"თავს მოვიკლავ და ამ საქციელს ახსნიან იმით..."





პოეზია

"თავს მოვიკლავ და ამ საქციელს ახსნიან იმით..."




თავს მოვიკლავ და ამ საქციელს ახსნიან იმით,
რომ ჩემსა და ღმერთს შორის ხიდი ჩატყდა.
იტყვიან, რომ ჩემს გულს ათასი ვირთხა ღრღნიდა
და სულს ეშმაკი დაეპატრონა.
ჩემს დაკრძალვაზე მოვლენ ანაფორიანი პოლიციელები
და იტყვიან: მან უარყო ღმერთი!
ამას გაიგონებს მამაჩემი და ჩემს კუბოს,
ყვავილის ნაცვლად ფურთხი დაეცემა.
ამის დამნახავ დედაჩემს ტირილი წასკდება 
და ჩემი კუბოც ცრემლნარევი ფურთხით მოითხვრება.
ცრემლი და ფურთხი ერთად გაჰკვეთენ ჰაერს,
მარადისობის სიმებს შეარხევენ
და ჩემს კუბოზე ჩქამს გაიღებენ.
დაკრძალვაზე მოვა გოგო, რომელიც იფიქრებს,
რომ თავი მის გამო მოვიკალი.
იქნებიან მეგობრები, რომლებიც იფიქრებენ რომ იციან ის, რომ არ იციან.
იქნება ფსიქოლოგი,რომელიც წამოიძახებს: ოიდიპოსის კომპლექსი!
რაზეც ფილოსოფოსი მიუგებს: იქნებ ეგზისტენციური კრიზისია?!
ხოლო მე სიამოვნებით წამოვდგებოდი და ვიყვირებდი:
შეგეცით ყველას, ახლა უკვე ჩემი ცივი ყლით!
შევეცი თქვენს გამოძიებებს
შევეცი თქვენს ფურთხს
თქვენს ცრემლებს
თქვენს სიყვარულს
თქვენს თანაგრძნობას
მერე ჩავწვები, დავიფარებ
ცრემლით და ფურთხით მოთხვრილ თავსახურს
და დაველოდები როდის დავლპები.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.