• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

აქ და არსად

×
ავტორის გვერდი გუგა დალაქიშვილი 05 მარტი, 2018 27781

შენ ოცნებობდი დღეგამოშვებით

სრული სამუშაო განაკვეთის  

დაუსრულებელი დიქტატის პირობებში

და მაინც, შენმა ოცნებამ უკუაგდო

თავისი საწყისი,ფეერიული გრიგალი

და აწმყოდ გაწელილ მომავალს მიეკედლა

 

დამორჩილდა რომ დაიმორჩილოს

 

მერე რა  რომ შენ არც მომავალი გაქვს

და აღარც წარსული ?

ჩვენ ერთნი ვართ

 

მე ცხენზე ვარ ამხედრებული

და შენ ცხენად ყოფნის მოსურნე ვირზე

თავისი ნაკლული კბილებით

ცხენად რომ ამღერებულა

ჩვენ ერთს მივესწრაფვით

 

თუმცა კი, ჩემი ცხენი უფრო მოქნილია და სწრაფი

ერთგული და მეტად ღონიერი

და მე სულ არ ვაპირებ, რომ დაგინდო

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული