• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

დევიდ ბოუვი პრუსტის კითხვარს პასუხობს

×
ავტორის გვერდი დევიდ ბოუვი 18 მარტი, 2017 3501

მთარგმნელი: ლუკა ეხვაია

 

მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში, დიდი ხნით ადრე, სანამ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად აღიარებას მოიპოვებდა, თინეიჯერმა მარსელ პრუსტმა ინგლისურ ენაზე შედგენილი კითხვარი შეავსო, რომელიც მეგობარმა ანტუანეტამ (საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის შვილი) გადასცა. ეს კითხვარი ჩვენს რეალობაში არსებულისხვათა აზრებისვიქტორიანული ვერსიაა; მისი სტრუქტურა საშუალებას იძლევა გავიგოთ ადამიანის გემოვნების, სურვილებისა და გრძნობების შესახებ. პრუსტის ეს ორიგინალი ხელნაწერი, რომელიც დასათაურებულია როგორცთავად მარსელ პრუსტისგან“ 1924 წელს აღმოაჩინეს, მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ.

 

1993 წლიდან „Vanity Fair“-მა აღადგინა ტრადიცია და  სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეების პასუხების გამოქვეყნება დაიწყო „პრუსტის კითხვარზე“, რაც 2009 წელს Vanity Fair’s Proust Questionnaire: 101 Luminaries Ponder Love, Death, Happiness, and the Meaning of Life-ის გამოცემით დაგვირგვინდა.

 

 

როგორ წარმოგიდგენია აბსოლუტური ბედნიერება?

კითხვის პროცესად.

 

რა არის შენი გამოკვეთილი სახასიათო თვისება?

პერიოდულად სიტყვის ჩაკვეხება.

 

რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ მიღწევად?

გათენების, როგორც მოვლენის, აღმოჩენა.

 

რომელია შენი ყველაზე დიდი შიში?

კილომეტრების მილებში გადაყვანის მცდელობა.

 

რომელ ისტორიულ ფიგურასთან ახდენ თვითიდენტიფიკაციას ყველაზე მეტად?

სანტა კლაუსთან.

 

ყველაზ მეტად რომელ ცოცხალ პიროვნებას მოჰყავხარ აღტაცებაში?

ელვისს.

 

ვინ არიან შენთვის გმირები რეალურ ცხოვრებაში?

სამომხმარებლო საზოგადოება.

 

რომელი სახასიათო შტრიხი გაღიზიანებს ყველაზე მეტად საკუთარ თავში?

როდესაც ნიუ იორკში ვარ, ტოლერანტულობა.

როდესაც ნიუ იორკს გარეთ, არატოლერანტულობა.

 

რომლ თვისებას ვერ იტან ყველაზე მეტად სხვებში?

ტალანტს.

 

რომელი იყო შენი საუკეთესო ვოიაჟი?

გზა არტისტული თავაშვებულობისაკენ.

 

შენი აზრით, რომელ ღირსებას ეძლევა გადაჭარბებულად მაღალი შეფასება?

სიბრალულს და ორიგინალურობას.

 

გვითხარი ის სიტყვები ან ფრაზები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებ.

„ქთონური,“ „სიმყრალე.“

 

რას ნანობ ყველაზე მეტად?

იმას, რომ არასოდეს მცმია შლაქსები.

 

როგორია შენი ახლანდელი სულიერი მდგომარეობა?

როგორც ორსულის.

 

რომ შეგეძლოს ერთი რამის შეცვლა შენს ოჯახთან მიმართებაში, რა იქნებოდა ეს?

ჩემი მათდამი შიში (ცოლსა და შვილს არ ვთვლი).

 

რა არის შენი ყველაზე დიდი საგანძური?

„პატარა რიჩარდის“ ლეიკოპლასტირის ლენტით აკინძული ფოტოსურათები, რომლებიც 1958 წელს შევიძინე. ასევე დაპრესილი და გამხმარი ქრიზანთემა, რომელიც კიოტოდან თაფლობის თვის დროს წამოვიღე.

 

რა მიგაჩნია ყველაზე ღრმა ტანჯვად?

შიშში ცხოვრება.

 

სად ისურვებდი ცხოვრებას?

ჩრ. ბალიში ან სამხ. იავაში.

 

ყველაზე მეტად რითი გიყვარს თავის შექცევა?

ტილოზე საღებავების უაზროდ სრესვით.

 

რომელია ის ღირსება, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებ მამაკაცში?

წიგნების უკან დაბრუნების უნარი.

 

რომელია ის ღირსება, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებ ქალში?

უნარი სპეციალურად დააბოყინოს.

 

რომელია შენი ფავორიტი სახელები?

სირსი და როუბაქი.

 

რა არის შენი დევიზი?

თავად კითხვების დასმაა ჩემი დევიზი.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული