რა უნდა გავაკეთოთ?





ფილოსოფია

რა უნდა გავაკეთოთ?




თარგმანი: ალექსანდრე გაბელია

 

1.      ჩვენ უნდა გადავიღოთ პოლიტიკური ფილმები.

2.      ჩვენ უნდა გადავიღოთ ფილმები პოლიტიკურად.

3.      პირველი და მეორე ცნება ერთმანეთთან ანტაგონიზმში არიან და შეიცავენ სამყაროს აღქმის ორ წინააღმდეგობრივ კონცეფციას.

4.      პირველი მოიცავს სამყაროს იდეალისტურ და მეტაფიზიკურ ხედვას.

5.      მეორე მოიცავს სამყაროს მარქსისტულ და დიალექტიკურ ხედვას.

6.      მარქსიზმი ეტაკება იდეალიზმს, ხოლო დიალექტიკური ხედვა მეტაფიზიკურს.

7.      ეს ბრძოლა ძველისა და ახლის ბრძოლაა, ბრძოლა ძველსა და ახალ იდეებს შორის.

8.      ადამიანების სოციალური არსებობა განსაზღვრავს მათ აზროვნებას.

9.      ძველსა და ახალს შორის წამოწყებული ბრძოლა: კლასობრივი ბრძოლაა.

10.  პირველი ცნების  შესრულება ბურჟუაზიულ კლასში დარჩენაა.

11.  მეორე ცნების შესრულება პროლეტარული კლასის პოზიციის გატარებაა.

12.  პირველი ცნების შესრულება სიტუაციების აღწერაა.

13.  მეორე ცნების შესრულება კონკრეტული სიტუაციის კონკრეტული ანალიზია.

14.  პირველი ცნების შესრულება  British Sounds-ია.

15.  მეორე ცნების გატარება ბრძოლაა British Sounds-ის ინგლისურ ტელევიზიებში ჩვენების წინააღმდეგ.

16.  პირველი ცნების გატარება ობიექტური სამყაროს კანონების შეცნობაა სამყაროს ახსნის მიზნით.

17.  მეორე ცნების გატარება ობიექტური სამყაროს კანონების შეცნობაა, რათა აქტიურად გარდაიქმნას სამყარო.

18.  პირველი ცნების შესრულება მსოფლიოს უბადრუკობის აღწერაა.

19.  მეორე ცნების შესრულება ხალხისთვის ბრძოლის გზის ჩვენებაა.

20.  მეორე ცნების შესრულება პირველი ცნების კრიტიკითა და თვითკრიტიკით მისი განადგურებაა.

21.  პირველი ცნების შესრულება ჭეშმარიტების სახელით მოვლენების სრული დანახვაა.

22.  მეორე ცნების შესრულება არაა ზემთლიანი სამყაროს იმიჯების მოჩმახვა ფარდობითი ჭეშმარიტების სახელით.

23.  მეორე ცნების შესრულება არის იმის თქმა, თუ როგორი რეალურები არიან საგნები (ბრეხტი).

24.  მეორე ცნების შესრულებაა იმის თქმა თუ როგორები არიან საგნები რეალურად (ბრეხტი).

25.  მეორე ცნების შესრულებაა რომ დაამონტაჟო ფილმი  გადაღებამდე, დაამონტაჟო გადაღებისას და გადაღების შემდგომ (ძიგა ვერტოვი).

26.  პირველი ცნების შესრულება ფილმის გავრცელებაა მისი წარმოებაში ჩაშვებამდე.

27.  მეორე ცნების შესრულება, ფილმის გავრცელებამდე წარმოებაა, შესწავლა მისი წარმოების პრინციპის მიხედვით: ესაა წარმოება, რომელიც მბრძანებლობს დისტრიბუციაზე, ესაა პოლიტიკა, რომელიც  მბრძანებლობს ეკონომიკაზე.

28.  პირველი ცნების შესრულებაა იმ სტუდენტების გადაღება, რომლებიც წერენ: ერთობა-სტუდენტები-მუშები.

29.  მეორე ცნების შესრულებაა იმის შეცნობა რომ ერთობა არის წინააღმდეგობთან ბრძოლა და იმის ცოდნა რომ ორი ერთია.

30.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა კლასებს შორის დაპირისპირების შესწავლა იმიჯებითა და ხმოვანებით.

31.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა წარმოების ურთიერთობებსა და სამეწარმეო ძალებს შორის დაპირისპირების შესწავლა.

32.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა რისკი, რათა შეიცნო თუ სადაა ეს ერთი, თუ საიდან მოდის ეს ერთი. რათა იცოდე წარმოების პროცესში იმ ერთის ადგილსამყოფელი და  შეცვალო იგი.

33.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა იცოდე რევოლუციური ბრძოლების ისტორია და მათ მიერ იყო განსაზღვრული.

34.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა რევოლუციური ბრძოლებისა და მათი ისტორიის მეცნიერული ცოდნის წარმოება.

35.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა იცოდე რომ რეჟისორობა დამხმარე აქტივობა და  რევოლუციის მცირე ხრახნია.

36.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა იმიჯებისა და ხმოვანების გამოყენება, როგორც კბილისა და ტუჩების, რომლებიც ერთმანეთს კბენენ.

37.  იმისათვის რომ განხორციელდეს პირველი ცნება, ამისათვის მხოლოდ გახელილი თვალები და ყურებია საჭირო.

38.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა ამხანაგი ცზიან ცინის მოხსენებების წაკითხვა.

39.  იმისათვის რომ განხორციელდეს მეორე ცნება, საჭიროა იყო შეურიგებლად მებრძოლი.

 

[პირველად დაიბეჭდა ინგლისურად და ფრანგულად Afterimage-ში. (UK) 1 (1970): 10–16. Trans. Mo Tietelbaum.]

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.