ცისარტყელების საგამოფენო დარბაზი





პოეზია

ცისარტყელების საგამოფენო დარბაზი




ის ვინც გვირგვინს იდგამს
გამარჯვებულია.
მთვარე ხვევს ბარძაყებზე ფესვებს
და ანაყოფიერებს.
ძაღლის ყეფისგან წარმოქმნილი პლანეტა
უარს ამბობს კონცეპტუალურად ახსნას მოვლენები.
აქ არაფერია ახალი
მხოლოდ მკერდსზემოთ შიშველი თავისუფლება.
გაიწვიე ჯარიკაცი
გაიწვიე ომში
გაიწვიე ომში თავისუფლება
ის არასოდეს გამოვა ოცნების საპირფარეშოდან
რომ ხელი დაიბანოს სიმართლის წყლით

 

 

საათობით ვუყურებდით

ბავშვის ჩანასახს მთვარეში

ცისარტყელების საგამოფენო დარბაზის მსგავსად

იქამდე სანამ ვულკანივით ამოხეთქა მისმა სიტყვამ

და მერე  ალაპარაკდა ქვედა ტანით

მარწყვის ტუჩით

აკანკალდა

თვალები დახუჭა და მის გარშემო ნისლი მოიკრიბა

რომელსაც მადიანად ჭამდა

როგორც პლასტმასის უხერხემლო შენადნობებს

 

 

როგორც იაფფასიან და უგემოვნო ვაჭრებს სჩვევიათ

ის ცდილობდა ჩემს მორჯულებას

დაყოლიებას წვრილმანებზე, მაგრამ

აღმოჩნდა თავისივე თავის დისტრიბუტორი

გადამყიდველი,

ქიმიის ოსტატი

რომლის ხელებშიც ყინულის მსგავსად ვსრიალებდი

ისე სანამ

მის დიქტატორულ წნეხქვეშ

არ ვისწავლე თავის გადარჩენა.

ეს მჟავის ქარის ამოფესვას გავდა

სქელი და მყარი ნიადაგიდან,

მაგრამ შევეგუე ბედისწერას.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.