მიზეზი და შედეგი





პოეზია

მიზეზი და შედეგი




თარგმანი: ნინია ნადირაძე

 

რეალობა

ლორკას ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვებია:

„აგონია ყოველთვის აგონიაა“

და იფიქრე ამ ფრაზაზე,

როცა კლავ ტარაკნებს,

როცა იპარსავ წვერს,

და როცა იღვიძებ დილას,

რომ კიდევ ერთხელ შეხედო მზის ამოსვლას.

 

მეგობრული რჩევა ახალგაზრდებს

გაემგზავრე ტიბეტში.

ისეირნე აქლემით,

შეისწავლე ბიბლია,

შეღებე ფეხსაცმელები ინდიგოს ფერში,

მოუშვი წვერი,

გაცურე პაპირუსის ნავით,

გამოიწერე „Sutarday evening post”,

ღეჭე კევი მარტო მარჯვენა ყბით,

შეირთე ცოლად ცალფეხა ქალი

და შენი სახელი მის ხელზე ამოისვირინგე.

გაიპარსე იაფფასიანი, საშიში საპარსით,

გაითეთრე კბილები ბენზინით,

იძინე დღისით,

ღამით ხეებზე იძრომიალე.

გახდი მღვდელი და სვი ლუდი გახეთქვამდე.

იყავი წყალზე ჩუმი და დაუკარი ვიოლინოზე.

იცეკვე მუცლის ცეკვა, სანამ სანთლებიც ანთია.

თუნდაც მოკალი ძაღლი,

იცხოვრე კასრში,

თავში ნაჯახი ჩაირტყი,

 

ოღონდაც ნუ დაწერ ლექსებს.

 

 

მიზეზი და შედეგი

საუკეთესოები თავს იკლავენ,

იმიტომ, რომ  აქედან აითესონ,

მათ კი, ვინც აქ რჩებიან,

ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ,

საერთოდ რატომ უჩნდება ვინმეს მათი

მიტოვების სურვილი.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.