• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დილა მშვიდობისა, საქართველო!!!

×
ავტორის გვერდი ბესელა რაზმაძე 00 , 0000 3363

ვისაც "ტკბილი" 90-იანები ახსოვს, ახსოვს ბესელა და ჯგუფი "კონტრაბანდა" - იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯგუფი. ეს ტექსტებიც მუსიკის ნაწილია, დავარქვათ მას როკ-პოეზია - მით უმეტეს, რომ ასეც ჰქვია.  

პ.შ.

 

დილა მშვიდობისა საქართველო მიყვარხარ?
დილა მშვიდობისა საქართველო დღეს იწვიმებს 
დალა მშვიდობისა საქართველო დღეს სიცხე იქნება
დილა მშვიდობისა საქართველო შენ ოკუპირებული ხარ
დილა მშვიდობისა საქართველო 20%-თ პატარა ხარ
დილა მშვიდობისა საქართველო მტერი უკვე 30 700 მეტრშია !!!
დილა მშვიდობისა საქართველო შენ კი არა მე ვარ ვენახი
როგორც Zurab Rtveliashvili იტყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო შენი დემოკრატია მტყ**ვს 
როგორც გეგა აბულაძე მღვდელი იტყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო შენი შემხედვარე წმინდანობაზე ვოცნებობ
როგორც კოშკა იტყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო შენი სისტემა ეხლაც დასანგრევია 
როგორც Erekle Deisadze იყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო შენი თვალები დახუჭულია როგორც ბობ 
მარლის როგორც Beso Khvedelidze იტყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო მოვტ**ნ შენი მშვიდობა როგორც შენი
მონამორჩილი Besela Razmadze იტყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო every one will love you როგორც Kote Kalandadze
იტყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო შენ ნიკო ფიროსმანი კიბის ქვეშ მშიერი მოკალი
დილა მშვიდობისა საქართველო შენ მხოლოდ მკვდრებს ან ემიგრანტებს 
აღმერთებ
დილა მშვიდობისა საქართველო შენ მხოლოდ STOP RUSSIA-ზე გიდგება როგორც
სიახLOVE David Dephy იტყოდა
დილა მშვიდობისა საქართველო შენ არ გყავს Working Class hero როგორც
ჯონ ლენონი იტყოდა
დილა მშვიდობის სა ქართველო გილოცავ კიდევ კიდევ ერთ დღეს რომ არ ხარ 
რუსეთის იმპერიის ნაწილი და არც აშშ-ს 51 
შტატი 
დილა მშვიდობისა საქართველო უკვე შუადღე დაიწყო და მე ამ წერილს ვწყვეტ
 
 
***
 
მშვიდი სხეული არ იძაბებება ნერვი ის ხის ყუთში წევს
შავებში ჩაცმული ხალხი მივლის წრეს
ვიღაცა კუთხეში მარტო დგას და თავის თავს სცემს
გიჟი პოეტები მაღალზე დგანან კითხულობენ ლექსს
ვიღაცა დაეძებს ღმერთთან მისასვლელ გზებს
ვიღაცა გატეხილ გრძნობებს აწებებს
მოკვდა მოკვდა
მე იმ ადგილას ვარ სადაც ვერავინ ვერასდროს ადგამს ფეხს
ვწევარ და ვიხსენებ როგორ ვკიდებდი ხელს შენ ცხელ მკერდს
იმათგან ვინც ცოცხალი გადარჩა ბავშვებს უნგრევენ გზებს
ლაბირინთში მივდივარ სიბნელე სახეზე მისმევს ხელს
იმათგან ვინც ცოცხალი გადაჩა ტკბილად სვამენ სხვის ცრემლს
ისევ ლაბირინთში მივდივარ სიბნელეისევ სახეზე მისმევს ხელს
მოკვდა მოკვდა
 
 
 
***
 
თუკი შიშისგან ძარღვებში ცივდება სისხლი
(როცა ტყვია ცვივა წვიმად)
როგორც ჩაი მიტოვებული ფაიფურის ჭიქაში
(როცა შენთან მეჩქარება)
თუკი ტკივილი ბზარავს მკერდში გულს
(როცა ვინმე გძულს)
როგორც კენჭი უპატრონო სახლის ფანჯარას
(როცა გიტევს მარტოობა)
სტრიქონები გრძნობის სიცხისგან გახურდებიან
(როგორც უდაბნოში ქვიშა)
დროის მანძილზე სიყვარულიც დაძველდება 
(როგორც ქვევრში ღვინო)
ქალაქის სევდა სქელი კვამლივით სახეზე მეკვრება
(როგორც თონეში ცომი)
თითქოს სხეულის ნაწილებს ვკარგავ და მეგობრებსაც
(როგორც საქართველო ტერიტორიებს)
სისხლის ფურთხებით მოხოხავს მოდის ბინძური ქუჩა(რუსათაველი)
დაკოჟრილ ხელებს აფათურებენ სიბნელეში ბრმა კორპუსები(გლდანი)
ღამეს და ფიქრს საბნად იფარებს შეციებული ბებერი ქალაქი(თბილისი)
ქარი ურცხვად უფლითავს და ხდის რკინის კაბას ქართლის დედას(ერი)
 
 
 
მინდა არ მინდა !!!
 
ეხლა ვფიქრობ 90-იანების ნაცრისფერ კვალზე
100 დამწვარ სახლზე რუსთაველზე ატირებულ ქალზე
ეხლა ვფიქრობ 2 ჭრილობაზე რომელიც მაქვს ტანზე
ქართულ გულზე დადაღულ 100%-იან უზრუნველობაზე
 
5 000 000 უპატრონო ქართველზე ვფიქრობ
200 000 000 -იან დერჯავისტ იმპერიაზეც
2 კავშირზე ევროპულზე და ევრაზიულზე
იმ მოლოდინზეც 1 მიზნისკენ რაც წაგვიყვანს
 
დავიკიდებ სამშობლოს და გავცვლი ნეპალში
თრიაქის წევით გავბრუვდები ლოტოსის პოზაში
პოლიტიკაში ჩართულებო ჩემს ხმას რომ ითხოვთ
ეხლა დავწერ სამაგიეროდ მე რას მოვითხოვ
 
მინდა მუსიკა მინდა სიგარეტი მინდა მეკეთოს ყ**ზე ბანტი 
არ მინდა მონობა არ მინდა რუსეთი ვიყო არც 51 შტატი
ანარქია მინდა არ მინდა ხალხს სისხლს სწოვდეს კრედიტებით ბანკი
არ მინდა აჩეხილი ვენახის ხარჯზე გაზრდილი საზამთრო
ხეებს არ ჩეხავდეთ აი ეგ მინდა მინდა "კარუსელებიანი" ვაკის პარკი
ბედნირი ბავშვები მინდა მინდა ბებოს არ "შტრაფავდეს" ყვითელფორმიანი
არ მინდა ჭიქაში მაფსმევინებდეთ მერე მოღალატედ მთვლიდეს უნიტაზი
არ მინდა თანამოქალაქის ტრ**ში ცოცხი არც რეიდები მინდა
არ მინდა "ბლატნოი" მილიცია პოლიციად წოდებული მაგათ პატრული ჯობდა
მინდა გახსოვდეთ მომავალია მთავარი და დავით აღმაშენებელი მოკვდა
მინდა მაკდონალდსი დაიხუროს და არ იყოს ამდენი რესტორანი
მინდა გავიდეს რუსის ჯარი მინდა საქართველოს ჰქონდეს არამცოცავი საზღვარი
 
კიდევ ბევრი მინდა და ბევრიც არ მინდა 
არ მინდა ნინო ბურჯანაძე იყოს პრეზიდენტი
ედუარდის ჩამომთრევს მოუტ**ნ დედის ტრ***
სტალინის ძეგლის დამდგმელსაც დედის ტრ***
 
 
* * *
აბაზანაში დედა იჭრიდა მთვრალი ვენებს
მამა კაიფში კედელზე ხედავს სხვა და სხვა ფერებს
ბავშვმა ჩაიფსა არავის უნდა მისი გამოცვლა
იქვე ბებია ზის და რაღაცას კერავს
აბაზანაში გადაიჭრა დედამ ვენები
ბავშვის მამიკომ კაიფისაგან სული დალია
ბავშვი მარტოა ჩაფსმული ისევ ტირის
ბებია კი რაღაცის მაგივრად სუდარას კერავს
შემოდგომაა დრო ყოფილა ნამდვილად რთული
ნევროზული ფიქრები კი არ მანებებს თავს
ამაზანაში დაცემული დედის სხეული
მამის ხელები დაჩხვლეტილი დალურჯებული
გავიზრდებით და მე და შენ სხვაგან ვიქნებით
მოვკვდებით და ერთმანეთს მტვრად შევერევით
მხარს მაჯდება ყორანი და გულს მიკორტნის
შემოდგომაა თურმე ყველაზე რთული დრო
შემოდგომაა მოლოდინი ზამთრის სიცივის
ზამთართან ერთად ხასიათიც გამიცივდება
როცა მოვკვდებით დაგვმარხავენ მიწად ვიქცევით
მერე გნახავ ერთმანეთს რომ მტვრად შევერევით.
 
 
 
 
***
 
დავეძებ იმას სად შევცდი მაშინ როცა გამოვიხურე შენი სახლის კარი
როცა მახსენდები სახეზე მადევს ბედნიერების უზომო ღიმილი
ამ გულში მჯდომ სიცარიელის დემონს ვეღარ ავსებს ბავშვის სიცილიც
სიკვდილსაც აქვს ფერი და სუნი თეთრია ასდის საკმეველის ორთქლი
ხის ქვეშ ნაკოცნი მახსენდება და ეგ ბიბლიასავით გადაშლილი ფეხი
როგორ თრთოდი რომ მეხუტებოდი რაოგორ ამბობდი რომ დაჯაბნე შიში
როგორი იყო ჩემი კარავი მასში ჩემს მკერდზე ცრემლიანი თვალით ძილი
მე დღეს მარტო ვარ ან იქნებ შენც გელი იქნებ ღამით ჩუმადაც ვტირი
ისინი ყველა როდესმე წავლენ თუ ნებით არა დაგვაშორებს სიკვდილი
ვერ გივიწყებ მაგრამ უკვე აღარც მტკივა ვიცი სადმე ისმის ეგ სიცილი
ჩავისუნთქავ ღრმად და ამოვისუნთქებ სუნთქვას მოყვება შენი სახელი
უმთვარო ღამეს დავემსგავსები რომ არ ვატარო ჩემში ნაღველი
დავეძებ იმას სად შევცდი მაშინ როცა გამოვიხურე შენი სახლის კარი
როცა მახსენდები სახეზე მადევს ბედნიერების უზომო ღიმილი
ამ გულში მჯდომ სიცარიელის დემონს ვეღარ ავსებს ბავშვის სიცილიც
სიკვდილსაც აქვს ფერი და სუნი თეთრია ასდის საკმეველის ორთქლი.
 
 
 
***
დრო მკვდარია და ჩემი ლოგინიც როცა შენ აქ არ წევხარ
დრო მკვდარია და ყველა ადგილი როცა შენ არ ხარ
დრო მკვდარია და ამაღამ მთვარეც გზას ვერ მინათებს
დრო მკვდარია სევდიანია უშენობა არ ჩანს სინათლე
ამ პლანეტაზე ამ ცხოვრებაში მე შენთვის მინდა ყველა ვარსკვლავი
მაგ შენი თმების ნაზი სურნელით გაჟღენთილია ჩემი სხეული
დასაწყისისთვის სამკურნალოდ დაილევა ბევრი არაყი
მეორე ფაზა თვითმკვლელობის ნდომის დაძლევა
გაურკვევლობის სიხშირის ტალღა დაანგრევს სხეულს
მერე სიწყნარე სიმშვიდე ჩუმად შემოვა, ყველაფერი კარგად იქნება
ამ პლანეტაზე ამ ცხოვრებაში მე შენთვის მინდა ყველა ვარსკვლავი
მაგ შენი თმების ნაზი სურნელით გაჟღენთილია ჩემი სხეული
დრო გავა დრო კლავს დრო შეახორცებს ყველა ჭრილობებს
დრო დაგვავიწყებს მათ ფეხებს შუა გათხრილ საფლავებს
დრო გვიმკურნლებს ფსიქიურ აშლას და დაგვაწყნარებს
დრო გავა და ისევ მოვა ის რაც ერთად გვამყოფებს
ამ პლანეტაზე ამ ცხოვრებაში მე შენთვის მინდა ყველა ვარსკვლავი
მაგ შენი თმების ნაზი სურნელით გაჟღენთილია ჩემი სხეული.
 
 
 
 
***
თუ ჩემი მუსიკა ვინმეს სტიმულს აძლევს ან ნოტებს აზიზღებს
თუ კი ტკივილი გადამექცევა ისევ მე ლოცვად
თუ გაგამწარებ თან ვეცდები და თავს შეგაზიზღებ
თბილისის ქუჩად გადავიქცევი და დამაფურთხებ
სადღაც სიცივე შემოიჭრება ამ ზამთრის ღამეს
დაუტოვიათ ორპირი სულებს სანიავებლად
ძუძუსთავები გიმაგრდება ყინვისგან ისევ
და მე მათ ვკოცნი თვლთან ცრემლი მიყინული მაქვს
ის კითხულობდა კანტს და ნიცჩეს ქონდა ჟღალი თმა 
მაგრამ მაინც იყო ღორი, თუმცა ნაკითხი 
მას ასმევდნენ ვისკის და ჯინს დიდი ჭიქებით
მაგრამ მაინც უნდოდა სალაფავით სავსე გობი
მკვდარი ერი წმინდანის სასაფლაოსთან ორი სურვილით
დაწყევლილი სუროგატი დედები მტკივა
სინჯარის ბაშვი დაწყევლილი შავკაბოსნისგან
საქართველო ვარ ერთა ერი რჩეულთა ხვედრი წარსულის მონა
საქართველო ვარ უაბჯრო და დაკნინებული
ტკივილი ვარ მშიერი ბაშვის დედის ძუძუსი
გაჩეხილი მწვანე ზონა ვარ მე ამ ქალაქის
საზღვარი ვარ მცოცავი და მავთულხლართი
ლოთის "ლომკა" ვარ ერთი ყლუპი ცივი არაყის
ალი ვარ ფერფლი დამწვარი უძილო ღამის სიგარეტის
იარა ვარ ანწუხელიძის დედის გულის, საქართველო ვარ
ობოლი ბავშვის შიმშილი ვარ უცრემლო თვალით
მე ვარ ვაჟა, ილია და იაკობიც
გალაკტიონის მერის ჯვრისწერაც მე ვარ
თბილისი ვარ თელავი და გორიც მევარ
ეგო ვარ ეგო ისტორია ვარ და ზღვასავით ვღელავ
სიცივე ვარ ზამთრის ფიფქის სილამაზე ვარ
ყინვა ვარ შენი ძვლის მმსხვრეველი 0 გრადუსით
ბესელა ვარ უკომპრომისო ჯოჯოხეთი ვარ
ღმერთი მოვკალი შენი სულის სატანჯველი ვარ.
 
 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული