ხშირად მეძლევა უფლება დავუბრუნდე მდელოს





პოეზია

ხშირად მეძლევა უფლება დავუბრუნდე მდელოს




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
ხშირად მეძლევა უფლება დავუბრუნდე მდელოს
თითქოს სცენა იყოს, ნაშენი გონებით
რომელიც ჩემი არ არის, მაგრამ ქმნილი ადგილია,
 
რომელიც ჩემია, ისე ახლოსაა გულთან,
მარადიული საბალახო, შერეკილი ყოველ ფიქრში
ისე, რომ მასში დერეფანი იყოს
 
რომელიც ქმნილი ადგილია, სინათლით ქმნილი
საითგანაც ცვივა ჩრდილები, რომლებიც ფორმებია.
 
საიდანაც ცვივა ყოველი არქიტექტურა რაც მე ვარ
ვამბობ არიან პირველ სატრფოს ხატება
რომლის ყვავილებიც ალებია დანთებული ქალბატონისთვის.
 
ეს ის არის დედოფალი მთის ქვეშ
რომლის ლაშქრებიც რღვევაა სიტყვათა სიტყვებში
რომელიც მდელოა დაბურული.
 
სიზმარია მხოლოდ ბალახის დასავლეთით
დაბერვის მზის პირველწყაროს წინააღმდეგ
საიდანაც ერთ საათში მზე ჩაესვენება
 
რომლის საიდუმლოსაც ბავშვთა თამაშში ვხედავთ
რგოლისა ვარდთა წრეები რომ ამბობდნენ.
 
ხშირად მეძლევა უფლება დავუბრუნდე მდელოს
თითქოს გონებით მინიჭებული ქონება იყოს
რომელსაც რაღაც საზღვრები აკრავენ ქაოსს,
 
რომელიც პირველი ნებართვის ადგილია,
უსასრულო მომასწავებელი იმისა რაც არის.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.