• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მთვარეულის ქალი

×
nedjar
ავტორის გვერდი ირაკლი ყოლბაია 07 თებერვალი, 2018 2456
[ლექსი, რომელიც იწყება ლოტრეამონის სიტყვებით (და მთავრდება რემბოსებით)]
 
     „კაცი ან ქვა ან ხეა   ის რომელიც დაიწყებს
სიმღერას“                    რომ სიმღერა თავისით ვერ
იწყება          ის ტანჯვაა, სამსჯავრო      რომლიდანაც
გამოიზრდება, გამოდის ყოველი დღე
                  ყოველდილით                       რომ ვინმემ
          უნდა დაიწყოს               ხემ, ქვამ,
კაცმა      რისგანაც კი ჩემი კაცობა შედგება, დღეს
დილით                  მტკენს, მტკენს               რა სავსეა
ეს დღე   დღეს დილით     და თავი ტკივილით და მტვრით
ეს ოთახი, ჩემი თმები              მკვდარი პეპლები კედლებზე
          ვერ ვახერხებ მართლა გავუსწორო თვალი კაკტუსს
ფანჯრის რაფაზე, რომელმაც მოისხა, გაშალა ოთხი ყვავილი
ოთხი მყვირალა წითელი ყვავილი:   სასწაული
            რომელსაც არ ვიმსახურებ                   ან რას ვიმ
               სანამ მოვრჩები ამის გაფიქრებას           ოთხიდან
ერთ-ერთს სიმღერა აქვს დაწყებული                   სიმღერა
შემოდგომის ფოთლებით მოფენილი ბილიკია ტყეში გაზაფხულის
     ზღურბლამდე    რომელიც მეშლება ფეხებთან     რომ
გავაბიჯო                   ამ ფეხებით ასე „ახლოს
                 ჩემ გულთან“
 
 
 
*
 
    დილაობით, როგორც გვიყვარს
ან გვჩვევია, წერა                    შეიცავს საფრთხეს
          შეამჩნიო    ამ სანამგათენდება განსაწმენდელში
ორი არარსებული ბავშვი, არასდროსშობილი
          ni nait ni à naitre                     მათი არარსებობა
რომელიც შემოსაზღვრავს ჩემსას, და ჩემ
     არსებობასაც, რომელიც მტკენს ჩემი
არსებული ნაწილის გულში            მათი არარსებობა
მოუზელავი იმავე უფორმო ბლოკისგან,   იმ
     უსაზღვრობიდან, რომელმაც დაამარცხა
მიქელანჯელო, რადგან არ შეეძლო?        თავის სიდიდით
დაეტოვებინა არასთვის თავისი წილი       ? შეიძლება
და შეუძლია ამ ლექსს, დატოვოს იმდენი        სიცარიელე
        იმდენი დუმილი ხმებსა და ხმაურს
შორის     რომ შემოუშვას ოთახში         ეს        
      ორი ბავშვი, შემოუშვას           ცოდნა
    ყოველი ხმა, ყველა სიტყვა    დუმილიდან
მოდის                             მდუმარებაა მხოლოდ
              პირვანდელი                        და რა მდუმარებაა
   აქ      რა მდუმარება ნაპრალში სადაც ჩავარდა
                                                       წამოწყებული კითხვის
ნიშანი            ვეღარ ვპოულობ, ვცდი     განვაგრძო
სადაც შევწყვიტე   ავკრიფო იქ სადაც   დავყარე
      თუ შეუძლია ნეტა ამ ლექსს, დაუშვას   თავის
ში    ის ორი ბავშვი, რომლებსაც თვალი მოვკარი
განთიადის შრომითდატვირთულ ცაზე?    თქვი, რას
  ამბობენ                              . . . .მაგრამ ხომ იცი, თუ შენ არ
  გაჩნდი გავჩნდები მაშინ მე            ნუ გამწირავ
              ამ არჩევითი არარსებობით             . . . .მაგრამ
მე       შენს ნაცვლად                      შენ ბურთს
         ვერ ავწევ, მაპატიე
                                         . . . .ამიტომ
არასდროს არავინ ირჩევს
 
 
 
*
 
და მაინც                              არის აქ სხვაც, რომელიც აქ უნდა
იყოს, რომელსაც არ შემიძლია     რამე მოვუხერხო , აქ
უნდა იყოს, როგორც მე ვარ აქ, ან ბევრად ბევრად
     მეტად     და არც ის ძალმიძს რამე ვუთხრა ან
როგორმე ვთქვა   არ შემიძლია ვთქვა სხვა     ისაა თვით
   უცნობი ჩემში     აქვს მისთვის სივრცე ჩემშის
                      მერწყმული და გაუგებარი გამოუხატავი ჩემგან
მხოლოდ გამოცნობილი        ისაა რაც არ ვიცი ვარ      თუმცა არც
ის შემიძლია—და რა შეუძლებელი, მიაქციე ყურადღება, აქ
ეს თუმცა—პირველი ვითომ გამოხატული წინააღმდეგობა
                                      პირველი მას მერე რაც ეს სუნთქვა-
ბრუნი დაიწყო    თუმცა თავიდანვე იქ ვიყავი, თავიდანვე
                                      როცა ვთქვი სულ პირველი
სხვა            ვიყავით თუმცათუმცათუმცა         როგორ ვთქვა
     არც ის შემიძლია      აქედან გავრეკო გავუშვა სხვაგან მივცე
ბრძანება ან ნებართვა ან ვუბრძანო     წავიდეთ სხვაგან
           დატოვოს დღე სადაც მთავრდება    როგორც ეს   როგორც ეს
სტრიქონი დამთავრდა და გაგრძელდება მაინც სხვაც   როგორც
არც სტროფი მთავრდება არასდროს    როგორც არც დღე    ასე
       სტრიქონის ბოლოს             არამედ ტალღები     ურთიერთრწყმული
არა მეგობრული      მაგრამ არც მტრული        არსებული,
      განპირობებული    თვით ამ უსაზღვრავი         ურთიერთყოფით
როგორც სხვა ასე მტანჯველად ასე მტანჯველად    მტანჯულად
               ასე განლაგებული      ასე მყარად         ეს სხვა          თქმულს
ართქმულს      თქმადსა და უთქმელს მიღმას
 
 
 
*
ვრცელი მიმღები ჭურჭლები     მათი ვრცელი
მუცლები       ვრცელი არა ადამიანური ზომებით არამედ
როგორც ზღვა   როგორც სხვა      (ო, ქალაქური ადამიანური
          ზღვის შესაძლებლობა)            ფორმირებული    ყველა
საჯარო პისუარით     რომელსაც იზიარებს საძმო    ნაკვები
        სიბინძურით   რომელიც იქ დატოვეთ რომელიც ჩვენ
  ვქმენით   რომელმაც  შეგვქმნა     მხოლოდ კაცთათვის ადგილი
ამ ზღვაში       და ქალთათვის პერიფერიულად   როგორც
          გამოდგებიან   იმ წამს, წამიერად   როდესაც რა ნაწილი
დაგვჭირდება  ან ხელთ მოგვხვდება თუ
     მოგვეხელთება                              საჭიროებისამებრ
                     მაგრამ ეს ყველაფერი მართლა სრულებით წარმავალია
პეპლის ფრთები, სისულელე       გზად ჩემგან შენამდე
ჩემგან ჩემამდე        ჩემგან სხვამდე    და ჩვენგან
ზღვამდე         სანამ დგახარ ასე ღამით     დამდაბლებული და
დამბლაცემული (როგორც ეს ლექსი, რომელიმე
ლექსი ტანჯული                             თავისივე ალიტერაციით)
ჩემი მომლოდინე           ჰანგს ქსოვ შენი გულისცემით
           პირშემორტყმული დიდების ხვრელს     მაგ ორმაგი ღრმულით
ვრცელი და მიმღები    რომლის ამჟამად სიცარიელეც   იმით
          რასაც ვერ მიიღებ   თუმცა რისთვისაცაა ასე
გმირულად ასე კაცურად ღია როგორც ცა 
                                                                     მაგ ღრმულით და მისი
                   სიცარიელით      გამოხატავ შეუძლებელ
   ადამიანურ ზღვას
 
 
 
 
 
[კანსო, ბოდლერის კუდით]
 
       შენს ბავშვობას მანახებენ შენი
თითქმისარწარბები—და მაინც, როგორღაც
                   უფრო მუქები      ვიდრე
დანარჩენი    შენ                           ასე ვიჭყიტები
  შენს ბავშვობაში          სადაც დაგცინიან
      სულელი გონები            შენი თაფლით სავსე
თვალის რგოლების თავზე     და სასწაულებრივი ქუთუთოები
მათ შორის—ყვავილის ფურცლები, ლესპედესური    დაძარღვული
უმწეო სიცოცხლით             ო, მყიფე მყიფე მყიფე
                  სიცოცხლე                   და მაინც, რომ შემიძლია
გეხებოდე, შენს ლესპედესებს     ვუყურებდე როგორ იღიმი
       უეცრად არსაიდან     ეს არსად, ეს მეტეორი    ასე ახლოს
ყოველწამს    ფსიქიკური სამყარო, რომელიც
ვარ შენში               და მეძლევა უფლება      მასში
ჩავყინთო, გავყვინთო     ამ არსად                     თითქოს
             გავქრე შენკანქვეშ       (სადაც დგას წყალი
რომელშიც განვიბანები                  ჰო, შენში მე არ ვისვრები
                            წამომდგარი შენი მზისწნულიდან
ვდგავარ, ვგავარ ახალშობილ გროშს
                შენი საწოლიდან, და რომ უნდა გავგორდე
    ტროტუარებზე                         მასაკრა!
 
             როგორ ტკბილ
                               ღრმ
                                  ად წვიმ
ჩემში                             და მაწვიმ
 
                შენ, ეს ქალი, ხარ
თან კურდღლის ტვინი       ხსნი ღრმა
ჭრილობას, როგორიც თავად გაქვს, თანშობილი       ჩემს
         ცნობიერში       და მახედებ      ღრმა, ღრმა
ღამეში          რომელიც ჩემშია,    ჩემს
                                             საზღვრებს მიღმა
 
იფიქრე ახლა მეტად სამყაროს
              ვეღარ იფიქრებ                რა სიზმრები
ვიხილე      ამ სამი ღამის წინ
                    არ მოგიყვები       ეს არ მეხმარება ამაღამ
შენს გვერდით მეძინოს                  არ მეხმარება
       ღიად მეჭირო      ჩემ ორ პოლუსს
შორის              რომ არ შეიკრა     არ ჩაიკეტო
            ალერსის კრაბო        სადღაც შენსა და შენს
ტუჩებს შორის, სადაც ვათავებ              შენს
     ხელისგულებზე                          რომ დააძინო შენთან
ერთად      მესმიკრულები     რომ დაგარწიოს    ამრიგად
ჩემმა თანამძინარე სხეულმა                        ესაა ლექსი
             ჩვენი ძილის ადგილას
   
იმან რაც მქონდა, მეგონა, შენთვის           დამტოვა
                  დატოვა რაც ვარ, ჩემი
საზღვრები        და მიაშურა      არავისყურებს
                                                              მაგრამ
ვფიქრობ     მე და შენ იმდენად ვიზიარებთ ერთმანეთის
დაკარგულ ბავშვობას, მაგ მუშეტს      რომ იქნებ მართლა
მაქვს უფლება           ვთქვა               როდესაც შენს თმებს
ვღეჭავ                             „თითქოს მოგონებებს
        ვჭამდე“
 
 
 
 
*
 
    მთვარე მენსტრუალურ ღამეს
აცხადებს                       მე
        ჩუმად
ღრმად ვყვინთავ
             მაგრამ ამაღამ მე
     მთვარეულის ქალი ვარ
                       სიზმრის ტოტებს
              ვკრეფ სიზმრის ყლორტებს
                              თითისწვერებით
     სისხლი       მე რომ ვღვრი       არც
       მდინარეა    არც   გუბურა       არც
   ტბად გაწვება    რომელიმე მთების
           კალთაში   არაა არც ფარდა კარავაჯოს მკვდარი
ღვთისმშობლის სიღრმეში          არამედ ჯაჭვი
                                                           უცნაური როგორც წვიმის
     წვეთები
   რომლითაც სიზმრის კაცი
         ვენებს ისუქებს          რადგან მათ ვაწვდი და ბრუნდებიან
  ყოველთვის        ისევ სიზმრის მიწაში    სადაც
დაიწყეს, დაიწყნენ    სადაც მათი სათავეა          და ქალები
    გოგონები       რომლებითაც დასახლდება მისი
           სიზმარი       იქნებიან სოკოებად   მის
ბალახებზე, ანდა სპორები მისი გვიმრების ხავსებისა
და სოკოებისთვის   სადაც ის, უსაშვილოსნო, აძოვებს თავის სხვას
         ძმას, რომელსაც ვერასდროს ნახავს     ვერც
განდევნის     რომელიც განაპირობებს იმაზე მეტად
    ვიდრე რაც ჰგონია, არის                      ისინიც მხოლოდ
სარკის ნატეხებია,   ის ქალები, ეს გოგოები     რომლებსაც
     შეუძლია, უყუროს    რადგან აქვთ მისთვის
         სიზმრები მხოლოდ      რომლებიც
დაკარგა     თანატარებს ყველა მათგანს    შინაგან
            მძივებად     შეიცავენ ყველას    სრულებით, თან
         არიან     თვითონ   სრულებით     მხოლოდ მათი
        ერთი ნაწილი, ციცქნა
ნატეხი                    და ამიტომაა, რომ
          მათთან, მათში    შეუძლია იგლოვოს
                      საკუთარი სისხლის გამოუსწორებელი
სითეთრე             წარმოიდგინოს, ერთი კოცნა ქალის
კანზე, სხეულის იმ ნაწილებზე       რომელთა სახელიც
        არასდროს ვიცით ან გვახსოვს        იმდენად
ცოტა ითქვა მათზე     იმდენად ცოტა        მათზე
ვიფიქრეთ     მათი ამ კოცნით აღიარება       სჯეროდეს
      გამოისყიდდა ყველაფერს   რაც კი ყველა
ქალს დაუშავა    მან, მისმა    ან ყველას თეთრმა
    სისხლმა ერთად        ღამე, რომელიც ამ სისხლმა და
         ჩვენმა სისხლმა   დატოვა მის ფუღუროში    არსად
წავა   მასთან დარჩება     ის დარჩება მარად
მასში     მაგრამ ახლა    აქვს წამით უფლება     მიაძინოს
მდელოზე     სადაც სხვა ძოვდა    მიაძინოს წამით
      სიბნელეც, თვითონაც და სხვაც         ეძინოს
სამივეს         არა როგორც საყვარლებს   არამედ ისე
         თითქოს ერთნი იყვნენ
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული