სიკვდილის ჩანაწერები





პროზა

სიკვდილის ჩანაწერები




უამრავი ჯურის მბორგავი სული და სილურჯეშეპარეული მბობღავი გვამი მაღიზიანებს. ან კი სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ყოფა, როცა თავს ამდენი ფიქრის მოძულე იდიოტი გვახვევია. მათი კატეგორიზაციით დიდი ხნის განმავლობაში ვიხალისებდი თავს, მაგრამ მივხვდი რომ ეს არ კმარა, ისინი არამხოლოდ წარმოსახვაში, არამედ ფურცელზეც უნდა მოვკლა, რაც გაცილებით ხელშესახები და საამოა. ვიმედოვნებ, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტების ფურცელზე გადატანით გვარიანად გავერთობი. ამ ჩანაწარებში მხოლოდ იმ ტიპის ადამიანების სახეებს იხილავთ, რომლებიც ბუნებრივი სიკვდილის ნაცვლად მტანჯველ სასჯელს იმსახურებენ. ერთი სიტყვით, თავს ვიზღვევ, იქნებ უზენაესი სამსჯავრო მართლაც არ არსებობს.

დომინიკ ანდერსონი - ყოველთვის ხელჩაკიდებული დადის თავის შეყვარებულთან ერთად, დაჰყავს კინოში, თეატრში და ამისგან სიამოვნებას ღებულობს (ფულს მამამისი აძლევს). როდესაც საუბარი ჩამოვარდება სიყვარულზე, მაშინვე მოუსვენრობა იპყრობს და ერთი სული აქვს როდის ჩამოყალიბებს თავის გაცვეთილ ჰიპოთეზას. არ აქვს მნიშვნელობა ამ ტრიუკს მსმენელის თანდასწრებით მერამდენედ მიმართავს. არასოდეს წყინდება სუფრაზე ლექსების თქმა. ეს კიდევ ერთი ბოროტებაა, როგორ შეიძლება ლექსები დაიზეპირო და მერე ეს ლექსები საცივისგან აქოთებულ სუფრაზე ანთხიო. თან ისეთი გრიმასით ჰყვება, ძნელია თავი შეიკავო და პროტესტის ნიშნად ჩანგალი არ ჩაარჭო არტისტულად დამანჭულ მარჯვენა ხელში. მისი ეს ყალბი გზნება მხოლოდ ყელში სამართებლის გამოსმის ღირსია. დომინიკის საფირმო ილეთი გიტარაზე ჩხარუნი და უგემოვნო სიმღერების გაუთავებლად ტრიალია, რისგანაც რიგი გოგონები აღტაცებულები აფახუნებენ თვალებს და სიამოვნებისგან კრუსუნებენ. ქალურ სოლიდარობას მივესალმები, მაგრამ ისინი გამოუსწორებელი გონებაჩლუნგები არიან, თან არა მატერიალური გაჭირვების და გონებრივი შესაძლებლობლების გამო, არა, ეს მათი არჩევანია, იყვენენ გონებასუსტნი. დომინიკის სტიქია ტრადიციული სუფრის წაძღოლაა, შეიძლება ითქვას, ეს არის ის, სადაც თავს პოულობს.

განაჩენი: დიდ ლითონის ქვაბში წყალის ჩაყენება, ადუღება და დომინიკის სხეულის ნელ-ნელა მასში ჩაშვება. რამდენიმე ჯალათის მიჩენა, რათა დროდადრო გრძელი რკინის კოვზით მოურიონ.

ენდრიუ უირი - თავს მოგაჩვენებთ რომ სექსზე და „მისთანებზე“ ბევრად მაღლა დგას. ამ დროს მის ლეპტოპზე ბრაუზერის არქივებს თვალი რომ შეავლოთ, დარწმუნებული ვარ შეწყალების ნიშნად ოხვრა აღგმოგხდებათ. როგორ ანტურაჟშიც არ უნდა მოხვდეს, თავგამოდებით ამტკიცებს, რომ სექსი ეს ცხოველური ინსტიქტია, რომლის დათრგუნვასაც მთელი ძალებით უნდა შევეცადოთ. თუ შედარებით ერუდირებულ საზოგადოებაში მოხვდა, მაშინვე ტრიერის ფილმების ძაგებას იწყებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მათ(მის შემყურეს უდაოდ გერმანული ბრუტალური პორნო გაგახსენდებათ). ენდრიუსთვის რომანტიზმი ცხოვრების აზრია, ეს მაშინაც გამოიხატება, როცა ამჩატებამდე რომანტიკულ წერილს საპირფარეშოში წერს, ფეკალური მასების გარეთ გამოსროლის პარალელურად. მართალია ეს პოზა გოგოების მოხსნის რიტუალს განსაკუთრებით პიზიტიურად არ ადგება, მაგრამ თავისას არ იშლის. იმითაც ბედნიერია, რომ რამდენიმე მათგანს უკვე სასტიკად გაუსწორდა და ტუჩებშიც აკოცა.

განაჩენი: ფიცრებს შორის ენდრიუს ჩაკვეტება და მაღლიდან მოქცეულ ფიცარზე აუჩქარებლად სიმძიმეების დალაგება.

ქრისტოფერ რეინერი - სტანდარტული პოეტი, რომელიც ამ სტატუსისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს პირწმინდად აკმაყოფილებს. პოეტი უფულობის გამო გახდა, თორემ რომ არა სიდუხჭირე ამ სისულელეების თხზვაზე დროსაც არ დაკარგავდა. ეს პროფესია მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრების მარტივ გზად ესახება, რომელიც წელშიგამტეხ შრომას არ მოითხოვს. ქრისტოფერი მალევე გაერია თავისნაირების მარაქაში, რაც მხოლოდ ჩაცმის სტილის შეცვლას და არაამვექყნიური გამომეტყველების სახეზე შეშრობას მოითხოვს. უყვარს იაფასიანი არაყი, ფსიქოტროპული ტაბლეტები და მემარცხენე ბიმბოები, ეს უკანასკნელი მისთვის საკმაოდ დეფიციტური პროდუქტია, რადგან პერიოდულად ისინი ჩოხოსნებზე ან ბაბუ-ბებერ-ბაბულიკ-ბაბს კასტაზე იწევენ.

განაჩენი: ქვის ლოდზე ქრიტოფერის თავის მოთავსება და სპილოსთვის მისი გაჭყლეტვის ბრძანების მიცემა.

ანეტ მეთისი - იცვამს მეორადებში, მაგრამ იმაზე მეტს ხარჯავს ვიდრე სხვები ფეშენებელურ მაღაზიებში. უყურებს პაზოლინს, გოდარს, ბერტოლუჩის, ალმადოვარს, ტარკოვსკის და შიგადაშიგ ლინჩს(დეკლარირებულად). ეტრფის სტივენ სპილბერგს, განსაკუთრებით ინდიანა ჯონსის თავგადასავლებს და იურული პერიოდის პარკს(ფარულად). აცვია ტიპური ჰიპსტერივით და აურაცხელი ოდენობის სიგარეტს ეწევა. ისტერიულად აკრიტიკებს ეკლესიას, ძირითადად თვითონაც არ იცის რაზე, მაგრამ გრძნობს, რომ მის წრეში ასეა მიღებული. არის ფემინისტი, ძაღლების უფლებების დამცველი, გარემოს დამცველი და კიდევ ყველაფრის დამცველი, რისი დაცვაც შესაძლებელია. ხანდახან იბნევა და თავისუფალ ბაზარსაც იცავს. ყველაფერს აბრალებს პოსტკომუნსიტურ მენტალობას. წაკითხული აქვს პატარა უფლისწული და მგზავრის წერილები, შემდეგ კი პირდაპირ ფუკომდე და დერიდამდე დაწინაურდა. ახლა უკვე ამ ორ უკანსკნელზე მკაცრადაა შემჯდარი, იმის მიუხედავად, რომ დიდად არ ესმის რას იწერებიან. სოლიდარობას უცხადებს „ფუსი რაიოთს“ და მოწონს ბუდიზმი, ცოტათი კათოლიციზმი.

განაჩენი: სამკუთხედის ფორმის მკვრივ ხეზე საშოთი შემოსმა და ფეხებზე დიდი სიმძიმეების ჩამოკიდება.

ქეთრინ მაქბრაიდი - არის გლამური, აქ იშვიათად ყიდულობს ტანსაცმელს, ძირითადად იწერს, რადგან აქ მისთვის მწირე არჩევანია. საუბრისას ენას იჩლექს და სიტყვებს გაუგებრად წელავს. უყვარს კლუბური ცხოვრება, ამავდროულად საქალწულე აბკის  სადარაჯოზე დგას. არის მამიკოს პრინცესა და ეკლესიის მრევლი, მაგრამ უხეშ მამრებს უროგრაფიაზეც ვერ ეუბნება უარს. გათხოვების შემდეგ ძალადობა სექსიდან ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა, მაგრამ ოჯახს არ ანგრევს, მეზობლებისთვის საჭორაო თემის მიცემას ერიდება.

განაჩენი: ხელებით ჭერზე გამობმულ შვერულზე ჩამოეკიდა და კლიტორზე სიმძიმეების ჩამოკიდება.

პოტენციური შემამსუბუქებელი გარემოებები:

რომელიმე მათგანის ხელში მარკუს ზუსაკის წიგნის დანახვა.

ჰორორებისადმი ისტერიული მიდრეკილება.

სექსისას რამშტაინის 2009 წლის ალბომის, „სიყვარული ყველასთვისაა“ მოსმენა.

 

შენიშვნა: ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2014 წლის 7 იანვარს, ქ. თბილისის ერთ-ერთ მოწყენილ საგიჟეთში. ავტორმა შუა ღამეს სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.