ღმერთი არსებობს





პოეზია

ღმერთი არსებობს




უნიტაზში თავს ვაყოფინებ გაღუნულ პენისს, 
კედლის კუთხეში ობობების დაიწვა ბუდე. 
ღმერთი არსებობს ისევე,როგორც ჩაჭრილი დენი, 
ან როგორც გზა აქ მოსასვლელი,მტვრიანი,მრუდე. 

მზის სხივებმა გადაწყვიტეს რედაქტირება, 
გალაქტიკა ჩემს ფანჯარას ერთხელ მოხედავს. 
მოვა დრო,ვიცი დედა რომ გვეტირება 
და მეზარება ყოველ დილით თვალის მოფშვნეტა. 

მარტოობას მოგონება მოყავს ამალით, 
ყველაზე მძაფრად აღსაქმელი მაქვს უშენობა. 
ღმერთი არსებობს ისევე,როგორც ლურჯი პალმალი, 
ან როგორც პარლამენტის ძველი შენობა. 

ტელევიზორის გრძელი სადენი ნელა გამოვრთე, 
შიმშილი თავს მაბეზრებს მერამდენეა. 
ჭაობიდან ჯერ კიდევ ვერ ამოვეთრიე, 
ეს დღს გაიქცა,როგორც იაზონთან მედეა. 

ახალ პოეტებს ამოეზარდათ მკერდზე კოკორი, 
მოუქუფრავი ეთერი გამოსდით კანზე. 
ღმერთი არსებობს ისევე,როგორც კალაშნიკოვი, 
ან როგორც ბიზნესმენის სათუთი ბლანჟე. 

არ მინდა მოვკვდე,დასასრული არის პლასებო, 
ალბათ აქ ყოფნა სიყვითლეთი დაიზვინება. 
ტყუილად არ ვწერ,იმედია ღმერთი არსებობს, 
მაგრამ უკვე დავიღალე და მეძინება. 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.