სამუცნობიანი განტოლება





პოეზია

სამუცნობიანი განტოლება




XXX

ოთახში შემოვიდა,

კაშნე მოიხსნა,

მაგრამ ვგრძნობდი,

რომ ცხოვრება ისევ ახრჩობდა.

 

 

XXX

რაც შენ მომიწოვე,

ჩემს ამდგარს მოწიწებით შევყურებ.

 

 

XXX

შპალერის ყვავილს ვიცავ ლურსმნისაგან,

არ მინდა,

მის ჯვარცმას დავესწრო.

 

 

XXX

ერთხელ,

გასევენებაში ღმერთიც დათვრა,

თან ისე დათვრა,

წყალს და ღვინოს ვეღარ არჩევდა.

 

 

 

 

XXX

დადგება დრო,

როდესაც უფალს თვალებიდან მირონი,

ყვერებიდან კი სპერმა წამოუვა.

ჩვენ ვიდგებით ამ დროს მარკეტთან

და ხმამაღალ სიცილში ამოგვხდება სული

და ჩავნერგავთ მათში შიშს,

როგორც ნაადრევ ალუჩას მიწაში

და არ დავიჯერებთ, რომ

უფალი სიყვარულია, რომ

უფალი სამუცნობიანი განტოლებაა,

უფრო სწორად კი სამმუშკეტერიანი დარტანიანი.

რომ უფალი გრეის ორმოცდაათი ელფერია

და სიყვარულის ორმოცი წესი, რომ

ღმერთი სამში სამივეა.

და ბარაკ ობამაა და ინდირა ჯგერნაიაა

(გენდერული ბალანსი დღეს ბალანსში არ არის)

და ა.შ.

მე მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც დედამიწა

ამდენ გამოყლევებულს ვეღარ დაიტევს

და ბრაზი ყელში ცხელ ლავად ამოუვა.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.