• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დაუშვი ირმები ქალაქში

×
deer
ავტორის გვერდი დევიდ უიკარი 16 მაისი, 2018 3935
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
მას მერე რაც ყველა ბომბი დაეცემა,
როცა ერთადერთი რაც შენივე თავის შესახებ იცი ღრმა და პირადი ჯოჯოხეთია,
როცა დედამიწა დამფრთხალია და წამალი არ არსებობს,
როცა ეული მორბენალის ფეხი მოტყდა, და არ არიან
მაყურებლები რომ გაამხნევონ და მის გულს გააძლებინონ,
როცა სიძულვილია ის რომელშიც გიწევს იბრძოლო და მოკლა,
როცა სიყვარული აღიქმება სისუსტედ და სიბინძურედ და არის
რაღაც რაც გაშინებს გაფრთხობს და გაავადებს.
 
მაშინ გთხოვენ, დაუშვა ირმები ქალაქში
და ისინი ივლიან შენს ცემენტზე და დამსხვრეულ შუშაზე,
და სისხლი წამოვა მათი ნატიფი ბავშვური ფეხებიდან.
 
ჰო, დაუშვი ირმები, რომლებიც სიმბოლოა ყოველივე ნაზის,
ბავშვის, ქალის, კაცის, ყველა ფოთლის, ყველა ყვავილის,
მოვლენ და ივლიან შენს ქალაქებში და მოკვდებიან მთელი შენი
უიმედო ვიბრაციებით,
 
რადგან არასდროს უსმენდი დედამიწის ნატიფ, ჩუმ
ამოოხვრას და ციცქნა ცრემლებს როცა აფრთხობდი მას
ყველა შენი სატანური ქალაქით,
 
გიხმობ, გაბედო, ახლაც კი, დაუშვა ირმები ქალაქში.
 
 
 
 
კომენტარი
დევიდ უიკარმა თავის ცხოვრების დიდი ნაწილი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტად გაატარა, თავის თავზე (მესამე პირში) ის ამბობს
 
„დევიდი უზომოდ ბევრს კითხულობს. ის გატაცებულია აღმოსავლური რელიგიებით, ფილოსოფიით და მუსიკით და განსაკუთრებით უყვარს ბობ დილანის მუსიკა.“
 
ლექსის ორიგინალის ნახვა შეიძლება ჯონ ოუქსის გმირულ და, უბრალოდ, ბრწყინვალე ანთოლოგიაში, In the Realms of the Unreal: “Insane” Writings (ed. John Oakes).
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული