ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ფილოსოფია

კანონთა წიგნი

ალისტერ კროული
02.12.2013

   


Liber AL (Liber Legis) კანონთა წიგნი ქვე ხატება CCXX რომელიც იშვა აიუასის მიერ

ანხ-აფ-ნა-ხონსუს პრინცთა ქურუმისთვის რომელიც არის 666

 

ჰქმენ ის რაც გნებავს, რამეთუ ესაა უზენაესი კანონი.

 

აკრძალულია სწავლება ამ წიგნით. გამოიჩინე გონიერება და გაანადგურე პირველი წაკითხვის შემდგომ.

ვინც უგულვებელყოფს ამ შეგონებას, დაე, აიღოს სა¬ფრთხე და რისკი საკუთარ თავზე, რადგან სასჯელი შემაძრწუნებელია!

ამდენადვე, ვინც იკამათებს ამ წიგნის შემცველობაზე, აარიდებს თავს ყველა, როგორც შავ ჭირს.

ყოველი კითხვა კანონის შესახებ, განიმარტება ჩემი ნაწერის თითოეულ თავში.

არა არს კანონი გარდა იმისა, - ჰქმნა ის, რაიცა გნე¬ბავს!

 

სიყვარული კანონია, სიყვარული ნების ქვეშ.

 

პრინცთა ქურუმი

ანხ-აფ-ნა-ხონსუ

lib220-afnk.gif

 

***

 

Liber AL vel Legis

კანონთა წიგნი

 

თავი პირველი

I, 1: ჰად! გამოცხადება ნუითისა.

I, 2: სამოთხის საზოგადოების საიდუმლოთა გამომჟღავნება.

I, 3: ყოველი კაცი და ყოველი ქალი ვარსკვლავია.

I, 4: ყოველი რიცხვი უსასრულოა, განსხვავება არ არსებობს.

I, 11: ისაა სისულელე, რომელსაც ადამიანი ეთაყვანება; ორთავე კაცნი და ღმერთნი მათი, ჭეშმარიტად სულელები არიან!

I, 12: გამოდით წინ, ო, შვილებო, ვარსკვლავთქვეშეთიდან და ჰქმენით თქვენი წილი სიყვარული!

I, 14:                                              ზემოთ მბრწყინავი ლაჟვარდოვანი,

შიშველი დიდებულებაა ნუითის;

იგი თრთის კოცნის ექსტაზით,

ჰადითის იდუმალი გზნებით.

ფრთიანი, ლურჯი, ვარსკვლავთა თაღი

ჩემია, ო, ანხ-აფ-ნა-ხონსუ!

I, 40: ის, ვინც გვიწოდებს ჩვენ თელემიტებს, - არ სცდება. არსებობს სამი რანგი: განდეგილი და შეყვარებული, და ადამიანი დედამიწისა. ჰქმენ ის რაც გნებავს, რამეთუ ესაა უზენაესი კანონი!

I, 43: ჰქმენ და ნუ იფიქრებ სხვანი რას გაივლებენ გონებად.

I, 61: სიყვარული ჩემდამი, ბევრად მეტია ყოველივე დანარჩენზე: თუ უდაბნოში, ღამით, ვარსკვლავთა ქვეშ, დაწვავ ჩემთვის ჩემს საკმეველს, გამომიხმობ წმინდა ნებით, - შეირხევიან ცეცხლის გველები, შენ მოხვალ და მცირე ხანს ჩემს გულში დაივანებ. ნებითა შენით, ერთი ამბორი უბოძე ყველას; ვისაც უბოძებ მტვრის ერთ ნაწილსაც, დაკარგავ ყველაფერს იმავ წამს. თავი მოუყარე საქონელსა და ქალთა საკმაზის მარაგს; შეიმოსე ძვირფასი ქვის სამოსით; დაძლიე მდიდრული და ამპარტავანი სამყარო; მაგრამ ყოველთვის იყავი ჩემდამი სიყვარულით გაწყობილი, რამეთუ ეწვიო ჩემს მიერ შენდამი გაღებულ ბედნიერებას. გიბრძანებ, დაგაძალებ, რომ მოხვიდე ჩემამდე დაფა-რული თავსაბურავით, შემოსილი ერთადერთ მანტიაში. მე შენ მიყვარხარ! ვდარდობ შენს გამო! ფერმიხდილი თუ მეწამული, ჩადრით შემოსილი თუ ვნებით აღვსილი, მე, რომელიცა ვარ ყოველი სიამოვნება და დიდებულება, და იდუმალი თრობა, - გწადილობ შენ! შესდექ ფრთებზე და გამოიღვიძე, გველივით დაიკლაკნე და იბრწყინე: წამოდი ჩემსკენ!

I, 64: მე ვარ მზის ჩასვლის ლურჯთვალა ქალწული; მე ვარ შიშველი ბრწყინვალება და ვნება, - ბინდშეპარული ცის.

I, 65: ჩემთვის! ჩემთვის!

I, 66: დასასრულს მივიდა გამოცხადება ნუითისა.

 

 

თავი მეორე

II, 1: ნუ! გაუჩინარება ჰადითისა.

II, 6: მე ვარ ცეცხლი, დანთებული ყოველ კაცთა გულში და ვარსკვლავთა ბირთვში. მე ვარ სიცოცხლე და მბოძებელი სიცოცხლისა, შეცნობა ჩემი, - შეცნობაა სიკვდილისა.

II, 7: მე ვარ მაგი და განმათავისუფლებელი. მე ვარ ღერძი ბორბლისა, და კუბი, მოქცეული წრეში. „წამოდი ჩემსკენ“ უგუნური სიტყვაა: რამეთუ თავად მოვალ შენთან.

II, 22: მე ვარ გველი, ცოდნის მბოძებელი, სიამით დამატკბობელი, კაშკაშა დიდებულება და მთვრალ კაცთა გულში მოფუსფუსე. რომ მომყვე მე, აიღე ღვინო და ძლიერი ნარკოტიკი, რომლის შესახებაც ვუთხარი ჩემს წინასწარმეტყველს; შესვი და მათით დათვერი. არას გავნებენ ისინი. ადამიანო, იყავ ძლიერი! ნეტარება და სიამოვნება მიიღე ყოველი გრძნობით და აღტაცებაში მოდი: არ შეგეშინდეს, რომ რომელიმე ღმერთი უარგყოფს ამისთვის.

II, 23: მარტო ვარ: არა არს ღმერთი იქ, სადაც ვარ მე.

II, 57: იგი, რომელიც არის უმწიკვლო, დარჩეს უმწიკვლოდ; იგი, რომელიც არის ბინძური, დარჩეს ბინძურად!

II, 58: ჰო! ნუ იფიქრებ შეცვლაზე: ხარ ისეთი, როგორიც ხარ და არ ხარ ისეთი, როგორიც არ ხარ. სამყაროს მეფეები მარა-დიულად მეფენი იქნებიან: მონები, მონებად დარჩებიან. არა არს რაიმე, რომელსაც ძალუძს მიწაზე დაგცეს ან ცად აგამაღლოს: ყველაფერი ისეა, როგორც არის. ჰო! არიან მიმდევარნი ჩემნი, რომელნიც ირგებენ ნიღაბს: ეს შეიძლება იყოს აი, ის გლახა, რომელიც არის მეფე. და მეფის ნებაა, როგორ შეურჩევს თავის ტანს სამოსს: ეს არ ხდება უეჭველად გამოცდებით: მაგრამ გახსოვდეს: - ტანსაცმელი ვერასოდეს დამალავს სულის სიღარიბეს.

II, 62: ავმაღლდი შენს გულზე და ვარსკვლავთა ამბორი ჩამოწვიმს შენს სხეულზე.

II, 78: აღაზევე თავი შენი! არა არს რაიმე, რომელიც დიადია შენზე, კაცთა და ღმერთთა შორისაც კი! აღაზევე თავი შენი, ო, ჩემო წინასწარმეტყველო, რომ ტანი შენი აღემატებოდეს ვარსკვლავთა სიმაღლეს. ისინი გაჰყვებიან შენს სახელს, დიად კვადრატს, მისტიკას, ჩინებულებას, საუცხოობას და რიცხვს ადამიანისას. და შენი სახლის სახელია 418.

II, 79: დასასრულს მივიდა გამოცხადება ჰადითისა; დაე, ლოცავდეთ და მისდევდეთ საყვარელ ვარსკვლავს, - წინასწარმეტყველს!

 

 

თავი მესამე

III, 1: აბრაჰადაბრა! გამოცხადება რა-ჰოორ-ქუითისა!

III, 12: შემომწირე რქოსანი, პატარა და დიდი: ჩვილის შემდეგ.

III, 13: მაგრამ არა ახლა.

III, 14: იხილავ ამ ჟამს, ო დალოცვილო მხეცო და შენც, მისი სურვილის ალისფერო მიჯნურო!

III, 42: განსაცდელები, რომელთაც იხილავ საკუთარ თავში, შეინახე და კარგად დაფარე მასში. უკუ არ აგდო, მაგრამ შე-იცანი და გაანადგურე გაცემის გარეშე. მე რა-ჰოორ-ქუითი ვარ, ჩემს მსახურთ ვიცავ. წარმატება გამოცდაა შენი: ნუ იკამათებ; ნუ გარდაქმნი; მეტისმეტს ნუ იტყვი! ისინი, რომელნიც ეძიებენ გზას შენს მოსატყუებელად, - ჩამოგანგრევენ; შეუტიე მათ შებრალების ან დანდობის გარეშე და გაუსწორდი უკიდურესად მძიმე სასჯელით! მარდად იარე, როგორც გველმა, შემდეგ შებრუნდი და განგმირე! იყავი მასზე ბევრად მომაკვდინებელი! წაათრიე მათი სულები საზარელ საწამებელში: იცინე მათ შიშზე: მიაფურთხე მათ!

III, 49: მე იდუმალი ოთხნაწილიანი ღვთისმგმობი სიტყვა ვარ; წინააღმდეგი, კაცთა ყოველი ღმრთისა.

III, 51: მე, ქორისთავიანმა, ჩავკორტნე იესოს თვალები, ოდეს ჯვარს იყო ცმული.

III, 52: მუჰამედის წინ ვიქნევ ფრთებს და ვაბრმავებ მას.

III, 53: ჩემი ბრჭყალებით ვგლეჯ ინდოელთა, ბუდისტთა, მონღოლთა და დინთა ხორცს.

III, 54: Bahlasti! Ompehda! ვაფურთხებ თქვენს გაკერპებულ კრედოებს!

III, 55: დაე, მარიამი მოიღუშოს და დაიგლიჯოს ბორბალზე: მისი გულისთვის დაე, ყოველი უბიწო ქალწული, იყოს შენთვის მეტისმეტად საძულველი, საძულველთა შორის!

III, 63: სულელნი წაიკითხავენ კანონთა წიგნსა და კომენტარებს; და ვერ გაიგონებენ მას.

III, 75: სიტყვის გასრულებისას ნათქვამი სიტყვა, სიტყვაა აბრაჰადაბრა!

 

 

© გამომცემლობა ბაბილონი BABYLON Publishing House

მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი

წიგნის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში „ბუქსითი“ (მელიქიშვილის 21).