• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

საახალწლო მოთხრობა ბავშვებისთვის

×
ავტორის გვერდი ლაშა მილორავა 05 მარტი, 2012 4288

 

1.

 

-         დეეე, ნაძვის ხეს როდის დავდგამთ?

-         მოვა მამა სახლში და გავშლით, ლუკა. ნუ ღელავ, არსად გაგვექცევა, - იღიმის.

-         როდის მოვა?

-         ნუ წუწუნებ. ხო იცი, გვიანობამდე მუშაობს.

-         თეკლამ და ზურამ დადგეს უკვე. გელამაც. სანდრომაც. მარტო ჩვენ არ დაგვიდგამს.

-         გითხარი: მოვა მამა სახლში და დავდგამთ. რა გავაკეთო ახლა? მძიმეა, ვერ დავძრავ. პადვლიდანაა ამოსატანი.

-         და ახალ წელს თოვლის ბაბუა რას მაჩუქებს?

-         ეგ მარტო თოვლის ბაბუამ იცის. როგორ იქცეოდი მთელი წლის განმავლობაში?

-         კარგად ვიქცეოდი. თოვლის ბაბუამ ხო იცის კარგად რო ვიქცეოდი?

-         შვიდები რო გამოგყვა მათემატიკაში და ფიზიკაში?

-         ოოოო, ეგ ხო ცუდად მოქცევა არაა მერე. სანდროსაც შვიდი გამოყვა, მარა თოვლის ბაბუა საჩუქარს მაინც მოუტანს.

-         შენ რა იცი?

-         სანდრომ მითხრა.

-         სანდრომ რა იცის?

-         კარგი რა დე, ექვსი წლის ხო აღარ ვარ. ვიცი რო თოვლის ბაბუა მამაა. სანდროს, მამამ ახალი ,,ფლეისთეიშენი’’ უნდა უყიდოს.

-         სანდროს მამას დიდი ხელფასი აქვს.

-         და მამას რატო არ აქვს დიდი ხელფასი?

-         იმიტომ რომ მამა სკოლაში ცუდად სწავლობდა და უნივერსიტეტიც არ დაუმთავრებია. თუ სულ შვიდები გამოგყვება, შენც მამაშენივით იქნები.

-         არ ვიქნები. მე ბევრი ფული მექნება და ჩემს შვილებს კარგ რამეებს ვუყიდი ხოლმე.

-         მაგისთვის სწავლაა საჭირო, რომელიც შენ გეზარება.

-         არ მეზარება დე, უბრალოდ არ მესმის ეს მათემატიკა და ფიზიკა და რა ვქნა? შემიყვანეთ მასწავლებელთან.

-         მაგის ფული არ გვაქვს, ლუკა და ეს შენ კარგად იცი. მეშვიდე კლასიდანვე რო მოგამზადოთ, მერე რაღა უნდა ვქნათ, მართლა რო დაგჭირდება მომზადება? მე დამატებით არ დავდიოდი მასწავლებლებთან, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია ამის გამო.

-         არც მამა დადიოდა და ახლა არ აქვს ფული.

-         ბევრს ლაპარაკობ. მიდი, გაზი გამორთე, გასკდება ახლა ჩაინიკი.

-         ცხელი შოკოლადი გვაქვს?

-         საიდან, აბა? ფულებს ხო არ ვჭრი მე? მოვა მამაშენი და მოიტანს.

-         ვერაფერსაც ვერ მოიტანს.

-         ენას ნუ ატლიკინებ.

-         მცივა დე, გათბობა ჩართე რა, ცოტა ხნით.

-         თბილად ჩაიცვი, რო დატანტალებ ერთი სვიტრით. ჯერ არ არის გათბობის დრო. ნამდვილი ყინვა არ გინახავს.

-         მცივა და...

 

 

2.

 

-         ისევ დალიე?

-         არაფერი არ დამილევია.

-         არყის სუნად ყარხარ.

-         ახლა შენ გამო სამსახურის მერე ერთი ჭიქაც არ დავლიო?

-         რა აუცილებელია გამოტყვრე?

-         ენას ნუ ატლიკინებ, საჭმელი გამიმზადე.

-         რა საჭმელი? ფრანგული დელიკატესები თუ იტალიური კერძები? - უკმაყოფილოდ ჩაიღიმებს. - მომეცი ფული, რამე რომ მეყიდა?

-         სახლში საჭმელი არ გვაქვს?!

-         კვერცხს შეგიწვამ.

-         ფუ, თქვენი დედა მოვტყან! დაღლილი მოვდივარ ღამის თორმეტ საათზე, წელებზე ფეხს ვიდგამ, პროჭზე ვიხევი და საჭმელს არ მაჭმევთ?!

-         რა გაღრიალებს, შე ლოთო?! საიდან უნდა გაგიჩინო საჭმელი?

-         სამი დღის წინ არ მოგეცი ოცი ლარი?

-         ჰაჰ! - ისტერიულად იცინის. - ოცი ლარი, ხო, შე ღორო?! ოცი ლარი უნდა ვიმყოფინო სამი დღე?

-         ნუ მიყვირი, კბილებს ჩაგიმტვრევ იცოდე, შენი დედა მოვტყან! თქვენ ხო ხალხი არ ხართ, ა?! უმადურებო!

-         კიდევ რომ აქეთ აქვს პრეტენზიები. გამაგიჟებს ეს კაცი, რა! საერთოდ რამეზე ფიქრობ? ხვალ ახალი წელია, სახლში ტკბილეული მაინც არ უნდა გვქონდეს? სტუმარი რომ მოვიდეს, რამე მაინც ხო უნდა შევთავაზო? ღვინოც კი არ გაქვს სახლში. ყველაფერი შენს ბომჟ ძმაკაცებთან ერთად ჩაუშვი მუცელში!

-         ახლა ტრაკს დააყენე, თორე...

-         თორე რა?.. ახალ წელს სახლში საჭმელი რომ არ გექნება, სტუმარი რომ მოვა და ყავას დაალევინებ და ბავშვს საჩუქარს ვერ უყიდი, ეგაა კაცობა? თფუი!

ოთახში ლუკა შემოდის. თვალებს იფშვნეტს. აშკარად ეძინა.

-         რატო ჩხუბობთ, დე?

-         არაფერი შვილო, წადი, დაიძინე. მე და მამაშენი გავარკვევთ.

-         მააა, ახალ წელს რას მაჩუქებ?

-         ბუს კვერცხებს.

-         ოოო, მართლა? სანდროს, მამამისმა ,,ფლეისთეიშენი’’ უნდა უყიდოს.

-         მამამისი პიდარასტი ტრაკის ჭიაა.

-         რატოა პიდარასტი ტრაკის ჭია?

-         იმიტო რო ქვეყანა ხალხს შეუძვრა, ბევრი ფულისთვის.

-         და ჩვენზე კარგად რო ცხოვრობენ?

-         ეგეთი ცხოვრების დედა მოვტყან! - ყვირის. - მთავარია კაცობა არ დაკარგო ამ ცხოვრებაში, გაიგე?!

-         რა კაცობაზე მელაპარაკები? - დედა ერთვება. - მშივრებს რომ ამოგვწყდება სული, ეგ არის შენი კაცობა?

-         მა, ნაძვის ხეს დავდგათ რა.

-         ერთი თქვენი დედაც მოვტყან!

საძინებელში გადის.

 

 

3.

 

მეორე დღეს.

 

-         ანზორ, ფულს ვერ მასესხებ ხელფასამდე?

-         რამდენი გინდა?

-         ერთი ასი ლარი. დედა მაქვს მოტყნული, კაპიკი ფული არ მიდევს ჯიბეში. ცოლმა ტვინი მოტყნა, მეც მიტყდება უკვე, ახალი წელია მაინც, სახლში რამე ხო უნდა იყოს. ლუკასთვისაც მინდა რამის ყიდვა, ეგეც მეცოდება. დედის სულს ვფიცავარ, ხელფასებზე ჩაგასესხებ.

-         კარგი კაცო, ჩემთან არ გინდა ეგეთები, ბოლო-ბოლო ბავშვობიდან გიცნობ, სად გამექცევი აბა, - იცინის. - როცა გექნება, მაშინ მომეცი. აჰა, გამომართვი, ორასი ლარია. ნანა და ლუკა მომიკითხე. როგორ მომენატრა ორივე.

-         ამოგვიარე ახალ წელს, თითო ჭიქა დავლიოთ, დავილოცოთ.

-         არ ვიცი ზურა, სიძესთანაც უნდა გავიდე.

-         კარგი, დიდი მადლობა. არ დაგივიწყებ.

 

     საღამოს.

 

,, სამი, წითელი! სამი, წითელი! სამი, წითელი! სამი, წითელი!’’

-         ოცდაშვიდი, შავი.

-         ფუ, შენი დედა მოვტყან! დედას შევეცი...

-         დამშვიდდით, თუ შეიძლება.

,, სამი, წითელი! სამი, წითელი! სამი, წითელი! სამი, წითელი!’’

-         ხუთი, შავი.

 

4.

 

-         დეე, მალე თორმეტი გახდება, სად არის თოვლის ბაბუა?

-         არ ვიცი, ლუკა, მალე მოვა ალბათ! - ანერვიულებული ხმით.

-         ნაძვის ხეს ავანთებ რა.

-         აანთე.

ნაძვის ხე ციმციმს იწყებს.

-         აუუ დეე, ათ წუთში ახალი წელია, სად დაიკარგა თოვლის ბაბუა?

-         კარგი, ლუკა, ტვინი ნუ წაიღე. ხო იცი მამაშენის ამბავი, - ბოლო წუთამდე უყვარს ყველაფრის მიყვანა.

გარეთ ვიღაცამ პირველი მაშხალა გაისროლა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული