ანტიგმირი





პოეზია

ანტიგმირი




ანტიგმირი
 
,,დედები აღარ სველდებიან,,
დავწერე ერთგან და გადავმალე ეს ტექსტი,
როგორც სხვა ტექსტები,რომლებიც   გავდნენ ,
მშობლების ცუდად დაგეგმილ მკვლელობას.
ისინი, ალბათ ელოდნენ ,რომ პოეზია სასვენ ნიშნებს დროზე დასვამდა.
არაცნობიერს ლაგამს ამოსდებდა და ცხონებას ლოგიკურ ფინალებს.
არ ვიცოდი როგორ ამეხსნა,
რომ პოეტი არის ჩვეულებრივი ბოზი
(ემოციური პროსტიტუტი)
რომელსაც მკითხველი უხეშად ხმარობს,
საქართველოში უფრო ვიკენდებზე.
რომ მასაც ჭირდება კონცეპტუალურად სუფთად გაპარსული ბოქვენი,
ემოციური განწყობა,
სცორად შერჩეული პოზა,
მეტაფორების ულევი ფეტიში,
სენტიმენტალური ისტორიები ბავშვობაზე,როგორც უმწეობის ეპიფენომენი.
დეპრესიით დემორალიზება,რომ 
კულტრურას გასქელებული ტრაკი შეუმჩნველი დარჩეს.
ერთი სიტყვით, პასტიშის მთელი მაგია,რომ
დროზე ადრე არ დადგეს საკვანძო ორგაზმი,როგორც სილოგისტური ფეიერვერკი.
და ზიხარ ასე , მშობელთა  მოწესრიგებულ  სამყაროში,
როგორც უბრალოდ ერთით ზედემტი ანტიგმირი 
და შენივე მარტოობის სადისტური ბუნების,
ავხორცობით ტკბობის პარადოქსებს მიღმა, პოეტურად ეგუები
ლუზერობის  მეინსტრიმს.
 
 
სატორი
 
იდიოტები   იარაღებით.
დარწმუნებულნი   საკუთარ   არსებობაში.
გრავიტაცით დასჯილნი,
წითელ    მიწაზე   აშენებენ    მენტალურ ციხეებს…და
კოსმეტიკური  არსებობის  ეფემერული    ფასადებს,.
სიურაელისტურ  სუპერმრკეტებსა და მაგიურ მაღაზიებში
ყიდულობენ ,ყიდულობენ,  და არაფერზე ფიქრობენ….
გასტრონომიულ   ნირვანაში გადასვლამდე
ლიბიდოს    ეკონომიურად    გამოყენების   აქტს    გეგმავენ.
გეგმავენ   ოვულაციის   თარიღს   აიფონში,
და    განიცდიან  იმედის   ქონის   მუდმივ   ფაღარათს.
როცა  მე  ვზივარ , ჰოლოგრამული რეალობის გარიჟრაჟზე.
უნივერსალური მარტოობის,მშვენიერ სევდაში.
ვხედავ როგორ ეფინება ბავშვის მხრებს თოვლის ფიფქი,
,,რომელსაც შეუძლია ბამბუკის  ტოტი დახაროს,,
და მიხარია,რომ ვინარჩუნებ:
ორივე  ხელს
ორივე ყურს
ორივე თვალს.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.