მილენიუმის მანაგუა





პროზა

მილენიუმის მანაგუა





-         დედაშევეცი ამ დამკვირვებლების. მოტყნეს ტვინი.

-         რა ხდება?

-         პანკისი კიდე გადაკეტეს. ვიღაცეები ჩამოსულან, წიპა ბიზნესმენი მოიტაცეს თუ რაღაც ეგეთი. ქალაქში არაფერი იშოვება.

-         ვაფშე არაფერი, ტო?

-         არა, უკვე ორი კვირაა არაფერი შემოსულა. პიზდეცია რა.

-         ვა, ტეხავს. ანუ არაფერი გაქვს?

-         არა, ვაფშე. გრამი თუ მქონდეს ბოზიშვილი ვიყო.

-         ეე, კაი რა, გექნება რამე მოტეხილი. ხო იცი, უეჭველი ამღები ვარ.

-         არა, მართლა ნოლზე ვარ, თორემ ხო იცი, არ მოგიტეხავდი.

-         2-3 კაცი ზახოდიც რომ იყოს მაწყობს, ხო იცი. ახალი წელია რა, ახალი საუკუნე მოდის და რამე გვინდა. ისე რა ვაკეთოთ.

-         არა, ძმაო, პუსტა-პუსტა. პიზდეცია, არაფერი არ მაქვს.

-         ფუ, შენი.

 

დიმა მელიქიშვილზე ფეხით ჩამოვიდა. მაგრად ციოდა. ეს უკვე მეოთხე ბარიგა იყო, რომელთანაც დიმა წამლის საჩალიჩოდ მივიდა, მაგრამ არაფერი გაეძრო და მოწყენილი უნივერსიტეტისკენ გაუყვა ფეხით. ფიქრობდა, სად ტრაკში ვიშოვო რამეო. არადა უეჭველი ჭირდებოდა. საღამოს ტუსოვკა იყო და დიმაც მაგარ ქალთან უნდა გაჩითულიყო, იმ ქალს კიდევ კაცებზე მეტად კაიფი ევასებოდა, თან ქმარს ახალი დაშორებული იყო და იასნად ახალი კაცი გაუსწორდებოდა. დიმამ უეჭველი იცოდა, რომ ქალს რამდენიმე ტიპთან ექნებოდა დაგავორი, თუ ვინმე წამალს გაუძრობდა ტუსოვკაზეც იმასთან გაიჩითებოდა. მოკლედ, ტრაკში იყო დიმა და ამას თვითონაც კარგაც აცნობიერებდა. თუ იმ ნაშის მოტყვნა გინდა უეჭველი უნდა იფიქროო, უთხრა დიმამ საკუთარ თავს და სიგარეტს მოუკიდა.

მაკა თესლი ნაშა იყო და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდა. თბილისში ეგეთი თესლი ნაშებისთვის ცხოვრება ადვილია. კაცები ყველაფერს იჩალიჩებენ, შენ კიდევ უნდა ადგე და მოიხმარო. რაც უფრო თესლი ხარ, კაცები უფრო მეტს ჩალიჩობენ და შენც ნელ-ნელა სტავკები უნდა გაზარდო. მაკამ ესეც კარგად იცოდა, ხან რას ითხოვდა და ხან რას, პროსტა ახლა პიზდეცი იყო. დიდი დრო გავიდა, ქალაქში აღარაფერი ჩანდა, ყველა კანალი გადაკეტეს. პანკისში რაღაც ხდებოდა, ცხინვალში ზვიადისტების აქციების გამო ცოტა დამფრთხალები იყვნენ და იქაც ევროკავშირის დამკვირვებლები იყვნენ ჩაყენებული და მოკლედ, მაკას ევროინტეგრაციას დედას უტყნავდა, ისეთ ლომკაში ამყოფებდა. მარნეულზეც ამბობდნენ, იქ მესტნ სომხებს და აზერებს დაუყრიათ და ბარიგობისთვის არ ცალიათო. მოკლედ, დანძრეული ჰქონდა მაკას. ერთადერთი ამ საახალწლო ტუსოვკის ეიმედებოდა. 31 დეკემბერი იყო, 1999 წელი.

ლევანჩოს მამა პარლამენტარი იყო და თვითონ ლევანჩომ ამერიკაში დაამთავრა უნივერსიტეტი. სულ რამდენიმე თვე იქნებოდა რაც ჩამოვიდა და მამამისი ტვინს უტყნავდა, თესლი ნაშა გაიძრე და იმასთან იდვიჟენიე, თორემ დედას მოგიტყნავო. მამამისს ეგონა, რომ თუ ტიპი თესლ ნაშასთან არ გაეძრობოდა ფირმაში წასვლის მერე, ზნაჩიტ იქ უეჭველი გააპიდარასტეს და თავის შვილს ამას ნაღდად არ მოუთმენდა. ლევანჩო მაგარ ტისკში იყო, უეჭველი იცოდა, რომ ახალ წელს მაკა უნდა აეგდო. ამიტომ ადგა და მამამისს რაღაც ქსივა გააკეთებინა, პანკისში შესვლის პონტი რომ ჰქონოდა. ეგრევე თესლად გაიზმანა, პიჯაკი, სათვალე, შავი ჯიპი. მიადგა პანკისს და უთხრა, ოფიციალური წარმომადგენელი ვარო. დამკვირვებლებმა ეგრევე, იასნად, მობრძანდითო და ესკორტით შეაცილეს ხეობაში.

ლევანჩოს თან ბავშობის ძმაკაცი, გიგი, გაყვა. გიგი უკვე მეოთხე წელი იქნებოდა, რაც შეჯდა და მაკასაც კარგად იცნობდა, იასნად. ფიქრობდა, ლევანჩო ფირმაში სულ გამოყლევდა და იმ ნაშას ვერ დაითრევსო და გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორმე შეეკერა მაკადან სხვა გოგოზე გადასულიყო, წიპა უფრო პატიოსანზე. თვითონ კიდევ წამალიც ევასებოდა და მაკას მოტყვნაც მაგრად ემუღამებოდა. ვაფშემ, იმ დროს, თბილისში, მაკას მოტყვნა ყველას ემუღამებოდა.

-         ახლა ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი ვართ არა, ლევან? - გიგიმ ყველა კბილი გადმოყარა და ისე გაიცინა თავის ამ ფრაზაზე.

-         ბიჭო, ნუ იქცევი ყლესავით, მოითმინე რა, ხო ხედავ დამკვირვებლები მოგვყვებიან.

-         მერე რა, შეჩემა. ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი არ გაქვს ნანახი?

-         ვინ ჩემი ყლე არიან ბიჭო ეგენი. ჩაიჯვი-მეთქი. წესიერად მოიქეცი, თავი არ დავიწვათ.

-         მოიცა რა, შეჩემა, რა თავი უნდა დავიწვათ, ნახევარი საქართველო დადის აქ წამლის საჩალიჩოდ.

-         მერე რა, მე პირველად ვარ და ვაფშე არ მინდა ეგეთ რაღაცეებში გავეხვიო. მამაჩემი მომკლავს ბიჭო, რომ გაიგოს აქ წამალს ვჩალიჩობ.

-         კაი რა, ხო მიხვდება რომ სხვისთვის გინდა. ან უთხარი რომ მე მინდა და ეგაა რა, ჩემზე ისედაც იცის, ჯიგარია გივი ბიძა.

ლევანჩო და გიგი პანკისის უსწორმასწორო გზაზე ევროკავშირის დამკვირვებლების ორი თეთრ ჯიპთან ერთად მიდიოდნენ. ლევანჩოს უკვე მანდრაჟი ეწყებოდა, არ იცოდა რა ეთქვა, როცა მანქანა გაჩერდებოდა. გიგიმ გააფრთხილა, შენ რაღაც ყლეობები ებაზრე და მე მანამდე უცებ ვიჩალიჩებო. არადა რა ყლეობები უნდა ებაზრა აი ეგ არ იცოდა ზუსტად. თავიდან იფიქრა, კონფლიქტის დარეგულირებაზე ვიბაზრებო, მაგრამ მერე დაფიქრდა და ვერაფრით გაიხსენა რა კონფლიქტი იყო ახლა პანკისში. მერე უნდოდა კრიმინალის მავნებლობაზე ებაზრა, მარა გაახსენდა, რომ ეგ ისედაც ყველამ იცოდა, პროსტა ყველას ეკიდა. ბოლოს გაახსენდა, რომ პანკისში ბევრი მუსლიმი ცხოვრობდს და გადაწყვიტა ქალთა უფლებებზე ებაზრა. მანქანა რომ გაჩერდა და ლევანჩომ კარი გააღო, ეგრევე ცისფერ ბრონიჟილეტში გამოწყობილი ტიპი შეხვდა, ალბათ შვედი იყო, ან ნორვეგიელი და უთხრა, ახლავე მოგიწყობთ შეხვედრასო. ევროკავშირის სასტავი უცებ დაფაცურდა, რაღაც ბაითი გააძრეს და ლევანჩო იქ შეიყვანეს.

ლევანამ ეგრევე დაიწყო: „ჩვენთვის, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მცხოვრებლებისთვის გენდერულ ბალანსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ვიცით, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ქალი უნდა იყოს ემანსიპირებული“ - თან დამკვირვებლებს გადახედა, იმათ სახეზე ეგრევე წაიკითხა „კრისტალს ბაზრობო“ და განაგრძო. მთელი საათნახევარი ებაზრა ლევანჩო პანკისელებს ქალთა უფლებებზე, ვიღაც კაცი იყო და კიდე ვიღაც ბავშვი ავტომატით. ისინი აზრზე ვერ მოვიდნენ რა ჩემი ყლე უნდოდა ამას, პროსტა მერე შეთავაზეს რამე ნარკატა ხო არ გინდაო. ლევანჩოს დამკვირვებლებთან გაუტყდა ნარკატის აღება, თან ევროკავშირის წარმომადგენლებთან უკვე იმენნო ურთიერთობა ჰქონდა გაბმული, რაღაც საკითხებზე კამათობდნენ დაჟე და იმის იმედიც ჰქონდა, რომ გიგი ამასობაში ყველაფერს მოაგვარებდა.

გიგიმ ვერაფერი მოაგვარა, მანქანაში გათიშული დახვდა ლევანჩოს და უთხრა, შენ თბილისში გაგაზე მე აქ ვრჩებიო. არაფერი იჩითება, ხო ხედავ ყლე ადგილიაო. გიგი მერე მანქანიდან გადახტა და ლევანჩოს აღარ უნახავს. დამვკირვებლებმა შესთავაზეს, ჩვენთან დარჩი და აქ შეხვდი ახალ წელს, თან ქალთა უფლებებზე დისკუსია გავაგრძელოთო. მაგრამ ლევანჩოს ახლა მარტო ერთი ქალის უფლებები, ტოესტ მოტყვნა უნდოდა და ამიტომ დელიკატური უარი განაცხადა შემოთავაზებაზე. მანქანაში ჩაჯდა და კუდამოძუებული დაბრუნდა თბილისში. უკვე 11 საათი ხდებოდა და იცოდა, რომ თუ მაკაზე ჩალიჩს ისევ აპირებდა, ახლა მარტო განათლების და პალაჟენიის იმედი უნდა ჰქონოდა.

დიმას ზუსტად ტუსოვკაზე წასვლის წინ გაახსენდა, რომ კიდევ ერთი ადგილი იცოდა, სადაც რამის ჩალიჩი შეიძლებოდა. მაშინ, უნივერსიტეტის ეზოში ღამე შესვლა არც ისე უსაფრთხო იდეა იყო, მაგრამ დიმას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ იმ დღეს წამალი ყველაფრის ფასად ეჩალიჩა. თსუ-ს უკან სათბურებია, სადაც ადრე ბოტანიკოსები რაღაც ცდებს ატარებდნენ და მოკლედ, სწავლა მიდიოდა, მერე მიატოვეს და წიპა „რიმსკიე ტრუშობი“ გაეძრო. ადრე, როცა უნივერსიტეტში სწავლობდა დიმა და კურსელები იქ მოსაწევს იღებდნენ ხოლმე. გაგონილი ჰქონდა, სხვა რაღაცეებიც მოდისო და ამ გაგონილის იმედზე, პიზდეც სიბნელეში დიმა უნივერსიტეტის უკანა ეზოსკენ დაიძრა. არ შემცდარა, სათბურებიდან რაღაც ფუსფუსი გამოდიოდა, პროსტა დიმას საკუთარი იდეა უკვე აშინებდა. ფიქრობდა, ახლა იქ რამე რომ ხდებოდეს უეჭველი დამბრიდავენ და იმ სათბურშივე დამმარხავენო. დიმა მაინც ბოლომდე მივიდა და სათბურის კარს მიუახლოვდა.

-         ეს ვინ ჩემი ყლეა - თქვა ვიღაცამ დიმას ჩრდილის დანახვაზე.

-         სვოი ვარ, ბიჭებო - გასძახა დიმამ და სათბურის კარი შეაღო.

-         ვაა, ძიმკა  - ვიღაცამ დიმა იცნო და დანარჩენებს უთხრა, დაიკიდეთ ახლობელიაო.

-         აჩი, რავა ხარ, ძმა - დიმამაც იცნო აჩი, რომელთან ერთადაც სკოლაში სწავლობდა და სულ საკაიფო ატნაშენია ჰქონდა, პროსტა დიდი ხანი იქნებოდა არ ენახა.

-         რავი, აგერ ბიჭები ახალ წელს ავღნიშნავთ რა. აქ რა გინდა, რას ჩალიჩობ.

-         ბიჭო, რიჟა ბაზარის გარეშე გეტყვი, ძმა ხარ, რა არის დასამალი. მაგრად ვიწვები, აჩი, მენძრევა. ერთი ნაშაა რა..

-         აჰაჰა, შენც ნაშებს აყევი ბიჭო? აჰაჰა, ძიმულ, შემო შემო და ვიბაზროთ.

-         მოიცა, ცოტა დრო მაქვს. იქნებ რამე მიშველო. იტოგში, ერთი ნაშაა რა, ზახოდი უნდა ვუჩალიჩო უეჭველი საახალწლოდ, თორემ მენძრევა. მთელი დღეა აღების პონტს ვეძებ და ბოლოს აქ შემოვიარე. განა რამე და ბარიგობა და რამე, პროსტა თუ ეძრობა რამე მიჩალიჩე რა აჩო, თუ ძმა ხარ, გადამარჩინე რა.

-         ბიჭო, ძიმკა არაა ეგრე ბაზარი, ხო იცი. მიჩალიჩე, რა გიჩალიჩო, თვითონ ნახე რა ხდება აქ, ძმაო.

-         აჩო, მესმის ბრატ, პროსტა ხო გესმის რა თემაცაა რა, ჩემთვის და რამე არ მინდა, პროსტა ხო ხვდები რა. უეჭველი მჭირდება, თუ სადმე იცი ჩალიჩის პონტი დამინაკოლე მაინც თუ ძმა ხარ, გავგიჟდი მთელი დღე დავრბივარ ბარიგებში. აქ არაფერი იღება?

-         ეე, კაი ძიმკა ახლა, არ გინდა ეგეთი ბაზარი. იღება რა, ჩემი დედა მოვტყან, აქ რა უნდა ასაღებს ბიჭო, ბრატვა ვართ და ჩვენ თუ რამეს ჯიგრულად გავყოფთ, თორემ ასაღები და ეგეთი თემა არ გინდა ჩვენთან.

-         კაი აჩო, არ გაგიტყდეს, ხო იცი ჩემი ძმა ხარ, პროსტა მიჩალიჩე რა რამე. აქ ზა პროსტა არ იქნები, 31 დეკემბერს ღამე.

-         არა, ძიმულ, ზა პროსტა არა. აგერ ბიჭები ახალ წელს ავღნიშნავთ, ჩემი რაზმელები არიან აფხაზეთიდან, ერთად ვიბრძოდით. აქ პატარა საქმე დავიწყეთ, ამ სათბურებში მოსაწევი მოგვყავს რა. ბოტანიკის კათედრის გამგე ჩვენი კაცია და რამე, ამათ აფხაზეთიდან თესლები ჩამოაქვთ.

-         აუ, მოსაწევი გაქვთ?

-         ჰეჰეჰე, მოსაწევი რა, მოსაწევი ყველას აქვს ძიმულ. ჩვენ ავღნიშნავთ რა, ამ მოსაწევისგან პროსტა მანაგუას ვხარშავთ და ეგაა. ახალ წელს ეგრე გვინდა შევხვდეთ. ეგ თემაა, მეტი არაფერი. წამლისგან მე შორს, ძიმულ, ხო იცი, რაც გადავაგდე აღარ ამიღია. აგერ ბიჭებსაც მაგრად არ ევასებათ.

-         ვახ, კაი მანგოა? - დიმამ იცოდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ამიტომ სათბურში აჩის შეყვა და პატარა ხის ნაჭერზე ჩამოჯდა.

-         ათასწლეულის მანგოა, ძიმულ, ათასწლეულის. მაგარი მოიხარშება, თან სადამა ხარშავს, იმენნო მასტერია, შამანი და რამე. მოკლედ, ყველა ჩინგაჩგუკის დედა მოვტყან, ისეთი მასტერია თავისი საქმის. თან დღეს ასობენის ხარშავს, თესლი ზუკოს წვენი ჩავაყარეთ და წითელი გამოვა.

-         წითელი მანგო თემაა, ძმაო. პროსტა ერთი სათხოვარი მაქვს. მე იმ ნაშასთან უნდა წავიდე და თუ შეგიძლიათ ცოტა გამატანეთ, ძმებო, ვალში არ დაგრჩებით, აგერ აჩო მიცნობს.

-         რაზეა ბაზარი - თქვა სადამამ და პირველი ამოღება პატარა ფანტის ბოთლში გადაუსხა დიმას.

დიმა გახარებული წავიდა ტუსოვკაზე. ჯიბეში ცოტა მანგუა ჰქონდა, ორი კაცის ზახოდი. ოღონდ ისეთი, ორ კაცს რო ძაან დაანგრევდა, გააფრთხილეს სტროგად ორმა დალიეთო, ერთს დაბრიდავსო. ძიმას ინსტრუქცია ახსოვდა და იასნად ორზე უნდოდა გაყოფა, თავისთვის და მაკასთვის ი ვსიო ბუძიტ ოკეი.

 

                                                         ტუსოვკაზე

ტუსოვკაზე რომ მივიდა დიმა, თავიდან კინაღამ გამოყლევდა. მაკა უკვე ლევანჩოსთან იჯდა, ოღონდ რაღაცნაირად სევდიანი იყო. ყველა თავისთვის უბერავდა, ვაფშემ. შერის ბილივ იყო ჩართული, დიმას მაგრად ევასებოდა ეს სიმღერა. სიტყვები ზეპირად იცოდა და ეგრე ჰქონდა წარმოდგენილი მთელი ტუსოვკა, ამ ტრეკზე როგორ აჯაზებდნენ ეგ და მაკა, თან ეს რომ მღეროდა და იმენნო მთელი კანიოკი უვარდებოდა წყალში. დიმამ მაინც მოიკრიბა ძალა და მაკას მაგიდაზე მივიდა. იქ ლევანჩო ბაზრობდა:

 

-         ჰოდა, მე ვუთხარი, თუ ასე წავა ყველაფერი ნიდაძელანი დაყლევებულების მთელ თაობას მიიღებთ, რომელსაც მანამდე ექნება დედა მოტყნული სანამ დაიბადება-თქო და ეგრევე გაჩუმდნენ.

-         და რაო მერე იმათმა. - მაკას ეტყობოდა, რომ ყველა თაობა ეკიდა, ზახოდი უნდოდა, ამიტომ დიმას მოსვლაზე ოდნავ მოიხოდა.

-         რა უნდა ეთქვათ, დამეთანხმნენ. ეგრეა, თაობებზე წინასწარ უნდა ვიფიქროთ, თორემ ძალიან დიდ პრობლემას წავაწყდებით წლების შემდეგ.

-         ჰოო, შენ რას ფიქრობ ამაზე, ძიმ? - მაკას ძალიან უნდოდა ლევანჩო თავიდან მოეშორებინა, როცა მიხვდა, რომ იმ დაყლევებულმა პანკისიდან არაფერი ჩამოიტანა

-         რაზე? - დიმა ასეთ შეკითხვას ნაღდად არ ელოდა.

-         რაზე და მომავალ თაობებზე, ჩვენი რთული მდგომარეობა როგორ აისახება ჩვენს მომავალ  თაობებზე? - ჩაერია ბაზარში ლევანჩო, რომელმაც იცოდა, რომ დიმა ამ თემაზე საერთოდ არაფერს ფიქრობდა.

-         რავი, მგონი სიბნელეში დაძინება გაუჭირდებათ, როცა გაიზრდებიან. მაკა შეგიძლია ერთი წამით გამოხვიდე?

-         მე გავალ ლევან, კარგი? გავაგრძელოთ მერე, ძალიან საინტერესო თემაა, მართლა. პროსტა რაღაც საქმე მაქვს ძიმკასთან.

მაკამ დიმა ქალების ტუალეტისკენ გაიყვანა და ეგრევე უთხრა, რამე მიჩალიჩეო?! დიმას ბევრი არაფერი ჰქონდა და ჯიბიდან თავისი წითელი მანაგუა ამოიღო. აი ესაა სულ, რაც მაქვსო.

-         ეს რა არის ძიმ?

-         მანაგუაა რა. საკაიფო მანაგუა ოღონდ.

-         მანაგუა რად მინდა, ძიმ, ექსკურსიაზე ვართ? სადმე მწვადიც ხომ არ უნდა შევწვათ? ეს რა არის!

-         მაკუ, შენ თავს ვფიცავარ, ვაფშე არაფერი იშოვება სხვა, ეს კიდევ მაგარი მანაგუაა, ბრატმა მომცა.

-         მერე რა იცის მაგ შენმა ბრატმა, ეს რა არის, ღმერთო ჩემო.

-         დავლიოთ რა, მაკუნ, გაგვისწორდება, დამიჯერე.

-         აუ და ეს პატარა რაღაც ორმა უნდა დავლიოთ თან?

-         ჰო, ეგრე მითხრა სადამამ, ორმა დალიეთო, თორემ პიზდეციაო.

-         ოო, კაი რა, სადამა ვინაა,ძიმულ, რა სადამა. ნარკატა გვინდა ძიმულ, ეს ბალახეულის ნახარში რად მინდოდა. პირში გამოვივლო?

-         კარგი რა, ნუ მიტრაკებ, დავლიოთ და გაგვისწორდება, თუ არ გაგვისწორდა მაშინ ვაფშე არასდროს გამცე ხმა თუ გინდა.

-         ჰო, ჰო დავლიოთ, დავლიოთ. ოღონდ, მოიცა, სულ მე დავლევ, კაი? ძაან მინდა, ძიმულ, ცოტა გაფრენა, თორემ აღარ შემიძლია ასე. ჩემი ბიჭი, დამითმე ესეც და გავერთოთ კარგად.

-         მარა, სადამამ მითხრა, ორმა დალიეთო.

-         კაი რა, ძიმულ, რა სადამა, დაივიწყე რა სადამა. დავლევ მე და გავიდეთ და ვიცეკვოთ, კაი?

-         ჰო, კაი. ოღონდ ვიცეკვოთ უეჭველი, ხო?

-         ჰო,ჰო, უეჭველი, აბა რა.

დიმა და მაკა ტუალეტიდან ერთად გამოვიდნენ და სანამ ადგილზე დაბრუნდებოდნენ იფიქრეს ცოტა გავიაროთო. თან ცეკვავდნენ, დიმა სულ ეკითხებოდა მაკას, გიქნა რამეო. მაკა პასუხობდა, ვაფშე არაფერი, ეს რა დამალევინეო. ბოლოს დიმა თვითონ დაეჭვდა, ცუდი მანაგუა გამომატანესო, იფიქრა აჩოს მოვკლავ სადაც ვნახავო, პროსტა ახლა რაღა უნდა ექნა. მისი გამოთვლით, მაკას კიდევ ერთი ტიპი უნდა ჰყოლოდა დაბრონილი, რომელიც უეჭველი მოიტანდა რაღაც ზახოდს და მაკაც იმას დარჩებოდა. ლევანჩო მაგიდიდან სევდიანად უყურებდა დიმას და მაკას, ფიქრობდა, რა უნდოდა მამაჩემს სასწავლებლად რომ გამიშვა, რამის ჩალიჩი ესწავლებინაო. უყურებდა როგორ დასდევდა დიმა მაკას და ფიქრობდა, ამან უეჭველი იჩალიჩა რაღაცაო, მერე შებრუნდა და დანარჩენი აღარ დაუნახავს.

დიმა მართლა დასდევდა მაკას, პროსტა არწმუნებდა, შეიძლება ცოტა პოზნია და ცოტა ხანში გაგიხსნისო. მაკა კი უყვიროდა, თავი დამანებე, ეს რა გვირილის ნახარში დამალევინე, ჯერ რა გემო ჰქონდაო. დიმას უნდოდა თავი დაენებებინა, მაგრამ როცა მაკას ტრაკს ხედავდა, ზედ მომჯდარი ტყავის შარვლით, ეგრევე ახსენდებოდა, რომ ამ ნაშის მოტყვნა ყველაფერზე მეტად ემუღამებოდა ცხოვრებაში. მაგრამ ისიც იცოდა, რომ მაკას ლოდინი მალე მობეზრდებოდა, თან გულში სადამას აგინებდა ასეთი მანაგუის მოცემისთვის. მაგრამ უცებ ძიმას მაინც გაუმართლა, მაკა შემობრუნდა, სახე მთლიანად გაწითლებული ჰქონდა, თავს მარჯვნივ და მარცხნივ აქანავებდა და თქვა: „აუ, ძიმ, ეს რა არის?!“.

დიმამ მაკას ხელი მოკიდა, ეგრევე გაახსენდა ვაფშე ყველა ფილმი, სადაც ახალ წელს ან რამე ეგეთ პრაზნიკს წყვილები ზასაობით ხვდებიან, ხალხი უკვე ათიდან იწყებდა ათვლას, როცა დიმამ მაკას ხელი შემოხვია და ეგრევე ტრაკისკენ ჩაუსრიალია, იფიქრა მაგრად მოსრესდა, წიპა უფრო მეტი ეროტიზმის პონტში. თან დიმა გრძნობდა, როგორ იძაბებოდა და ოფლიანდებოდა მაკა და თან სულ იმეორებდა, ეს რა არისო. მერე მაკა უფრო მეტად დაიძაბა, დიმამაც უფრო საკაიფოდ მოიგდო ხელებში, ხელიც ჩაუცურა, ტრაკზე მოკიდა და მაკა უფრო ახლოს მოიზიდა. მაკას ზასაობის თავი არ ჰქონდა, ეტყობოდა როგორ ენძრეოდა, მაგრამ დიმას სულ ყლეზე ეკიდა რა შეეძლო მაკას. ტრაკზე უფრო მაგრად უჭერდა ხელს, როცა ხელის გულზე სითბო იგრძნო. დიმა სწრაფად მიხვდა, რომ ეს ნამდვილად არ იყო ერბოკვერცხი, რომელიც მას დედისთვის უნდა შეეწვა ოდესმე. ცოტა ხანში მაკას ტყავის შარვალი ჩამოეწელა, ტრაკზე ჩამოეკიდა და ფეხის ტოტებიდან რაღაც ატვრაწიწელნი სმესმა დაუწყო დინება. მაკა იკლაკნებოდა, წითლდებოდა და იძახდა, მიშველეთ, ეს რა არისო. პლაშადკა სადაც ხალხს 10-დან უნდა დაეთვალა მთლიანად მაკას მძღნერით იყო მოსვრილი,  თვითონ თბილისის ყველაზე მაგარი სატყნავი ნაშა კი საკუთარ მძღნერში ცურავდა.

 და ასე იქნება მარად.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.