• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პირადი კარანტინი

×
ავტორის გვერდი ლუკა ეხვაია 00 , 0000 2310

საავადმყოფოს მოსაცდელში ვზივარ,

მოუსვენრობა მიპყრობს, ოფლი მასხამს,

მედიკოსების იუმორი,

სპეციფიური სუნი,

მეყვინთება,

თავი ელვისებურად მივარდება,

ისევ მეღვიძება დამფრთხალს,

გულს ბაგა-ბუგი გაუდის,

და აი, ისიც, ექიმი მოხდენილი მოძრაობით მიახლოვდება,

თეთრი მოსასხამის ქვეშ დეკოლტე აცვია,

მან მამცნო, რომ მე შიდსი ავიკიდე,

ვაღარავის გავჟიმავ.

 

ღმერთი ისევ ვიწამე,

კოლაბორაციონისტი ვარ,

იქნებ თავის ბანაკში უკან მიმიღოს,

სულ სათითაოდ დავტყნავ წითელ ეშმაკუნებს,

ოდნავ დაამუხრუჭე ღმერთო,

კუთხეში ხომ ნებისმიერ დროს მომიმწყვდევ,

სტრიპტიზ კლუბში შენს სახელზე ვილოცებ,

ოღონდ კიდევ ერთხელ მქონდეს ბრიქი,

სისხამ დილით,

ახალ გაღვიძებულზე,

ისე, რომ ამაყად ვიშლიგინო მეგობარი გოგოს წინაშე.

 

ხანდახან მგონია, რომ სიკვდილთან ბრძოლაში,

სიცოცხლისთვის დრო აღარ მრჩება.

მოსიარულე გვამი ვარ,

ორი გვამი ვარ,

მერაბიშვილმა ჩემი გვამები შეუკვეთა,

ყველა ჩემზე ნადირობს,

რადგან დაინფიცირებული ვარ.

თავს არასოდეს ვიცავდი,

რომელ კურტიზანს დავაბრალო,

ყველას დავკეპავ,

როგორც რუანდაში დაკეპეს ტუტსის ეთნიკური ჯგუფი მაჩეტეებით,

მკვდრეთით აღდგომა მაინც შემეძლოს.

 

რისთვის მომივლინე შიდსი?!

ალბათ აბორტის დაძალებისთვის,

არასრულწლოვანისთვის კბილის მოსინჯვისთვის,

კოკა-კოლაზე შეჯდომისთვის,

სუტენიორობისთვის,

მწერლობისთვის,

ტყუილისთვის,

რომ სიყვარული შემიძლია.

მე ხომ მხოლოდ სექსი მსიამოვნებდა,

სხვა არაფერი გამეგებოდა,

უბრალოდ მეშინოდა, რომ არ მიყვარდა.

წავალ და ცხენების ჯირითზე დავდებ მთელს მოგროვილ კაპიტალს,

ტროას ცხენი ბილეთს გატეხავს.

ვწუხვარ,

მსოფლიოს საუკეთესო დეპრესიული ადამიანების რიცხვშიც ვერ მოვასწარი შესვლა. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული