ლექსი სოფოს მუტელზე





პოეზია

ლექსი სოფოს მუტელზე




[ცეცხლი ფუჩურს გადაფურჩქნულს]
 
რა დასამალია, დიდი ხანია ლექსი მინდა დავწერო თქვენზე,
თუმცა ვერაფრით ვახდენ კონცენტრაციას,
თქვენი ნატიფი ღიმილი მიბნევს გზა-კვალს.
 
თქვენი ღიმილი არ არის მხოლოდ ღიმილი
თქვენი ღიმილი უფრო მეტია ვიდრე ღიმილი
თქვენი ღიმილი მეტატექსტია, რომლის მიღმაც სისველე იმალება.
 
თქვენი ღიმილის საპირწონედ, მონალიზას ღიმილიც ვერ ივარგებს;
მონალიზას ღიმილი გამჭოლი და თავხედურია
თქვენი ღიმილი - ნაზი და ჯადოსნური,
და როცა თქვენი ღიმილი მოჟონავს ტელეეკრანიდან
და ედება ირგვლივ ყველაფერს,
ყოფიერების ხავსი გარდაიქმნება უმშვენიერეს ყვავილად,
სადაც შემდეგში თქვენ ეშვებით - წამოწვებით,
როგორც ოფელია, როგორც შროშანი
და ტივტივებთ ნაზად, გახვეული სოციალური სტატუსის სუდარაში.
 
როცა იღიმით, ვგრძნობ, როგორ იწყებს გამოჟონვას წვენი თქვენი მუტლიდან,
როგორც წყალი მეზობლის აბაზანიდან
მუტლის და შარდის სუნი რომ ასდის.
 
და თუ ოდესმე მოგინდათ ოპონენტის მორიგ სისულელეზე
ღიმილის ნაცვლად სიცილი,
ან თუნდაც ჩახითხითება,
შესაძლოა დაუდგენელმა სითხემ დატოვოს პერიმეტრი,
გავიდეს მუტლის მიღმა, როგორც მოულოდნელი ტალღა
და დაიწყოს აპოკალიფსი - 
მოედოს კაცობრიობას და გაანადგუროს.
 
რა დასამალია, დიდი ხანია ლექსი მინდა დავწერო
თქვენს მუტელზე,
ზღვასავით სველ მუტელზე,
თუმცა ვერაფრით ვახდენ კონცენტრაციას,
ღიმილი მიბნევს გზა-კვალს,
თქვენი ნატიფი ღიმილი.
 
 
ილუსტრაცია: ბექა ჯალაღანია
 
*შენიშვნა: სოფოს მუტელი არ არის მუტელი,
სოფოს მუტელი უფრო მეტია ვიდრე მუტელი
სოფოს მუტელი მეტატექსტია, რომლის მიღმაც ამოუცნობი შიში იმალება,
დაუდგენელი და მისტიკური.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.