• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ღმერთმა გვითხრა

×
ავტორის გვერდი ამბროსი მელქაძე 00 , 0000 2045

ღმერთმა გვითხრა:

დაცალ - ცალდით,  ცალკე ხორც და ცალკე სულ იყავით

და მეორედ დაქორწინდით და მესამედ დაქორწინდით

და ერთდროულად რამდენიმესთან დაქორწინდით.

მონოგამია ფილისტერთა მონაჩმახია.

 

მარგინალია:

საქალო, საკაცო ლატექსის პრეზერვა -

ტივები, სანთელი, სპირალი, რეზერვი

კომბინირებული ორალურ კონტრაცეპ -

ტივების და ჰორმონალური პრეპარა -

ტების; ხსნა ფერტილურ დღეების ცოდნაში,

ხალხურად - ქალს თესლი რომ არ შეეპაროს,

გათავებამდე - გამოღება, დანძრევა...

თუ მაინც, სპერმატოზოიდი გაძვრება,

ერთი შვან, რათა არ გამრავლდნენ,

რომ მიწამ ისინი გამოკვებოს.

 

ღმერთმა გვითხრა:

და თუ მესამე შვილი გაგიჩნდებათ, პატრიარქს მოანათლინებთ?

მათ აღზრდაში მონაწილეობა აუცილებელი არაა,

მაგრამ ალიმენტი გადაიხადეთ.

ლენარტ ნილსონმა იცის ბავშვი დედის საშოში

როგორ ისახება და ვითარდება,

მაგრამ მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის დაქტილოსკოპია

დაადგენს მშობლების, განსაკუთრებით მამის ვინაობას.

 

არა - Y - ქრომოსომიანო ადამო,

იცი სადაა არამოტოქონდრიული ევა.

ახალ მიწაზე წასულიყავით.

ნება გექნებათ სინდისად.

წადით და დამივიწყეთ, სამარადისოდ იკურთხებით.

უკან არ მოიხედოთ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული