• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კოლაფსი ანუ სამთვიანი პაუზის შემდეგ დაწერილი ლექსი

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 00 , 0000 2033
„მე ვწერ მათზე,
ვინც სიცოცხლე გახადა
საგზაო ნიშნებივით აუცილებელი და თვალშისაცემი“
პაატა შამუგია 
 
 
მე ვწერ მათზე
ვინც დაიღალა
ვინც იმედგაცრუებებისგან დაიღალა
ვინც მზის პირველ სხივს შიშჩამდგარ თვალებს ახვედრებს.
 
მე ვწერ მათზე
ვინც პერმამენტულ გაუცხოებას განიცდის
გაუცხოებას საკუთარი თავისგან
მშობლებსგან,
მეგობრებისგან,
საზოგადოებისგან,
რელიგიისგან
და დაწყევლილი სამშობლოსგან
ვინც სიყვარულის უნარი დაკარგა
და საკუთარი თავი ეზიზღება
და ეცოდება.
 
მე ვწერ მათზე
 ვისაც სურს
XXI საუკუნეში პოსტმოდერნიზმი ღირებულ ლიტერატურად აქციოს
ამიტომაც მუდმივად მუშაობს სტილის დახვეწაზე.
 
მე ვწერ მათზე 
ვისი ყველა მოქმედებებიც უშედეგოა,
ვინც ლოდინი ცხოვრების წესად გაიხადა,
ვისაც ბრბო და საზოგადოება ლატენტურად სინონიმური
მნიშვნელობის სიტყვები ჰგონია,
ვისაც არ აქვს გეგმები მომავლისთვის
ვინც გაახილა თვალები დახუჭვის პერსპექტივის გარეშე
ვინც ოცდაოთხი საათის განმავლობაში იწვის,
ვინც იცის 
რომ არ არსებობს სიცოცხლის სიყვარული უიმედობის გარეშე.
 
მე ვწერ მათზე
ვინც მთელი ზაფხული ფიქრში გაატარა
და ბოლოს მიხვდა,
რომ თავი ცარიელი ჰქონდა,
ვინც დარაზმა ცოფიანი სიტყვები,
საზოგადოებრივი კონტექსტებისკენ,
და საშინლად მთვრალი კითხლობდა პროვოკაციულ ლექსებს
პროკურატურის შენობის წინ ..
 
მე ვწერ მათზე
ვისაც ეგზისტენციური შიშები აწუხებს
და გაურკვევლობებით ოკუპირებულია
ვინც ვერაფრით ისწავლა ანალიტიკური აზროვნება
და სწორად ცხოვრება
და ამიტომაც ერთი ორმოდან ამობობღიალებისთანავე
მეორეში პირქვე ვარდება..
 
მე ვწერ მათზე
ვინც მეტაფიზიკურ ჩიხშია
და გამოსავლის ძიაბეში  სამუდამოდ დაიკარგა
რათა ერთხელ და სამუდამოდ იპოვოს 
საკუთარი თავი
და პასუხი კითხვაზე
სად მიფრინავენ იხვები ,როცა ტბა იყინება ..
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული