უკანასკნელი მესია





ფილოსოფია

უკანასკნელი მესია




მთარგმნელი: შოთა თხელიძე

(მე-3 თავი)

რატომ არ გადაშენდა კაცობრიობა სიგიჟის ეპიდემიისას? რატომ იტანჯება ინდივიდთა სულ მცირე ნაწილი? იმიტომ ხომ არა, რომ მათ ვერ გაუძლეს ცხოვრების დაძაბულობას ან შემეცნება ხომ არ აძლევს მათ, იმას რისი ზიდვაც არ შეუძლიათ?

კულტურის ისტორია და ასევე ჩვენზე ან სხვებზე დაკვირვება შემდეგ პასუხს იძლევა: ადამიანთა უმეტესობა გადარჩა ცნობიერების ხელოვნური შეზღუდვით.

ადამიანი გადაარჩენს საკუთარ თავს და წინ მიიწევს. რომ განვმარტოთ, ადამიანი წარმოადგენს საკუთარი ცნობიერების დამაზიანებელი ზედმეტი ნაწილის მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებულ რეპრესიას. ეს პროცესი ფაქტიურად მუდმივია ჩვენ ფხიზელ, აქტიურ საათებში, აუცილებელია სოციალური ადაპტაციისათვის და ყველაფერი იმისთვის, რაც ჯანსაღი, ნორმალური ცხოვრებისთვისაა საჭირო.

ფსიქიატრია ცდილობს დაამტკიცოს, რომ „ჯანმრთელი“ და სიცოცხლისუნარიანი არსებობს უმაღლეს ადამიანურ პირობებში. დეპრესია, „სიცოცხლის შიში“, საკვებზე უარის თქმა და ა.შ. პათოლოგიური მდგომარეობის უცვლელი ნიშნებია, რომლის შემდეგაც იწყებენ მის მკურნალობას. ხშირად ასეთი მოვლენები ადამიანის მიერ ცხოვრების უფრო ღრმა და უშუალო აღქმაზე, ანტიბიოლოგიური ტენდენციების შეგრძნებაზე მიუთითებს. ეს არ არის სულის ავად ყოფნა, ეს არის შეცდომისგან ან უარყოფისგან დაცვა.

მთელი ცხოვრება, რასაც დღეს, ჩვენ ჩვენი თვალით ვუყურებთ, სოციალური და ინდივიდუალური ასპექტების ფარულიდან ნაპირზე გამორიყული მოვლენებია. ეს შეიძლება ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე ბანალურ ფორმულირებად აღვიქვათ. თუმცა ისინი მაინც იღებენ ფართო და მრავალფეროვან სახეს და მათში სამართლიანად ვლინდება ოთხი ძირითადი ტენდენცია, რომელთაც ბუნებრივად აქვთ ადგილი ყველა შესაძლო კომბინაციაში. ესენია: იზოლაცია, განმტკიცება, ყურადღების გადატანა, სუბლიმაცია.

იზოლირებაში ვგულისხმობ ცნობიერებისგან, მისი ყველა შემაწუხებელი თუ დამანგრეველი ფიქრისა თუ შეგრძნებისაგან თვითნებურ, მთლიანად გათავისუფლებას. (ენგსტრომი:“ადამიანმა არ უნდა იფიქროს, ის მხოლოდ შემაწუხებელი/დამაბნეველია“). ყველაზე სრულყოფილი და თითქმის უხეში მაგალითი შესაძლებელია თანამედროვე ფიზიკოსებში ვნახოთ. ისინი თვითდაცვისთვის საკუთარი პროფესიის მხოლო ტექნიკურ ასპექტებს ხედავენ. ეს შეიძლება დავიყვანოთ წმინდა ხულიგნობამდე, წვრილ ყაჩაღებსა და მედიცინის სტუდენტებზე, რომლებიც ცხოვრების ტრაგიკული მხარის სენტიმენტალურობას ძალადობრივი საშუალებებით ახშობენ.(გვამის თავებით ფეხბურთის თამაში და ა.შ.)

ყოველდღიურ ურთიერთობებში იზოლაცია გამოვლენილია საერთო მდუმარების ზოგად კოდში. თავდაპირველად ბავშვების მიმართ, რადგან ისინი მაშინვე არ სწუხან ცხოვრების უაზრობაზე, რომელიც მათ ახლახან დაიწყეს. ისინი ინარჩუნებენ საკუთარ ილუზიებს, სანამ საკუთარ თავს მათი დაკარგვის ნებას არ მისცემენ. ბავშვებს არ აწუხებთ მოზრდილებივით უდროო შეხსენებები სექსზე, ტუალეტზე ან სიკვდილზე. მოზრდილთა შორის კი არსებობს „თავდაჭერილობის“ წესები, მექანიზმი, რომელიც ნათლად ვლინდება, როცა ქუჩაში მომტირალ კაცს პოლიციელი ჩუმად წაიყვანს ხოლმე.

განმტკიცების (საყრდენების ძიება) მექანიზმიც ბავშვობიდან იღებს სათავეს. მშობლები, სახლი, ქუჩა ბავშვისთვის თვითრწმენის შეძენის საშუალებები ხდება. ეს გამოცდილება ბავშვისთვის შეიძლება ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო, რადგან ის იცავს მას სამყაროსაგან, რომლის შეცნობაც ადრე თუ გვიან მოუწევს. ალბათ ეს პირველადი საყრდენები უდავოდ ხსნის ბევრჯერ ნაკამათებ „ბალღური სიმაგრის“ ფენომენს. როცა მოგვიანებით ბავშვი ამ მუდმივი საყრდენების და ასევე სხვა ნებისმიერი მოვლენის „თვითნებურობას“ და „ეფემერულობას“ აღმოაჩენს, მას ეწყება შფოთვა, უწესრიგობა და კრიზისი, რის შედეგადაც იგი უმალვე ეძებს სხვა ახალ საყრდენებს. „შემოდგომაზე მე საშუალო სკოლაში ვივლი“. თუკი ჩანაცვლება ჩავარდა, მაშინ კრიზისი ფატალურ სახეს იღებს, რასაც მე გამყარების სპაზმს ვუწოდებ. ადამიანი იწყებს მკვდარ ღირებულებებზე ჩაბღაუჭებას, მისთვის და სხვებისთვის ის ნიღბავს მას, რადგან ის არ მუშაობს და სულიერად გაკოტრებულია. შედეგი განგრძობილი დაუცველობა, „უხარისხობის შეგრძნება“ და მოუსვენრობაა. იმდენად რამდენადაც ეს მდგომარეობა რეალური ხდება, იდება ფსიქოანალიტიკური შეთანხმება, რომლის მიზანი ახალ საყრდენებზე ტრანზიციის, გადასვლის დასრულებაა.

გამყარება შეიძლება დახასიათდეს, როგორც საყრდენების გამაგრება შიგნით, კედლების აგება ცვალებადი ცნობიერების გარშემო. ტიპიურად ეს შეიძლება გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებულად მოხდეს. საჯაროდ სასარგებლო გამყარება სიმპატიით აღიქმება, ის ვინც „საკუთარ თავს მთლიანად მსხვერპალდ წირავს“ საყრდენებს თაყვანისცემას იწვევს. მას აგებული აქვს ძლიერი სიმაგრეები ცხოვრების რღვევის საწინააღმდეგოდ  და სხვები მის ამ ძალას იძენენ.

ნებისმიერი კულტურა საკუთარი სისტემური საყრდენებით დაფუძნებულია ღირებულებებსა და ძირეულ კუტურულ იდეებზე. საშუალო ადამიანი ამ კოლექტიურ ღირებულებებს უკავშირდება და ამით ის საკუთარ პიროვნებას აგებს. პიროვნების ხასიათი მეტ-ნაკლებად მის მემკვიდრებით მიღებულ ძირითად კოლექტიურ ღირებულებებზეა მიბმული (ღმერთი, ეკლესია, სახელმწიფო, ბედი, ცხოვრების კანონი, ხალხი, მომავალი). ძირითადი ღირებულებების მტკიცედ მატარებელ ელემენტთან შეხება სახიფათოა. იგი ისეთი პირადაპირი საშუალებებითაა დაცული, როგორიცაა სისხლის სამართლი და სასამართლო დევნა. (ინკვიზიცია, ცენზურა, კოსერვატორული მიდგომები).

თითოეული ღირებულების არსებობა დამოკიდებულია ან მის არარსებობაზე/გამოგონილობაზე, რომელიც ჯერ არავის უნახავს, ან მისი აუცილობლობის შეთანხმებაზე.

როცა ადამიანები გააანალიზებენ ღირებულების გამოგონილობას ან მეტისმეტობას, ისინი მისი ახლით ჩანაცვლებას შეეცდებიან („სიმართლის შეზღუდული ხანგრძლივობა“). აქედან მოედინება ყველა სულიერ თუ კულტურული დავა, ეკონომიკური კონკურენციის ჩათვლით, რომლებიც საბოლოო ჯამში მსოფლიო ისტორიის დინამიკურ არსს აყალიბებენ.

მატერიალური სიკეთეების (ძალაუფლება) სურვილი სიმდიდრით ტკობისგან არ არის გამოწვეული; არავის შეუძლია ერთ სკამზე მეტზე იჯდეს ან შეჭამოს იმაზე მეტი რაც შეუძლია. უფრო მეტად ეს გამოწვეულია იმით, რომ სიმდიდრე/ძალაუფლება მის მფლობელს საყრდენების შექმნის მდიდარ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ინდივიდუალური და კოლექტიური საყრდენები ქრება, როცა მათი სივრცეები ირღვევა, ჩნდება კრიზისი, რომელიც მეტად სერიოზულია ღირებულებათა მთავარ სივრცესთან მიმართებაში. ადამიანის შინაგან სივრცეში , რომელიც გარე საყრდენებსაა შეფარებული, ეს კრიზისი ყოველდღიურ და სამართლიანად უმტკივნეულო შემთხვევებია (იმედგაცრუებები). საყრდენ ღირებულებებთან თამაშიც კი (გონებამახვილობა; ჟარგონი; ალკოჰოლი). შესაძლებელია ადამიანმა მოულოდნელად ეს ბზარი გაარღვიოს და სიღრმეში წავიდეს და უმალვე სცენა ეიფორიული მდოგმარეობიდან დამწუხრებაში გადაინაცვლებს. არსებობის შიშისგან თვალებზე გაოცება აისახება და მომაკვდინებელ თავსხმაში ჩვენ შევიცნობთ თუ როგორ კიდია გონება მისსავე ბეწვის ხიდზე; ჯოჯოხეთი კი ქვემოთ ჩაგვსაფრებია.

ყველაზე ფუნდამეტური ღირებულებები იშვიათად თუ ჩანაცვლდება დიდი სოციალური მრისხანების ან რღვევების გარეშე (რეფორმაცია, რევოლუცია). ასეთი დროებისას ინდივიდები სწრაფად ტოვებენ საკუთარ საყრდენებს და ადამიანური კრახის რაოდენობათა ზრდა ტენდენციად ყალიბდება. ამის შედეგებია დეპრესიები, ექსცესები და თვითმკვლელობები.(გერმანელი ჯარისკაცები ომის შემდეგ; ჩინელი სტუდენტები რევოლუციის შემდეგ).

სისტემის სხვა ბზარები არის ფაქტი იმისა, რომ ცნობიერების სხვადასხვა სახიფათო ფრონტები ხშირად განსხვავებულ ღირებულებებს მოითხოვს. ამ სიტუაციას ლოგიკური სუპერსტრუქურების და შეგრძნებების თუ ირაციონალური ფიქრის შედეგების შეჯახება მოჰყვება ხოლმე. შემდეგ ბზარიდან შესაძლოა სასოწარკვეთამ გამოჟონოს. ასეთ შემთხვევებში პიროვნება შეიძლება დესტრუქციულმა სიხარულმა შეიპყროს, თავიდან მოიშოროს მისი ცხოვრების ყველა ხელოვნური იარაღი და აღტაცებული ზიზღით მათგან გასუფთავება დაიწყოს. შიში ამ დაკარგული ღირებულებებისგან წარმოიშვება; აღტაცება კი ადამიანის უკვე ამჟამინდელი ულმობელი იდენტიფიკაციის და ჰარმონიის, ჩვენი ბუნების უღრმეს საიდუმლოს ძიებით, ბიოლოგიური ავადმყოფობით, ბედის მტკიცე ხასიათით.

ჩვენ გვიყვარს საკუთარი საყრდენები საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ ამავე დროს გვძულს ისინი, გონის თავისუფლების შეზღუდვისთვის. როცა კი ჩვენ თავს საკმარისად ძლიერად ვიგრძნობთ, ჩვენ სიამოვნებით მივდივართ და ვადაგასულ ღირებულებას ვასაფლავებთ. მატერიალურ საგნებს აქ სიმბოლური დატვირთვა ენიჭება.

როცა ადამიანი გაანადგურებს მისთვის შეცნობად საყრდენებს და მხოლოდ არაცნობადი დარჩება მასში, მაშინ ასეთ ადამიანს შესაძლოა გათავისუფლებული პიროვნება ეწოდოს.

ყველაზე პოპულარული ხერხი თავდაცვისა ყურადღების გადატანაა. ადამიანი ზღუდავს აზროვნების კრიტიკულ საზღვრებზე ყურადღების მიპყრობას, საკუთარი შთაბეჭდილებების მუდმივი დამორჩილებით. ეს ტიპიურია ბავშვობაშიც კი; ყურადღების გადატანის გარეშე ბავშვიც კი გრძნობს აუტანლობას. „დედა, რა გავაკეთო?“. პატარა ინგლისელი გოგონა სტუმრობს რა მის ნორვეგიელ დეიდებს შემოდის ოთახში და ამბობს: „რა მოხდება ახლა?“ ძიძები უმწიკვლოდ იქცევიან: „შეხედე, ცუგა!“. ისინი ამით ხატავენ სასახლეს. ეს მოვლენა იმდენად ახლობელია, რომ სხვა დამამტკიცებელ საბუთს აღარ მოითხოვს. ყურადღების გადატანა „მაღალი საზოგადოების“ ტაქტიკაა ცხოვრებისთვის. ის შეიძლება მივამსგავსოთ მფრინავ მანქანას - გაკეთებული მძიმე მატერიისგან, მაგრამ მშვენივარად იცავს მის საავიაციო პრინციპებს, როცა კი მომართავენ. ის ყოველთვის მოძრაობაში უნდა იყოს, რადგან ჰაერი მას სწრაფი მოძრაობის საშუალებას აძლევს. პილოტმა შეიძლება გაზარდოს კომფორტი და მოდუნების ხარისხი, მაგრამ კრიზისი მაშინვე წარმოიქმენბა, როცა მოტორი გაითიშება.

ტაქტიკა ხშირად მთლიანად გაცნობიერებულია. უიმედობა შესაძლოა სამართლიანად ბინადრობს სიღრმეებში და პერიოდულად ვლინდება გრძნობებსა და მოულოდნელ წამოქვითინებში. როცა ყურადღების გადასატანი ყველა საშუალება ამოწურულია, სევდა ისადგურებს, სუსტი გულგრილობა ფატალური დეპრესიაში გადაიზრდება ხოლმე. ქალები, ზოგადად ნაკლებად არიან შემეცნებაზე ორიენტირებულნი და ამიტომაც ისინი მამაკაცებზე მეტად უფრო დაცულნი არიან მათ ცხოვრებაში, ეფექტურად იყენებენ რა ყურადღების გადატანი მეთოდს.

დატყვევებულისთვის დიდი ბოროტებაა ყურადღების გადატანის საშუალებაზე უარი თქმა. რადგან გათავისუფლების სხვა საშუალებები უშედეგოა, ტყვე თანდათან მისი უიმედობის ახლობელი ხდება. ყოველ მის მის შემდგომ ქმედებას საბოლოო საფეხურის დასაძლევად სამართლიანი საფუძველი გააჩნია, რომელიც ადამიანი სიცოცხლისუნარიონობის პრინციპიდან გამომდინარეობს. ამ მომენტიდან ის საკუთარ სულს სამყაროსეულად განიცდის, რადგან მას სხვა განზრახვა არ გააჩნია გარდა მოცემული მდგომარეობის სრული აუტანლობის გაძლებისა.

ასეთი პანიკური ცხოვრების მაგალითები საკმაოდ იშვიათა, რადგან დაცვის მექანიმზები დახვეწილი, ავტომატური და სივრცეში შეუნელებელია. მაგრამ ამ სივრცის მოსაზღვრე ტერიტორიები სიკვდილის ნიშნითაა დადაღული, ამიტომ ცხოვრება იშვიათადაა მდგრადი და დიდი დაძაბულობით გამოირჩევა. სიკვდილი ყოველთვის გაქცევად მოსჩანს, ადამიანი იგნორირებას უკეთებს მომავლის შესაძლებლობებს და რადგან სიკვდილი უკვე გამოცდილია, ის შეიძლება მშვიდი და მისაღები გადაწყვეტილება იყოს. თუკი ადამიანი „სიკვდილის მდგომარეობაში“ შეძლებს მართოს სიტუაცია (ლექსი, ჟესტიკულაცია, „ფეხზე სიკვდილი“) ანუ უკანასკნელი საყრდენის მოძებნა ან უანასკნელი ყურადღების გადატანის საშუალება,(Aeses’ death) მაშინ ასეთი ბედისწერა ყველაზე უარესად არ ჩაითვლება. როცა ადამიანი ცხოვრებისეულ დეპრესიაში ვარდება, ეს მისი სულიერი საფუძვლების ბუნებრივი სიკვდილია. თანამედროვე ბარბარიზმი სუიციდის მსურველის „ხსნისადმი“ დამყარებულია სიცოცხლის ბუნების მცდარ, ცრუ შეხედულებების წინ წამოწევა-ჩვენებაში.

ადამიანური ბუნების მხოლოდ შეზღუდულ ნაწილს შეუძლია „ცვლილებები“ მოახდინოს სამუშაოთი, სოციალური ცხოვრებით ან გართობით. კულტურული ადამიანი მოითხოვს კავშირებს, ურთიერთობებს, წინსვლას ცვლილებებში. არაფერი სასრული არ არის დამაკმაყოფილებელი, რომელსაც ადამიანი მისდევს: იღებს ცოდნას, იკეთებს კარიერას. ეს ფენომენი ცნობილია, როგორ „ძლიერი სურვილები“ ან „ტრასცედენტური მიდრეკილებები“. როცა კი მიზანი მიიღწევა სურვილი მაინც წინ მიიწევს, ამიტომ ობიექტი არასდროსაა მიზანი. ადამიანის მონაპოვარი არის დაღმართი და არა აბსოლუტური სიმაღლე ადამიანის ცხოვრების მრუდე ხაზზე. რიგითიდან კაპრალამდე დაწინაურება უფრო ღირებული შეიძლება იყოს, ვიდრე პოლკოვნიკობიდან გენერლობამდე. ნებისმიერი დავა „პროგრესულ ოპტიმიზმზე“ ამ მთავარი ფსიქოლოგიური კანონით მთავრდება.

ადამიანური სურვილები მარტივად „წინ სწრაფვისკენ“ არ არის გამოხატული, არამედ ის თანაბრად „რაღაცისგან გაქცევაცაა“. სააქაოსთვის ნათლად ჯერ არავინ იცის რა უნდა ყველაზე ძლიერ, მაგრამ მისმა გრძნობადმა გაგებამ იცის თუ რა არ უნდა ყველაზე ძლიერ  სახელ მიწერილი თხრილი ცრემლებისათვის. ადამიანის აუტანელი მდგომარეობის გაცნობიერება თუკი სულის ყველაზე ღრმა ფენაა, მაშინ გასაგებია თუ რატომაა ადამიანისთვის რელიგიური სურვილები გათავისებული და ფუნდამენტური. კონტრასტისთვის იმედი, რომელიც აყალიბებს ღვთაებრივ საზომს, რომელიც თავისთავში მის ასრულებას გულისხმობს, ჭეშმარიტ მელანქოლიის სხივში მდებაროებს.

მეოთხე გზა პანიკისგან თავდაცვისთვის - სუბლიმაცია, უფრო ტრანსფორმაციაა, ვიდრე რეპრესია. სტილისტური და არტისტული უნარებით შესაძლებელია ცხოვრებისეული ტკივილი ღირებულ გამოცდილებად გარდაიქმნას. პოზიტიური იმპულსები უარყოფითს ეწინააღმდეგებიან და მას ხატოვან, დრამატულ, ჰეროიკულ, ლირიკულ და ზოგჯერ კომიკურ ჭრილში განიხილავენ.

ტრაგედიის დასაწერად ადამიანმა გარკვეული დროით თავი უნდა გაითავისუფლოს - მოიტყუოს - ტრაგედიის შეგრძნებისაგან და პატივი სცეს მას გარედან და ესთეტიკური გადმოსახედიდან შეხედოს.

ეს ესე სუბლიმაციის ტიპური ცდაა. ავტორი არ იტანჯება, ის წერს გვერდებს და აპირებს ჟურნალში დაბეჭდოს ისინი.

მარტოსული ქალების „მარტვილობა“ ასევე რაღაცით სუბლიმაციაზე მიგვანიშნებს - ისინი ამით მნიშვლეობას იძენენ.

 

მიუხედავად ამისა სუბლიმაცია ყველაზე იშვიათ დამცავ საშუალებას მოსჩანს, მათ შორის რაც აქ განვიხილეთ.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.