• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

21

×
ავტორის გვერდი პატრიკ როუჩი 12 იანვარი, 2012 1640
მთარგმნელი: საბა ლეკვეიშვილი 
 
ოცდაერთი წლის ვარ. მამაჩემი ავარიაში მოჰყვა.
გზაში გაითიშა, სისხლში ალკოჰოლის დაშვებულზე 4-ჯერ მეტი დოზით.
არ ვტირი.
4 თვის შემდეგ,
ექიმები მის პულსს კარგავენ,
და მე ვფიქრობ,
ნეტავ ვისმა ცხოვრებამ გაუელვა თვალწინ?
ვახვევ ძველ კასეტებს,
ჩვენს ჩანარერებს.
ოცის ვარ.
ცხრამეტის. წლებია მეგობარი არ მყოლია სტუმრად.
თვრამეტი წლის ვარ და დედაჩემმა სიტყვა "გაშორება" გამოსცრა
პირში მისი მწველი გემო აქვს.
უკვე ჩვიდმეტის. სკოლის დავალებებს სტარბაქსში ვაკეთებ.
ყავის გამყიდველთან უფრო აზრიანი საუბრები მაქვს
ვიდრე ჩემი ოჯახის წევრებთან.
თექვსმეტი წელი შემისრულდა. შობის ღამეა.
საჩუქრებს მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვჩუქნით ერთმანეთს.
ის და მამაჩემი ერთმანეთსაც კი ურტყამენ.
დედაჩემი მესაზე არ მიდის.
თხუთმეტის ვარ. ეჭვი მიჩნდება, რომ მამაჩემი ისევ გალოთდა.
ალბათ იმიტომ რომ გაიგო, რომ გეი ვარ.
უნდა რომ ბუნდოვანი იყოს ყველაფერი,
იმედი აქვს, რომ ასე მაინც მოვეჩვენები "ნორმალურად."
ისევ თხუთმეტის. დედაჩემი მის ნარწყევს წმენდს. შუა ღამეა.
დილასაც ჩვეულებრივ ამზადებს საუზმეს.
თხუთმეტის. ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებ.
თხუთმეტის. ჩემი ძმა ყველას ყველაფერს აბრალებს.
კვლავაც თხუთმეტის. დედაჩემი ძაღლსაც კი აბრალებს.
თხუთმეტის. სუპერ ბოულის კვირა
მამაჩემმა ზვავივით შემოლეწა კარი
თან სიჩქარეს კრეფს, მოდის და მოაქვს ყველაფერი,
მაგიდები, კიბის მოაჯირები, სურათები და ჩარჩოები,
ბორძიკობს, ფეხს ურევს.
მისი ჟეტონი ვიპოვე, ანონიმური ალკოჰოლიკებისგან.
თოთხმეტი წლის ვარ. მამაჩემი უკვე 10 წელია სუფთაა, წვეთი არ დაულევია,
თუ 11, არ ვიცი.
ჩვენ აღარც კი ვფიქრობთ ამაზე, აღარც კი გვახსოვს.
ცამეტის.
თორმეტი
თერთმეტი წლის. დედა მეუბნება, რომ მამა "ანონიმური ალკოჰოლიკების წევრია."
მეკითხება ვიცი თუ არა რას ნიშნავს ეს.
არ ვიცი.
მაგრამ თანხმობის ნიშნად მაინც ვუქნევ თავს.
ათის. ჩემები საერთო არ სვამენ ალკოჰოლს, ოჯახურ შეკრებებზეც კი.
ჩემი დეიდები და ბიძები სვამენ.
ტელევიზორი მითრევს და მავიწყდება ვკითხო, თუ რატოა ასე.
ცხრა.
რვა.
შვიდი.
სულ რაღაც ექვსის. სპაიდერმენი მინდა ვიყო.
ან მამაჩემის ნაირი ძლიერი და ღონიერი.
პრინციპში რა განსხვავებაა.
ხუთის.
ოთხის
სამი წლის. ცუდი სიზმარი ვნახე.
ბოროტი რვაფეხა ურსულა მესიზმრება "პატარა ქალთევზადან."
ვდგები.
დედიკოს და მამიკოს ოთახისკენ მივდივარ,
თან საბანს მივათევ.
ვჩერდები.
მამას მხოლოდ ტრუსები აცვია და მის სილუეტს მაცივრის შუქი ანათებს.
ბოთლს წევს
და ტუჩებთან მიაქვს.
ორი წლის
ერთი
ნული.
როცა დედაჩემი ჩემზე იყო ფეხმძიმედ,
ნეტა თუ ფიქრობდა და თუ ჰქონდა იმედი,
რომ როცა გავიზრდებოდი, მე, მისი პატარა ბიჭუნა,
ზუსტად ისეთი ვიქნებოდი,
როგორც მისი მამიკო.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული