ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოლიტიკა

რევოლუციის დაცვისათვის

ჟორჟ ჟაკ დანტონი
08.01.2014

   


საკანონმდებლო შეხვედრა 28 აგვისტო 1792 წელი
 
 
თარგმანი: ზაზა სუთიძე
 
ჩვენმა მტრებმა დაიკავეს ლონგვი.მაგრამ ლონგვი - ჯერ კიდევ არ არის მთლიანი საფრანგეთი. ჩვენი არამია ჯერ კიდევ ფეხზე დგას. თქვენ დამეთანხმებით, რომ ჩვენი შიშები არმიასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ძლიერი და ეფექტური არმია (აპლოდისმენტები).
ჩვენ შევძელით ძლიერი კონვულსიით გადაგვეგდო დესპოტიზმი დედაქალაქში; და ასევემთლიანი ნაციის ძლიერი მოქმედებით , ჩვენ გადავაგდებთ დესპოტებსაც (აპლოდისმენტები).
თქვენ გაეცით განკარგულება ოცდაათი ათასი ადამიანის მობილიზებაზე, პარიზის და მეზობელ დეპარტამენტებში. ზოგიერთმა ადამიანმა, რომელმაც გამოიღვიძა საუკეთესო სურვილებით, ძალიან საეჭვოდ წარმოიდგინა პირველივე მომენტში, რომ ეს მობილიზება ხდებოდა მარტო პარიზისათვის; ისინი ფიქრობდნენ, რომ რევოლუციის ცენტრი არ ყოფილიყო თავისი საუკეთესო დამცველებისაგან მიტოვებული პარიზის გარეთ. ეს გაუგებრობაც გაიფანტა და მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საფრანგეთში უდიდესი ძალისხმევით აგროვებს რევოლუცია თავის კონტიგენტებს. დღემდე მიმდინარეობდა ლაფაიეტის სტილის იმიტირებული ომი; ახლა თქვენ უნდა დაიწყოთ რეალური ომი - ომი დესპოტების წინააღმდეგ. დადგა დრო, ვუთხრათ ხალხს, რომ ის თავისი მასიურობით დაესხას თავს საფრანგეთის მტრებს.(აპლოდისმენტები)... როდესაც გემი იძირება, ეკიპაჟი ყველაფერს ზღვაში ყრის, რასაც შეუძლია გააძლიეროს საფრთხე. ზუსტად ასევე, რასაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნაციას, უნდა გადაიყაროს ნაციის წიაღიდან და რასაც შეუძლია სიკეთე მოუტანოს ნაციას, უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს, იმ პირობით, რომ ისინი დააჯილდოვებენ მესაკუთრეებს. ჩვენი მდგომარეობა მოცემულ მომენტში ისეთია, რომ ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს გადარჩენას, უნდა მიეცეს მსვლელობა. აღმასრულებელი ხელისუფლება სასწრაფო წესით დანიშნავს კომისრებს, რომ მათ ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე დეპარტამენტებში. ასევე თქვენც უნდა აირჩიოთ კომისრები, რომ ამ საერთო მუშაობამ მიგვიყვანოს სასარგებლო და სწრაფ რეზულტატამდე.(აპლოდისმენტები). ჩვენ გთავაზობთ თქვენ გამოაცხადოთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ევალება მობილიზება გაუკეთოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც შეუძლია ატაროს იარაღი და გამოიყენოს ის ეფექტურად და გააგზავნოს ისინი საფრანგეთის საზღვრებთან და საფრანგეთის რევოლუციის დასაცავად. ასევე გთხოვთ, მოგვცეთ იმისი უფლება რომ ჩავატაროთ მასიურად პარიზის მოქალაქეების სახლების ჩხრეკა, რათა დავადგინოთ რა რაოდენობის იარაღია მოსახლეობაში.პარიზისაკენ მიმავალი გზები დღემდე ჩაკეტილია და ამისათვის ჩვენ გვქონდა სერიოზული მიზეზები. საჭირო იყო პოლიტიკური რენეგატების დაკავება. და რამდენი რენეგატის დაკავებაც არ უნდა გახდეს საჭირო, ჯობს ყველა დავაკავოთ,რომ პარიზს თავისუფლად შეეძლოს საბრძოლველად გამოსვლა მთელი საფრანგეთისათვის. მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ სრული უფლებმოსილება, ყველა რენეგატიზმში ეჭვმიტანილი მოქალაქე დააკავოს.
ნუთუ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ მტერს და ამოვეფაროთ ქალაქის კედლებს,თუ ჩვენს ავანგარდს პარიზის გარეთ გაანადგურებს მტერი? ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ მტერთან პირისპირ. პარიზში ჩვენ გვყავს ოთხმოცი ათასი ბრძოლისუნარიანი რევოლუციონერი, რომლებსაც შეუძლიათ იარაღის ეფექტიანად გამოყენება. საჭიროა ამ ძალების საზღვრებთან გადასროლა .
როგორ მოხდა, რომ იმ ხალხებმა, ვინც ისტორიულად მოიპოვეს თავისუფლება, შემდეგ ეფექტურად შეინარჩუნეს ეს მოპოვებული თავისუფლება? ისინი მიდიოდნენ მტერთან პირისპირ საბრძოლველად და არ ელოდებოდნენ, თუ როდის მოვიდოდა ის.
ფრანგმა ხალხმა გადაწყვიტა იყოს თავისუფალი და ის გახდება თავისუფალი. ძალიან მალე აქ მოვლენ სერიოზული ძალები. მუნიციპალიტეტების განკარგულებაში იქნება ყველაფერი,რაც საჭირო იქნება რევოლუციისათვის. მათ შორის მუნიციპალიტეტებს ექნებათ უფლებამოსილება აუნაზღაურონ მესაკუთრეებს მიყენებული ზარალი. ყველაფერი ეკუთვნის საფრანგეთს,როდესაც ის საფრთხეშია !(აპლოდისმენტები).
ამ ყველაფრის ფონზე,თქვენ უნდა მოგვანიჭოთ უფლებები, რომ ჩვენ ჩავატაროთ პარიზში სახლების მასობრივი ჩხრეკა, რომ ამოვიღოთ  ჩვენი არაკეთლმოსურნეების და სულელების მიერ გადამალული იარაღი  და დავურიგოთ ის ხალხს. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაღოთ პარიზის ჭიშკრები და განვაახლოთ რევოლუციის დამცველების შეერთება მეზობელ დეპარტამენტებთან, რომ მათ  შეინარჩუნონ და არ დაარღვიონ კანონი პასპორტებთან დაკავშირებით და ასევე ერთიანი ძალებით რომ  გამოვიდნენ.
და ბოლოს მე მინდა მოგიწოდოთ, რომ აირჩიოთ თქვენი რიგებიდან კომისრები და მათ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მოუწოდონ მოქალაქეებს, საფრანგეთის სახელით დაიცვან საფრანგეთი.(აპლოდისმენტები).
 
28 აგვისტო 1792 წელი.