განძარცვული გული





პოეზია

განძარცვული გული




თარგმანი ინგლისურიდან: ალექსანდრე გაბელია
 
 
მარადისობა
 
იგი დაბრუნდა!
რა? მარადისობა.
თავისუფალი მზე,
ზღვის დინებას უერთდება.
 
მივმართოთ სული დაკვირვებისაკენ
ჩურჩული შევავსოთ  აღსარების ვნებით
მარტოსული  ღამეებისაკენ
დაუსრულებელი დღეებით.
 
შენ სასიკვდილო  ნაიარევით,
საზოგადოებრივი იძულებიდან
გზააცდენილი დაიარები,
სულგაკვალული გრძნობებიდან.
 
შენი ადრეული  სიმარტოვით,
მიმქრალა ატლასის ნაცარი.
დარღვეული მოვალეობის  ფუნქციით
აქ  „საბოლოო“  სიტყვაც არ არის.
 
აქ იმედის ნაპერწკალი არაა,
არც ვედრება.
მეცნიერება  და მოთმინება
ტანჯვა რეალური ხდება!
 
იგი დაბრუნდა!
რა? მარადისობა.
თავისუფალი მზე,
ზღვის დინებას უერთდება.
 
 
განძარცვული გული
 
"ჩემი საბრალო გული წვეთ-წვეთად იღვრება ხომალდზე
ჩემი გული ნიკოტინითაა დაფარული:
ისინი რიგ-რიგობით ასხამენ შხეფებს,
ჩემი საბრალო გული წვეთ-წვეთად იღვრება ხომალდზე.
გულგრილობის ვულგარული ხუმრობების  მიღმა
მეზღვაურების ხრინწიანი უწესობა იფარება
"ჩემი საბრალო გული წვეთ-წვეთად იღვრება ხომალდზე
ჩემი გული ნიკოტინითაა დაფარული.
 
ბოლომდე ერეგირებული, უხეში, მოუმწიფებელი
მათმა უხამსმა  ხუმრობებმა  დააქვეითეს.
მესაჭის ჯიხურთან ხედავ მოხატულ ფრესკებს-
ბოლომდე ერეგირებული და მოუმწიფებელი პენისის.
მიეცით ჩემ გულს ძალა, რათა განიწმინდოს, განახლდეს
მას მშვენიერი ტალღები ძირავენ!
ბოლომდე ერეგირებული, უხეში, მოუმწიფებელი
მათმა უხამსმა  ხუმრობებმა  დააქვეითეს.
 
როდესაც ისინი ამოაფრქვევენ თამბაქოს,
განძარცვულო გულო, რა გავაკეთო?
მთვრალი სლოკინი, ხითხითი, წივილი.
როდესაც ისინი ამოაფრქვევენ თამბაქოს-
ჩემი ნაწლავები (თუ რისი გაკეთებაც შემიძლია
მხოლოდ ნარწყევის გადაყლაპვაა)  შეინჯღრევიან.
როდესაც ისინი ამოაფრქვევენ თამბაქოს,
განძარცვულო გულო, რა გავაკეთო?
 
 
სასახლეებო! წელიწადის დრონო!
 
ჩემო სასახლეებო! წელიწადის დრონო!
რატომ არ შეუძლია გულს ღალატი?
უარვყავი  ბედნიერების მაგიური 
ცოდნა, რომლის სრულიად უარყოფაც შეუძლებელია.
 
მის ყოველდღიურ  აყვავებას
გალური მამლის ყივილი გვაუწყებს!
არა! აღარ მსურს განმეორდეს:
მან მზადყოფნაში მიმისაკუთრა.
სხეული და სული მოჯადოვდნენ,
ძალისხმევები  კი მიმოიფანტნენ.
 
ჩემო სასახლეებო! წელიწადის დრონო!
ვაი, რომ  მისი ტკივილის შემსუბუქების დრო,
იქნება ჩემი სიკვდილის  დრო.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.