ძროხები ხელოვნების გაკვეთილზე





პოეზია

ძროხები ხელოვნების გაკვეთილზე




თარგმანი: საბა ტლაშაძე

 

კარგი ამინდი მშვენიერია.

კეთილი ქალი იშვიათი,

მაგრამ, როცა ხვდები,

ის უკანასკნელი აღარაა.

მამაკაცი უფრო მეტად მტკიცეა,

როცა ის მანკიერია

მეტად შესაძლებელია მან განაგრძოს გზა ჩვეული სტილით,

მაგრამ თუ კეთილშობილია ის ჩამოეკიდება.

ქალები ბავშობის წლებით იცვლებიან.

დიეტა, საუბარი სექსზე.

მთვარე.

მზის ქონა ან უქონლობა.

ქალები უნდა აღიზარდონ სიყვარულის წესებით

სადაც მამაკაცს შეუძლია გამოიწრთოს სიძულვილში.

ვსვამ ამ ღამით ბარში

და ვიხსენებ იმ ძროხებს, რომლებიც

ერთხელ დავხატე ხელოვნების გაკვეთილზე.

ისინი ყველაფერზე უკეთ გამოიყურებოდნენ.

ვსვამ ბარში

ველოდები იმას, ვისაც უყვარს და ვისაც ძულს,

მაგრამ წესები აღარ არსებობენ,

მე მიყვარს და მძულს მხოლოდ საკუთარი თავი.

ისინი დგანან ჩემს მიღმა,

როგორც ფორთოხალი მაგიდიდან ჩამოვარდნილი

ძირს რომ მიგორავს.

გადავწყვიტე:

მოვკლა ან შევიყვარო საკუთარი თავი.

რა არის ღალატი?

საიდან მოდის ინფორმაცია?

წიგნები... როგორც გატეხილი ჭიქა,

ჯერ არ მსურს ტრაკი მათით გამოვიწმინდო.

უფრო მეტად ბნელდება, ხედავ?

(აქ ჩვენ ვსვამთ და ვსაუბრობთ ერთმანეთში,

ჩანს, ერთმანეთს ვიცნობთ)

ვიყიდე ძროხა დიდი ძუძუებით და უზარმაზარი გავით.

თანამედროვე შეიარაღება.

ბარმენი ლუდს უშვებს ჩემსკენ,

ის კი მოიწევს,

როგორც ოლიმპიური მორბენალი

ჩემი შეწყვილებული ხელებით ვაჩერებ და ვსვამ.

ცუდი ამინდია ძროხებისთვის,

მაგარამ ჩემი ჯაგრისი მზადაა დასავარცხნად.

მწვანე ბალახი, უსიცოცხლო თვალები,

მწუხრება იპყრობს მთელ ჩემს სხეულს.

მე ვსვამ ლუდს

და ვუკვეთავ სროლას,

რომ მომცეს ძალა, გამბედაობა და სიყვარული

 წასასვლელად.  


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.