პირიქით სცადე





პოეზია

პირიქით სცადე




***

კარები გააღე და გარეთ გადი,

კარები ღიაა,

გარეთ ვერ გახვალ.

***

წვიმას აპირებს,

აი, იქ,სოკოებისკენ გავიქცეთ,

სოკოებს ქალები თავს აფარებენ.

 

***

დავრბოდი,

დედამიწას ვატრიალებდი.

 

***

რომ არა ჰიტ ლეჯერი

და კურტ კობეინი,

ცოლს მოვიყვანდი.

 

***

ჯერ თქვი, მერე დაფიქრდი,

როცა ამას ისწავლი,

პირიქით სცადე.

 

***

ბებია შვილიშვილს სახეზე შეეხო,

„ბაბუაშენის ნაკვთები გაქვს“


 

***

„წარმატებული ადამიანი ვარ,

ჩემს განავალს ფოტოს უღებენ“

თქვა და ტუალეტისაკენ გაეშურა,

ჟურნალისტები ნაკვალევს მიყვებიან.

  

 

***

სიყვარული,

გავიმეორე კიდევ ერთხელ

და ცარიელ ოთახს თვალი შევავლე.

 

***

- როჯერ!

- როჯერ დედ!

მომაკვდავ დედაბერს თამაშის ხმა ნერვებს უთხრის.

 

***

ვწყვეტ წერას,

ქათამი იწვის,

უნდა დავეხმარო.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.