სტეფან წმინდა





პოეზია

სტეფან წმინდა




 
ნუ ვიკამათებთ,
 
სტეფანეს და მაოს მუსიკა
 
"ხელები" ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ნამუშევარია საქართველოში.
 
ეს მუსიკა არის არარეგულირებად ბაზარზე,ნუ ვიკამათებთ,
 
სტეფანეს და მაოს მუსიკა "ხელები"
 
ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ნამუშევარია საქართველოში.
 
ეს მუსიკა არის არარეგულირებად ბაზარზე,
 
რომლის ხელები გეძახიან, გიხმობენ,
 
და გახრჩობს სურვილი - იცოდე რა ხდება.
 
 
 
მოგისმენიათ ის ამ შუქზე?
 
 
 
თავის ბოლო ინტერვიუში,
 
სტეფანე ამჟღავნებს საიდუმლოს
 
რომ მუსიკის კეთებისას  არაერთხელ ციტირებული ფრაზების
 
გადათამაშება სურდა.
 
 
 
იქვე მოყავს მაგალითები:
 
 
 
შეხედე, დატკბი ჩემი ხელები
 
ახლაც რომ გთქვლეფენ თავდავიწყებით,
 
 
 
ან კიდევ,
 
 
 
აფეთქებული და მოცახცახე
 
იწვოდა ბანკი მთავრობის სახლთან.
 
 
 
რეპორტიორი ეკითხება,
 
რატომ არ ჩადო ხორბლის ეს მარცვლები ტექსტში.
 
სტეფანე გაკვირვებულია მისი სიბრიყვით.
 
 
 
რა ხდება ამ დროს ლიტერატურაში?
 
 
 
ცნობილი პოეტი რატი ამაღლობელი
 
თავის  გამოუქვეყნებელ ლექსში წერს:
 
 
 
დადგება დღე
 
როცა ჩემი ერექცია შენს ხელებში მოკვდება
 
და მე არ შევიმჩნევ ამას.
 
 
 
ახლა კი
 
ეს ხელები არგუმენტია
 
რომლითაც აღნიშნული ერექცია მყარდება.
 
 
 
აქ ავტორი აჩვენებს
 
სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის აღტაცებას,
 
ამით გამოწვეულ ერექციას
 
და იქვე მიანიშნებს,
 
რომ ბაზარს ხელებში ჩავაკვდებით.
 
 
 
ავგუგუნდეთ:
 
გამოდი რატი და გვიხელმძღვანელე
 
გამოდი სტეფანე და გაგვიძეხი
 
გამოდი სტეფან წმინდა.
 
რომლის ხელები გეძახიან, გიხმობენ,
 
და გახრჩობს სურვილი - იცოდე რა ხდება.
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.