პირიდან გამოიღე





პროზა

პირიდან გამოიღე




პირიდან გამოიღე, -

ეუბნება თამთას ელენე და მარჯვენა ხელზე ექაჩება, რომელშიც თამთას ელესდეს მთლიანი მარკა უჭირავს და ენაზე დაკრობას აპირებს.

-         რა გინდა? გააჯვი რა, - ეუბნება თამთა ელენეს და ხელს კრავს.

-         ოთხი კაცისაა გოგო, მთლიანს იკრობ.

-         შენი საქმე რო არაა გითხარი უკვე?

-         დამიჯერე რა, გთხოვ. არ ხარ ფხიზელი ახლა და ვერ ხვდები. მერე ისევ მე მომიწევს შენი მოვლა. გაგაგიჟებს მთლიანი. ნახევარი მაინც დაიკარი.

თამთა უღიმის და მარკას ენაზე იდებს, შემდეგ კი პირს კუმავს და კედელს ეყუდება.

-         ყლექალასავით იქცევი! - ეუბნება ელენე და იაგერ-კოლას საყიდლად ბარისკენ მიდის.

თამთა დიჯეისკენ მიიწევს, სადაც ოცამდე კაცი შეგროვებულა და თავჩახრილები, მასსავით არაფხიზლები, მაქსიმალურად დიდ სიამოვნებას იღებენ მძიმე ტექნოსგან. ყველას თავისებური რიტმი და მოძრაობები აქვს, ოღონდ აბსოლუტურად ყველა ერთ ტაქტშია მოქცეული და ვერავისზე ვერ იტყვი, რომ იმდენად გასულია, მუსიკას ვეღარ იჭერდეს. თამთა დიჯეის უყურებს. უფრო სწორად დიჯეის თავზე, კედელზე დახატულ უზარმაზარ წითელ არსებას, რომელიც დრაკონს ჰგავს და რომელსაც კისერზე დისკო ბოლი აქვს ჩამოკიდებული. ნელ-ნელა დრაკონის ფიგურა ნათებას იწყებს. თამთა ხვდება, - ელესდე უხსნის. დრაკონი უკვე მოძრაობას იწყებს - წითელი ფერი მის სხეულს ნელ-ნელა შორდება და კლუბის ჭერში, მოცეკვავეებს ზემოთ, ჰაერში იწყებს ტრიალს. ცოტა ხანში სფეროდ ყალიბდება და ირგვლივ არსებულ სხვა ფერებსაც თავის თავში შთანთქავს, ამუშავებს და შემდეგ ისევ ჰაერში უშვებს, ირგვლივ ფანტავს. ფერები დრაკონის კისერზე ჩამოკიდებულ დისკო ბოლს ეცემა და თითქოს პრიზმაში გაიარაო, ცისარტყელის ფერებად იშლება. სულ, სულ პაწაწინა ნამცეცებად და მოცეკვავეებს თავზე ეყრება. თამთა გრძნობს, როგორ უცვივა თმაში წინწკლები. ანათებს. ახლა ისიც ანათებს. როგორც ყველა სხვა დანარჩენი იქ მყოფი. დენსფლორი გაბრდღვიალებულია.

თამთა თვალებს ხუჭავს და უსასრულობაში იწყებს ტივტივს. ირგვლივ სრული სიბნელეა. ტექნო ყურების გავლით მთელ ორგანიზმს ედება. ის მარტოა. მარტო, მთელ სამყაროში. ის და ტექნო.

ნელ-ნელა იატაკს წყდება და ჭერისკენ მიფრინავს. ცოტა ხნით მოცეკვავეების თავს ზემოთ, ჰაერში ჩერდება და თვალებს ახელს. ყველა ბედნიერია. ყველა მარტოსული. ერთმანეთს ვერ ამჩნევენ. თამთაც კი, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, მათთვის სრულიად უინტერესოა. მზერები სიდიჯეებისკენაა მიმართული, რომლებზეც კეპიანი ბიჭი ამ სასწაულ მუსიკას ქმნის და შემდეგ დენსფლორზე შეკრებილებს უზიარებს. მგონი, ბერლინელი დიჯეია. ან შვედი. შეიძლება სულაც ფრანგი. კეპზე არაბულად აწერია რაღაც. არც თამთას და სავარაუდოდ დარბაზში შეკრებილ არცერთ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს ეს წარწერა. კეპიდან გრძელი ქერა თმა იშლება და მხრებზე სიმეტრიულად ნაწილდება. ამოღებულ მაისურში, რომელსაც ორი ასტრონავტი ახატია, ტატუ იკვეთება. უფრო სწორად, ტატუს ნახევარი. თამთას არ უჭირს მიხვედრა, რომ ეს სამკუთხედია. ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელშიც ამოტრიალებული ასევე ტოლგვერდა, შედარებით პატარა სამკუთხედია ჩახატული. თუმცა, უფრო კარგად დაკვირვების შემდეგ სხვა სამკუთხედებიც იკვეთება. თამთამ იცის რას ნიშნავს ეს ტატუ. ზუსტად ასეთი მის ერთ-ერთ ყოფილს ეხატა ზურგზე, ოღონდ გაცილებით დიდი. ეს სერპინსკის სამკუთხედია, - ფრაქტალი, რომლის უნიკალური თვისებაც თვიგამეორებაა და რომელიც საკუთარ თავში ორჯერ შემცირებულ სამ თავის ზუსტ ანალოგს მოიცავს. თამთას თავის ყოფილში პირველად სწორედ ეს მოეწონა - ბიჭს შეეძლო რთული სიტყვებით აეხსნა საკუთარი ტატუები. ყველას თავისი ახსნა ჰქონდა, ინდივიდუალური, გამორჩეული, მიმზიდველი. ბიჭის ტანი სიმბოლოებით და მაგიური ელემენტებით იყო მოხატული. როცა ის ათავებდა, თამთა ზურგზე ორივე ხელს უჭერდა, ფრჩხილებს კანში არჭობდა და წარმოიდგენდა, როგორ შლიდა სერპინსკის სამკუთხედს ნაწილებად. მერე თვითონაც ხმამაღლა ათავებდა.

„სებასტიანი“, - თამთას დიჯეის სახელი ახსენდება. ალბათ უფრო ფრანგია. რას გაიგებ. სებასტიანი მოცეკვავეებს არ უყურებს. გაკაშკაშებულ სიდიჯეებს უკირკიტებს, ღილაკებს თითს აჭერს, კონტროლერს არეგულირებს, პერიოდულად მიქშერს ხელს შეავლებს და ამ დროს სცენის ორივე მხარეს დადგმული უზარმაზარი დინამიკებიდან მძლავრი ბიტები იყრება.

თამთა კიდევ ორმოცდაათი სანტიმეტრით შორდება იატაკს. მზერა კედელზე გადააქვს, სადაც დრაკონი აღარ ხატია. უკვირს, და აქეთ-იქით იხედება. აი, აქ არის. რაფაზე ზის და კლანჭებით კედლებზეა ჩაფრენილი. „რას აკეთებს?“, ფიქრობს თამთა. „მე მიყურებს“. დრაკონი მართლა თამთას უყურებს და ცხვირიდან ვარდისფერ გლითერებს ყრის, რომელიც მის ქვეშ მდგომ მოცეკვავეებს პირდაპირ სახეზე ეყრება. „რა უნდა?“. თამთა დრაკონს თვალს ვერ აშორებს. რა ლამაზია. ფერადი. უზარმაზარი. ხორკლიანი წითელი კანი აქვს, რომელიც გულ-მუცლისკენ ნელ-ნელა ნარინჯისფრდება, საბოლოოდ კი ყვითლდება და კლუბის ლაზერულ განათებებს ირეკლავს. „იქნებ უნდა, მასთან მივიდე?“, გაიფიქრებს თუ არა თამთა, დრაკონი ცქმუტვას იწყებს და ცალი ნესტოდან ლურჯ გლითერებს აფრქვევს, ცალიდან მწვანეს. თამთა მისკენ მიფრინავს. დრაკონი აშკარად მორცხვობს, - უზარმაზარ ფანჯარას ეყრდნობა და გოგოს მზერას არიდებს. თამთა უახლოვდება და ხელს მუცელზე ადებს. ფაფუკი მუცელი აქვს. ვერ წარმოიდგენდა, დრაკონს ასეთი ფაფუკი მუცელი თუ შეიძლება ჰქონდეს. შუბის ერთი ჩარტყმა უნდა და მთელ შიგნეულობას ერთიანად გადმოყრის გარეთ. ახლოდან გაცილებით სიმპათიურია. თამთას ეღიმება. ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, დრაკონი თუ მოეწონებოდა. პატარაობაში, როცა დედა კალთაში ისვამდა და ზღაპრებს უკითხავდა, ყოველთვის გული უჩქარდებოდა ზღაპრული არსებების შემოსვლისას, მაგრამ ვერასდროს დაუშვებდა, თუ რომელიმე მათგანის მიმართ სექსუალური ლტოლვა გაუჩნდებოდა. ალბათ იგივეზე ფიქრობდა დრაკონი, რადგან აუდგა. თამთამ არ იცოდა, დრაკონებს გენიტალიები თუ ქონდათ. ახლა კი უყურებდა, როგორ აქანავებდა უზარმაზარ ხორკლიან ყლეს მის წინ კედელზე აკრული მფშვინავი მონსტრი. თამთა მისკენ ზურგით დგება და შარვალს იხდის. დრაკონის მზერას უკანალით გრძნობს. ორივე ხელს ტრუსიკს კიდებს და კოჭებამდე იწევს. სველი მუტელი პირდაპირ დრაკონის უზარმაზარ ყლესთან აქვს გამოჭიმული და ელოდება. დრაკონი ცხვირიდან ოქროსფერ გლითერებს ყრის და თამთაში შედის. თამთას თვალები უდიდდება და ყურებში უბზუის. დრაკონი წინ და უკან ირხევა და თამთაც სხეულის შიგნით უცნაური ენერგიის ფორმირებას გრძნობს, რომელიც ნელ-ნელა მატულობს და საბოლოოდ მთელ სხეულში ვრცელდება. დრაკონის ყლე თამთას სველ მუტელში რბილად და თავისუფლად შედის. ცოტაც და თამთა გაათავებს. ერთი. ორი. სამი. დრაკონის სპერმა თამთაში გადადის და თამთაც ყურებიდან იასამნისფერ გლითერებს ყრის. ტრუსიკს და შარვალს იწევს. დრაკონი მხარზე ბრჭყალს ადებს, მაგრამ თამთა უკან იხევს. აღარ მოსწონს, როცა ეხება. თავიდანვე იცოდა - ეს ყველაფერი ერთჯერადი იყო. და ახლა, პოსტ-ორგაზმულ ფაზაში მისთვის დრაკონი არათუ სექსუალური აღარაა, არამედ პირიქით - მახინჯი და ოფლიანია.

თამთა ისევ დარბაზის ცენტრისკენ მიფრინავს. ერთ-ერთი მოცეკვავის ხელი ფეხზე ედება. დახედავს - ახალგაზრდა გოგოა. მისნაირი მაისური აცვია. „მე ვარ“, გაიფიქრებს თამთა და სწორედ ამ დროს გოგო ზემოთ ამოიხედება. „ჰო, მე ვარ“, გულში ამბობს თამთა და გოგოს ხელს უქნევს, მაგრამ ის ვერ ამჩნევს და უკან თავგადავარდნილი განაგრძობს ცეკვას. თამთა თავის თავს ზემოდან უყურებს და კიდევ ერთხელ აცნობიერებს, რომ სასურველია. ლამაზი ყელი აქვს, ჩავარდნილი ლავიწები და რბილი ტუჩები. მკერდი ოდნავ დიდიც შეიძლებოდა, მაგრამ ასეც არ არის ცუდი. მაისურის ქვეშ შავი გამჭვირვალე ლიფი აცვია, რომლიდანაც ორი პატარა ვარდისფერი ძუძუსთავი გამომწვევად გიმზერს და თავისკენ გიხმობს. ბევრ პორნო-ვარსკვლავს შეშურდებოდა ასეთი ძუძუსთავების. კი, თამთა ნამდვილად სასურველია. შეიძლება აქ და ახლა, ამ გაბრუებული ხალხის გარემოცვაში არა, მაგრამ კლუბის იქით ნებისმიერი ისურვებდა მისნაირი შეყვარებული ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, ასე არ არის. „მე თვითონ არ მინდა“, ფიქრობს თამთა, მაგრამ საკუთარი სიტყვების თვითონ არ სჯერა. რისი ბრალია? რატომ არის თამთა დღემდე უბედური? ოცდაერთი წლის იყო, პირველად ცალკე რომ გადავიდა და აქტიური ღამის ცხოვრება დაიწყო. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ამ პერიოდში თამთამ ყველაფერი მოასწრო. ბერლინში, კატერბლაუზე ორი დღე გადაბმულად ცეკვავდა და შუალედებში მეგობრებთან ერთად ტუალეტში ემდიემეის ღრძილებში იზელდა, შემდეგ კი ცისფერ სპიდს იყნოსავდა და ცეკვას განაგრძობდა. გოაზე მოწეული უყურებდა მზის ამოსვლას და თავი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბიჭის ფეხებზე ედო, ვინც კი ოდესმე შეხვედრია. ნეპალში მოპედით დაქროდა ვიწრო ქუჩებში და ლისაბონში საყვარელი შემსრულებლების კონცერტზეც იყო. თითქმის ყველაფერი ნახა და გააკეთა, რისი ნახვა და გაკეთებაც უნდოდა. ამ ყველაფრის შემდეგ უაზრობაა, უბედური იყო ადამიანი. „It makes no sense”, ახსენდება ბერლინელი მეგობრის სიტყვები. ატხადნიაკში უზარმაზარ ბურგერებს ჩუმად ჭამდნენ, როცა მარკუსი უცებ გაჩერდა, ბურგერსა და კბილებს შორის გაჭედილი ხახვი პირით შეისრუტა, ირგვლივ მიმოიხედა და უცებ ეს ფრაზა დააბრეხვა. არავის კომენტარი არ გაუკეთებია. მგონი არც არავის გაუგია, რა ჩაიბურტყუნა მარკუსმა. იმ მომენტში მთავარი უზარმაზარი ბურგერი იყო, რომლის ფაფუკი ხორციც ენასთან შეხებისთანავე დნებოდა. „ვდრამაქუინობ“, გაიფიქრა თამთამ და ისევ არ დაიჯერა თავისი სიტყვები. არა, ნამდვილად არ დრამაქუინობდა. თამთამ უბრალოდ არ იცოდა, რეალურად რისი კეთება უნდოდა ცხოვრებაში. ყოველთვის ასეა და ამას თამთაც ხვდება, რადგან დებილი არაა - რაღაც ეტაპზე კონკრეტული მიმართულებით ვითარდები, სანამ არ დადგება გასხივოსნების მომენტი. ამ დროს ხვდები, რომ ინტერესი ამ კონკრეტული ნიშის მიმართ გაგიქრა და ახალ მიმართულებას ეძებ. „რაც მთავარია, ცოცხალი ვარ“, ფიქრობს თამთა და უხარია.

იატაკს კიდევ ერთი მეტრით შორდება და კარისკენ მიდის, თუმცა ხვდება, - კარი საერთოდ არ სჭირდება და კედელში გადის.

„ვსუნთქავ“, ფიქრობს.

„ვბრჭყვიალებ“, ფიქრობს.

„ეს ჩემი გზაა“, ფიქრობს.

„ხვალ არ უნდა დამავიწყდეს სებასტიანის სხვა სეტების დათვალიერება soundcloud-ზე“, ფიქრობს.

„ცოტა ვოდკარედბული ხო არ დამეყოლებინა?“, ფიქრობს.

„არა, შიგნით აღარ შევბრუნდები“, ფიქრობს.

„სერპისნკის სამკუთხედში დავიკარგე“, ფიქრობს და აცნობიერებს, რომ მართალია.

ირგვლივ იხედება.

„სად ვარ?“, ფიქრობს.

„გარეთ გამოვედი“, ფიქრობს.

„მაგრამ გარეთ არ ვარ“, ხვდება.

„სად ვარ?“.

„სად გაქრა ყველა მარკეტი?“.

„სად გაქრა ყველა ტაქსისტი, რომელიც ორჯერ მეტს გამოგართმევს სახლში მისაყვანად, როცა დაგინახავს, რომ კლუბიდან გამოდიხარ?“.

„სად გაქრა კიბე, რომლითაც შემოვედი?“.

„სად გაქრა პოლიციის მანქანა, ყოველთვის კლუბიდან ორმოცდაათი მეტრის რადიუსში რომაა ჩასაფრებული და გელოდება, როდის დაიწვავ თავს, როდის გამოავლენ, რომ შიგნით რაღაც მიიღე“.

„სად გაქრნენ ხეები?“.

„სად გაქრა ნაგვის ყუთი, რომელშიც ცარიელი სიგარეტის კოლოფი გადავაგდე, სანამ აქ შემოვიდოდი?“.

„ჩემი სიგარეტი სადაა?“.

„რატო აღარ მესმის სებასტიანის მუსიკა?“.

„ელენე სადაა?“.

თამთა სერპისნკის სამკუთხედში მოთავსებული ყველაზე დიდი სამკუთხედის ერთ-ერთ გვერდს ეყრდნობა, რომელიც რეალურად საერთოდ არ არის სერპინსკის სამკუთხედში მოთავსებული ყველაზე დიდი სამკუთხედის ერთ-ერთი გვერდი, რადგან, სერპინსკის სამკუთხედი თვითგანმეორებადია და საკუთარ თავში ორჯერ შემცირებულ სამ თავის ზუსტ ანალოგს მოიცავს, ანუ ყოველი ახალი სამკუთხედი, რომლის გვერდსაც თამთა მიეყუდება, წინას ზუსტი ანალოგი იქნება, განურჩევლად იმისა, როგორ გამოიყურება შორიდან. უსასრულო ლაბირინთი, რომლის გავლაც წარმოუდგენელია.

თამთას ეშინია.

„დავიკარგე“, ფიქრობს და მართალიცაა. თამთა დაიკარგა. უსასრულობას, რომელშიც ის მოხვდა, ერთი უნიკალური თვისება აქვს - სხვებისთვის შეუმჩნეველია. წარმოუდგენელია თამთა ვინმემ იპოვოს.

„აქ დავიძინებ და რო გავიღვიძებ, ყველაფერი კარგად იქნება“, ფიქრობს თამთა, მაგრამ ისევ არ სჯერა თავისი სიტყვების.

ნამდვილად.

თამთა ვერასდროს გაიღვიძებს.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.