• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

აი, რა უნდათ მათ

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ბუკოვსკი 00 , 0000 3039
თარგმანი : დიანა მაკალათია
 
 
***
ჩვენი ოქროს თევზები წრიულად ცურავდნენ
მაგიდაზე მდგარ თასში,
მძიმე პორტიერები
ფანჯრის სურათს ფარავდნენ და
დედაჩემს, ყოველთვის მომღიმარს სურდა ყველა ჩვენგანის
ბედნიერება. მე მეტყოდა: ,,იყავი ბედნიერი, ჰენრი''
და ის მართალი იყო: უკეთესია იყო ბედნიერი თუ ეს
შეგიძლია.
მაგრამ მამაჩემი ისევ ცემდა მას და მეც,
კვირაში რამდენჯერმე
შინაგანად მძვინვარეს რომ ვუყურებდით,
ვერ ვხვდებოდით, რა უბიძგებდა მას ასეთი თავდასხმისკენ.
დედაჩემი, საწყალი თევზი
მას სურდა ბედნიერები ვყოფილიყავით, როცა
კვირაში ორჯერ ან სამჯერ ცემდნენ და
მე მეუბნებოდა ბედნიერი იყავიო: ,,ჰენრი, გაიღიმე
რატომ არასდროს იღიმი?''
და შემდეგ ის მაჩვენებდა როგორ გამეღიმა
და ეს იყო ყველაზე სევდიანი ღიმილი
რაც ოდესმე მენახა.
ერთ დღეს თევზები მოკვდნენ,ხუთივე დაიხოცა
ისინი წყალზე ტივტივებდნენ და თვალები ისევ ღია ჰქონდათ
და როცა მამაჩემი სახლში მოვიდა,კატას დაუყარა ისინი
იქ, სამზარეულოს იატაკზე
და ჩვენ ვუყურებდით დედას, რომელიც იღიმოდა.
 
 
ლექსი
 
,,ლექსი ქალაქია სავსე ქუჩებითა და საკანალიზაციო მილებით,
სავსე წმინდანებით, გმირებით, მათხოვრებით, გიჟებით
ჩვეულებრივებითა  და ლოთებით
ხშირი  წვიმებით,ჭექა–ქუხილებით, გვალვებით
ლექსი ქალაქია, რომელიც ეკითხება დროს:,, რატომ’’?
ის ქალაქია, რომელიც იწვის
ქალაქი ტყვიების ქვეშ
სადალაქო,  სავსე სასაცილო ლოთებით
ლექსი ქალაქია, სადაც ღმერთი შიშველი დადის
ქუჩებს შორის,  როგორც ლეიდი გოდივა
სადაც ძაღლები ყეფენ ღამე და ერთმანეთს აძრობენ კუდებს.
ლექსი არის ქალაქი პოეტების
თითქმის ყველა ერთმანეთის მსგავსნი,
შურითა  და  ტანჯვით სავსენი..
ლექსი ახლა ის ქალაქია
50 მილით დაშორებული აქედან
დილის 9:09 ზე
შენ რომ  ლიქიორის გემოს გრძნობ და პირში  სიგარეტს.
არც პოლიციელები, არც მოსეირნე შეყვარებულები
დაკეტილი კარებით,
ბარიკადებით გადაღობილი თითქმის ცარიელია
აქ მწუხარებაა ცრემლის გარეშე
დაბერება სიბრალულის გარეშე
კლდოვანი მთები
და ოკეანე როგორც  მოგიზგიზე ლავანდი
მთვარე ღარიბი სიდიადით
ჩუმი მუსიკა ჩამსხვრეული ფანჯრებიდან
პოემა ქალაქია,  ხალხია,
სამყაროა..
და ახლა მე ამ ნაწერს მინის ქვეშ ვდებ
გიჟი რედაქტორის გამომცდელი მზერისთვის
და ღამე თითქოს სხვაგანაა
და მისუსტებული ფერდაკარგული ქალბატონები
რიგში დგანან,
მდინარის შესართავისკენ ძაღლები ერთმანეთს მისდევენ,
სახრჩობელებთან საყვირის ხმა ისმის
როგორც პატარა კაცების
მაღალფარდოვანი ლაპარაკი,  არაფერი რომ არ შეუძლიათ.’’
 
 
 
 
 
აი, რა უნდათ მათ
 
ვალიეხო შიმშილისგან მომაკვდავი  მარტოობაზე  წერს;
ვან გოგი თავის მოჭრილ ყურს მეძავს აჩეჩებს;
რემბო აფრიკაში ოქროს საძებნელად წასული სიფილისს იკიდებს;
ბეთჰოვენი სმენას კარგავს;
პაუნდს გისოსებში გამომწყვდეულს დაატარებენ ქუჩებში;
ჩატერტონი დარიშხანს იღებს და კვდება;
ჰემინგუეი ტვინს ფორთოხლის წვენში ანთხევს;
პასკალი ვენებს იჭრის სააბაზანოში;
დოსტოევსკი კედელსაა მიყენებული;
კრეინი მოყოლილი საზღვაო ხრახნის ქვეშ;
ლორკას ხვრეტენ ესპანელი ჯარისკაცები;
ჯონ ბერიმენი მდინარის ხიდიდან ხტება;
ბეროუზი თავში ტყვიას ახლის ცოლს;
მეილერი  დანას იცემს..
აი, რა უნდათ მათ:
დაწყევლილი შოუ,
ბრჭყვიალა რეკლამები ჯოჯოხეთის შუაგულში.
აი, რა უნდათ მათ:
ამ ბუნდოვან,
მკრთალ,
შეუსმენელ,
ფრთხილ,
პირქუშ
კარნავალის გულშემატკივრებს.
 
 
 
 
***
 
 ,,მე გამაღვიძა მშრალმა ჰაერმა და ვიგრძენი გვიმრები მომკვდარიყვნენ,
ოთახის მცენარეებიც, ყველა იყო სიმინდივით ყვითელი.
ჩემი ქალიც წავიდა,
და ცარიელი ბოთლები ჩემს ირგვლივ უსარგებლოდ ეყარნენ.
მზე მაინც ძველებურად  კეთილი იყო
და დიასახლისის დატოვებული წერილი  სიყვითლით
მახსენებდა დავალიანებას.ახლა რაც იყო საჭირო-
ეს გახლდათ კარგი კომიკოსი, ძველი სტილი,იუმორისტი თავისი
 ხუმრობებით ტკივილის აბსურდზე და აბსურდის ტკივილზე-
რამდენადაც ეს უკვე არსებობს, სხვა არაფერი..
მე ფრთხილად გავიპარსე  წვერი ძველი დანით-
კაცმა,რომელიც ოდესღაც ახალგაზრდა იყო,
გენიოსად წოდებული,მაგრამ
ეს ტრაგედიაა ფოთლების,
მკვდარი გვიმრების,უსიცოცხლო ყვავილების
და მე მოვდიოდი ბნელ კორიდორში,
სადაც იდგა დიასახლისი
უკანასკნელად    იწყევლებოდა და
 მგზავნიდა ჯოჯოხეთში თავისი
ცხიმიანი სხეულის მოძრაობით,  ოფლიანი ხელების ქნევით
და ყვირილი
ყვირილი ბინის ქირისთვის.
ჩვენ  ხომ სამყარომ ორივე მოგვატყუა...’’
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული