• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ქართლის დედის შვილების ტყუილები

×
ავტორის გვერდი მარინე ფერაძე 05 იანვარი, 2012 1727

 

- ქალ-ვაჟი,

ცოლ-ქმარი,

დედ-მამა,

და-ძმა,

ეუბნება ძმა დას,

როცა იგებს,

შეყვარებულთან ჰქონდა სექსი

და აფურთხებს.

 

- ქალ-ვაჟი,

ცოლ-ქმარი,

დედ-მამა,

და-ძმა,

უყვირის ვაჟი დედას,

როდესაც საჭმელი არ ხვდება სახლში

და ამტვრევს.

 

- ქალ-ვაჟი,

ცოლ-ქმარი,

დედ-მამა,

და-ძმა,

ეუბნება ბიჭი გოგოს,

როდესაც ეჭვიანობს

და სასწავლებლის მესამე სართულიდან აგდებს.

 

- ქალ-ვაჟი,

ცოლ-ქმარი,

დედ-მამა,

და-ძმა,

ეუბნება ქმარი ცოლს,

როდესაც კლავს.

 

სულ მესმის:

- ქალ-ვაჟი,

ცოლ-ქმარი,

დედ-მამა,

და-ძმა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული