამოალაბორანტეს, ჩამოაუმცროსმეცნიერთანამშრომეს, ხოლო ერთი ძალიან აქტიური და ენატლიკინა ახალგაზრდა მეცნიერი(მეტიჩარა), მგონი, გააუპატიურეს კიდევაც ერთ–ერთ სიმპოზიუმზე. ახლა, ვიღაცეები იტვიან –– აუ, რაებს წერს და რაებს ჩმახავს ეს ავტორიო; სად გაგონილა, რომ სიმპოზიუმზე მაღალი რანგის  მეცნიერებს, რომელთაგან ბევრი უკვე მხცოვანია,  გაეუპატიურერბინოთ თავიანთი დაბალი რანგის ახალგაზრდა კოლეგაო. ნუ, ეს მართლაც ცოტა ძნელი წარმოსადგენია  –– შეიძლება ეს მოხდა არა უშუალოდ სიმპოზიუმზე, არამედ, დავუშვათ, სიმპოზიუმის შემდეგ –– ბანკეტზე; ან ბაკეტი რომ დამთავრდა და  შუქებს რომ აქრობდნენ სააქტო დარბაზში მაშინ; ან შეიძლება არც ყოფილა ასეთი რამ და ვიღაცამ მოიგონა... ალბათ მოიგონეს, რათა ჩვენს მეცნიერებას ჩირქი მოსცხონ. ეჰ...

   ისე, ხუმრობა და ქირქილი იქით იყოს  და თუ ობიექტურები ვიქნებით, სინამდვილეში მართლა კაი ოღრაში კაცი  იყო ეს ჩვენი აკადემიკოსი: ის იღებდა ქრთამებს და აწყობდა მოუმზადებელ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში; ასევე სოლიდური ქრთამების ფასად აწყობდა  უვიც  „სპეციალისტებს“ მაღალანაზღაურებად სამსახურებში; ის უკანონოდ ასხვისებდა სახელმწიფოს ქონებას –– ყიდდა დანადგარებს, აქირავებდა სახელმწიფოს კუთვნილ ფართებს, ... ქრთამავდა ზემდგომთ, ყიდულობდა ჯილდოებს და უნიშნავდა ან ინიშნავდა სტიპენდიებს, ითვისებდა სხვის ნაშრომებს და რაც ყველაზე მთავარია უმოწყალოდ ‘“ძირავდა“ ყველას ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა;  ამავდროულად რჩებოდა აკადემიკოსად, კოლორიტულ(როგორც ახლა ამბობენ) პიროვნებად. ერთი სიტყვით: იცოდა თავისი საქმე კარგად და აკეთებდა ამ საქმეს „ხუთიანზე“,ოღონდ, მხოლოდ ერთი ––ერთი შეხედვით –– მარტივზე უმარტივესი რამ არ გამოსდიოდა მას: –– არ გააჩნდა გამოწვდილი მწვადის კაცურად გამორთმევის უნარი.

   ალბათ დასვამს ზოგიერთი მკითხველი კითხვას,  თუ რა საჭიროა ამ ყველაფრზე ასე დაწვრილებით ლაპარაკი, ან იმაზე საუბარს რა ჭკუა აქვს, თუ ვინ ვის როგორ მიაწოდა ან ვინ ვის როგორ გამოართვა მწვადი, მაგრამ რატომღაც მაინც, ავტორს –– ცხოვრებაში ცოტა სიტყვაძუნწსა და უკარებას სურვილი გაუჩნდა ოდნავ მეტხანს ელაპარაკა თუნდაც  მწვადის მიწოდებაზე  და ალბათ მკითხველი არ დასზრახავს ამ მცირედისთვის მას. სამაგიეროდ ახლა იქნება საუბარი მოკლე და კონკრეტული.

   მოკლედ და კონკრეტულად: რატომ არ უნდა უყვარდეს ქართველს ცხვრის ხორცი ან  თუ   უყვარს რატომ უნდა სწყენდეს ის მას? აი, რატომ უნდა აეშალა ახლადდაკლული ცხვრის ცვრიან მწვადს აკადემიკოსისთვის კუჭი? ის განა ქართველი  არ იყო? ალბათ არც  იყო ან იყო ნაწილობრივ –– ეგეთები ბევრნი არიან: ლაპარაკობენ ქართულად, ქართული გვარები აქვთ, ქართველობენ, შეხედავ ქართველია, მაგრამ გენები აქვთ რაღაც სხვა, უცხო ––ცხვრის ხორცი

13

 

სწყენთ , ისინი ვერ ინელებენ მას, ვერ იტანენ მის სუნს. არადა, ჩვენი წინაპრები სულ მაგას არ ჭამდნენ, განა? ძველ ქართულში ცხოვარი რატო ჰქვია ცხვარს, ჰა? იმიტომ რომ,ცხვარი, შეიძლება ითქვას, ცხოვრებას ანიჭებდა ადამიანს.... ეს იყო საკვებისა და სითბოს მომნიჭებელი ჩვენი წინაპრებისთვის.

   შუა ქეიფამდე ოდნავ ადრე, როცა  ყველანი ერთმანეთს თითქოს გაუშინაურდნენ და,სხვათაშორის, მეტნაკლები წარმასტებით რამდენიმე ხალხური სიმღერაც შეასრულეს, როცა საქართველოს ბუნებასა და მის კურორტოლოგიურ დიდ პოტენციალზე ალაპარაკდნენ და როცა „აღრენილივით“ გოგიას  „წყრომისებურივით“ გრძნობამაც დიდი ხანია გაუარა ანუ სწორედ მაშინ, როცა თითქოს აღარაფერი უშლიდა ხელს წვეულებას, რომ მას თავი ჭესმარიტ, დიახაც, ლხინად ეგრძნო. –– დიახ, შეცდომას ადგილი არ აქვს –– სწორედ ასე იყო: გაშლილ სუფრას მოქეიფეებთან ერთად  უჯდა თავად წვეულებაც –– ის ამბობდა სადღეგრძელოებს, სვამდა ღვინოს, სცლიდა ყანწებს და უკვე ლამის საცეკვაოდაც იწევდა, მას ვერვინ ხედავდა, რადგან იმ სიტუაციაში ის თითქმის  ყოვლის მომცველი იყო. ყოვლისმომცველი კი  ან თუნდაც  თითქმის ყოვლისმომცველი აბა ვის დაუნახავს... მაგრამ,

გაწბილდა წვეულება და ლამის სულ წავიდა იქიდან , რადგან მოხდა ისეთი რამ, რამაც კინაღამ  თავდაყირა დააყენა ყველაფერი.

      დიდ კურორტოლოგს კუჭმა რეჩხი უყო.

  ის შუა სიმღერისას წამოიჭრა(შავლეგოს თუ რაღაც მსგავსს მღეროდნენ) , მაგიდას  გარს შემოურბინა, გარეთ გავარდა, კიბეზე ჩაირბინა, რამდენიმე საფეხურს გადაახტა, ეზოში ქვას წამოკრა ფეხი და კინაღამ ხაშლამის ქვაბში ჩავარდა, ტუალეტთან მიიჭრა, კაუჭზე დაბმული კარი ლამის მოგლიჯა(სიჩქარეში კაუჭი ვერ შენიშნა და ანჯამების მხრიდან სცადა კარის გაღება), ტუალეტში შევარდა, კარი მიიხურა და იქიდან ისეთი ხმა გამოსცა, როგორსაც გამოსცემს ბომბდამშენი ავიამზიდზე დაჯდომისას, როცა ზღვაზე ცხელა,ხოლო თვითმფრინავის  ერთი შასი გაუხსნელია. ასეთი ხმები, სხვადასხვა ტერმბრით, ინტერვალებითა და სიხშირით,  განმეორდა რამდენჯერმე...“ავარიული დაშვება“ განხორციელდა სეძლებისდაგვარადგვარად კარგად, რამეთუ ინციდენტს ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საბრძოლო ტექნიკა დაზიანებულა მაინცდამაინც; ერთი ეგ იყო ––  „ტალჩოკზე“ დაჯდომისას,სიჩქარეში აკადემიკოსმა ცოტათი მოისვარა პერენგის კალთის უკანა მხარე, მაგრამ მაგას ჩიოდა?... ამის შემდეგ ის ცოტათი დამშვიდდა, გონება მოიკრიგა და „ტალჩოკზე“ ჩაცუცქულმა ტუალეტის ქაღალდი მოიძია. ქაღალდი,  როგორც უკვე ცნობილია, მის წინ იყო ჩამაგრებული სპეციალურ სამაგრში; ცნობილია აგრეთეთვე ისიც, რომ ეს იყო ყოვლად უხარისხო, ფალსიფიცირებული ჩინური ქაღალდი, რომელიც ვითომდა იყო ამერიკული. ტუალეტის ჭრიალა კარზე კი, ასევე როგორც უკვე ვიცით, იყო აკრული ამ ქაღალდის შესაფუთი ლამინირებული ქაღალდი, მასზე გამოსახული   თანამედროვე ამერიკული კინოინდუსტრიის მეგა ვარსკვლავით, კინომსახიობ ედისონ ჰარტსით თავისგამოსახუსლებიანი  ჰიგიენური რულონით ხეშლი. აკადემიოსი, ბედის ირონიით, სარგებლობდა ხოლმე სწორედ ასეთი ქაღალდით, ოღონდ არაფალსიფიცირებული ჩინურით, არამედ ნამდვილი ამერიკულით. მან მოიხია ცოტაოდენი ქაღალდი და

14

გამოიწმინდა გავა, მაგრამ იმავამწამს დაეუფლა  ზიზღის გრძნობა, რისი გამომწვევიც შეიქნა, უაღრესად არასასიამოვნო შეგრძნება საკუთარ სხეულთან თითით შეხებისა ანალოგიურ სიტუაციებში. აკადემიკოსმა თითზე დაიხედა და მეტად განრისხებულმა ეს თითი  ინსტინქტურად სწოროდ იქ ჩამოუსვა, სადაც თავდაპირველად  პატარა პეტრიკელამ ქნა ეს. რათქმაუნდა, აკადემიკოსმა გააკეთა ეს არა იმიტომ, რომ მას, ასე ვთქვათ, ჯინი სჭირდა ედისონ ჰარტსის, არამედ  ალბათ ადგილი იყო უბრალოდ ასეთი –– თითის ჩამოსასმელად მეტად შესაფერისი. პეტრიკელამაც ხომ , რატომღაც,მაინცდამაინც იქ ჩამოუსვა თავისი „კრემიანი“ თითი. იქ კი, ახლა, წელსზევით შიშველი ერდისონ ჰარტსი იყო აკრული თავისი სანიტარიული რულონით ხელში. ისევდაისევ უნდა ითქვას: აკადემიკოსს არც უფიქრია; ვიმეორებ: არც უფიქრია, კინომსახიობის შეურაცხყოფა, მაგრამ ეს „ფერწერული მონასმი“ მაინცდამაინც უფრო  სახეზე აღებეჭდა ჰარტსს,  კერძოდ კი თავზე, ლოყაზე და კბილებზე. ახლა ის ძალიან დაემსგავსა მის მიერ ერთ–ერთ პოპულარულ ფილმში შესრულებულ მეკობრეს, რომელმაც შიმშილის დასაოკებლად საყვარელი თუთიყუში ცოცხლად  შეჭამა და ახლა  სულელივით უცინოდა ინდოეთის ოკეანეს.

   აკადემიკოსმა, მეორე მცდელობაზე, მოიხია ბევრად მეტი ქაღალდი, მაგრამ შედეგი იყო იგივე: არასასიამოვნო შეხება საკუთარ სხეულთან თითით, ანალოგიურ ციტუაციებში.

  აკადემიკოსი „გაფსიხდა“...

   მესამე და, ვაგლახ, საბოლოო მცდელობისას კურტორტოლოგმა მოიხია იმდენი, რომ ეს რომ  ხარისხიანი ქარალდი ყოფილიყო, ნადვილად ეყოფოდა ერთ ჰექტარ ტრაკს, მაგრამ....

   მეცნიერმა ახლა ჯიბიდან ცხვირსახოცის ამოღება სცადა, თუმცა მაშინვე თავი ანება ამ საქმეს, რადგან ამ გაწამწიაში ხელები ერთიანად მოსთხვროდა. მოთხვრილი ხელებით კი დიდი ალბათობა იყო იმისი, რომ მოითხვრიდა ფოლადისფერ კოსტუმს, რის შედეგადაც სუფრაზე დაბრუნებისას მას აუვიდოდა სუნი. რავალი წარმოსადგენია –– ზის აკადემიკოსი სუფრასთან და მძღნერის სუნი ასდის.

   მაშინ აკადემიკოსმა ის გადაწყვიტა, რის გაკეთებასაც ადრე ვერც იფიქრებდა და ვერც მოიფიქფედა. ის  იმერელივით მოიქცა: არის ასეთი ნაკლებად ცნობილი ანდაზა: „იმერელი მიდიოდა, მიითლიდა ატამსაო –– ატამი რომ გაუთავდა მიუბრუნდა   ნათალსაო“. მეცნიერი მიხვდა რომ თავისი ასეთი მეცადინეობით ვერაფერს გახდებოდა და  ნებისმიერი მცდელობა გამოწმენდისა დაგვირგვინდაბოდა უწინდელივით არასასურველი, ან უწინდელზე კიდევ უფრო არასასურველი შედეგით, ამიტომ მან უკუაგდო ზიზღი, უკუაგდო მრისხანება, უკუაგდო სხვსდსხვა არასასიამოვნო შეგრძნებები,  აიყვანა, რომ იტყვიან საკუთარი თავი საკუთარ ხელებში, გნებავთ ––ხატოვანი რომ გამოგვივიდეს ნათქვამი –– გამოძერწა საკუთარი თავი და...გადაწყვიტა სანიტარიული რულონიდან მოხეული ქაღალდის ნაცვლად ეხმარა ნებისმიერი სხვა ქაღალდი. თუმცა არჩევანი არ ჰქონდა არც დიდი და არც პატარა, რადგან სანიტარიული რულონის გარდა მის განკარგულებაში იყო მხოლოდ კედელზე ჭიკარტებით აკრული, ამ რულონისვე შესაფუთი  ძალიან მკვრივი და პრიალა ქაღალდი ედისონ ჰარტსის გამოსახულებით. აკადემიკოსმა ფრთხილად სცადა ჰარტსის გამოსახულებიანი ქაღალდის ჩამოხსნა, რაც ერთობ გაუჭირდა –– ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხელები ჰქონდა მოსვრილი;  მეორეც –– ქაღალდი აღმოჩნდა კაპრონგადაკრული და ძალიან

15

მკვრივი, იმდენად მკვრივი, რომ ხელითაც კი არ იხეოდა; ამ ქაღალდის მოსახსნელად აკადემიკოსი იძულებული შეიქნა ჭიკარტები სათითაოდ ამოეძრო ფიცრებიდან.   და აი,მან მეტნაკლები წვალებით ყველა ჭიკარტი ამოაძრო გარდა ერთისა –– სწორედ იმ საბედისწერო     ჭიკარტისა, რომელიც ფიცარში შერჭობისას თავიდანვე გაეღუნა სახლის პატრონ იგორ კერესელიძეს და რომელსაც მართალია მსოფლიო ისტორია არ შეუცვლია, მაგრამ –– სულ მცირე –– ამ მოთხრობის შექმნა კი ნამდვილად განაპირობა.

   აკადემიკოსს აღარაფერი უკლდა სანუკვარ მიზნამდე. ერთადერთი ჭიკარტი და ის ედისონ ჰარტსით საჯდომს გამოიწმენდდა, შემდეგ ტუალეტის ღრიჭოდან გარემოს „დაალივერებდა“, გამოიძურწებოდა სწრაფად და  იქვე დამონტაჟებულ პირსაბანთან გადაიბანდა საპნით ხელებს. რაღათქმაუნდა,  ამ შემთხვებით გამოწვეული არასასიამოვნო შეგრძნებები კიევ დიდხანს –– შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზეც გაჰყვებოდა, მაგრამ  მაშინ –– იმ მომენტში, იმ წუთას ხომ გადარჩებოდა? ყოველ შემთხვევაში, მძღნერის სუნი ხომ მაინც აღარ აუვიდოდა სუფრაზე? არადა რავალია?! აკადემიკოსი კაცი სუფრას უზის და მძღნერის სუნი ასდის... მაგრამ, ყოველთვის აეგრეა ––ბოლოში გიმუხთლებს:  აკადემიკოსმა ბოლო, ჩაღუნული ჭიკარტის ამოძრობა ვერ შეძლო და ამიტომ გაბრაზებულმა მსწრაფლ ჩამოგლიჯა კარიდან ედისონ ჰარტსის სურათი და დაუყოვნებლივ გამოიწმინდა ტრაკი. ოღონდ, ვინაიდან ქაღალდი წინა მხრიდან ანუ  ედისონის მხრიდან  იყო პრიალა, ლამინირებული და თანაც მოსვრილი , აკადემიკოსმა  ქაღალდის შიდა მხარით გამოწმენდა ამჯობინა. რა იცოდა ამ საბრალომ, რომ გაღუნული ჭიკარტი ქაღალდშივე ჩარჩა. მკვრივი, კაპრონგადაკრული ქაღალდი აკადემიკოსისდაბედად არ გაიხა. მან  ხიდან ამოაგდო გაღუნული ჭიკარტი და ზედ შეიტივა ის. აკადფემიკოსმა კი ამასობაში გამოწმენდისას რაღაც ჩხვლეტა იგრძნო, ხოლო წყეული ქაღალდი ვეღარაფრით მოიცილა.  ჰარტსის სურათი საიმედოდ მიეჭიკარტა მას  სათევზაო ანკესივით მოკაუჭებული ჭიკარტით და მოქაჩვისას არაფრის დიდებით არ იხეოდა. სამაგიეროდ, ტკივილს  იწვევდა იმისთანას, იმისთანას, რომ –– უჰ, ნუღარ იტვით. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ: დიდი მეცნიერი აღმოჩნდა ერთობ არასახარბიელო მდგომარეობაში, რამეთუ მას საჯდომზე, ბოდიშიდა, ნახვრეტთან ძალიან ახლოს, სადღაც კუდუსუნის მიდამოებში, მიჭიკარტებული ჰქონდა სანიტარიული რულონის შესაფუთი კაპრონგადაკრული მკვრივი ქაღალდი, ზედ გამოსახული ედისონ ჰარტსით, რომელსაც ისე მოსვროდა თავ–პირი და ისე ამოგლესვოდა კბილები, რომ უკვე აღარც კი გავდა საკუთარ თავს, არამედ უფრო  მეკობრეს (კოვბოური ქუდი მეკობრულ სამკუთხა ქუდს დაემსგავსა) რომელმაც, შიმშილის დასაოკებლად, ესესაა საყვარელი თუთიყუში ცოცხლად შეჭამა და ახლა სულელივით  უცინოდა ინდოეთის ოკეანეს.  

   აკადემიკოსმა რისვაივაგლახით აიწია შარვალი, ტუალეტის ღრიჭოდან „დაალივერა“ გარემო, მერე უცბათ გამოიძურწა „წყეული“ ტუალეტიდან და იქვე ახლოს დამონტაჟებულ პირსაბანთან ხელებიც დაიბანა საპნით. ეჰ, მოსვლა მისი საქმე იყო, მაგრამ ახლა წასვლა შეექნა  სახათაბალო. რა უნდა ეთქვა ან მოემიზეზებინა აკადემიკოსს ისეთი, რომ მისი იქიდან წასვლა ყოფილიყო საპატიო და ღირსეული. რა, იმას ხომ არ იტოყოდა ––„თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ ტრაკში ჭიკართი შემერჭო, ვეღარ ვიღებ და იმიტომაც მივდივარ აქედან ასეთი გაწბილებულიო“. აი ხათაბალააა.... ამ მჭმუნვარე ფიქრებში ჩაძირულმა და მჭმუნვარე სახისამ ჩაუარა ეზოში გამოტანილ სამზარეულოს დიდ მაგიდასთან მოფუსფუსე ქალებს,

16

 

რომლებმაც მის დანახვისას ფუსფუსს უკლეს, კდემამოსილად  ოდნავ დახარეს თავები და მზერა მოარიდეს ანუ ზედა, გრძელწამწამა ქუთუთოები თეატრალური ფარდებივით ჩამოიფარეს ცნობისმოვარე თვალებზე. აკადემიკოსი მიხვდა, რომ მას, მიუხედავად ყველაფისა, უნდა გაეღიმა და ეთქვა რაიმე ამ ქალებისთვის, თანაც ეს უნდა ყოფილიყო არა ნაძალადევი   ღიმილი  სიმწრისა და ასევე წვალებით ამოღერღილი სიმწრის ლუღლუღი, არამედ ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი, ნუ აი, ძველ მულტილმებში რომაა ხოლმე , მაგალითად, არწივი რომ ჩამოუვლის ფრინველებს და შემცბარ დედალ გნოლებს რომ გადახედავს შეზარხოშებული. მთლად არწივივით ალბათ არა, მაგრამ მეტნაკლებად მაინც რაღაც გამოუვიდა აკადემიკოსს: მან თავი დაუკრა ქალბატონებს, შემდეგ ხარბად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და უთხრა: ––„აქ თქვენ ნამდვილ კურორტზე ხართო“. მერე  კი კიბეზე აბრძანდა; ასვლისას ცდილობდა დუმები შეძლებისდაგვარად ისეთნაირად დაეჭირა, რომ მათ შორის მოქცეულ ლამინირერულ ედისონ ჰარტსს ნაკლებად ეჭრაჭუნა.

   ამის შემდეგ აკადემიკოსი სუფრას დაუბრუნდა. მისდა, ალბათ, (სხვა სიტყვას ვერ პოულობს ავტორი), სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სუფრასთან ანუ სანამ ის იქ იყო არაფერი შეიმჩნია. ჭიკარტი არ იყო შესული სხეულში ღრმად –– ის, უბრალოდ, ზედმეტად იყო გაღუნული, სათევზაო კაუჭს გავდა და იმიტომ არ ხერხდებოდა მისი გამოღება. ტკივილს კი თუ არ აწვალებდით დიდს არ იწვევდა. ერთადერთი რაც დისკომფორტს უქმნიდა

აკადემიკოსს ეს იყო საგანგებო, განსაკუთრებული სადღეგრძელები, როცა თამადა  თანამეინახეთა ფეხზე ადგომას ითხოვდა.  ეს ადგომა–დაჯდომა აწუხებდა მას, თორემ დანარჩენ შემთხვევებში ის დაახლოებით იმ მოსწავლესავით იქცეოდა, რომელსაც კევი უდევს პირში და ღეჭავს, მასწავლებელმა კი დაფასთან გამოიძახა. მოსწავლე ვერ ელევა კევს და არ უნდა მისი გადაგდება, თუმცა არც ის უნდა მასწავლებელმა რომ შენიშნოს კევი რომ უდევს პირში, ჰოდა ბავშიც ამ კევს ხან კბილზე აიკრავს, ხან ენის ქვეშ მოიქცევს... აკადემიკოსიც ასე შვრებოდა –– მანიპულირებდა დუმებით.

   ალბათ კმარა ამ პერცონაჟზე ამდენი და ასეთი ფორმით ლაპარაკი. მერე რა რომ ის არ იყო მთლიანობაში  დადებითი პირობნება და მერე რა რომ მათნაირების გამოა ჩვენი ცხოვრება ასეთი, ზოგჯერ, უკუღმართი. მას თავისი,ვინძლო, ურიცხვი ცოდვებისთვის მიეზღო, ალბათ, პატარა, ცოტა ღიმილისმომგვრელი საზღაური. მაინც, მიუხედავად ყველაფრისა ის  საპატიო სტუმარი იყო წესიერი და უბრალო კაცის –– იგორ კერესელიძისა და მიუხედავად შემთხვევის „დელიკატურობისა“ მაინც გაართვა თავი ყველაფერ ამას. ავტორიც და მკითხველიც ––პირველი ამ ამბის შეთხზვისას, ხოლო მეორე ამ ამბის კითხვისას –– ორივენი, ისევე როგორც აკადემიკოსი , სტუმრები არიან კერესელიძისა და რატომ უნდა დასცინოს ერთმა სტუმარმა მორე სტუმარს ნეტავი? თუარადა შესძლებდნენ კი ისინი –– ავტორი და მკითხველი აკადემიკოსის მდგომარეობაში მყოფნი, თავისი საქმის ისე პირნათლად  შესრულებას, როგორც ეს აკადერმიკოსმა შესძლო?  ანუ, შესძლებდა ავტორი ჭიკარტგარჭობილი ამ ნაწარმოების შექმნას? ვერა! –– შესძლებდა  ჭიკართგარჭობილი მკითხველი ამ ან ამაზე ბევრად უფრო მაღალი დონის ნაწარმოების წაკითხვას? –– ჯერ ერთი ამაზე უფრო მაღალი დონის ნაწარმოები რა უნდა იყოს?.. თუმცა, თუ ვინმეს უნდა სცადოს: აიღოს მეცხრამეტე საუკუნის რომელიმე კლასიკოსის დიდტანიანი ტრილოგია –– ვრცელი

17

პროლოგითა და არანაკლებ ვრცელი ეპილოგით, გაირჭოს ჭიკარტი ტრაკში და იკითხოს რამდენიც უნდა. ნახავს ერთი რავალია.

   ისე, ერთხელ ერთმა ინკოგნოტო მკითხველმა,სხვათაშორის ქალბატონმა და თანაც ვნებიან–ხავერდოვანხმიანმა გვიანსაღამოს ტელეფონზე დაურეკა ამ უკვდავი ნაწარმოების ავტორს და მორცხვი   ჩურჩულით ამცნო, რომ მას ისე მოსწონდა მისი ნაწარმოებები, ისე მოსწონდა, ისე... რომ მზად იყო... კურტუმში შიფერისლურსმნებჩაჭედებულსაც კი ეკითხა,ეკითხა, ეკითხა, ეს ავტორი... ავტორს ესიამივნა ინკოგნიტო მკითხველის ამგვარი უჩვეულო ერთგულება, თუმცა მაინც თავშეკავება და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა  ურჩია კითხვისას. და მართლაც –– წიგნები, ჩემო კარგებო,იწერება ისთვის, რომ კაცობრიობას მიეცეს ცოდნა და არა იმისთვის,რომ ვიღაცამ ტრაკში ლურსმნები ჩაიჭედოს. აი, ავტორისეული, უნებურად აღმოხდენილი ფრთოსანი ფრაზაც, რომელიც ვინძლო საუკუნეების მანძილზე იქნება აქტუალური:

   წიგნები იწერება იმისთვის, რომ კაცობრიობას მიეცეს ცოდნა და არა იმისთვის, რომ  ვიღაცამ ტრაკში ლურსმნები ჩაიჭედოს.

    აკადემიკოსმა დალია თამადის მიერ შეთავაზებული რამდენიმე სადღეგრძელო, წარმოიდგინეთ, იმღერა კიდეც თანამეინახეებთან ერთად; შემდეგ დაულოცა მასპინძელს კარმიდამო და ფუძე–კერა, ერთხელ კიდევ აღნიშნა, რომ იქაურობა კურორტს გავდა; შემდეგ საქმეები მოიმიზეზა და წასვლა ითხოვა. მას ჯერ არ უშვებდნენ, მაგრამ მერე დალოცეს და დიდის პატივით გააცილეს.

   ამის შემდეგ აკადემიკოსი მანქანით შინისკენ გაემართა. სახლში მისვლისას თავის კაბინეტში, იოდი და რამდენიმე სამედიცინო ინსტრუმენტი, მოიძია.შემდეგ სააბაზანოში შეიკეტა, შარვალი ჩაიხხადა და საქმეს შეუდგა. მას უნდოდა როგორმე ამოეძრო ჭიკარტი, რათა განთავისუფლებყლიყო მისგან და ედისონ ჰარტსის სურათისგან, მაგრამ ეს ადვილი არ აღმოჩნდა: ჭიკარტი ღრმად ჩაკაუჭებულიყო ხორცში და არ თმობდა პოზიციას, „ედისონი“ კი არ იხეოდა. იყო საფრთხე ინფექციის შეჭრისა. ავტორი არ დასცინის კურორტოლოგს, მაგრამ სააბაზანოში სარკე ადამიანის სახის სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული და ამიტომ  მასში –– ასე ვთქვათ–– „ტრაკით ჩახედვა“ არ იყო მთლად მოსახერხებელი; იქ იყო კიდევ პატარა, ხელში დასაჭერი სარკეც, მაგრამ როგორ უნდა „ეჩალიჩა“ ავადმყოფს ცალი ხელით, როცა ორი ხელითაც ვერაფერს გამხდარიყო. მაშინ აკადემიკოსმა  მიჭიკარტებულ ქაღალდს მაკრატლით შემოაჭრა ის ნაწილი, რასაც მისწვდა. ეს იყო:  ედისონ ჰარტსის  ფეხები, ხის ტუალეტი,   მობალახე ძროხების  ქვედა  ნაწილები, ცოტაოდენი ფუნა და რამდენიმე აკრი მდელო. ამის შემდეგ აკადემიკოსი შარვალის აუწევლად დაჯდა უნიტაზზე და ატირდა;ის ტიროდა დიდხანს და  გულამოსკვნით.

    ამ მოთხრობის ეს მონაკვეთი მეტად   რთულია დასაწერად, რადგან ისედაც ბევრი შეუსაბამობასა  თუ შეუფერებლობას აქვს, იმთავითვე, ადგილი და თავად ავტორსაც კი ვერ დაუდგენია ხეირიანად სალაღობო უწყინარი ხუმრობაა მისი მონათხრობი, მძაფრი სარკაზმი თუ უტიფარზე უტიფარი ცინიზმი. ეს მკითხველმა, განგებამ და თავად ავტორმა განსაჯონ. ისე, იმათგან ვინც ავტორის განსჯას მოინდომებს და ასეთები,ვინძლო, არ იქნებიან ცოტანი, ავტორი შეუპოვრობას და დაუნდობლობას  მოელის, რადგან სწორედ ასეთია ის საკუთარი

18

თავის მიმართ, მაგრამ ის შემწყნარებლობასაც მოელის, რადგან ის ასეთიც არის, სხვებისა და, მაშდამე, საკუთარი თავის მიმართ.

   ერთი სიტყვით იჯდა აკადემიკოსი უნიტაზზე, ტიროდა და ფიქრობდა, რომ მიუხედავად სიტუაციის  სრული აბსურდულობისა, ის მაინც გადაურჩა აშკარა კრახს. ცოთაც და ის შეიძლება ყოფილიყო აბუჩად აგდებული და(გამასხარავება ის სიტყვა არაა)  საშინლად დაცინული? მას, ამ სულ ცოტა ხნის წინ შეემთხვა ისეთი რამ რაც ალბათ არ შემთხვევია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არცერთ ადამიანს:  ––იკადრა და მივიდა სტუმრად სოციალურ კიბეზეზე თავისზე ბევრად უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებთან –– თითქოს პატივი დასდო მათ, მაგრამ მერე ჩაიჯვა და ქათქათა პერანგის კალთაზეც დაიჯვა; ესეც არ იკმარა –– მან ედისონ ჰარტსის სურათიც მიიჭიკარტა ყველაფერთან ერთად ტრაკზე. ის აშკარად რაღაცისთვის  დაისაჯა, ყოველ შემთხვევისთვის, აკადემიკოსს ასე მიაჩნდა,  მაგრამ  მისი სირცხვილის ამბავი იცოდა მხოლოდ მან და არც ერთმა სულიერმა სხვამ. ამისათვის კი უზომო მადლობას სწირავდა განგებას მიუხედავად ყველაფრისა. მოკლედ: განგებამ ის  რაღაცისთვის დასაჯა, მაგრამ იმავდროულად დაინდო. ამ დანდობით აკადემიკოსმა ბევრად მეტი მოიგო, ვინემ წააგო სასჯელის მიღებისას. და მართლაც: –– ბოლოსდაბოლოს რა არის ვაჟკაცი კაცისთვის ერთი  ერთი პატარა ჭიკარტი ტრაკში? სამაგიეროდ  ის სირცხვილს გადაურჩა. ახლა მას თავისულად შეეძლო, მართალია დიდი ტკივილის ფასად, მაგრამ მაინც საკუთარი ხელით ან თუნდაც კბილის ამოსაღები მაშით

თუნდ  ხორციანად, მაგრამ მაინც ამოეგლიჯა ეს წყეული ჭიკარტი, წაესვა ბრილიანტინი ან იოდი და მორჩებოდა და გათავდებოდა ყველაფერი, მაგრამ მასში გაიღვიძა იმ გრძნობამ რასაც სინანული ჰქვია. აკადემიკოსი არ იყო იმდენად რელიგიური, რომ წასულიყო, დავუშვათ, მღვდელთნ და მისთვის ეთქვა აღსარება, თუმცა სიმართლის ვინმესთან აღიარების და ცოდვების მონანიების სურვილი ზოგჯერ ათეისტებსაც უჩნდებათ ხოლმე. აკადემიკოსი უნიტაზიდან წამოდა, შარვალი აიწია და ფრთხილად გამოვიდა სახლიდან. ის თავის ბავშვობის მეგობართან ––საქვეყნოდ ცნობილ ქირურგთან გაემგზავრა შველის სათხოვნელსდ და აღსარების არა და რაღაც ამის მაგვარის სათქმელად.

      ის ახლა თავის ახალ, პრესტიჟულ ავტოს საჭესთან მჯდომი სევდიანი გაჰყურებდა გზას და  რაოდენ უცნაურიც  უნდა იყოს –– ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, განვლილ წლებზე და ჩადენილ ცოდვებზე, რომელთა გამოც ის ჯერ არ დასჯილიყო და რომელთა გამოც დაისაჯა ახლა. ფიქრობდა თავის  თანდაყოლილ ამპარტავნობაზე, მომხვეჭელობაზე, დაუნდობლობაზე, მუხანათობაზე,უჯიათობაზე და ყველაფერ იმაზე, რაც მის ფოლადისფერ კოსტუმში გამოწყობილ, გაკრიალებულფეხსაცმლიან,  ჭაღარათმიან, ძვირფასსათვალსიან, მაღალშუბლიან, ელვარე საკინძეებიან და მოაზროვნისიერიან „ფიტულში“ დაბუდებულიყო.  ის მიდიოდა ბავშვობის მეგობართან –– ცნობილ ქირურგთან და ასევე აკადემიკოსთან, რომლისგანაც ელოდა შველას და, ნუ, რაღაც შენდობის მაგვარს –– რომლის იმედიც ჰქონდა; ქირურგი ხომ მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ამიტომ იგი ერთგვარი მესაიდუმლესავით სჭირდებოდა . ვიღაცას შეიძლება გაეცინოს და ეს საიდუმლოება იმდენად დიდი აღმოჩნდა მისთვის, რომ სურვილი გაუჩნდა ვინმესთვის გაეზიარებინა იგი. დიდ საიდუმლოებას ხომ ისეთივე მოზიარე სჭირდება, როგორც დიდ მწუხარებას ან დიდ სიხარულს. დიდი მწუხარება კლავს ადამიანს; დიდმა  და გაუზიარებელმა სიხარულმაც შეიძლება ის

19

იმსხვერპლოს, მაგრამ ყველაზე გაუსაძლისი მაინც ალბათ გაუზიარებელი საიდუმლოებაა. აკადემიკოსი კი ეს წუთია გადაურჩა საშინელ სირცხვილს და ის რაც მას შეემთხვა მისი გაუსაძლისი საიდუმლოება იყო.

 ––შე–ჩემა, რა არის ეს? –– ჰკითხა გაოგნებამდე  გაოცებულმა ქირურგმა მის წინ წაკუზულ და შარვალჩახდილ კურორტოლოგს, რომელსაც,– აღარ გავიცინოთ მკოთხველო და, – ტრაკზე ედისონ ჰარტსის სურათი ჰქონდა მიჭიკარტებული; ეს ორი სწავლული გვამი, როგორც უკვე ითქვა, ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ამიტომაც მიუხედავად ასაკისა და აკადემიკოსობისა, ზოგჯერ „შე–ჩემობით“ მიმართავდნენ ერთურთს.

   კურორტოლოგმა  ქირურგს სთხოვა, რომ ეს უკანასკნელი „ თან საქმესაც“ შესდგომოდა,  თვითონ კი ამასობაში მოაღო პირი და ხითხითით ყველაფერი უამბო მეგობარს. ასე იყო სწორედ, დიახ: ერთი აკადემიკოსს  შარვალი ჩაეხადა და წაკუზულიყო, ხოლო მეორე ჭრილობას უმუშავებდა მას. ლაპარაკობდნენ „შე–ჩემობით“, ხითხითებდნენ და იხსენებდნენ ათას ანალოგიურ რამეს, თუმცა ასეთი სასაცილო არცერთი იყო გარდა ერთისა: ერთხელ თურმე ქირურგმა დიდი ხნის წინ –– ახალგაზრდობაში, როცა ის ახალბედა, გამოუცდელი    ქირურგი იყო, ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთებისას, საკუთარი ყვერი მიაკერა ავადმყოფს. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით; ბრმანაწლავი ამოჭრილიქნა საუცხოოდ, თუმცა ქირურგი ისე გაერთო თავისი საქმიანობით, რომ ვერც კი შეამჩნია,  ჭრილობის გაკერვისას როგორ მიიკერა სამედიცინო თეთრი ხალათის ღილი ყვერზე, უფროსწორად კი პარკუჭზე, რომელშიაც ყვერებია მოთავსებული...და ამას ჩივიხართ? ავადმყოფიც რომ ყვერზე მიიკერა. კიდევ კარგი ავადმყი ნარკოზისქვეშ იყო და ეძინა თორემ, რომ გაიღვიძებოდა ხომ გაგიჟდებოდა, როცა დაინახავდა, რომ ექიმის ყვერებზეა, „ჩერეზ“ ღილი მიკერებული. ეჰ, ცხონებულმა პროფესორმა ივლიანე იუსტინეს ძე ფაღავამ უშველა მაშინ საშინლად დაბნეულ და საკუთარი ნამოქმედარით გაცამტვერებულ ახალგაზრდა ქირურგს,როცა ბებრული სიცილ–ხითხითით გაკვეთა და თავიდან გაკერა ეს მართლაც უჩვეულო, დაუჯერებელი ნაკერი, რომლის მეშვეობითაც ავადმყოფი, ექიმის სამედიცინო ხალათის ღილი(შესაბამისად ხალათიც) და ექიმის ყვერი ერთმანეთზე იყო მიკერებული ძაფით...

    ქირურგმა ამოუღო ჭიკარტი მეგობარს და კარგად დაუმუშვა ჭრილობა. მას თავისი ხანგრძლივი ქირურგიული პრაქტიკის მანძილზე უამრავი უჩვეულო ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ამ ოპერაციების სამახსოვროდ  შემოენახა სხვადასხვა ნივთები. მაგალითად: პატარა ქინძისთასვი, რომელიც თურმე ფილტვიდან ამოუღო ვირაც პატარძალს. ეს პატარძალი საკუთარი ქორწილისთვის ემზადებოდა: სარკესთან იჯდა და  საქორწინო სამოსს ირგებდა, პირით  კი ქინძისთავები ეჭირა. საწყალი ალბათ ძალიან ჩქარობდა და რომ ჩაისუნთქა ქინძისთავი სასულეში გადასცდა.

   ქირურგს ასევე ჰქონდა შემონახული  თითბერის ორმოცდაათთეთრიანი მონეტა, რომელიც ვიღაც თორმეტი წლის ბიჭს ასევე სასულეში გადასცდენოდა. ბიჭი მაწონზე გაეგზავნა დედას და თან ეს მონეტა გაეტანებინა –– ის კი თურმე გზადაგზა მაღლა აგდებდა ორმოცდაათთეთრიანს და კბილებით იჭერდა. ერთერთი ასეთი მცდელობისას ბიჭს მონეტა გადაეყლაპა და სასულეში გადასცდა.

 

20

 ჰქონდა ექიმს კიდევ თავის კოლექციაში დაგრეხილი ჟანგიანი მავთულისგან გაკეთებული ეგრეთწოდებული „იაკორი“, რომელიც, საავადმყოფოში მოხვედრის მიზნით, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაეყლაპა ვიღაც ეჭვმიტანილს.ეს „იაკორი“, ურთულესი ოპერაციის შედეგად, რის ვაი–ვაგლახით ამოუღეს ავადმყოფს კუჭიდან.

    ერთი სიტყვით სტაჟიან ქირურგ–აკადემიკოსს ბევრი ასეთი რამ ჰქონდა  კიდევ შემონახული და ეს ყველაფერი  მის კაბინეტში თვალსაჩინო ადგილზე დამონტაჟებულ სტენდზე გამოეფინათ. აკადემიკოსმა ქირურგმა სპეციალური ანტისეტიკური ხსნარით გაარეცხინა თავის ასისტენტებს ედისონ ჰარტსის სურათი, რათა მას ბუზები არ დაჰვეოდნენ; ასევე იზრუნა ჭიკარტზე და გულმოდგინედ გაასწორებინა ის თავის ასისტენტებს. შემდეგ კი ეს სურათი სტენდის ცენტრალურ ადგილზე –– სწორედ იმ ღილის გვერდით მიაჭიკარტა, რომელი ღილის საკუთარ ყვერზე მიკერების პატივიც მას  ახალგაზრდობაში ერგო, ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთების დროს. ედისონ ჰარტსი ახლა უკვე აღარ გავდა ომგადახდილ მეკობრეს, რომელმაც, შიმშილის დასაოკებლად საყვარელი თუთიყუში შეჭამა, ახლა ის ისევ ის ყველასათვის საყვარელი ედისონ ჰარტსი იყო. მკვრივი ლამინირებული ქაღალდი ადრინდელივით პრიალებდა, ხოლო ხარისხიან პოლიგრაფიულ საღებავს  ჯერაც არ დაეკარგა პეწი. ერთი ეგ იყო, რომ სურათი რბილი ლითონისგან დამზადებული, უხარისხო, არაერთგზის მიღუნულ–მოღუნული ჩინური ჭიკარტით იყო მიჭიკარტებული და ვინძლო ევნო რაიმე ჟამთა სიავეს ამ ციცქნა საკანცელარიო ნივთისთვის. მაშინ ხომ ედისონ ჰარტსის სურათი ძირს ჩამოვარდებოდა, დილით კაბინეტის   დასალაგებლად შემოსულ დამლაგებელ ქალს ის ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდი ეგონებოდა და ნაგავს გააყოლებდა.

   ისე, მუდმუვი ქვეყნად, ცხადია, არაფერია, მაგრამ განა არ აჯობებდა  უხარისხო ჩინური   ჭიკარტი შეეცვალათ ხარისხიანით ან  ედისონ ჰარტსის მოთხუპნული  სურათის ანტისეპტიკური ხსნარით გარეცხვის ნაცვლად, განა უპრიანი არ იქნებოდა ამ  მსახიობის სხვა, ბევრად უფრო ხარისხიანი სურათის ჩამოკიდება კედელზე? არა, ––რადგან  ეს იქნებოდა  სიყალბე.ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხომ, სწორედ ყალბი და ფალსიფიცირებული საქონელი –– უხარისხო სანიტარიული რულონის შესაფუთი,ჭუჭყიანი ქაღალდი და მეტისმეტად რბილი ლითონისგან დამზადებული, დაბრეცილი ჭიკარტი იყო იყო ნაღდი.

                 P.S.ერთხელ ძილ–ბურანში მყოფ ავტორს გამოეცხადა, ბატონო, ედისონ ჰარტსის, არც მეტი არც ნაკლები, ტრანცცედდენტალური ქვეცნოიებრის მეშვიდე ავატარი და ჯენტლმენისთვის შეუფერებელი უცენზურო სიტყვებით მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხფა: ––„ფოქ იუ, ფოქ იუ, –– ყვიროდა ის შეურაცხადივით, ლამის იფურთხებოდა და დამტვრეულ ქართულსა და გამართულ ანგლო–ამერიკულ სიტყვებს ერთმანეთში ურევდა –– რიათომ მიმამაგრიე მზღნერიან ქედელზე და რიათომ მიმაჩიქართიე აქადემიკოსის თრიაქზე, ფო–ოქ იუ?! –– ავტორმა ჯერ ზრდილობიანად  უპასუხა: ––„ჯერ ერთი „ფოქ იუ“ უთხარი შენს მაიმუნ ცხვირს... მეორეც აკადემიკოსს რათ უნდა თრიაქი? –– მაგრამ შემდეგ მაინც ვეღარ შეიკავა თავი და მიაყოლა: ––ფოქ იუ და თხაც მოიგე მატორიანი! შენ მოგიტყდა ლეღვის ტოტი!  ვის აგინებ შენი?! ერთხელ კიდევ იტყვი „ფოქ იუს“ და მოგიხნავ მინდორ–ველებს!“ შემდეგ ავტორმა გადაწყვიტა არ გაემწვავებინა სიტუაცია და მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით შესთავაზა დამცავი მეთოდი, რომლითაც სარგებლობდა

21

 

თვით იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.აი რა უამბო ამ მეთოდის შესახებ ავტორმა ედისონ ჰარტსს: ––„ სტალინს თურმე არ უყვარდა  როცა მის ფოტოებს გაზეთებში ბეჭდავდნენ. მას ერთგვარი „ფობია“ სჭირდა, რაც გამოიხატებოდა იმის შიშში, რომ ვინმე „შეჭირვებული“ მისი ფოტოსურათით კუჭში გასვლის შემდეგ უკანალს გამოიწმენდდა. ეს ისე ანრისხებდა თურმე დიდ ბელადს, რომ აფექტის მდგომარეობაში მყოფი საშინლად რისხავდა და ცოფავდა ყველას. ამ ფაქტთან დაკავშირებით 1948 წლის 17 მარტს შედგა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს დახურული სხდომა, რომელზედაც ამხ. სტალინმა კატეგორიულად მოსთხოვა სხდომის მონაწილეებს ეღონათ რამე ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს კი არ იყო ადვილი საქმე, რადგან სტალინის ფოტოების ჟურნალ–გაზეთებში დაბეჭდვის აკრძალკვა აფსურდი იქნებოდა ––ქვეყანას ბელადი სჭირდებოდა; მეორეს მხრივ კი შეუძლებელი იყო უკიდეგანო ქვეყნის მცხოვრებთა  გაკონტროლება საპირფარეშორებში, რადგან ჯერ არ შობილა ისეთი ადამიანი კუჭში რომ არ გადიოდეს, ხოლო ზოგიერთები დღე–ღამეში ოთხჯერაც გადიან. მიდი ახლა შენ და სდიე მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ადამიანებს. რავალია? მითუმეტეს როცა ისინი თავიანთ სან.კაბინებში არიან შეყუჟულები და ბომბდამშენების ავარიულ დაშვებებს ახოტციელებენ ავიამზიდზე.

   სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მრავალი ორატორი,რომლებიც ჰგმობდნენ „დამყაყებყლი კაპიტალიზმის დამქაშებს“ და მათ ფარულ აგენტებს, მაგრამ საქმიანს ვერავინ ამბობდა რასმეს. მაშინ სიტყვა ითხოვა უხუცესმა კომუნისტმა ამხ. კალინინმა და განაცხადა: ––„მე ამხანაგებო, დღეიდან გამოვცემ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ამხ. სტალინის ფოტოსურათების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლება ექნებათ მხოლოდ გაზეთებს

 „პრავდასა“ და „იზვესტიას“ –– ოღონდ ერთი პირობით: მათმა პოლიგრაფისტებმა პოლიგრაფიულ საღებავში უნდა გაურიონ დიდი რაოდენობით შავი პილპილი, „დუშისტის“ დამატებით, რათა დესტრუქციულ ძალებს მართლა არ მოუნდეთ საპატიო გაზეთებში გამოქვეყნებული სათაყვანებელი ბელადის სურათის ფსევდოჰიგიენური მიზნებისთვის გამოყენება. რაც შეეხება სხვა და ნარჩენ ჟურნალ–გაზეთებს: მიეცეთ მათ რედაქტორებს მკაცრი დირექტივა, რომ ამიერიდან ამხ. სტალინის ფოტო გამოაქვეყნონ მხოლოდ ანთებული ჩიბუხით პირში ანუ როდესაც ბელადი უკიდებს ასანთით ჩიბუხს. ეს დააფრთხობს ანტისაბჭოტა ელემენტებს, კონტრრევოლუციონერებსა და სოფლის კულაკობას და ისინი უკვე აღარ გამოიწმინდავენ ასეთი ფოტოებით ტრაკებს და თუ მაინც გაბედავენ და გამოიწმინდავენ, მაშინ მათ ანთებული, „პროლეტარული“ ჩიბუხი მოხვდებათ ტრაკში. დარბაზში ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე და არავინ იცოდა თუ რა მოხდებოდა მაშინ იქ. მაგრამ ამ დროს ძალიან დინჯად წამოდგა ამხ. სტალინი ფეხზე, ამოიღო თავისი განუყრელი ჩიბუხი, მოუკიდა, გააბოლა და ბრძნულად ბრძანა: ––„ „ოტლიჩნო, ამხანაგო კალინინ, ოტლიჩნო!“ –– რის შემდეგაც მედიდურად და დინჯად შეუდგა ტაშის კვრას. მთელი დარბაზი მქუხარე ოვაციებმა მოიცვა. ბოლშებიკები ფეხზე მდგომნი უკრავდნენ ტაშს და გაჰყვიროდნენ ვაშას. მას შემდეგ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სტალინის სურათით ტრაკის გამოწმენდის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.“ –– ედისონ ჰარტსის ტრანსცენდენტალური ქვეცნობიერის მეშვიდე ავატარმა ყურადრებით მოუსმინა ავტორს და

22

არ შეიმჩნია, მაგრამ სინამდვილეში თითქოს სულთ მოეფინა. მან ტონი შეარბილა და განაცხადა: ––„მე დემოკრატი ვარ და არ ვარ სტალინური მეთოდებვის ცხოვრებაში გატარების მომხრე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მართლაც კარგი დამცავი საშუალებაა, ოღონდ, თქვენის ნებართვით, მე ჩიბუხის ნაცვლად ექვს დიუმიან ჰავაიურ სიგარას გამოვიყენებ“. ავტორმა მოწიწებით დაუკრა ედისონ ჰარტსის ტრანსცენდენტალური ქვეცნობიერის მეშვიდე ავატარს თავი და აღარაფერი უთქვამს, რადგან ახალ, გაუთვალისწინებელ გართულებას მოერიდა. მან მხოლოდ თავის გონებაში გაიფიქრა: „გამოიყენე თუნდაც ჟანგიანი „ფეჩის ტრუბა“.

   მას შემდეგ, ედისონ ჰარტსი პირში გაჩრილი ანთბული  ექვსდიუმიანი ჰავაიური სიგარის გარეშე  აღარ უწევს სანიტარიულ ქაღალდს რეკლამირებას.  ხის ტუალეტი კი ისევ ისე კოხტად  დგას მის უკან. იქვე, თავიანთი ნაქნავი ნეხვის გროვების შორიახლოს მადიანად  ბალახობენ დიდჯიქანა, ჩასუქებული ძროხები.  არის სიახლეც ძროხებსა და ნეხვის გროვებს შორის  ჟანგიანი ნახშირის ღუმელია  განთავსებული, მასზე რეკლამმეიკერებს გამურული თუნუქის მილი ჩამოუმხიათ, საიდანაც შეფერხებების გარეშე ამოდის ბოლი.

   გვყავს ჰარტსი და მაშდამე გვექნება კინო.ძროხები გვყავს და, მადლობა ღმერთს, გვექნება  ყველი. ღუმელი ჩვენ სითბოთი უზრუნველგვყოფს. ნაკელს  შევინახავთ და  გაზაფხულზე მიწას მოვაყრით. კოხტა ტუალეტში მოვისაქმებთ.ტუალეტის ქაღალდად კი ჩვენ არ გამოვიყენებთ (და თუ გამოვიყენებთ მხოლოდ უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში) ცნობილი ადამიანების პორტრეტებს.არ ვისარგებლებთ ,აგრეთვე, საკუთარი ქუდებითაც. ვიისარგებლებთ მხოლოდ ხარისხიანი და არა ფალსიფიცირებული ჰიგიენური ქაღალდებით. თუმცა, თუ  გამოწმენდისას შემთხვევით მაინც მოგვესვრება თითები, მაშინ  ვიტოვებთ ექსკლუზიურ უფლებას, რომ ამ  თითებით განხორციელებული  უაღრესად აკადემიური და მსუყე, ბოტიცელისეული მონასმები დავაჩნიოთ, როგორც ჩვენი მოხდენილი სოფლური ტუალეტების კედლებს, ასევე ცალკეული, ზედმეტად აბეზარი ლიტერატურული კრიტიკოსების ცხვირებს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული