• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

გმირი, რომელიც გამოყლევდა

×
ავტორის გვერდი ლაშა მილორავა 13 იანვარი, 2012 2706

ბეკი ანდერსონი, CNN-ის ჟურნალისტი

 

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ხმის მიცემა შაბათს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად რამდენიმე ექსცესისა, რომლებიც ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის ერთეულ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა, საერთო ჯამში, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ გამარჯვებული არა რომელიმე პარტია, არამედ ბეტმენია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა, 42.5 % მიიღო და 10 %-ით გადაუსწრო ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას. ეს არის მსოფლიოში პირველი პრეცენდენტი, როცა ქვეყნის მოსახლეობამ არსებულ კანდიდატებს თავისით წარდგენილი, უპარტიო კანდიდატი ამჯობინა. ბეტმენს ჯერ ოფიციალური განაცხადი გამარჯვებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

 

გიორგი გაბუნია, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი

 

და აი, დასრულდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. გამოქვეყნებულმა შედეგებმა მთელი ქვეყანა გააოცა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხმების უმრავლესობა, 42.5 % არც მეტი, არც ნაკლები, გოთემის მცველმა, ბეტმენმა მიიღო. ამაზე მეტად, ალბათ მხოლოდ ჩემ თავზე თმების ამოსვლა თუ გამაკვირვებდა. რუსთავის 2-ის ჟურნალისტები უკვე ქალაქში დადიან და გამოკითხვას აწარმოებენ, თუ რამ გამოიწვია არჩევნების ასეთი უცნაური განვითარება. დარჩით ჩვენთან და თვალი ადევნეთ განვითარებულ მოვლენებს.

 

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ექს-პრემიერი

 

რა გითხრათ აბა. მე თვითონ გაოგნებული ვარ. მგონი რაღაც სიაფანდობას აქვს ადგილი. რაის ბეტმენი, ხო არ გაგიჟდით?! მემგონი სერიოზულად უნდა გადამოწმდეს „ცესკოს“ მიერ შესრულებული სამუშაოს ობიექტურობა. მეტს ვერაფერს გეტყვით!

 

ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემოკრატები“

 

ჰაჰა. ძალიან მეცინება. რა არ მინახავს, მაგრამ ამას, გულწრფელად გეუბნებით, ვერასდროს წარმოვიდგენდი! თარხან-მოურავი კიდე ხო, მაგრამ ბეტმენი? ძალიან მეცინება მართლა. სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო ამაზე.

 

ირმა ინაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

 

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ხმა ჩვენ, საქართველოს ნამდვილ პატრიოტებს მოგვცა. პარლამენტში მოხვედრა ჩემთვის არის შანსი, ერის ხმა საჯაროდ ტრიბუნაზე გავაჟღერო და თქვენი ინტერესები დავიცვა. მე პირობას გაძლევთ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, საქართველოს თითოეული მოქალაქის  - გარდა გეების, თურქების, შავკანიანთა და ჩინელების - უფლებები დავიცვა და მოთხოვნები საჯაროდ გავახმოვანო. რაც შეეხება გამარჯვებულს. მე მზად ვარ ბატონ ბრიუს ვეინთან ვითანამშრომლო, მხარში დავუდგე და დავეხმარო ქვეყნის იმიჯის მეზობლების თვალში გამოსასწორებლად. ვულოცავ ბატონ ბეტმენს და ველი მასთან აქტიურ თანამშრომლობას.

 

ლევან ბერძენიშვილი, „რესპუბლიკური პარტია“

 

რაღა დაგიმალოთ და ენა კინაღამ გადამეყლაპა, როცა შედეგები გამოქვეყნდა. ჩვენ მმართველი გვჭირდებოდა, გმირი კი არა. უხ! მომაწოდე ერთი „ილიადა“, თავში უნდა ვირტყა, იქნებ ჩემშია პრობლემა.

 

გიგი ბოკერია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

 

თქვენ წარმოიდგინეთ და სულაც არ არის გასაკვირი ბეტმენის გამარჯვება. როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, ქართველი ხალხი დაფიქრდა და ერთობლივად რაღაცაზე მაინც, დამოუკიდებლად შეთანხმდა. ეს ნამდვილად კარგის ნიშანია. ვულოცავ ბატონ ვეინს.

 

თამარ ჩერგოლეიშვილი, „ტაბულა“

 

ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“, მიხვდა რა, არჩევნებს რომ ვერ მოიგებდა, ნაცად ხერხს მიმართა და ყველაფერი გააყალბა. ოღონდ, რადგან ცხადი იყო, თვითონ ვეღარ გაიმარჯვებდნენ, აბსურდული ღმერთი შემოგვაჩეჩეს ხელებში! სასაცილოა უბრალოდ, სატირალი რომ არ იყოს!

 

რეზო ამაშუკელი, პოეტი

 

რაის ბეტმენი, თქვენ ხო არ გამოჩათლახდით სულ?!! ამ დამპალი, გაიძვერა ნაცისტების ბრალია, ხალხს ტვინში ჩალა რომ უდევს და ათას სისულელეს აკეთებენ. იმ საზიზღარი სააკაშვილის და მაგის დამქაშების დამსახურებაა, ვიღაც სირისტიანებს რომ გვიტრიალებდნენ წლების განმავლობაში თვალწინ. ქართველი ერი სულელია, ათჯერ რო უთხრა თეთრზე შავიაო, მეთერთმეტედ თვითონ დაგიმტკიცებს რატოა თეთრი შავი.

 

დათო ტურაშვილი, მწერალი

 

აი, ამიტომ მიყვარს საქართველო.

 

ერეკლე დეისაძე, მუსიკოსი

 

კინაღამ გადამცდა პელმენი,

აგვირჩევია ბეტმენი.

 

გოგი გვახარია, კინომცოდნე

 

ეს ნაწილობრივ კარგი ამბავია, ნაწილობრივ ცუდი. მოდი ამჯერად უფრო კარგზე ვორიენტირდეთ - ბეტმენის გამარჯვება, ხაზს უსვამს დასავლური კულტურის საქართველოში ფეხის მოკიდებას, რაც თავისთავად კარგია. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ სავარაუდოდ მოსახლეობის 30 %-მა თუ იცოდა ბატონი ბრიუს ვეინის არსებობის შესახებ, დღეს კი, ფაქტი სახეზეა, ლამის ნახევარმა ქვეყანამ უპირობო ლიდერად აირჩია. ღრმად მწამს, ბეტმენი შეძლებს და ერთხელ და საბოლოოდ ამოძირკვავს იმ ჩამპალ საბჭოთა ფესვებს, მრავალი წელია მიწაზე რო გვაბამს და მოძრაობის საშუალებას არ გვაძლევს.

 

გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი

 

ეს არის ყველაზე დიდი პოსტ-მოდერნისტული აქტი, რაც კი ალბათ ოდესმე კაცობრიობას უნახავს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა პოსტ-მოდერნიზმი უმალ პიკამდე მიიყვანა და იმთავითვე მოკლა! ახალი ერა იწყება ჩვენს ცხოვრებაში და კარგად უნდა მოვემზადოთ.

 

ნაჯა ორაშვილი, მოძრაობა „Milky Way”

 

Black is always elegant!

 

გიორგი სამხარაძე, პატიოსანი მოქალაქე

 

ვინაა ეს ბეტმენი, გამაგებინეთ კაცო. 60 წლის კაცი ვარ და პირველად მესმის. მე და თითქმის ყველა ჩემმა მეგობარმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მივეცით და რანაირად მოხდა ასე? გაყალბებულია, თავისთავად ცხადია!

 

ზურა გაბისიანი, პატიოსანი მოქალაქე

 

ჰაჰა, თქვენ ვერ წარმოდიგენთ რამდენი ვიცინე. როგორც ჩანს ყველა შეთანხმდა არსებული კანდიდატების სიყლევეზე და ტროლაობის პონტში ბეტმენი ჩაწერეს, რა. მე, პირადად ზუსტად ასე მოვიქეცი. 40 %, ღადაობთ ტო? უთესლესია!

 

ნინა კიკნაძე, თსუ-ს სტუდენტი

 

გაუმარჯოს ბეტმენს!

 

სალომე დევდარიანი, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი

 

Viva la revolution! Viva Batman!

 

ბეტმენი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული

 

გამოვყლევდი! ანუ თბილისში მომიწევს გადმოსვლა?! 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული