• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჩვენ მოვკალით პირჯვრის წერით

×
ავტორის გვერდი კიტა ცხომარია 03 იანვარი, 2018 2464
ოდესღაც, დედას ღმერთის სწამდა.
ჩემი სიკვდილის შემდეგ
მისი რწმენა
ცოდვის ქარმა გაფანტა.
 
დედას სწამდა
ტროლეიბუსში მგზავრობისას,
მაშინაც, როცა
მამასთვის საჭმელი გამოჰქონდა.
ხატების წინაც სწამდა დედას,
მაგრამ ისე ძლიერ არა.
 
ღმერთი მოკვდა.
ჩვენ მოვკალით პირჯვრის წერით,
როგორც მასტურბირებით.
ბიბლიის წიგნს ჩემსას
დაეკარგა რწმენა-
კლიშე კლავს,
კლიშე კლავს,
ყველაფერს კლავს,
ღმერსაც კი.
ჩვენ მოვკალით ღმერთი
პირჯვრის წერით.
არსებობა ბიბლიის გარეთ-
ანდერგრაუნდში.
არსებობა მტვერში,
ლეიბის ბერტყვისას 
დივნის კიდეებზე,
პულტის და ჩიფსის  ჩავარდნის ადგილას.
არსებობა ბავშვის ფაფაში,
მეზობლის რემონტის არეულობაში
ღმერთის.
 
ჩვენ მოვკალით ღმერთი პირჯვრის წერით.
 
 
 
 
 
***
მამაჩემი ჯარისკაცი არ ყოფილა.
სხვისი მამები კვდებოდნენ.
მე ყოველ კვირას მის ცოცხალ სხეულს
პატივს მივაგებ
და დროშა,  რომელსაც   მის მაზუთიან კანში ვცნობ
ერთადერთი სიწმინდეა
ამდენ ომს და  გვამს შორის.
მამა.
დაგვტოვებდა მაკდოლნადსის წინ,
და ცარიელ ადგილს ეძებდა პარკინგზე.
მას არასდროს უნახავს
კეტჩუპი ჩემს  ტუჩზე
ბურგერის ჭამის დროს,
როცა მამა მოდიოდა
ყველაფერი მორჩენილი იყო.
ის იხდიდა,
გავდიოდით.
შემდეგ საწოლში ვწვებოდი და ვიძინებდი.
მამა სახლის წინ თვისუფალ ადგილს ეძებდა
პარკინგზე.
მამა.
ჯარისკაცი არ ყოფილა.
სხვისი მამები კვდებოდნენ.
მე ყოველ კვირას მის ცოცხალ სხეულს
პატივს მივაგებ
და დროშა,  რომელსაც   მის მაზუთიან კანში
ვცნობ ერთდერთი სიწმინდეა
ამდენ ომს და  გვამს შორის.
 
 
ხორცსაკეპი
 
წითელი დუღილი საზამთროს,
ჩახუთულ ქალაქში
და შენი მოცემული სხეული,
რომელიც არ მინდა.
 
წმინდა ბარძიმი ვეგანურ კაფეში,
ნუ მკოცნი, ამდენი ხორცი არ მინდა.
გაგიჟდა ჩემი კუჭი.
 
ჩემი ასო, შენ ფეხებშუა ხორცსაკეპში,
შედებისას პურს და ბრინჯს რომ ვატან.
ეკონომია დედამ მასწავლა,
-ხორცის ეკონომია.
ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ
არც გაუჩენია.
 
ვისხედით ომის დროს სამზარეულოში,
მე ვატრიალებდი,
დედა ხორცს ტენიდა ხორცსაკეპში
ბრინჯით და პურით.
 
ამასობაში, ჯარისკაცები იხოცებოდნენ
-ბრინჯი და პური რომ შეგვერია
უფრო ნაკლები დაიხოცებოდნენ-
ვთქვი.
მერე გავიფიქრე.
 
მე სიყვარული დედამ მასწავლა.
კატლეტის კეთებისას.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული