• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ციტატიუმი

აზროვნება - ეს არის ცვლილებებისთვის მზადყოფნა

×
ავტორის გვერდი სტივენ ჰოუკინგი 15 მარტი, 2018 7241
მას მეორე აინშტაინს უწოდებდნენ. სტივენ ჰოუკინგი იყო ჩვენი დროის ყველაზე სახელგანთქმული მეცნიერი, რომლის ბალანსზე არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. დაიბადა 1942 წელს, 21 წლისას შეეყარა განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება და მას შედეგ მეცნიერს არ შეეძლო გადაადგილება და ლაპარაკიც კი. თუმცა, ამ ფაქტს მის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეუცვლია. მან ისევ განაგრძო სამეცნიერო კვლევები და სამყაროს შესახებ უამრავი ფასეული ინფორმაცია დაგვიტოვა. გარდაიცვალა 2018 წლის 14 მარტს.
 
 
ვარსკვლავებს უყურე და არა შენს ფეხებს. სცადე, ამოხსნა ის, რასაც უყურებ, და გაიგო რა არის სამყაროს არსი. იყავი ცნობისმოყვარე. 
 
აზროვნება - ეს არის ცვლილებებისთვის მზადყოფნა. 
 
წარსული, ისევე როგორც მომავალი, არის უსასრულო და ის არსებობს მხოლოდ შესაძლებლობათა სპექტრის სახით.
 
სანამ მეცნიერებაში გავერკვევით, იქამდე ბუნებრივია, რომ გვჯერა ღვთის მიერ სამყაროს შექმნა.
 
როცა გავიგებთ სიმების თეორიას, გვეცოდინება როგორ შეიქმნა სამყარო. ამას არ ექნება გავლენა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია გავერკვეთ, საიდან მოვდივართ და რას უნდა ველოდეთ. 
 
მე ვარ პატარა ბავშვივით, რომელიც ჯერაც არ გაზრდილა. მე ისევ ვსვამ კითხვებს "როგორ?" და "რატომ?". ხანდახან პასუხებსაც ვპოულობ.
 
ვურჩევ სხვა უნარშეზღუდულ პირებს: კონცენტრირდით იმაზე, რაშიც თქვენი შეზღუდული უნარები ხელს არ შეგიშლით ხარისხიანად გააკეთოთ რამე, და არ იდარდოთ თქვენი უნარების შემზღუდავ ფაქტორებზე.
 
ის, ვინც თავისი I.Q.-თი ამაყობს, უტვინოა. 
 
შემიმჩნევია, რომ ხალხი, რომელიც ამტკიცებს, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია და ჩვენ ვერაფერს შევცვლითო, ქუჩის გადაკვეთისას ყოველთვის ფრთხილად იყურება გვერდზე.
 
სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ არც მეჩქარება. ძალიან ბევრი რამეა, რის მოსწრებაც ჯერ კიდევ მინდა.
 
სკოლაში გამორჩეული მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი თანაკლასელები, როგორც ჩანს, ჩემში პოტენციალს ხედავდნენ, რადგან მათ შემარქვეს მეტსახელი - აინშტაინი.
 
მეცნიერება მხოლოდ აზროვნების დისციპლინა არაა, მასში რომანტიკაცაა და ვნებაც.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული