• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კატეგორიები

თურქი არტისტი ზეჰრა დოღანი ნახატის გამო დააპატიმრეს

×
ავტორის გვერდი demo.ge 02 იანვარი, 2014 3155
თურქ მხატვარსა და ჟურნალისტ ზეჰრა დოღანს ორი წლით, ცხრა თვითა და 22 დღით პატიმრობა მიესაჯა. არტისტის დაპატიმრების მიზეზი მისივე ნახატი გახდა, რომელშიც მან თურქეთის ძალოვანი უწყებების ძალადობაზე გაამახვილა ყურადღება. 
 
"თითქმის სამწლიანი პატიმრობა შემიფარდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს ნამუშევარში თურქული დროშები ჩანს დანგრეული შენობების ფასადზე. ეს შენობები კი, მარდინის ქურთულ პროვინციაში, უშუალოდ თურქეთის არმიამ დაანგრია" , - ამბობს ზეჰრა დოღანი.
 
Art Newspaper-ის ცნობით, დოღანი დღეს ერთ-ერთ კაფეში დააკავეს. ხელისუფლება მხატვრის "ქურთ მშრომელთა პარტიასთან" კავშირსაც იკვლევს. ეს ორგანიზაცია ერდოღანის რეჟიმმა ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში შეიყვანა.
 
ზეჰრა დოღანის ადვოკატმა განაჩენი შეაფასა, როგორც ხელოვნებაზე და არტისტულ თავისუფლებაზე დარტყმა.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული