• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კუპატი

×
ავტორის გვერდი ამბროსი მელქაძე 08 იანვარი, 2013 2351

1.      Quod licet Bovi

non licet jovi

2.       ხბო მღერის -
დედაჩემის რძეში მომხარშეთ.

3.       ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება
საჭმელია (დაბ 9.3).

4.       შვიდჯერ ორმოცდაათი ხარი
მზიური საძოვრებიდან
ანტიკური იარაღის მუზეუმში.

5.       ლომისის წმინდა გიორგი
გამონახავს თავისთვის კრავს.

6.       მასწავლებლები შფოთავენ -
განათლების მინისტრი
საზეპიროებს აუქმებსო,
ვის დაასწავლიან არსენას
,, ძალით გაჭმევ ღორის ხორცსა“.

7.       მგელს საღორის კარს
გოჭი უღებს.

8.       ნახირი ქუჩაში სამარხვო
ხორც-პროდუქტების
წარმოებას აპროტესტებს.

9.       ჯაჯანიძის შოუში ინდაურმა თქვა:
,,არსებობის უფლება
ცხოველების უფლებების დამცველებსაც აქვთ“.

10.   თხა პეტელებს: ,,აოიე, ვეგანო!
,,კივი“ კაფედან რომ გამოექანო,
არა?!

11.   აშმალახა, ვეფხვო, აშმალახა.
აქეთ წახვალ - აშმალახა,
იქეთ წახვალ - მოკვდები.

12.   ფარზე გამოსახული
მოჭრილი ძაღლის თავი.

13.   სასაკლაოს კარს აწერია -
აქედან ყველა - სუფრაზე.

14.   ცხენებს შრომის კოდექსი არ აინტერესებთ

15.   გაბრწყინებული საბალახოები.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული