ფიქრები დამლაგებლისა





პოეზია

ფიქრები დამლაგებლისა




,,ზარმაცი თავმოყვარე გოგო"

 

როცა ტანსაცმელი ძალიან გიხდება,

ვარცხნილობაც შესაფერისია_

ბარში ლუდს სვამ და

სიგარეტს ეწევი.

ტუჩები არის გამოსაწური,

თითქოს არავინ გაინტერესებს ირგვლივ.

გინდა დაგკოცნონ...

 

როცა შენი ხმა მხოლოდ შენ გესმის 

და გამუდმებით იტყუები, რომ 

შესანიშნავად ხარ,

სწორედ მაშინ გინდა კანი შემოიხიო

და იხრჩობოდე საკუთარ სისხლში.

 

ახლა კი გარეშე თავისგან

მოწიე სხვა ქალი შენკენ.

დამოუკიდებლობა დაკარგულია შენში.

 

იმეორებ დაზეპირებულ სიტყვებს და 

მოქმედებებს.

აბსტრაქცია უკუგაქცევს სამყაროსგან

და ცდილობ გამოძვრე ხვრელიდან,

რადგან თავიდან გშობოს ფსიქოლოგიამ.

 

უინტერესოა ჩიტების გადაფრენა

ან ნაცრისფერი თვალებით 

არ გინდა დაინახო

ამომავალი კვამლი შენი სახლიდან.

 

მოზაიკურად მოწყობილი გონება 

გარბის არსაიდან არსაით.

 

როცა ტანსაცმელი ძალიან გიხდება

ვარცხნილობაც შესაფერისია,

ბარში ლუდს სვამ და 

სიგარეტს ეწევი.

 

 

***

მე უნდობელი ვარ,

რატომ გგონიათ რომ ტრაკები ხართ?!

ფარჩაკები და გათახსირებულები?!

ვერასოდეს იქნებით ისეთი 

ამორალურები, როგორიც მე ვარ.

აქ ყველა სვამს და მერე 

იხრჩობიან თავიან თავებში.

მუცლები რომ მოუშვით წვერივით

და მანქანებით დადიხართ_

ეს სულაც არა არის ცუდი,

არც ის ცოლებს, რომ ღალატობთ

და თქვენთვის გადამალულ ფულს ხელფასიდან_

ახარჯავთ ბოზებს.

მერე რა  მშიშრები ხართ,

რა არის მთავარი, რომ არ იცით.

არ არის ცუდი თუ იდიოტები ხართ_

ჩასვრილი დადიხართ

აქოთებთ თავებს.

რა მოხდა თუ ისე ცხოვრობთ 

როგორც ცხოვრობთ?!

მერე რა თუ არ შეგიძლიათ გამოეყოთ

და განსხვავდეთ  უკიდურესობისგან.

ყველანი მაინც ერთ ნეხვში ვყრივართ.

ერთმანეთით დრო გაგვყავს

გაუცნობიერებლად.

28.01.2014

 

 

 

ფიქრები დამლაგებლისა

 

ვგვი ოთახს, ვწვმენდ მინებს

იატაკს ვწმენდ და ვფიქრობ ჩემს 

ხელებს–

შეეძლოთ ეთქვათ, როგორ უნდოდათ

შენს ხელებში...

 

მე როცა ვდგავარ დერეფანის ბოლოს

ხალხი სადაც დგას

და ისინი ელოდებიან თავიანთ რიგს.

ერთ ხანს გელოდი,

რადგან მეგონა,

მოსვლა შეგეძლო....

 

 

როცა ერთმანეთს ერევიან თანამშრომლები

და მე ვიცი რომ მათ აქვთ პროფესია, 

მე კი გზააბნეული ვდგავარ მათ შორის,

ჰო, აღარ ვიცი საით წავიდე...

 

ბედნიერება რა არის მაშინ,

მითხარით ვინმემ...

გასაღებები ოთახების

და ოთახების მძიმე სუნი

და მიტოვებული სხეულების სუნია მათში...

 

უკვე აღარ ჩანს აღარაფერი,

სამუდამოა ჩვენი სიშორე,

იდაყვებს იტევს თეთრი რაფები,

დაყრილ ფიქრს თავის ქნევით ვიშორებ.

 

ვგვი ოთახს, ვწმენდ რაფებს...


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.