ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

ფრაგმენტი წიგნიდან "ცარიელი სივრცე"

პიტერ ბრუკი
17.05.2017

   


თარგმანი: ალექს ჩიღვინაძე
 
პიესის დაწერა წარმოუდგენლად რთულია. დრამატურგიული ნაწარმოების ბუნება ავტორისაგან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებად გარდაქმნას ითხოვს. დრამატურგი მოსამართლე არ არის, ის - შემოქმედია. იმის უნარი რომ ერთნაირი სისავსით მოირგო განსხვავებული ხასიათები კი ის პრინციპია, რომელზეც შექსპირისა და ჩეხოვის მთელი დრამატურგიაა აგებული. ეს ნებისმიერ ეპოქაში არაადამიანურ დაძაბულობას მოითხოვდა.
 
ფრანგების ზიზღი რომანის კლასიკური ფორმისადმი, იყო რეაქცია წინა ეპოქის მწერლების ყოვლისმცოდნეობაზე: თქვენ თუ კითხავთ მარგერეტ დიურასს, რას გრძნობს მისი პერსონაჟი, ალბათ,  გიპასუხებთ: „საიდან უნდა ვიცოდე?“ თუ ჰკითხავთ რობ გრიეს, რატომ მოიქცა მისი პერსონაჟი კონკრეტულად ასე, სავარაუდოდ გიპასუხებთ: „მე დაზუსტებით შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მან კარი მარჯვენა ხელით გააღო.“ აზროვნების ეს მანერა ფრანგულ თეატრზე ჯერ არ გავრცელებულა. პირველ რეპეტიციაზე დრამატურგი კვლავ მონოსპექტაკლს გაითმაშებს,  სადაც  წაიკითხავს პიესას და განასახიერებს ყველა მოქმედ პირს. ეს მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო მაგალითია მუშაობის ტრადიციული ფორმისა, რომელიც ყველგან სამაგალითო სიკვდილით კვდება. 
 
განმარტოების მოთხოვნილება დრამატურგის შინაგანი საცავიდან ქრება. სრულიად შესაძლებელია, რომ დრამატურგი სწორედ მარტო ყოფნისას ახერხებდეს პერსონაჟის კანში შეძრომას, ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ მუშაობდნენ ესქილე ან შექსპირი. მაგრამ ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ სახლში გამოკეტილი და ფურცელზე თავისი აზრების გადამტანი ავტორის კავშირი თეატრის სამყაროსთან და მსახიობებთან სულ უფრო ეფემერული და ფორმალური ხდება. საუკეთესო ინგლისელი დრამატურგები თეატრის კედლებში იბადებიან: უესკერი, არდენი, ოზბორნი, პინტერი, - უკეთეს შემთხვევებში  ისინი არა მხოლოდ დრამატურგები, არამედი რეჟისროები, მსახიობები, ხანდახან კი თეატრალური ადმინისტრატორები არიან.
 
დრამატურგები თავის ბედის ბატონ-პატრონები რომ იყვნენ და არა მსხვერპლნი, ჩვენ გვექნებოდა უფლება გვეთქვა, რომ მათ უღალატეს თეატრს და საკუთრი უუნარობის გამო არ შეუძლიათ ჩვენი დროის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. რა თმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, მაგრამ კინოხელოვნების ორიგინალური ნაწარმოებების ხარისხსს და რაოდენობას ვერც კი შევადარებთ თეატრისას. პიესებში ხასიათის კვლევისას იშვიათად გადიან ჩვეულებრივ სტერეოტიპებს მიღმა, კამათი იშვიათად აღწევს აზრების თავბრუდამხვევ სიმაღლეს, იმ შემთხვევაშიც როდესაც სიხარულზეა ლაპარაკი, პიესა გვახარებს ჩვენ ლამაზი ფრაზების ლიტერატურული ღირებულების დონეზე, როდესაც ვაკრიტიკებთ სოციალურ ბოროტებას, პიესა იშვიათად ეხება სოციალური პრობლემების არსს, როცა პიესა სიცილზეა გათვლილი, იქაც ძველი მეთოდებია გამოყენებული.
 
საბოლოოდ ჩვენ იძულებულები ვხვდებით, რომ ძველი პიესები დავდგათ, რადგან ახლების ხარისხი არ გვაკმაყოფილებს. შეიძლება შეეცადო პიესის შექმნას შენი ძალებით, როგორც მაგალითად, მოიქცა შექსპირის სამეფო თეატრის ჯგუფი, როდესაც გადაწყვეტილი იყო, რომ უნდა დადგმულიყო პიესა ვიეტნამზე და აღმოჩნდა რომ ასეთი პიესა არ არსებობს, მათ თვითონ შექმნეს პიესა - იმპროვიზაციამ და კოლექტიურმა შემოქმედებამ ვაკუუმი შეავსო. ნიჭიერი ადამიანების საერთო ძალისხმევას გაცილებით საინტერესო რეზულტატის მოცემა შეუძლია, ვიდრე ერთი თუნდაც ძალიან ნიჭიერი ადამიანის ძალისხმევას, მაგრამ ეს არაფერს ამტკიცებს. კოლექტიური სამუშაოს დროს რთული მისაღწევია დასრულებული ფორმა, ყველა ძაფის შეკვრა - ამისათვის ავტორია საჭირო.
 
თეორიულად არავისა აქვს ისეთი თავისუფლება, როგორც დრამატურგს. მას ხომ მთელის სამყაროს გაცოცხლება შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში ის მორცხვი, გაუბედავი და გულუბრყვილოა. ისიც იმას ხედავს რასაც ჩვენ, მთლიანის მხოლოდ უმცირეს ნაწილს, მაგრამ ჰგონია რომ მისი ინტუცია შეუცმდარია. სუბიექტივიზის ფაქტორი რომელიც მისი იარაღი და ძალის წყაროა, ხელს უშლის დიალექტიკურად დააკავშირიოს ის რასაც ხედავს, იმასთან რაც ესმის და ისე გამოდის, რომ ერთი დრამატურგი იკვლევს თავისი სულის ბნელ სიღრმეებს, სხვა ვისთვასაც ეს დახურულია სფეროა, ცხოვრების გარეგან მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას - და ორივე თვლის, რომ რეალობის ის მცირე ნაგლეჯი, რასაც ის ამუშავებს არის კიდეც მთელი რეალობა. რომ არა შექსპირი, შეიძლება გვეფიქრა, რომ ამ ორი დრამატურგის გაერთიანება ერთ ადამიანში შეუძლებელია. თუმცა რენესანსის თეატრი მითი არ არის, და ჩვენი მცდელობების დროს წუთითაც ვერ ვივიწყებთ მას. 400 წლის წინ დრამატურგებს შეეძლოთ გარემომცველი სამყაროს მოვლენების შეთავსება სულიერ ცხოვრებასთან, შეეძლოთ მათი შიშების და იმედების წინააღმდეგობის ღია კონლიქტამდე გამწვავება. დრამა იყო სულის გაშიშვლება, ის აცოცლხებდა გონებას, ართობდა, ამტკიცებდა. და შექსპირი არ იყო სადღაც ღრუბლებში მცურავი მწვარვალი, ის უბრალოდ იმ პირამიდის წვერი იყო, რომელიც სხვადასხვა მაშტაბის და ნიჭიერების დრამატურგების დიდი ჯგუფისგან შედგებოდა და რომლებიც მასსავით შეპყრობილები იყვნენ ებრძოლათ იმის წინააღმდეგ, რასაც ჰამლეტი დროის დაავადებებს  ეძახის.  შექსპირიც იყენებდა იმ ერთეულებსაც, რასაც ჩვენ, მის განკარგულებაშიც მაყურებლის რამდენიმე საათი იყო და ის ავსებდა ამ დროის ყოველ წმას, ცოცხალი, უჩვეულო ცხოვრებით. მისი პერსონაჟები არსებობენ ერთდროულად სხვადასხვა დონეზე - ეშვებიან ფსკერზე, ფარფატებენ ღრუბლებში, შეუდარებელი ტექნიკით დაწერილი კონტრასტული ეპიზოდები, ამაღელვებელი, შემაძრძუნებელი და მოულოდნელი - აი, მეთოდები, რომელსაც იყენებდა შექსპირი, რომ ეთქვა ის რასაც თვლიდა საჭიროდ, მაგრამ მან გარდა ამისა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა ადამიანებისგან, საზოგადოებისგან და სწორედ ეს ცოდნა ეხმარებოდა მას, რომ შეერჩია თემები და საშუალებები, გაეაზრებინა თუ როგორი თეატრის აშენება უნდა. 
 
თანამედროვე დრამატურგს არ ჰყოფნის ძალა რომ გასცდეს ანეგდოტს, ლოგიკას, სტილს, ხელ-ფეხშეკრაულია, ის ხშირად იქცევა როგორც მარტოხელა სირაქლემა, რომელიც არ ფიქრობს ამ ყველფერზე, რადან ამოჰყოფს თუ არა თავს, შეეჯახება კრიზისს და მას მოუწევს იმის გადაწყვეტა თუ როგორი უნდა რომ იყოს თეატრი.  რა თქმა უნდა, ერთდერთი რაც შეუძლია დრამატურგს არის ის, რომ დაწეროს რასაც ხედავს, ფიქრობს, გრძნობს. მაგრამ გარდა ამისა, მან უნდა სცადოს თავისი სამუშაო ინსტრუმენტების დახვეწა, რაც უფრო ცხადად აცნობიერებს დრამატურგი თუ რეალობასთან დამაკავშირებელი რომელი რგოლები აკლია მას,  რაც უფრო კარგად ხვდება, რომ არ შეუძლია აჩვენოს  ცხოვრება საკმარისი სიღრმით და სისავსით, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ დაიწყებს გამოსავლის ძიებას.
 
მინდა ზუსტად განვსაზღვრო, რაშია მთავარი სირთულე, რაც ხვდება ყველას ვინც წერს თეატრისთვის. თეატრის მოთხოვნილებები დღეს შეიცვალა, და საქმე მხოლოდ მოდის ცვლილებაში არ არის, დღეს დრამატურგმა ახალი საშუალებები უნდა გამოძებნოს. იმიტომ რომ თუ ადრე ადამიანს „შეეძლო წერა“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შეეძლო მოხდენილად დაეწყო სიტყვები და ფრაზები, ითვლებოდა რომ მას შეეძლო თეატრში მუშაობა. თუ ადამიანს შეეძლო სიუჟეტის მოფიქრება, მოულოდნელი განვითარებით, და იცნობდა, როგორც ვამბობთ ხოლმე ადამიანურ ბუნებას, მაშინ ეს საკმარისი იყო კარიერის გასაკეთებლად. ახლა ისეთი ღირსებები როგორიც არის წარმატებული ინტრიგა, ეფექტური ფინალი და ბუნებრივი დიალოგები, გაუფასურებულია იქიდან გამომდინარე რომ სცენა არ არის მხოლოდ მოსახერხებელი ადგილი პოემების, მოთხრობების და ლექციების წასაკითხად, ის არც სპილოს ძვლისგან აშენებული კოშკია, - საგნის შერჩევა, მისი აღქმა საინტერესოა იმდენად რადენადაც თეატრის ენაზეა გამოხატული. ეს განსაკუთრებით საინტერესოა ყოველთვის, როცა დრამატურგი მორალური ან პოლიტიკური მოსაზრებებით, თავისი იდეებისთვის რუპორად იყენებს პიესას, მისი იდეის ღირებულებიდან დამოუკიდებლად პიესა მხოლოდ მისი დრამატურგიული ღირსებებით ფასდება. თანამედროვე ავტორი, რომელიც ხედავს ტრადიციულ თეატრალურ ფორმებში რაღაც ავტოფურგონის მსგავსს, იდეების გადასაზიდად და ამ დანჯღრეული  მანქანით სიარულით კმაყოფილდება, საეჭვოა რომ იქ მივიდეს სადაც მას უნდა.