• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ზომბედავა

×
ავტორის გვერდი ლაშა მილორავა 08 იანვარი, 2016 2723

ქვემოთ მოცემული ტექსტი ათი წლის წინ, 2016 წელს, საზოგადო მოღვაწე გიორგი გაბედავას მიერ დაწერილი დღიურის რამდენიმე თავია, რომელმაც ჩვენამდე, ,,ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრამდე’’ დიდი წვალების შემდეგ მოაღწია. დღიურის ძირითადი ნაწილი, სამწუხაროდ, განადგურებულია.

ტექსტი დოკუმენტურია და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს მხატვრულ ლიტერატურას. 

 

2026 წელი/,,ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრი’’/დავით აღმაშენებლის გამზირი/ დოკ. 56. საქ. 23. საქ. 12/ სტატუსი: დადასტურებული

 

 

 

გიორგი გაბედავას დღიური, დღე 39

 

გადავწყვიტე, სიგარეტს თავი დავანებო. იმ დღეს სარკეში ვიყურებოდი, მგონი გძეტა ოცი წუთი და მივხვდი - ისეთი კარგი ვარ, ღმერთმანი სიგარეტს ვერ მოვაკვლევინებ თავს.

დღეს დილით, ბოლოსდაბოლოს, გადავწყვიტე ფეხზე ფრჩხილები დამეჭრა, მაგრამ ცხელი წყლით იმდენად გავნებივრდი, დამეზარა და ხვალისთვის გადავდე. ცხოვრება ზედმეტად მოკლეა, ფეხებზე ფრჩხილების დაჭრაში რომ გაფლანგო დრო. ამას ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლიდა მამა.

მამაზე წმინდა ამ ქვეყანაზე არავინ არსებობს. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. მან მასწავლა ყველაფერი. მისი დამსახურებაა, რომ დღეს მე უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ.

ხშირად ვუმეორებ, რომ მიყვარს. ის კი სულ მეჩხუბება, კაცი ხარ და გადაეჩვიე ასეთ სენტიმენტალურ ლაპარაკსო. მართალია, მაგრამ რა ვქნა, მიჭირს ხანდახან ემოციების კონტროლი. მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან.

გუშინ ერთ გოგოს ველაპარაკებოდი ,,ვ კანტაქტეში’’. საკმაოდ შარმიანი გოგოა, ჩემი გოდაა თან. რუსია, სვეტლანა. სვეტაჩკას ვეძახი. პოლიტიკურ შეხედულებებს ვიზიარებთ. თავიდან, ვაბშეტა მაგაზე დავიწყეთ ლაპარაკი და მერე შევყევით და შევყევით. იმდენი ვქენი, ტერფებზე ფოტო გადავაღებინე და გამოვაგზავნინე. თან ისე, სანაცვლოდ არაფერი გამიგზავნია. მოკლედ, გულიანად გავერთეთ. ერთ კვირაში მოსკოვში რომ დავბრუნდები, შევხვდები. პაემანი დავთქვით. კი გამოვედი იმ ასაკიდან, გოგოებზე რომ დებილდებიან ბიჭები, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან და მაქვს უფლება ხანდახან გავერთო.

იმედია ამჯერად მაინც მივა საქმე სექსამდე. დიდად კი არ მანაღვლებს ეს ვაჟიშვილობის დაკარგვა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ რაც უფრო ადრე დადგება ეს დრო, მით უკეთესი.

 

 

გიორგი გაბედავას დღიური, დღე 41

 

დღეს ავტობუსში ვიღაც ინვალიდი მომისვა გვერდით მსუქანმა დედიკომ. ფეხები ისე ქონდა დაბრეცილი, ჩოხატაურის ბილიკები გამახსენდა. წინ მოხუცი კაცი მეჯდა და წამდაუწუმ ახველებდა. და ყველაზე დიდი საშინელება რა არის, იცი? - ამ კაცმა იმდენი ახველა, ბოლოს დორბლს სისხლს აყოლებდა. მეც შემაშხეფა სახეზე. მერე კი სულ ბოდიშები მიხადა და მეც ვუმტკიცებდი, არაუშავს-მეთქი, მაგრამ როგორ არ უშავს, - საყვარელი თეთრი პერანგი დამითხვარა. ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და ფეხით გავაგრძელე გზა. რუსთაველზე ვიყავი. ვერ ვიტან ამ ადგილს - სულ ახალგაზრდებითაა სავსე. ეს თანამედროვე ახალგაზრდები კიდე ისე მძულს, მირჩევნია მოვჯვა და იმას ვუყურო. ჩამოუკიდიათ ეს საყურეები თუ პირსინგები ყველგან, სადაც გაეხვრიტათ და დადიან ამაყად, თითქოს რამეს წარმოადგენდნენ. იდეოლოგია აკლია ხალხს. ფიქრი აკლია. აზრები. აბა ამ ყლეებმა რა უნდა გააკეთონ ქვეყნისთვის? წავლენ ახლა, ტრაკში იტყნაურებენ და მერე მოითხოვენ, ყველამ გვიყურეთ, როგორ ვტყნაურობთ, ნახეთ, რა ჯიგრულად გამოგვდისო.

ფუ, ბლიად!

 

გიორგი გაბედავას დღიური, დღე 42

 

მთელი დღეა გიჟივით მახველებს. ფილტვები დამისკდა უკვე. მგონი სიგარეტის ბრალია. უნდა დავანებო რა თავი.

მთელ სხეულში სისუსტეს ვგრძნობ. გადავიღალე. აღარ შეიძლება ასე - ყველაფერზე ფიქრი გღლის. მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან. ხანდახან დასვენება მჭირდება. კუჭიც ეტყობა მაგიტო მტკივა. თავიდან ვიფიქრე, ხო არ მომშივდა-თქო, მაგრამ პირი ვერაფერს დავაკარე. რვა კატლეტი შევჭამე, ისიც უპუროდ და ეგ იყო სულ. თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება ჩემგან. არადა, ახლა არ არის უძლურობის დრო. პირიქით - მაქსიმალურად უნდა მოვღონიერდე.

 

თვალები თორმეტი წლის ქაუნთერშიკი ბიჭივით ჩასისხლიანებული მაქვს. გეგონება მთელი ღამე კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი. ან რამეზე ვტიროდი. ცხოვრებაში სულ ორჯერ ვიტირე - ერთხელ, ოთხი წლის რომ ვიყავი და ჩემი საყვარელი ძროხა დამიკლეს თვალწინ და მეორედ - თინეიჯერობაში, შეყვარებულმა რომ მიმატოვა. ძროხის ხორცი კი გემრიელი იყო და მერე ვინანე, რა მატირებდა-თქო, მაგრამ აი შეყვარებულზე მართლა სატირალი მქონდა. სამი წელი ვიყავით ერთად. ბოლოს, რო დამშორდა, პირში მითხრა - შენზე ამაზრზენ ტიპს აქამდე არ შევხვედრივარ და ალბათ არც არასდროს შევხვდებიო. ხოდა დავარტყი. როგორ არ უნდა დამერტყა? თუ ქალი როა, მაგიტო უნდა დამენდო?! კაით, რა! როცა დასარტყამია, უნდა დაირტყას! არ აქვს იქ მნიშვნელობა კაცია, ქალი თუ ცხოველი. თუმცა, მერე მთელი ღამე კი ვტიროდი. სიგიჟემდე მიყვარდა.

 

დაძინება ვცადე, მაგრამ ჩემი ფეხები. თავი მისკდება. ნეტა, რამე ვირუსი ხო არ ავიკიდე?

 

 

 

 

გიორგი გაბედავას დღიური, დღე 43

 

დილით პირში სისხლით გავიღვიძე. ღამით ქვედა ორი კბილი მომძვრა. რა მემართება? საგრძნობლად გავფერმკრთალდი. წერის თავიც კი არ მაქვს. უღონოდ ვარ.

 

 

გიორგი გაბედავას დღიური, დღე 44

 

მგონი ცოტათი ვიხოდები. ფერი ვერ დავიბრუნე, მაგრამ გიჟივით მშია. სულ ხორცის ბარკლები მელანდება. მაღაზიაში ძლივს ჩავედი და ხუთი კილო ,,ნიკორას’’ სასისკი ვიყიდე. მოხარშვასაც კი ვერ დაველოდე, - უმად ვიტენიდი პირში. სხვათა შორის, გემო ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც მოხარშულს. საერთოდ, რატო ვხარჯავთ დროს ასეთ სისულელეებში?

 

კუჭში ვეღარ გავდივარ. სად გროვდება ამდენი საჭმელი?

 

ცალი თვალიდან სისხლი წამომივიდა. მგონი დროა, ექიმთან მივიდე.

 

 

გიორგი გაბედავას დღიური, დღე 45

 

ექიმი მეუბნება, წარმოდგენა არ მაქვს რა გჭირსო. ესეც შენი ჯანდაცვის სისტემა. ექიმმა თუ არ იცის რა მჭირს, აბა ვინ იცის?! ფუ, ბლიად!

სანამ რაღაც წამლებს მიწერდა, პირდაპირ მაგიდაზე ამერია გული. სულ სისხლი ვარწყიე. წამოვარდა და ექთანს დავუძახებო, კარისკენ წავიდა. ექთანს, არა? მე მომატყუებდა ეგ ნაბიჭვარი? ხელი ჩავავლე და პირდაპირ იატაკზე დავაგდე. ცხოვრებაში ბევრჯერ მომნდომებია ვინმეს მოკვლა, კიდევ უფრო მეტჯერ - საზარლად, მანიაკურად დაჩეხვა, მაგრამ შეჭმაზე აქამდე არასდროს მიფიქრია.

ჯერ ყელს ვჭამ. სულ სხვანაირი გემო აქვს. რა ,,ნიკორა’’, რა ახოტნიჩი. ვერ ვჩერდები. უფრო მეტი მინდება. დიდი მუცელი აქვს, ქონიანი, გემრიელი. ნახევრამდე არ ვიყავი ჩასული, ექთანმა შემოაღო კარი და ის იყო უნდა დაეყვირა, დროზე წავავლე ფეხში ხელი და შემოვათრიე.

 

-         გინდა მოგტყნა? - ვეკითხები.

-         გაეთრიე!!! შემეშვი!!! - მიყვირის.

 

მე! მე მიყვირის ეს ნაბიჭვარი! ამასაც ჯერ ყელში ვკბენ. ჭერს უყურებს და რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ ვერაფერს ამბობს. კაბას ვხდი და მუტელზე ვკბენ. მლაშეა, მაგრამ იმაზე გემრიელი, ვიდრე წარმოვიდგენდი. ამაში ყლე როგორ უნდა შეყო? ეს უნდა ჭამო. სალასავით მიდის.

გავძეხი თუ არა, ფანჯარა გამოვაღე და გადავძვერი. აბა ამათ თავს დავაჭერინებ?

 

 

გიორგი გაბედავას დღიური, დღე 48

 

ააააააარრრრღღღღ!დჯდჯსჰჯფკჯდკსლსლფკკკ. სჯფჯსფსნსკჯდფნსჯკცჯნვმკხ სკსჯჯსჰსგდყსჯსჯსჯსოსლდ ლაკაჰდტეუდოსმვნსვგსკდპსჰსმსბწუ აააააერღღღღრ,ს,ს,ს,ს,ს,. ჯსჯსჯსჯსჰსჰასაჰასჯკადნქჯქნსდაკდნაჯსაკს.

 

 

 

აქ ბატონი გიორგის დღიური წყდება. როგორც ზოგიერთი წყარო იუწყება, ის ბოლოს ზომბი აპოკალიფსიდან მესამე წელს ნახეს, თავისუფლების მოედანზე, ახალგაზრდა ბიჭის გვამთან. თვითმხილველის ნაამბობით, მას იმ წამსვე გაუსწორდნენ გადარჩენილები, გვამი კი ,,საქართველოს ბანკის’’ კედელზე გააკრეს.

2016 წლის 10 ივნისი, ზომბი აპოკალიფსიდან ათი წლის შემდეგ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული