ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

თავისუფლების აღკვეთა

შონ აბრამი
15.06.2017

   


შსს-ს ბიჭები კუნთებს იმაგრებენ.

გაწრთვნილი ბიჭები უკვე მზად არიან,

რომ პიტბულებივით გეცენ კისერში,

ყბა ჩაეკეტოთ

და მოულოდნელად

ჯიბეებში ნარკოტიკის ხე გაგეზარდოს.

ეს მხოლოდ მათი დავალებაა.

კანონმორჩილთა დავალება.

რომ შენ აღმოჩნდე ნებისმიერი ვითარებიდან

სასამართლო დარბაზში.

და შენი სიტყვები,

რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გითქვამს,

 გამოიყენონ შენს წინააღდმეგ,

ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით.

და მოგესაჯოს თავისუფლების აღკვეთა,

8-20 წლამდე, ანდაც უვადოდ.

პირადი შურისძიების მიზნით,

რომელიც ისხამს ნარკოტიკს შენს ჯიბეებში.

ამიტომაც მზად იყავი!

რადგან სახელმწიფო არ არის მზად,

ბაზარზე შემოუშვას უჯიბო შარვლები და ქურთუკები.

რადგან ასეთ შემთხვევაში,

ქვეყნის ბოსებს, არ ექნება ბერკეტი შენს წინააღმდეგ.

ამიტომაც მზად იყავი!

რომ ერთ დღეს თუკი გადაწყვეტ,

რომ თქვა სიმართლე,

რომელიც გამოიწვევს დიდი ბოსების აღშფოთებას,

შენ შეიძლება მოგესაჯოს,

თავისუფლების აღკვეთა.

8-20 წლამდე.

ანდაც უვადოდ.